29 იანვარს ახალციხის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკვან ნაზარს (ბასილაია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ქანდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის ბერი შიო (ხონელიძე).
ხონელიძე - გვარის 17 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ხონელიძე ბართლომე მღვდელი 1901-1914წ. მარანი (საჭილაო, აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია 1872წ. ნამწარეული (საჭილაო, აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია
ხონელიძე გიორგი - მღვდელი.
2014 წლის 02 თებერვალს დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 01 თებერვალს მღვდლად ხელდასხმა. იმსახურებს: ლილოს დასახლების წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრში.
2 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ვაზისუბნის ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიის დიაკვან დავით ბერაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი ხონელიძე.
1 თებერვალს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა: მღვდლად -–– თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ლილოს დასახლების წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის დიაკონ გიორგი ხონელიძეს (მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს); დიაკვნად –– თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, წმინდა გიორგის სახელობის ნაქულბაქევის დედათა მონასტრის მედავითნე შიო ბაკურიას. ' დიაკონი შიო აეროპორტის დასახლების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
ხონელიძე შიო (ლევან) - ბერდიაკონი.
2017 წლის 29 იანვარს, ბერდიაკვნად ხელდასხმა. ქანდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტერი;
29 იანვარს ახალციხის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკვან ნაზარს (ბასილაია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ქანდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის ბერი შიო (ხონელიძე).