სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბრეგვაძე ანგია

2006 წლის 27 სექტემბერს ბერად აღკვეცა, წალკის კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი. 2007წელს 30 სექტემბერს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა, დაინიშნა წალკის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

2014წ. მდგომარეობით მცხეთა-თბილისის ეპარქია

ბრეგვაძე ანგია მღვდელმონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23

საპატრიარქოს უწყებანი N36 5-18 ოქტომბერი 2006წ გვ.13 

აღკვეცა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა წალკის კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი დემეტრე ბრეგვაძე და მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილი გიორგი უსუფაშვილი. დემეტრეს ეწოდა ანგია, ხოლო გიორგის – ევსტაფი.


30 სექტემბერს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი წალკის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან ანგიას (ბრეგვაძე) და დაიკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ბერი იოანე (ტოგონიძე). მამა ანგია წალკის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო ბერ-დიაკვანი იოანე სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.