
მღვდელი აკაკი გომართელი დაიბადა 1978წლის 03 თებერვალს ჭიათურაში, სწავლობდა ჭიათურის მე-10 და მე-2-ე საშუალო სკოლებში.
1995-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. მუშაობდა ჭიათურის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში ექიმ სტომატოლოგად.
2005წ. დაოჯახდა ჰყავს შვიდი შვილი.
2014წელს მისი კანდიდატურა წარადგინეს ჭიათურა საჩხერის მიტროპოლიტ დანიელთან მღვდლად ხელდასახმელად.
2016 წლის 23 აპრილს ლაზარეს შაბათს, საჩხერის წმიდა ნინოს საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დანიელმა აკურთხა დიაკვნად.
2017 წლის 7 აპრილს, ხარებას, ჭიათურის ხარების სახელობის ტაძარში ხელი დაესხა მღვდლად და დადგინდა სოფ. ითხვისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის და სოფ. მერევის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.