სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
სერგო ვარდოსანიძე დ. 1955წ. ისტორიის, თეოლოგიის, დოქტორი, პროფესორი დაბ. სოფ. ზოვრეთი, ზესტაფონი სერგო ვარდოსანიძე დ. 1955წ. ისტორიის, თეოლოგიის, დოქტორი, პროფესორი დაბ. სოფ. ზოვრეთი, ზესტაფონი
ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი ვარდოსანიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

473       ბეჭდვა

სერგო ვარდოსანიძე დ. 1955წ. ისტორიის, თეოლოგიის, დოქტორი, პროფესორი დაბ. სოფ. ზოვრეთი, ზესტაფონი

სერგო სერგოს ძე ვარდოსანიძე (დ. 3 დეკემბერი, 1955, სოფ. ზოვრეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.


საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. 2010-2021 წლებში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი.

თბილისის სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე 1994-ი წლიდან, კავკასიის, სეუს, გრ.რობაქიძის,სოხუმის და ქუთაისის აკ.წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი





ილია II  უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯოლდო, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი.

დაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი. 

დაამთავრა სულხან–საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1979 წელს.

1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად, 1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005-2007 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.2008 წლიდან ,,ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” მოწვეულ პროფესორად. 2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


სადისერტაციო თემა  - "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952წწ.", დაიცვა 2002 წელს.


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)

ბიბლიოგრაფია

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (1922-1927წწ.). - თბილისი, პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2005. - 111გვ.


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932 - 1952წ წ.). - თბილისი, სახ. პედ. უნივერსიტეტი, 2004. - 121გვ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1927-1952 წლებში (ავტორი). - თბილისი, ქრონოგრაფია, 2001. - 214გვ.. - ISBN: 99928-830-9-X


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდი (1918-1921წწ.) (ავტორი). - თბილისი, 2000. - 46გვ.


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960 - 1972 წ წ). - თბილისი, ქრონოგრაფი, 2000. - 28გვ.

საქართველოს ისტორია : მე-7 კლასის სახელმძღვანელო სომხური სკოლებისათვის. - თბილისი, 2000

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1927 წლებში (ავტორი). - თბილისი, ქრონოგრაფი, 2000. - 152გვ.

ისტორიის სწავლების მეთოდიკა : ლექციების კურსი (ავტორი). - თბილისი, სახ.უნივერსიტეტი, 1999. - 299გვ.

საქართველოს ისტორია : ტესტები პედაგოგთა ატესტაციისათვის. - თბილისი, 1997

კირიონ II : უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (1917-1918) (ავტორი). - ოზურგეთი, 1993. - 32გვ.

საქართველოს ისტორიის პროგრამა საბუნებისმეტყველო და ფიზიკა - მათემატიკის პროფილის IX - X კლასებისათვის : სახელმძღვანელო. - 1990

საქართველოს ისტორიის პროგრამა ჰუმანიტარული პროფილის IX - X კლასებისთვის : სახელმძღვანელო. - 1990

საქართველოს ისტორია : მე-7 კლასის სახელმძღვანელო

ა) ეკლესიის ისტორია


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. საბერძნეთი, გამომცემლობა „ორთოდოქს-კიპრელი“, 1993, 30 გვ.

კირიონ II. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი (1917-1918). ცხოვრება და მოღვაწეობა. ოზურგეთი, 1994, 32 გვ.

საქართველოს ეკლესია (ინგლისურ ენაზე). თბილისი, 1999, 14 გვ.

საქართველოს ეკლესია (გერმანულ ენაზე). თბილისი, 1999, 15 გვ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1927 წლებში. გამომცემლობა „ქრონოგრაფი“, თბილისი, 2000. 152 გვ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-72 წ.წ.). გამომცემლობა “ქრონოგრაფი“, თბილისი, 2000. 28 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი (1918-1921 წ.წ.). თბილისი, 2000. 46 გვ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1927-1952 წლებში. გამომცემლობა „ქრონოგრაფი“, თბილისი, 2001. 214 გვ.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში. გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, 2001. 323 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წ.წ.). თბილისი, 2004. 121 გვ.

ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში (გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზე). თბილისი, 2004. 18 გვ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.). თბილისი, 2005. 112 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-72 წ.წ.). თბილისი, 2007. 144 გვ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2008. 488 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წ.წ.). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2009. 208 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2009. 226 გვ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე. თბილისი, 2009. 200 გვ.


ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2010. 514 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წლები). თბილისი, 2010. 166 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1861-1927). თბილისი, 2011. 190 გვ.


XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები. თბილისი, 2011. 220 გვ.


პატრიარქი კალისტრატე. პატრიარქი მელქისედეკ III. თბილისი, 2013. 214 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტრესი ილია II. თბილისი, 2013. 283 გვ.


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (1917-1918 წ.წ.). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2014. 287 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი (1861-1921). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2014. 174 გვ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მოსკოვი, 2014. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015. 185 გვ.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა. ტომი II. გამომცემლობა “სეზანი”. თბილისი, 2017. 185 გვ.


„საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)“ 2017 წ. გვ.648

ბ) საქართველოს ისტორია


ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები (წერილები). თბილისი, 2004. 125 გვ.


საქართველოს საზღვრები (1917-1938). ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები. თბილისი, 2014. 190 გვ. (თანაავტორები: ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, ლევან ჯიქია).


გიორგი წერეთელი და საქართველოს ისტორიის პრობლემები. თბილისი, 2015. 184 გვ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957). გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები. თბილისი, 2015. 308 გვ. (თანაავტორები: ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, ლევან ჯიქია, მაკა კვარაცხელია).

გ) პედაგოგიკა

ტესტები პედაგოგთა ატესტაციისთვის. საქართველოს ისტორია. შემდგენლები სერგო ვარდოსანიძე და მედეა კეშელავა. თბილისი, 1996, 65 გვ.

სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი საქართველოს ისტორიაში. თბილისი, 1997, 48 გვ.


საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო რ. მეტრეველისა და ი. ანთელავას თანაავტორობით, თბილისი, 1999.


ისტორიის სწავლების მეთოდიკა (ლექციების კურსი ზ. ჩიმაკაძისა და ე. ცქიტიშვილის თანაავტორობით). 1999.

ზესტაფონის რაიონის სოფ. ზოვრეთის საშუალო სკოლა. თბილისი, 2002, 31 გვ.

წიგნები და სტატიები უცხო ენებზე

Внешняя политика Грузинской православной церкви. Журнал «Азия Африка сегодня» Москва 2001, გვ. 74-75.

Отношения Грузинской православной и Армянской апостольской церквей в 1917-1922 гг. ჟურნ. «Иран-наме» ტ. 37. 2001. გვ. 36-37, თეირანი.

Взаимоотношения между Грузинской православной церковью и государством в 1921-1924 г.г. ჟურნ. «Церковный вестник» #4. 2001. გვ.50-56. ვარშავა.

Управление Грузинской церкви и история епархий в 20-30 годы ХХ века» იხ. ჟურნ. “The WORLD of the Orient”. #1. 2002. კიევი.


საქართველოს ეკლესია 1917-1952 წწ., იხ. ჟურნ. "გეორგიკა". #25. 2002. გვ.83-91. გერმანია.

"განახლების და რეფორმების" მცდელობანი 1922-1927 წლებში". იხ. ჟურნ. ივერია 2001/2002. ტ. VII. გვ. 61-74. საფრანგეთი.

Православная энциклопедия, ტ. XII, მოსკოვი 2007 წ. გვ. 218-229.

A History of the Orthdox Church of Georgia, 1811 to the Present (ინგლისურ ენაზე, შვეიცარია. 2006 წ. თანაავტორი. (1917-2002წ.წ)


Патриарх Грузии. - Книга ,,Раб Божий", Москва, 2015.

სტატიები:


სერგო ვარდოსანიძე — სამეცნიერო სტატიები


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.06.2023
ბოლო რედაქტირება 27.06.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.10.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0