
მაზანაშვილი იოანე (მღვდელი). დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2013. 13-19 ივნისი, N23(682), გვ.7 ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N18 22-28მაისი 2008წ გვ.6
ხელდასხმა
4 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სყუდენტი იოანე მაზანიშვილი. დიაკონი იოანე თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N37 30ოქტომბერი-5 ნოემბერი 2008წ გვ. 7
19 ოქტომბერს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მო- ნასტერში გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს იოანე მაზანაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნე ვეფხია აფხაზიშვილი და სახელად ანდრია უწოდა. მღვდელი იოანე მარტყოფის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. დიაკონი ანდრია ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
2 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით -- მუხიანის წმინდა მირიან და ნანას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გრიგოლ აბესაძე და მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე მაზანაშვილი;