წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
კიკაჩეიშვილი იოსებ სტეფანეს ძე 1876-1908წწ ქუთაისის საკათედრო ტაძარი 1869-1871წწ ჩხარის წმ. გიორგის ეკლესია თერჯოლა გარდ.18.08.1912
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ გვ. 18
დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი 1838-1912
დეკანოზი იოსებ სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილი 1838 წლის 10 იანვარს, იმერეთის სოფელ ჯიხაიშში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. 1850 წლის სექტემბერში თორმეტი წლის იოსები მამამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, სადაც იგი ერთ-ერთ უნიჭიერეს მოწაფედ ითვლებოდა და კარგ მომავალსაც უწინას- წარმეტყველებდნენ. 1857 წელს მან სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამ-თავრა და სასულიერო მთავრობა, როგორც საუკეთესო მოსწავლეს, საკუთარი ხარჯებით თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდა, მაგრამ მამამ ნება არ დართო და იმერეთის ეპისკოპოსის გერმანეს (გოგოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით, 1858 წლის 28 მარტს მშობლიურ სოფელში, ჯიხაიშის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. აქ იგი დიდხანს ვერ გაჩერდა, რადგან მის მკვირცხლ ბუნებას სწავლა და განათლება სწყუროდა და სასულიერო მთავრობას სთხოვა, ქუთაისის საკათედრო ტაძარში მედავითნედ გადაეყვანათ. შემდგომში იგი ხშირად ამბობდა გულდაწყვეტით: „რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ საშვალო სწავლა მაინც მიმეღოო“. 1861 წლის 1 სექტემბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და იოსები ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში (1871 წლის 17 იანვრამდე, კურთხევის დღემდე, ქუთაისში საკათედრო ტაძრად ითვლებოდა ბაგრატის ტაძარზე მიშენებული ეკლესია) მედავითნის ადგილზე დაადგინეს. 1862 წლის 12 ნოემბერს ამავე ეკლესიაში კერძო დიაკვნის ადგილზე განამწესეს. ამავე პერიოდში იოსები დაოჯახდა. მისი მეუღლე გახლდათ ევა გიორგის ასული, რომელმაც ცხრა შვილი გაუზარდა სამშობლოს: ნადეჟდა — გათხოვილი გერმანე იოანეს ძე დევიძეზე; ნეონილა — გათხოვილი ნიკო ოქროპირის ძე ფხაკაძეზე; ავტონომი — დაბადებული 1878 წელს, მუშაობდა ქუთაისში, პროვიზორის თანაშემწედ; სოფიო — დაბადებული 1880 წელს; კონსტან- ტინე — დაბადებული 1882 წელს, დაამთავრა შვეიცარიის უნივერსიტეტი: ალექსანდრე დაბადებული 18 წელს; ვარლაამი — დაბადებული 1886 წელს, მუშაობდა მასწავლებლად სამ- რევლო-საეკლესიო სკოლაში; ილია დაბადებული 1890 წელს, დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია; მიხეილი — დაბადებული 1891 წელს, დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია. 1864 წლის 18 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა და ძველ ადგილზე დატოვა. მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, 1864 წლის 1 ნოემბერს დიაკონი იოსები ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მაღალ კლასებში ქართული გალობის, ტიბიკონისა და საეკლესიო წიგნების კითხვის მასწავლებლად დაინიშნა. 1868 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის ახალი სასულიერო სასწავლებლის შენობის აგების კომიტეტი შეიქმნა და მამა იოსები მის წევრად აირჩიეს. 1868 წლის 1 იანვარს საკათედრო ტაძარში მესამე დიაკვნის ადგილზე დაადგინეს. 1869 წლის 9 მაისს ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ჩხარის წმინდა გიორგის სა-
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ 19
დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი 1838-1912 (გაგრძელება)
ხელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1869 წლის 3 ივნისს ჩხარისა და სიმონეთის ოლქების მთავარხუცესად აირჩიეს. 1870 წლის 11 ივნისიდან იმერეთის ეპარქიის სამთავარხუცესო ოლქებში კეთილმოწესეთა გამანაწილებელი კომისიის წევრია. 1870 წლის 1 ნოემბერს გათავისუფლდა მთავარხუცესის თანამდებობიდან.
ქუთისის საკათედრო ტაძრის კრებული მე-19-ე საუკუნის 80-იანი წლები.
სხედან (მარცხნიოდან) იღუმენი გრიგოლი ჩხაიძე. დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი, მღვდელი გაბრიელ ცაგარელი, ეპისკოპოსი გაბრიელი ქიქოძე, დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი, მღვდელი ნესტორი შვანგირაძე.
დგანან (პირველი რიგირ მარცხნიდან): დიაკონი ივილიანე შოთაძე, სტაროსტა დიმიტრი ნაიტაკი, მთვარდიაკონი იოსებ შარაბიძე, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი ივილიანე წერეთელი, გაბრიელ ეპისკოპოსის მესენაკე მარკოზ სხირტლაძე, დიაკონი ტიმოთე მესხი, ბესარიონ კუხიანიძე, დიაკონი ისიდორე სვანიძე.
მეორე რიგი მგალობლები რაჟდენ ტოგონიძე. გრიგოლ ჯაში, თომა დემეტრაძე, ოლიპანტე ჭიპაშვილი, ივლიანე ნიკოლაძე, იაკონთე კანდელაკი.
1871 წლის 3 იანვარს ქუთაისის ციხის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1872 წლის 7 მარტიდან იმერეთის ეპარქიის სარევიზიო ომიტეტის წევრია. 1872 წლის 11 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1874 წლის 24 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს და სასწავლებლის სამმართველოს წევრად აირჩიეს 3 წლის ვადით. 1876 წლის 28 ივნისს ჩუნეშის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1877 წლის 11 ნოემბერს მამა იოსები ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს და მესამე მღვდლის ადგილზე დაადგინეს. 1877 წლის 26 ნოემბერს, სამღვდელოების მხრიდან, სამი წლის ვადით აირჩიეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და, ამავდროულად, საკათედრო ტაძრის კანდელაკად დანიშნეს. 1879 წელს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების შეკრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოირჩიეს. 1879 წლის 17ნოემბერს კიდევ სამი წლის ვადით აირჩიეს სამეთვალლობა. 1881 წლის 24 თებერვლიდან იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს წევრია. 1883 წლის 17 მაისს იმერეთის ეპარქიის სასულიერო ხაზინაში ხაზინადრად დაადგინეს. 1883 წლის 26 სექტემბერს დროებით დაევალა წინამძღვრის მოვალეობის შესრულება ქუთაისის საკათედრო ტაძარში. 1883 წლის 7 მაისს ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად აირჩიეს. 1884 წლის 15 მაისს სამ- კერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1885 წლის 30 ივნისს იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს ხაზინადრად დაადგინეს, რომელსაც 1898 წლამდე ასრულებდა. 1884 წლის 19 აპრილს მეუფე გაბრიელმა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველობა ჩააბარა. 1889 წლის 26 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 18 მაისს გადადგა ქალაქის ეკლესიების მთავარხუცესის თანამდებობიდან. 1890 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1891 წლის 17 აგვისტოს ქუთაისის ეკლესიების სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაამტკიცეს. 1891 წლის 27 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მამა იოსებს სანთლის ქარხანაში სინდისიერი და მუყაითი სამსახურის გამო მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე წლის 28 სექტემბერს აირჩიეს კომისიის წევრად, რომელიც მთელი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მყოფი გაჭირვებულების სასარგებლოდ შემოწირულობას აგროვებდა. 1893 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო 1899 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1905 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წლის 10 სექტემბერს გადადგა სამზრუნველოს წევრობიდან. 