ჩაჩავა გიორგი დეკანოზი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 13
საპატრიარქოს უწყებანი N25 20აგვისტო-2სექტემბერი 2009წ გვ.9
9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით — თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა; გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი და არგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ფილიპე აბაშიძე.

საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ. 9
დაჯილდოება
17 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თბილისის პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა, წლების მანძილზე ეკლესიის ერთგული მსახურებისთვის დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.