სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ნატახტარი (მცხეთა) დედათა მონასტერი;

ნატახტარი (მცხეთა) დედათა მონასტერი;

სულ რაოდენობა: 7

ბმულის კოპირება

2011 წლის 16 ოქტომბერს ნატახტარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ხატის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). იმავე დღეს ახლადაგებული ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მოილოცა და პარაკლისი შეასრულა. ახლად ნაკურთხი ტაძარი უძველეს ნანგრევებზეა აგებული. როგორც ამბობენ, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამ ადგილას მხოლოდ სამი ხე იდგა. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) ძალისხმევით, ტერიტორია დასუფთავდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ადრექრისტიანული ხანის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევები და ამავე პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს. სპეციალისტების განცხადებით, ეს ისტორიული ადგილი საფუძვლიან შესასწავლია. ტაძრის სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიის ეზოში გაშენებული მეურნეობა დაათვალიერა. ახლადაგებული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სასულიერო პირებისთვის სენაკები და სატრაპეზო აიგება მსწრაფლშემსმენელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სამების საპატრიარქო ტაძრის მეტოქიონი გახდება. 


აღდგენითი სამუშაოებისას აღმოჩენილი ეკლესიის "დარბაზული" ტიპის ნანგრევების, ტაძრის გარშემო არსებული აკლდამების და მათში მოთავსებული ნივთების დათვალიერებით, რომელიც ჩატარებული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ექსპერტების მიერ, ირკვევა, რომ  აღნიშნული ნანგრევები  მეხუთე საუკუნის ბოლო--მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება...

ისტორიულად ცნობილია, რომ " ქართლის მოსახლეობა წმიდა ნინოს მცხეთის ჭალებში შეეგება"... ტაძრის ადგილმდებარეობის და საუკუნოვანი სიძველის საფუძველზე,შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ეს ის ადგილია, სადაც მოხდა წმიდა ნინოს და ქართლელების შეხვედრა.

ამჟამინდელი ეკლესია,არა მხოლოდ ადრინდელი საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარია, ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლსაც; მის ტერიტორიაზე აუცილებელია გაგრძელდეს შემდგომი არქეოლოგიური სამუშაოები, ისტორიული ნიმუშების აღმოჩენის მიზნით—განაცხადა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ბ-ნ იულონ გაგოშიძემ.

2020 წლის შემოდგომას უწმიდესის ლოცვა-კურთხევით აღნიშნული მამათა მონასტერი გადაკეთებულ იქნა დედათა მონასტრად, რომელიც ფუნქციონირებს თბილისის სამების საკათედრო ლავრის ხელშეწყობით და დედათა მონასტრის წინამძღვრის იღუმენია მარიამის (ტიკურიშვილი) ხელმძღვანელობით.




ტიკურიშვილი მარიამი (თამარ) გიორგის ასული იღუმენია
ტიკურიშვილი მარიამი (თამარ) გიორგის ასული - იღუმენია.

დაბ. 30 ნოემბერი 1979წ.

სრულად ნახვა
აჩელაშვილი ანა (რუსუდანი) ვლადიმერის ასული - მონაზონი. დაბ. 13 მაისი 1968წ.
სახიაშვილი სიდონია (ლანა) ჯუმბერის ასული - მონაზონი. დაბ. 07 ივნისი 1990წ.
ბაქაქური თეოდორა (ნათელა) უშანგის ასული - მონაზონი. დაბ. 28 იანვარი 1985წ.
მუსერიძე თამარ თამაზის ასული - სამონაზვნე. დაბ. 04 მაისი 1961წ.
ბრეგვაძე  ანგია (კობა) ზაურის ძე არქიმანდრიტი
ბრეგვაძე ანგია (კობა) ზაურის ძე - არქიმანდრიტი. დაბ. 15 დეკემბერი 1978წ.  2006 წლის 27 სექტემბერს ბერად აღკვეცა, წალკის კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი. 2007წელს 30 სექტემბერს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა, დაინიშნა წალკის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2015 წლის 19 დეკემბერს, დაჯილდოვდა იღუმენის წოდებით და გამშვენებული ჯვრით; სრულად ნახვა
ჯავახიშვილი გაიანე (ქეთევანი) ზურაბის ასული - მონაზონი. დაბ. 09 აგვისტო 1983წ.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი