
ჩალიგავა იოანე (დიაკონი); საპატრიარქოს უწყებანი. - 2011. - 27 ოქტომბერი - 2 ნოემბერი.(მღვდელი); საპატრიარქოს უწყებანი. 2012. - 2 აგვისტო - 12 სექტემბერი.
საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
16 ოქტომბერს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის თავისუფალი მსმენელი მელორი ჩალიგავა და სახელად იოანე უწოდა. დიაკონი იოანე ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N30 2აგვისტო-12სექტემბერი 2012წ გვ.5
ხელდასხმა
15 ივლისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის დიაკონ იოანე ჩალიგავას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლაშა გორელიშვილი და სახელად იოანე უწოდა. მღვდელი იოანე ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი იოანე სამგორის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.