
უშიკიშვილი იაკობ დეკანოზი თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მოძღვარი 2020 წელს, ვიდეო

მინდა პატივისცემა გამოვხატო დეკანოზი იაკობის (უშიკიშვილი) მიმართ.მამა იაკობმა გამოუზარდა საქართველოს ეკლესიას მრავალი მრევლი,მათ შორის მე როგორც ვიცი ოთხო სასულიერო პირი,ვინც ნამყოფია ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ტაძარში,შენიშნავდით მსახურებაზე როგორი წესრიგია.ღმერთმა გააძლიეროს ქრისტეს მოყვარე დეკანოზი იაკობი.
სურათზე მარჯვნიდან:მღვდელმონაზონი კლიმენტი (ასეიშვილი) ,დეკანოზი იაკობი (უშიკიშვილი) და დეკანოზი გიორგი (ბერბერაშვილი) 2014წ.
საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ გვ. 6
დაჯილდოვება
23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარკეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მარტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).
საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11აპრილი 2012წ გვ.5
დაჯილდოება
30 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი.