სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11967

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გაბადაძე ვასილ პავლეს ძე 1875-1958წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული გაბადაძე ვასილ პავლეს ძე 1875-1958წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული

1875-1958 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გაბადაძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

598       ბეჭდვა

გაბადაძე ვასილ პავლეს ძე 1875-1958წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

გაბადაძე ვასილ პავლეს ძე 1913-1917 წწ ოჯოლის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია, ტყიბული


გაბადაძე ვასილი – (07.03.1875-18.09.1958), დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1891 წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. 1892 წ. 1 სექტემბერს სოფელ კურსების სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წ. 14 ივნისს სოფელ კვალითის ჭაბუკთას წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ გაამწესეს. 1896 წ. 17 იანვრიდან სოფელ გოდოგნის ეკლესიაში მსახურობდა. 1902 წ. 23 სექტემბერს სოფელ კურსების ქველობანის მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს. 1907 წ. 15 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1913 წ. 24 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ოკრიბის ოლქში, სოფელ ოჯალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დანიშნა. 


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რეპრესიების მიუხედავად, ერთხანს განაგრძობდა მსახურებას. 1922 წ. ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მოძღვრის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე – ის და მისი შვილები უსასყიდლოდ ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, ხოლო მისი მეუღლე ასევე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავდა უპოვრებს, ავადმყოფებს კი მკურნალობდა. 1925 წ. სოფელ ზემო ოფშკვითის წმ. გიორგის ტაძარში დაინიშნა. 1928 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1929 წლიდან სოფელ ოფშკვითის ოლქის მთავარხუცესია და სოფელ საყულიის მთავარანგელოზთა ტაძარში მსახურობს. 1930 წ. 1 სექტემბრიდან აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში.


1945 წ. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით კვლავ განაგრძო მოღვაწეობა და ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1947 წ. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა კომუნისტების მიერ გაუქმებული წმ. გიორგის ეკლესია, რ-ის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომას ენქერით დაჯილდოვდა. მიტროპოლიტი ეფრემი მის შესახებ წერდა: „არის შნოიანი, ლაზათიანი და ამ ბოლო დროს ბეჯით-მუყაითად მომპყრობი საქმისადმი. გთხოვთ 48 წლის ნამსახურ მოძღვარს უბოძოთ ენქერი“. 1956 წ. მიწურულს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, სამოღვაწეოდ თბილისში გადმოვიდა და ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძრის კრებულში დაინიშნა. დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე.


დეკანოზი ვასილ გაბადაძე 1875-1958წწ.  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 



დეკანოზი ვასილ პავლეს ძე გაბადაძე 1875 წელს იმერეთში, სოფელ კურსებში, მღვდლის ოჯახში 
დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის 
დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ორი კურსი გაიარა. 
1913 წლის დიდმარხვობამ იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ კურსების წმინდა გიორგის 
სახელობის ეკლესიაში დაადგინა· ამავე წლის 24 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ოჯალის ყოვლადწმინდა 
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რეპრესიების მიუხედავად, განაგრძობდა მსახურებას. 
მამა ვასილის ოჯახს დიდი 
გვ197
ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე, ის და მისი შვილები ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს·· ხოლო მისი მეუღლე ნადია 
ტარიელის ასული კოკელიძე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავდა უპოვრებს და ავადმყოფებს მკურნალობდა. 
1928 წელს მამა ვასილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში უღვთო ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა ღვთისმსახურება. 
1943 წელს, ეკლესიების ამოქმედების დროს, კვლავ განაგრძო სამღვდელო მოღვაწეობა და თავის სოფელში აღასრულებდა საეკლესიო საიდუმლოებებს. 
1947 წელს ქუთათელი-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში – კათოლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა 
კომუნისტების მიერ გაუქმებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 
1951 წლის აღდგომას ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა იგი ენქერით დააჯილდოვა. 
1956 წლის მიწურულს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვაკურთხევით, დეკანოზი ვასილი სამოღვაწეოდ თბილისში გადმოვიდა და 
ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 
დეკანოზი ვასილი 1958 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა, დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე. 

დეკანოზი ვასილ გაბადაძე
დეკანოზი ვასილ პავლეს ძე გაბადაძე 1875 წელს სოფელ კურსებში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ორი კურსი გაიარა. 1913 წლის დიდმარხვაში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ კურსების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს მას ხელი დაასხეს მღვდლად და ოჯალის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რეპრესიების მიუხედავად განაგრძობდა მსახურებას. მამა ვასილის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე, ის და მისი შვილები ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, ხოლო მისი მეუღლე ნადია კოკელიძე ყოველგვარი სასყიდელის გარეშე ტანისამოსლ უკერავდა უპოვარებს და ავადმყოფებს მკურნალობდა. 1928 წელს მამა ვასილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1930-იანი წლების დასაწყისში უღმერთო ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა ღვთისმსახურება. 1943 წელს ეკლესიების ამოქმედების დროს კვლავ განაგრძო სამღვდელო მოღვაწეობა და თავის სოფელში აღასრულებდა საღმრთო საიდუმლოებებს. 1947 წელს ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე) ძალისხმევით ქუთაისში გაიხსნა, კომუნისტების მიერ გაუქმებული, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომა დღეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა იგი ენქერით დააჯილდოვდა. 1956 წლის მიწურულს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ვასილი სამოღვაწეოდ თბილისში გადმოვიდა და ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. დეკანოზი ვასილ გაბადაძე გარდაიცვალა 1959 წელს, დასაფლავებულია საბურთალოს სასაფლაოზე. ფოტო მოგვაწოდა მამა ვასილის შვილიშვილმა, ქალბატონმა იზოლდა ზაალიშვილმა.


დეკანოზ ვასილ გაბადაძის ოჯახის ისტორია

გაზეთ „საპატრიარქო უწყებანის“ 2014 წლის 27-ში გამოქვეყნდა სტატია გაბადაძეების სასულიერო გვარზე, რომელშიც მოთხრობილი იყო ამ შესანიშნავი გვარის წარმომადგენელთა ისტორია. ამჯერად გვინდა მოგითხროთ ოთხ ძმათაგან ერთ-ერთის, დეკანოზ ვასილის და მისი უფროსი ვაჟის — დავითის ტრაგიკული
ცხოვრების შესახებ.


დეკანოზი ვასილი 1875 წლის 7 მარტს ქუთაისის გუბერნიაში, ოკრიბის მხარეში, სოფ. კურსებში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1891 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. 1892 წლის 1
სექტემბერს კურსების სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლია. 1894 წლის 14 ივნისს კვალითის ჭაბუკთას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1896 წლის 17 იანვრიდან გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა.
1902 წლის 23 სექტემბერს კურსების ქველობანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.
1907 წლის 15 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ვასილი დიაკვნად აკურთხა.
1913 წლის 24 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ოკრიბის ოლქში, სოფ. ოჯალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დანიშნა, სადაც საქართველოს გასაბჭოებამდე იმსახურა. ქვეყანაში დაწყებული რეპრესიების მიუხედავად, იგი ერთხანს განაგრძობდა მსახურებას. 1922 წლის ივნისში ნაბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. დეკანოზ ვასილის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე, ის და მისი შვილები უსასყიდლოდ ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, მისი მეუღლე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავდა უპოვრებს და ავადმყოფებს მკურნალობდა.
1925 წელს მღვდელი ვასილი ზემო ოფშკვითის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაინიშნა. 1928 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1935 წელს უღვთო ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა ღვთისმსახურება. მოძღვარი სოფელში ცხოვრობდა და მეურნეობას მისდევდა.
1945 - წელს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ვასილი აღადგინეს სასულიერო ხარისხში და ტყიბულის რა

2-1საპატრიარქოს უწყებანი N2 15-22 იანვარი 2015წ 19
დეკანოზ ვასილ გაბადაძის ოჯახის ისტორია (გაგრძელება)