1912 წლის მაისში მძიმე ავადმყოფობის გამო სამსახურს თავი დაანება. დეკანოზი იოსები, ნახევარი წლის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 17 აგვისტოს ქ. ქუთაისში გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი დეკანოზი ივლიანე აბესაძე გაზეთ „კოლხიდასა“ და ჟურნალ „შინაური საქმეების“ ფურცლებზე მისი მოღვაწეობის შესახებ წერდა: „განსვენებული მეტად გულკეთილი, პატიოსანი, პირადი და უანგარო კაცი იყო როგორც სულიერი მოძღვარი იგი აღჭურვილი იყო მტკიცე სარწმუნოებით, უეჭვო სასოებით და წრფელი სიყვარულით. თუმცა არა თუ მაღალი სწავლა, საშუალო განათლებაც არ ჰქონდა მიღებული, მარამ თვითგანვითარებით და მუყაითი შრომით გაიწვრთნა თავი თვისი. ამიტომაც სასულიერო მთავრობა და, განსაკუთრებით, ჩვენი სასიქადულო ეპისკოპოსი გაბრიელიც, დიდად აფასებდნენ მის მტკიცე ხასიათსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.თითქმის მთელი ქუთაისის სამწყსოს მესამედი მასთან აღიარებდა აღსარებას. განსაკუთრებით შესანიშნავი და სანატრელია მისი მოძღვართმოძღვრული სამსახური. ყველას შესაფერ დარიგებას აძლევდა, შეცთომილთ მონანიების გზაზე აყენებდა და თან სიყვარულსა და მამობრივ მზურნველობას არავის აკლებდა. ამნაირად დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული მთელ სამღვდელოებაში. ამასთანავე საკურთხ პირებსაც, როგორც მოძღვართმოძღვარი, ის აფიცებდა ხელდასხმის წინ და უნდა თვით განგეცადათ, ან მოწმე ყოფილიყავით მისი დარიგებისა, რომ ნამდვილ დაგეფასებინათ მისი მწყემსური დარიგება წინამდებარე ეკლიან გზაზე უშიშრად და უვნებლად მოღვაწეობის შესახებ. განისვენა 75 წლის მოხუცმა ღირსეულმა მწყემსმა და შეუძლია წარსდგეს მწყემსთა მთავრი ქრისტეს წინაშე და კადნიერად სთქვას: „სრბა აღმისრულებიეს, მოღვაწეობა მომიღვაწებიეს, სჯული დამიმარხავს და აწ მოველი გვირგვინსა სიმართლისასა“.ძვირფასო მოძღვარო! მოგვიტევე, თუ ჩვენ — შენი მოწაფენი, ღირსეულად ვერ გემსახურეთ და ვერ შეგიმსუბუქეთ შენი ხორციელი უკანასკნელი წვალება. მშვიდობით, კეთილო მოძღვარო! განისვენე იქ, სადაცა მართალნი დაემკვიდრებიან“.
40-2 საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ 20
დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი 1838-1912 (დასასრული)
დეკანოზ იოსების ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული. მთელი სამღვდელოება ეთხოვებოდა პატიოსან მოძღვარს. 23 აგვისტოს,დასაფლავების დღეს, მოკლე, მაგრამ მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა საკათედრო ტაძრის მთავარდიაკონმა ისიდორე სვანიძემ: „ყოველნი მხედავთ მე წინაშე თქვენსა უხმოდ და უსულოდ მდებარესა, სტიროდეთ ჩემთვის, ძმანო და მეგობარნო, მოყვასნო და მეცნიერნო. ცხედრის და მიცვალებულის დანახვაზე არ შეიძლება კაცი არ შეწუხდეს და გულგრილად უყუროს, ვინც არ უნდა იყოს კუბოში, თუგინდ, ძლიერ მოხუცებულიც. მწუხარება მონათესავეთა ამ შემთხვევაში აწუხებს გარეშე პირთაც. დღეს კი შენი ცხედრის დანახვაზე, მამაო დეკანოზო იოსებ, გამოუთქმელ მწუხარებას ვგრძნობთ არა როგორც გარეშე მაყურებელნი, არამედ როგორც თვით ჭი-რისუფალნი შენი დაკარგვისა. შენი ოჯახობის და მონათესავეთა მწუხარება ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რადგან მათ მწუხარებას გარდაემატა ჩვენი მწუხარება, ვინაიდგან იყავით ჩვენი წინდახედული მოძღვარი, მშვიდი სულით, გულკეთილი, ყველასათვის მისაბაძავი, აღმასრულებელი ღვთის მცნებათა, სიმართლის მექონე და მოყვარული ყოველთა. იყავი მოძღვართმოძღვარი, შეიყვარე შენი მოწაფენი, როგორც შვილნი, აგრეთვე მათ უყვარდით, — როგორც მამა. დღეს კარგავენ შენი სულიერნი მოწაფენი შენისთანა ღვთისნიერ მამას. ნიშნად ღრმა პატივისცემისა და სიყვარულისა, ჩვენ, შენი თანაძმანი, სობოროს კრებული, ვევედრებით ლოცვათა შინა ჩვენთა იესო მაცხოვარს, რომელსაც შენი ბაგენი აქებდნენ და ადიდებდნენ, გიძღოდეს წინაშე ღვთისა მამისა, რათა ზეციერმა მამამ განგისვენოს სავანესა თვისსა, ხოლო ჩვენს გულში არ გამქრალიყოს მოძღვრებით შენ მიერ შთანერგული მტკიცე სარწმუნოება ღვთისა და სიყვარული მოყვსისა, და მასთან შენი სახელის ხსენებაც“.