სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ტაბაღუა გიორგი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ტაბაღუა გიორგი დეკანოზი

2013 წლის 17 მარტს, დაჯილდოვდა მიტრით და გამშვენებული ჯვრით; თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი 2024წ.

2000-იანიწ. დეკანოზი ხეთა (ხობი) მთავარანგელოზის ეკლესია

ტაბაღუა გიორგი დეკანოზი

ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ხეთაში „ოხვამეკარში“ მდებარეობს წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მიქამგარიოსაც“ უწოდებს. აქ  XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის  პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: გიორგი კობახიძე, ბესარიონ კობახიძე, მიხეილ გვასალია, მიხეილ მეუნარგია, სოლომონ საჯაია, გიორგი გეგეჭკორი, სოლომონ გეთია, ოქროპირ ქირია, თევდორე ქირია, აკაკი ფიფია; დიაკვანნი: იოანე წულაია, ლავრენტი კვარაცხელია; მედავითნენი: სილიბისტრო ჩიქვანაია, გოგი ლატარია, არქიფო ვართაგავა, მიხეილ ტურავა. 

მეოცე საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისიდან მღვდლები: გიორგი ტაბაღუა, ავთანდილ ჭოხონელიძე, 2003 წლიდან 2008 წლამდე მამა კირიონ დარასელია ამჟამად ტაძრის მღვდელმსახურია მღვდელი ცოტნე ბიწაძე. ამ ტაძრის ადგილას უფრო ძველი ტაძარი მდგარა, იგი დაურღვევიათ და 1885 წელს ხელახლა აუშენებიათ. ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს გრიფონი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ აქ სალოცავი წინაქრისტიანულ ხანაშიც უნდა ყოფილიყო. ამასვე მიუთითებს სახალხო დღესასწაული „მიქამგარიობა“, რომელიც აღდგომის შემდგომ ორშაბათს იმართება, ამ დღეს არანაირი საეკლესიო დღესასწაული არ არის, მაგრამ უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან. მლოცველები „მიქამგარიოს“ შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვდნენ...

ტექსტის ავტორი  ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია

 საპატრიარქოს უწყებანი N39 22-28ოქტომბერი 2004წ გვ.5

დაჯილდოვება

17 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზის ხარისხში აიყვანა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ტაბაღუა.

დაჯილდოება
17 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით –- ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრი ტაძრის მღვდელ მსახურნი: დეკანოზი ექვთიმე წულუკიძე და დეკანოზი პავლე კაკუშაძე; მიტრითა და გამშვენებული ჯვრით -- ვაზისუბნის ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ტაბაღუა; გამშვენებული ჯვრით -- სართიჭალის წმინდა ლაზარესა და მთავარანგელოზთა ეკლესიების წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კეჟერაშვილი.

ტაბაღუა გიორგი დეკანოზი, მცხეთა თბილისის ეპარქია, გარდ. 2014წ. 2000-იანიწ. ხეთა (ხობი) მთავარანგელოზის ეკლესია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.