იონის სოფ. ხრესილში დაევალა საეკლესიო წესების შესრულება. 1947 წელს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში — კათოლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა კომუნისტების მიერ გაუქმებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომას ენქერით დაჯილდოვდა. 1956 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ნადია, რომელიც თბილისში დაასაფლავეს. უკვე ასაკში მყოფ მოძღვარს გაუჭირდა ქუთაისში მარტო ცხოვრება და კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) სთხოვა, სამოღვაწეოდ თბილისში გადაეყვანა. მართლაც, უწმიდესმა მელქისედეკმა იგი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა, სადაც გარდაცვალებამდე იმსახურა.
დეკანოზი ვასილი 1958 წლის 18 სექტემბერს აღესრულა. დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.
დეკანოზ ვასილის მეუღლე იყო ნადეჟდა ტარიელის ასული კოკელაძე (1889-1956). მათ ექვსი შვილი ჰყავდათ: ნინო (17.01.1902) გათხოვილი გახლდათ სოლომონ ზაალიშვილზე. მათ ჰყავდათ სამი ქალიშვილი მედეა, ცირა და იზოლდა, ქეთევანი (8.01.1911) გათხოვილი — ევგენი ჟღენტზე. ჰყავდათ ერთი ვაჟი მური), ელენე (17.06.1912) გათხოვილი შალვა დავითულიანზე, მერი (1925) (გათხოვილი შალვა ცერცვაძეზე ჰყავდათ ორი ქალიშვილი ― მანანა და ნანა) და ტიტე (1916) იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, დაიჭრა და დემობილიზირებული იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა აფთიაქში, იყო სააფთიაქო სამმართველოს უფ-
როსი. ჰყავდა მეუღლე ირინა ენუქიძე და ორი შვილი რუსუდანი (მეუღლე ვ. მირონოვი) და დიმიტრი).
დეკანოზ ვასილის დის — ნიმფადორას (სოფიოს) მეუღლე გახლდათ ცნობილი ლოტბარი კორნელი მაღრაძე, ავტორი საგალობლებისა — „ღირს არს“ და „მამაო ჩვენო“ კორნელი მაღრაძის შთამომავლებიდან დღეს ლალი მაღრაძის შვილიშვილი ნინი ბადურაშვილი მღერის, რუსუდანის შვილიშვილი ირინა შერაზადაშვილი კი კოსერვატორიაში ვოკალის განხრით ამთავრებს მაგისტრატურას და მილანის ლა-სკალაშია მიწვეული.ნადია კოკელაძის დის — დოდოლას მეუღლე იყო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე), რომელიც 1969 წლის 3 მარტს აღესრულა. გარდაცვალებიდან მეორე დღეს ბათუმიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) მის ოჯახს ასეთი დეპეშა გაუგზავნა: „ჩემი უძვირფასესი ნაუმის გარდაცვალების გამო, ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი“. განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ (შიოლაშვილი-ღუდუშაური, ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), თბილისისა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
დეკანოზ ვასილის უფროსი ვაჟი დავითი 1914 წლის 26 ივნისს დაიბადა. 1930 წლიდან იგი ქ. თბილისში, მთაწმინდის უბანში ცხოვრობდა და თავის უმცროს და-ძმას − ტიტესა და მერის პატრონობდა. პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაასრულა. 1942 წელს ცოლად შეირთო ეთერ გრიგოლის ასული ბახტაძე, ქუთაისელი ინტელიგენტი ოჯახის შთამომავალი, რომლის ბაბუა ვარლაამ მარკოზის ძე ბახტაძე ტიტულარული მრჩეველი იყო.
ოჯახის შექმნიდან ერთ წელიწადში დავითი ფრონტზე წავიდა, საიდანაც ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. კაპიტანი დავით გაბადაძე სატანკო ბატალიონის მეთაური იყო. იბრძოდა პოლონეთის ფრონტზე. 1945 წლის იანვარში მისმა ბატალიონმა მიიღო დავალება, გაეთავისუფლებინა პოზნანის სავოევოდოს ქ. შრემი. იგი

2-2საპატრიარქოს უწყებანი N2 15-22 იანვარი 2015წ 20
დეკანოზ ვასილ გაბადაძის ოჯახის ისტორია (დასასრული)
თავისი სატანკო ერთეულით გაემართა ქალაქის
გასათავისუფლებლად. მან ეს დავალება წარმატებით შეასრულა, თუმცა თავადაც ამ ბრძოლაში დაეცა. გერმანელებს ქალაქის მისასვლელები ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით ჰქონდათ გამაგ-რებული, ამიტომ ტანკებით შეტევაზე გადასვლა ვეღარ მოხერხდა. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ორმხრივი სროლების შედეგად მრავალი დაეცა. ტყვია კაპიტან გაბადაძესაც მისწვდა, მაგრამ მას ამ დროს მისივე ორდინარეცი გადაეფარა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ ფაქტმა მასზე იმდენად მძიმედ იმოქმედა, რომ აღელვებული შეიჭრა მტრის რიგებში და თავადაც გმირულად დაიღუპა. ამ დროს ის 30 წლის იყო, მეუღლე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომარი მხოლოდ 11 თვის იყო. კაპიტანი დავით ვასილის ძე გაბადაძე დაასაფ-ლავეს შრემის ცენტრალურ მოედანზე, მასთან ერთად დაღუპულ მეომრებთან ერთად, სულ 25 კაცი. ყოველწლიურად, 9 მაისს, გამარჯვების დღეს, პოლონელი ახალწვეულები ფიცს დებდნენ გამათავისუფლებელი გმირების საფლავზე, როგორც თვითონ პოლონელები უწოდებდნენ მათ. 1978 წელს დავითის უმცროსი ძმა ტიტე გაბადაძე, რესპუბლიკის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი, მიიწვიეს პოლონეთში თავისი ძმის საფლავზე. 1981 წელს მისი მოწვევით თბილისში სტუმრად ჩამოვიდა შრემის და მისი რაიონის უფროსი მეჩისლავ ვოვჟინაკი, მეუღლესთან ერთად. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ მან გამოგზავნა მოწვევა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახი იქ ვერ ჩავიდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, გმირულად დაღუპულ დავით გაბადაძეს დარჩა 11 თვის ვაჟი ომარი. იგი პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია. ჰყავს მეუღლე ბარბარე სერგოს ასული ქორიძე, პროფესიით ფილოლოგი და ორი შვილი: დავითი და სოფიო. დავითი პროფესიით კინომენეჯერია, ჰყავს მეუღლე ― თამარ კანდელაკი (პროფესიით მხატვარი). მათ ჰყავთ სამი შვილი ნინო, გიორგი და ნიტა; სოფიო პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, აქვს ხარისხი —არქიტექტურის დოქტო-რი, ჰყავს მეუღლე გიორგი თორნიკეს ძე ქადეიშვილი და ორი შვილი: თორნიკე და თამარი. როგორც ბატონმა ომარ გაბადაძემ მოგვითხრო, 1989 წელს პოლონეთიდან მოვიდა მეორე მოწვევა ქ. შრემის სკოლის დირექტორისგან. ამავე წლის მაისში პოლონეთში გაემგზავრნენ ომარის მეუღლე ბარბარე და შვილები — დავითი და სოფიო; აქ მათ დიდებული და თბილი დახვედრა მოუწყვეს. სამწუხაროდ, თვითონ ბატონი ომარის წასვლა არ მოხერხდა და როგორც თვითონ აღნიშნავს „ოცნებად დარჩა მამის საფლავზე ჩასვლა“. 2015 წელს დეკანოზ ვასილ გაბადაძეს უსრულდება დაბადებიდან 140 წელი, ხოლო გმირულად დაღუპულ დავით გაბადაძეს — დაბადებიდან 100 და გარდაცვალებიდან 70 წელი. 2015 წლის 22 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი წესს აუგებს პოლონეთში გმირულად დაღუპულ დავით გაბადაძეს და აღასრულებს შეკვეთილ წირვას გარდაცვლილთა სულთა საოხად. აღსანიშნავია, რომ ბატონი ომარ გაბადაძე და მისი შვილიშვილები ― გიორგი და თორნიკე ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სტიქაროსნები არიან. ბატონ ომარის დიდი სურვილია, რომ მისმა შვილიშ- ვილმა გიორგიმ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძოს და სასულიერი ხარისხში გააგრძელოს სამსახური, რასაც საუკუნეთა განმავლობაში აღასრულებდნენ მისი წინაპრები. წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №57641; საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1880, აღწერა 3, საქმე №17, გვ. 8; ფ. 284, აღწერა 1, საქმე №50; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანი“ 1914წ. 1; გაბადაძეების საოჯახო არქივი. ცნობები მოგვაწოდა დეკანოზ ვასილ გაბადაძის შვილიშვილმა, ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სტიქაროსანმა, ბატონმა ომარ გაბადაძემ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.06.2023
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0