
ოთარაშვილი რევაზ სოლომონის ძე დეკანოზი, დაბ. კახი, ჰერეთი წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, (თბილისი, ვორონცოვი)
საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19მაისი 2010წ გვ. 9
დაჯილდოვება.
6 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ჩხეიძის ქუჩა) წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ანტონ კიკნაველიძე, ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გურამ ბერძული; ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით — ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი იოანა (კვირკველია).