თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
3 იანვარს ხონის საბა გაწმედილის სახელობის მამათა მონასტერში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი შალვა ბერიკაშვილი და სახელად ელიზბარი უწოდა.
ბერიკაშვილი გერმანე (გელა) - ბერდიაკონი.
2016 წლის 02 აპრილს, მცირე სქემაში აღკვეცა. 2016 წლის 30 ნოემბერს, ბერდიაკვნად ხელდასხმა. აკურთხა აბისის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა ციხე-მონასტრის წინამძღვარი,
2 აპრილს ღელეს წმ. ლაზარე ხატმწერის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა ამავე სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გელა ბერიკაშვილი (მცირე სქემაში) და სახელად გერმანე უწოდა (წმ. გერმანე გარეჯელის სახელზე).
23 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა აბისის წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის მამათა ციხე-მონასტერი. ამავე დღეს კერძო დიაკვნად აკურთხა ბერი გერმანე (ბერიკაშვილი) და ამ მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
30 ნოემბერს ღელეს წმ. ლაზარე ხატმწერის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა აბისის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა ციხე-მონასტრის წინამძღვარი, ბერი გერმანე (ბერიკაშვილი).