სამსონ ბასიშვილი დაიბადა 1880 წელს.
გასაბჭოების შემდეგ ჩააბარა ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე.
გარდაიცვალა 1924 წელს მეორე კურსზე სწავლის დროს. დარჩა მეუღლე და ექვსი ვაჟი.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: სოფელი ქურთა
1908 წლის 10 ოქტომბერს ცხინვალის განყოფილებამ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მთავარ გამგეობას წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ: ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე და მღვდელი ივანე დავითაშვილი, ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ქურთადან გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, ალექსანდრა ილიას ასული მაჩაბელი, სამსონ ანტონის ძე ბასიშვილი და ვასილ რევაზის ძე მაჩაბელი, ფხვენისიდან – გიორგი დავითის ძე ამილახვარი, ვლადიმერ ფილიპეს ძე უნაფქოშვილი, ქვემო ხვითიდან – ნატალია ფილიპეს ასული უნაფქოშვილი და თინათინ ვასილის ასული დიასამიძისა, ტყვიავიდან იყვნენ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი, ბარბარე ივანეს ასული ფავლენიშვილი, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავი და ნიკოლოზ ზაქარიას ძე კეცხოველი, ცხინვალიდან ალექსი იოსების ძე კვინიკაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი და თამარა გიორგის ასული ლუკიანოვისა, მაქსიმე მიხეილის ძე ელიოზიშვილი, ივანე სტეფანეს ძე ცერაძე, აპოლონ ალექსანდრეს ძე მაჩაბელი, ივანე ზაქარიას ძე გაბაშვილი, დიმიტრი დავითის ძე ალშიბაია, ილია ქარუმის ძე დედანაშვილი, ივლიტა ალექსის ასული კოკელიძისა, ბარბარე საბას ასული ლალიაშვილისა, ვახტანგ ბარათაშვილი და გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი; დაბა ცხინვალის მაცხოვრებლები: დავით ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ელენე გიორგის ასული მაჩაბლისა, ანა ივანეს ასული მელიქიძისა, ელისაბედ გრიშაევისა, ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იოსებ გიორგის ძე გოგინაშვილი, ზაალ იასეს ძე მაჩაბელი და ვასილ მიხეილის ძე მაჩაბელი.