კოხრეიძე გრიგოლ სპირიდონის ძე 1911-17 წლებში სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი.
ტიციან ტაბიძის დედა - ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე - წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევიდან გახლდათ.

ტიციან ტაბიძის დეიდა გათხოვილი იყო ახლომდებარე სამტრედიის სოფ. იანეთში, სადაც ტიციანი დეიდაშვილებს, გრიგოლ და ეზეკია კოხრეიძეებს სტუმრობდა ხოლმე.

2020 წლის 16 ივნისს მალხაზ კოხრეიძემ საავტორო ბლოგზე “ https://malkhazkokhreidze.wordpress.com “ ტიციან ტაბიძისა და ორპირის თემაზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ვკითხულობთ: “სპირიდონ კოხრეიძე და ტიციან ტაბიძის მამა იუსტინე ტაბიძე ქვისლები იყვნენ. ისე, როგორც სპირიდონ კოხრეიძე, იუსტინე ტაბიძეც მღვდელი იყო. თავის დროზე, ტიაციან ტაბიძე, ბიძამ - სპირიდონ კოხრეიძემ იანეთში მონათლა. მედავითნე გიგო ტაბიძე და ნათლია - ერმილე სიმონის ძე ვაშაკიძე ყოფილა.”
ტიციანის ბიძა, მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე კოხრეიძე 1891-96 წლებში სოფ. მაღლაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის, ხოლო 1896-1911 წლებში სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გახლდათ, რომელიც 1912 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.
ტიციანის დეიდაშვილი გრიგოლ სპირიდონის ძე კოხრეიძე 1911-17 წლებში სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
თემო ჭახნაკია [ სამტრედიის ორპირი ტიციანის შემოქმედებაში]