მაჩურიშვილი ვახტანგ (მღვდელი); საპატრიარქოს უწყებანი.  2012. - 12-20 ივლისი. გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია
 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ გვ. 8
ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა
13 დეკემბერს ცურტავის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) სამღვდელოების თანამწირველობით აკურთხა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეზოში ახლად აშენებული წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, რომელიც სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების ინიციატივითა და მონდომებით აშენდა. წირვის დროს ეპისკოპოსმა იაკობმა დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული აბო მაჩურიშვილი და სახელად ვახტანგი უწოდა. დიაკონი ვახტანგი ტაბახმელაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N27 12-20ივლისი 2012წ გვ.5
ხელდასხმა
7 ივლისს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის დედათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის დიაკონ ვახტანგ მაჩურიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის სტიქაროსანი ლუკა მკალავიშვილი.
დაჯილდოება
19 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ (შიოლაშვილი) დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის სამღვდელოება. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიიდან: მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (კვიმსაძე) -– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი ვახტანგ მაჩურიშვილი –- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.