სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კირილე ეგნატე ნამიჭეიშვილი 1868-1956წწ მართლმადიდებელი მღვდელი დაბ. სოფ. ტყელვანი, ვანი კირილე ეგნატე ნამიჭეიშვილი 1868-1956წწ მართლმადიდებელი მღვდელი დაბ. სოფ. ტყელვანი, ვანი

1868-1956 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ნამიჭეიშვილი სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

408       ბეჭდვა

კირილე ეგნატე ნამიჭეიშვილი 1868-1956წწ მართლმადიდებელი მღვდელი დაბ. სოფ. ტყელვანი, ვანი

მღვდელი კირილე ეგნატე ნამიჭეიშვილი. მღვდლის შვილი და მღვდლის შვილიშვილი. დაიბადა 1868 წლის 8 იანვარს ვანის რაიონ სოფელ ტყელვანში.

1893 წლის 23 მაისს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.
და გაამწესეს გადიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.

1897 წელს დაიწყო ონჯოხეთში მუშაობა მასწავლებლად.1898 წელს ის გადავიდა სკოლის გამგედ და რჯულის პედაგოგად.
1900 წლიდან მიდის კიევის სასულიერო აკადემიაში და მისი დამთავრების შემდეგ 1908 წელს ნოემბრის თვეში ეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა სოფ. ონჯოხეთის მთავარანგელოზის ეკლესიაში მღვდლად, სადაც მოღვაწეობდა 1929 წლამდე.
1929 წლიდან სოფ. დვალიშვილების ეკლესიის მოძღვარი იყო 1942 წლამდე.

1943 წლიდან კირილე მღვდელი წირვა ლოცვას ატარებდა საკუთარ სახლში. სოფელ ტყელვანში.1948 წელს დაჯილდოვდა საეკლესიო ჯილდოთი. 1955 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისთვის მღვდელი კირილე ნამიჭეიშვილი მელქისედეკ მე3 ემ დააჯილდოვა მკერდის ჯვრით. ის ითვლება მოწამე მღვდლად.

მღვდელი კირილე ეგნატე ნამიჭეიშვილი, მეუღლე პოლინა ტაბიძე, დაბადებულია სოფელი ჭვიში, ვანი. გალაქტიონ ტაბიძის ბიძაშვილი
რომელმაც გადაიტანა უამრავი დამცირება და არასოდეს უარი არ უთქვია თავის სამსახურზე ერისა და სარ წმუნოების წინაშე. აღესრულა1956 წელს. ყავდა მეუღლე პოლინე ტაბიძე და 6 შვილი.
საპატრიარქოს არქივი.
დაჯილდოვებულია 1948 წელს კამილავკით.ამავე წელს დაჯილდოვდა საგვერდულის ტარებით, 1955 წელს მელქისედეკ მე3 ემ დააჯილდოვა მკერდის ჯვრით.


ვანის რაიონი სოფელი ტყელვანი. ამ სახლში ატარებდა წირვა ლოცვას. ნათლობას. დილით კომკავშირლები უხტებოდნენ მღვდელო კაბა გაიხადე და წვერი უნდა გაგპარსოთო. საღამოს კომუნისტები, მაგრამ მაინც არ შეუწყვეტია წირვების.ნათლობების ჩატარება.
გვარის გამგრძელებელი არ დარჩა. შვილი ბიჭი სტუდენტი იყო მოხალისედ წავიდა სამამულო ომში (1941-45წწ) და დაიკარგა.

ნამიჭეიშვილი იესე გიორგის ძე, ?-(I842) ზენობნის წმ. სამების ეკლესია.
ნამიჭეიშვილი სვიმონ იესეს ძე 1849-(1854) ზენობნის წმ. სამების ეკლესია. ნამიჭეიშვილი კირილე ეგნატეს ძე 1908-1917წწ ონჯოხეთის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია. ნამიჭეიშვილი იესე გიორგის ძე 1820-1849წწ ტყელვანის წმ. სტეფანეს ეკლესია 23.11.1849
ნამიჭეიშვილი სვიმონ იესეს ძე 1849-1883წწ ტყელვანის წმ. სტეფანეს ეკლესია ნამიჭეიშვილი თადეოზ სიმონის ძე 1883-1917წწ ტყელვანის წმ. სტეფანეს ეკლესია გარდ. 15.11.1917


შვილი ამბროსი და მეუღლე არიადნა მიქელაძეა. ამბროსი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
არიანდას მამა იყო წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დასავლეთ საქართველოში. ფედერალისტი ერმალოზ ერმალოზის ძე მიქელაძე.

ერმალოზ ერმალოზის ძე მიქელაძე. სამტრედიის რაიონში სოფელი დიდი ჯიხაიში. საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი სკოლა

ერმალოზის სკოლა ზის, მარცხნიდან პირველი (უფროსი ასაკის)

Намичеишвили Амросий Кирилович
Документ, уточняющий потери
Дата рождения: __.__.1914
Место рождения: Грузинская ССР, Ванский р-н, с. Зеда-Вани
Дата призыва: __.__.1941 Ванский РВК, Грузинская ССР, Ванский р-н
Дата призыва: __.__.1941
Воинское звание: красноармеец
Дата выбытия: __.03.1942
Причина выбытия: пропал без вести



მადლობა თეო ნოდარის ასული შუბითიძე. მამა კირილეს შვილიშვილი. ამბროსი ნამიჭეიშვილი. ქალიშვილები ოლღა ტატიანა, ბარბარე აგრაფინა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.06.2023
ბოლო რედაქტირება 26.06.2023
სულ რედაქტირებულია 6

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0