
ცხოვრებაძე ზურაბ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორის დიაკვნად კურთხევა საპატრიარქოს უწყებანი. 2008. - 13-19 თებერვალი. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N5 13-19 თებერვალი 2008წ. გვ. 9
8 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი ზურაბ ცხოვრებაძე. დიაკონი ზურაბი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N46 15-21იანვარი 2009წ გვ.11
ხელდასხმა
11 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგს დიაკონ ზურაბ ცხოვრებაძეს.
საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4აგვისტო 2010წ გვ. 8
18 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამების საპატრიარქო ტაძარში ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დააჯილდოვა თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექ-ტორის მოადგილე, მღვდელი ზურაბ ცხოვრებაძე.