მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაეცნენ 25 ივნისი 2023 წელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები და უკრაინის ქართული დიასპორა ავრცელებენ.
მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).
„ასევე მონაწილეობას იღებდა გოსტომელის აეროპორტისათვის ბრძოლაში, რომლის დროსაც მძიმედ მოიწამლა ქიმიური ნივთიერებით. საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ფრონტის ხაზზე“, - უთხრა ტელეკომპანია მთავარს უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ.
В Украине погибли еще два грузинских бойца - Малхаз Квижинадзе и Джони Одишвили, сообщает «ИнтерпрессНьюс». В разговоре с агентством в МИД Грузии заявили, что посольство Грузии в Украине уже информировано о гибели граждан Грузии. С их слов, все соответствующие процедуры осуществлены.Грузинская служба Радио Свобода пишет, что Джони Одишвили вынесли с поля боя раненым, но врачи не смогли его спасти: осколки снаряда попали ему в голову. Одишвили - участник российско-грузинской войны 2008 года.Малхаз Квижинадзе был опытным военным. Он был участником АТО - антитеррористической операции Украины с 2016 года.С начала полномасштабной российской агрессии против Украины 24 февраля 2022 года в войне погибли 46 грузинских бойцов.
„ოთხი შვილის დარდი საფლავში წაიღო“ - „სამი წლის ქალიშვილი დარჩა“ სტატია
რუსეთ-უკრაინის ომში დაცემულ ქართველ მებრძოლთა რიცხვი უკვე 50-მდე გაიზარდა. 24 ივნისს, ლუჰანსკის ოლქში, ლისიჩანსკის მიმართულებაზე შეტევის დროს, 41 წლის ქუთაისელი მალხაზ კვიჟინაძე დაიღუპა, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 118-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის მებრძოლი იყო. ეს ახალი ბრიგადა სპეციალურად, უკრაინის არმიის კონტრიერიშის გაძლიერების მიზნით შეიქმნა, მისი ფორმირება და აღჭურვა 2023 წლის იანვარში მოხდა.
„118-ე ბრიგადა ლუჰანსკის ოლქში, ლისიჩანკისკენ უტევდა და როგორც მითხრეს, სანგარში მახოს მტრის ტანკიდან გასროლილი ჭურვი მოხვდა. მთელი ეს წლები, გმირულად იბრძოდა, გამოიარა კიევი, ირპენი, გოსტომელი... პირველ რიგში, იბრძოდა საკუთარი სამშობლოსთვის და საკუთარი ოთხი შვილის მომავლისთვის. საფლავში წაიღო დარდი შვილებზე“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ მალხაზ კვიჟინაძის ძმამ მირზა კვიჟინაძემ.
მალხაზ კვიჟინაძე საქართველოს არმიის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის რიგებში იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში, სადაც ცხინვალზე შეტევის დროს კონტუზია მიიღო;
2016 წლიდან, კვიჟინაძე უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სეპარატისტებისა და რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილების წინააღმდეგ იბრძოდა. მირზა კვიჟინაძე ამბობს, რომ ამ დროიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მკვეთრად დაეძაბა.
„ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობა, ჯერ კიდევ 2008 აგვისტოს ომიდან ჰქონდა, როცა რუსებთან ბრძოლაში კონტუზია მიიღო, ფსიქიკური პრობლემების მოტივით ჯარიდან გამოუშვეს და ვეტერანის სტატუსიც არ მისცეს. სტატუსის მისაღებად წარუმატებლად იწვალა და არ აღუდგინეს. ამის შემდეგ, წავიდა უკრაინაში და უფრო დიდი პრობლემები დაიწყო უკრაინელების მხარეს ბრძოლის გამო, ავიწროვებდნენ, დევნიდნენ, ემუქრებოდნენ.
ასეთ მდგომარეობაში, 2019 წელს, მე წამოვიყვანე პოლონეთში სამუშაოდ. ამის შემდეგ მალხაზი საქართველოში ვეღარ ჩადიოდა, უთხრეს, რომ დააპატიმრებდნენ. ოცნებად ჰქონდა შვილების ნახვა. შარშან, მეუღლე დაეღუპა და ისიც ვერ დაიტირა.
უკრაინაში საომრად 2019 წელსვე გადავიდა, მერე ცოტა ხანი უკან დაბრუნდა პოლონეთში. 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ერთი წამი არ უფიქრია, მეორე დღესვე უკრაინელებს შეუერთდა და თებერვლიდან ბრძოლა გააგრძელა. ერთი პერიოდი დაიჭრა, საფრანგეთში გააგზავნეს სამკურნალოდ. მომჯობინდა თუ არა, ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
უღალატო ადამიანი იყო, ძმა და მეგობარი! ამ პერიოდში კიდევ ერთხელ გაამწარეს, მოღალატეებმა საქართველოში, მისი პირადი მონაცემები მტერს გადასცეს, შეგიძლიათ ნახოთ რუსეთის ინტერნეტ საიტები, სადაც მალხაზის ყველა მონაცემი დევს. ამაზე ძალიან გამწარებული იყო“ - ამბობს მირზა კვიჟინაძე.
მალხაზ კვიჟინაძეს საქართველოში ოთხი შვილი დარჩა - 22, 17, 13 და 11 წლის. მირზას თქმით, რამდენიმე თვის წინ, მალხაზის შვილებთან, სავარუდოდ, უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ და ბავშვებს ეკითხებოდნენ, თუ სად იყო მამა, რა გეგმები ჰქონდა და როდის აპირებდა დაბრუნებას.
„ჩემი უფროსი ძმისშვილიც კი შეზღუდეს, სხვა ძმისშვილებიც, არასრულწლოვან ბავშვებს, რატომ უნდა ჰკითხო, მამა სად არის და რას აკეთებს? ამ ბავშვების დარდი წაიღო მალხაზმა საფლავში, ამდენი წელი ხო ვერ ნახა, მერე ოცნებობდა, რომ ბავშვებს საკუთარი ჭერი ჰქონოდათ, ახლა ქირით არიან, ობლები ახლა ჩვენი საპატრონოა“ - გვითხრა მირზა კვიჟინაძემ.
24 ივნისს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ტყვიაველი ჯონი ოდიშვილი დაიღუპა. 32 წლის ჯონი უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 28-ე მექანიზირებული ბრიგადის, სადაზვერვო ჯგუფის „შავი არწივის“ მებრძოლი იყო.
„ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვაში მოყოლილა, დაჭრილი გამოუყვანიათ, მაგრამ ვეღარ უშველეს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯონი ოდიშვილის ძმამ ნოდარ ოდიშვილმა.
„თავდაცვის ძალებში მსახურობდა, უკრაინაში ომი რო დაიწყო კონტრაქტი გაწყვიტა და ომში წავიდა. სულ ამბობდა, რომ ჩვენი ომი არისო. ყველანი ოჯახში წინააღმდეგი ვიყავით რო წასულიყო.
რამდენიმე თვე იომა, მერე უკან დაბრუნდა, მცირე კონტუზია ჰქონდა, კიდევ ერთხელ ვეხვეწეთ, რო დარჩენილიყო. არაფრით დარჩა, ჩვენი ბიჭებისთვის სიტყვა მაქვს მიცემული და უნდა დავბრუნდეო. სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, რომელსაც სამშობლო უყვარდა...მეუღლე და სამი წლის ქალიშვილი - მია დარჩა“ - ამბობს ნოდარ ოდიშვილი.
მალხაზ კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის ცხედრები ფრონტის ხაზიდან უკვე გამოსვენებულია, ჯერ უცნობია, როდის მოხდება მათი საქართველოში გადმოსვენება. კვიჟინაძეს, ნიკეაზე, მშობლიურ ქუთაისში, ხოლო ოდიშვილს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაკრძალავენ.
რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022) უკრაინის დროშის ქვეშ - 12 ქართველი მეომარი დაეცა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს, უკვე 50 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 8 ქართველი მეომრის ცხედრის გამოსვენება ვერ მოხერხდა - 6 მათგანის ბახმუტიდან, ორის - მარიუპოლიდან.
ზაზა წულაძე