სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12276

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია 1843-1888წწ მართლმ მღვდელი დაბ. ცაგერი მოღვ. სოფ. ლაილაში, მესტია ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია 1843-1888წწ მართლმ მღვდელი დაბ. ცაგერი მოღვ. სოფ. ლაილაში, მესტია

1843-1888 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გერსამია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია 1843-1888წწ მართლმ მღვდელი დაბ. ცაგერი მოღვ. სოფ. ლაილაში, მესტია

გერსამია ილარიონ ეგნატეს ძე (1843, ლეჩხუმის მაზრა 01.08.1888) _ მღვდელი.


დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, იმერეთის საეპარქიო კანცელარიაში საქმის მწარმოებლად მუშაობდა. წლების განმავლობაში წიგნის მკითხველად და დიაკვნად მსახურობდა.


1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და სვანეთში, მესტიის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1874 წელს ლაილაშის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1876 წელს ლაილაშის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1880 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1886 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1888 წლის 7 მარტს ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. ამავე წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1888 წლის 31 ივლისს მღვდელი ილარიონი თავის სახლში ავაზაკებმა სასიკვდილოთ დაჭრეს. მეუღლე ქსენია ჩაჩხიანი. მისი ვაჟი იყო - ეპისკოპოსი ალექსი.

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.06.2023
ბოლო რედაქტირება 05.10.2023
სულ რედაქტირებულია 3




ეპისკოპოსი ალექსი, (ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია) 1865-1938წწ წილკნელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. გადიდი ვანი

2 0

გერსამია - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0