სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11250

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნი მეოცე საუკუნის მღვდელმთავრები ავტ. პროფ. სერგო ვარდოსანიძე წიგნი მეოცე საუკუნის მღვდელმთავრები ავტ. პროფ. სერგო ვარდოსანიძე
ბმულის კოპირება



გვარი ვარდოსანიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

96       ბეჭდვა

წიგნი მეოცე საუკუნის მღვდელმთავრები ავტ. პროფ. სერგო ვარდოსანიძე


სერგო ვარდოსანიძე (დ. 3 დეკემბერი, 1955, ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზოვრეთი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

2011 წელი

XX საუკუნის საქართველოს XX საუკუნის საქართველოს

მართლმადიდებელი სამოციქულო მართლმადიდებელი სამოციქულო

ეკლესიის საჭეთმპყრობელნი ეკლესიის საჭეთმპყრობელნი

და მათი ოპონენტები და მათი ოპონენტები

IშBN

გამომცემლობა ნათლისმცემელი

 რედაქტორი: პროფესორი ვახტანგ გურული

 რეცენზენტები: პროფესორები: ელდარ ბუბულაშვილი, პროფესორები: ელდარ ბუბულაშვილი,

 ზაზა აბაშიძე

3

სარჩევი ს ა რ ჩ ე ვ ის ა რ ჩ ე ვ ი

1. ტრაგიკული 1918 წელი . . . . . . . . . . . . . . . . 5-59

2. შეთქმულება სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი

ამბროსის წინააღმდეგ . . . . . . . . . . . . . . . . . 60-88

3. რა მოხდა საქართველოს მართლმადიდებელ

 სამოციქულო ეკლესიაში 1968 წელს . . . . . . . .89-121

4. 34-წლიანი მზიანი ღამის ქრონიკები . . . . . . . 122-191

5. დამატებანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 192-213

 

4

წინასიტყვაობა წინასიტყვაობა

XVIII საუკუნის დიდი ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის განმარტებით, `მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტს,

მატიანე აღამაღლებს კეთილის ქმნულებას და ჰგმობს უკეთურთ

ქმნულებას. მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არა სცბის (სინამდვილეს არ აყალბებს) და მოწმობს სხვათა და სხვათა, მატიანე განამხნობს და ერთგულ ჰყოფს ქუეყნისად, მატიანე აცნობს ნათესავთ შთამომავლობასა და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის და მოყვარულ ჰყოფს მოყვასსა მოყვასისა მიმართ.

XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია თავის თავში მოიცავს როგორც ამაღლებულ, წარმატებულ, ასევე რთულ წინააღმდეგობრივ მოვლენებსაც. საარქივო მასალები, პირად კოლექციებში შემორჩენილი საოცარი ფაქტები ადასტურებს რაოდენ რთული იყო სასულიერო პირობა, ჯერ ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიაში, ხოლო შემდგომ  კომუნისტურ ხანაში, რა ძნელი იყო, დარჩენილიყავი მოუსყიდველი, ზნესრული და სულიერად განსპეტაკებული, როგორც მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანისა. განსაცდელები, რეპრესიები, ეკლესიის შიგნიდან რღვევის პოლიტიკა, რომელიც ეკლესიის გარეთ იგეგმებოდა, ბევრ სასულიერო პირს აიძულებდა რაღაც კომპრომისებზე წასვლას... თუმცა, თავის გადარჩენის სურვილი ზოგიერთ სასულიერო პირს მიუღებელ ნაბიჯებს ადგმევინებდა.

ბევრს ვფიქრობდი, საზოგადოებისათვის უცნობი ზოგიერთი დოკუმენტის არქივებიდან დღის სინათლეზე გამოტანა რამდენად მართებული იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე მათი გამოქვეყნება. წარმოდგენილი ისტორიული ქრონიკები იწერებოდა დიდი გულისტკივილითა და სიფრთხილით. კიდევ ერთხელ ვითხოვთ ჩვენი წინაპრებისგან დიდსულოვან პატიებას, მაგრამ წარსულის ტრაგიკული მოვლენების პირუთვნელად შეფასება აწმყოსა და მომავლის სწორად გააზრების საფუძველი უნდა გახდეს.

5

ტრაგიკული 1918 წელი

საქართველოს მართლმადიდებული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, კათოლიკოს-პატრიარქობის ნაცვლად ეგზარქოსობის დაწესება, ქართული წირვა-ლოცვების, გალობის ეკლესია-მონასტრებიდან განდევნა, ქართული საეკლესიო კანონიკური ტრადიციების უგულებელყოფა, ქართველ წმინდანთა საეკლესიო დღესასწაულებზე მოუხსენებლობა, ბრძოლა ქართული ენის, ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართველი ერის ეროვნული ღირსების წინააღმდეგ იყო `ერთმორწმუნეობის დოგმებზე დამყარებული იდეოლოგიის კრახის საფუძველი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა XIX საუკუნის I ნახევარში უფრო სტიქიურ-ემოციური მუხტის მატარებელი იყო, XIX საუკუნის II ნახევარში კი რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლამ გააზრებული ხასიათი მიიღო. პირველ ეტაპზე ეს ბრძოლა შემოიფარგლებოდა `რანი ვიყავით წარსულში, შემდეგ `რანი ვართ აწმყოში და `რანი ვიქნებით მომავალში.

ქართული საზოგადოებისათვის ეროვნული ღირსების აღდგენა ეკლესიური და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გარეშე წარმოუდგენელი იყო. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლისათვის საზოგადოების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და სხვები.

ეკლესიური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სათავეში იყვნენ

ეპისკოპოსები: კირიონ საძაგლიშვილი, ანტონ გიორგაძე, ლეონიდე ოქროპირიძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, დეკანოზები: ნიკიტა თალაკვაძე, კალისტრატე ცინცაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, იოსებ ჩიჯავაძე. როდესაც რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ დაინახა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უკანონოდ გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა გასცდა თეორიულ ხასიათს

და მიზანმიმართულ პრაქტიკულ ქმედებებში გადაიზარდა, დაიწყო ქართველი ავტოკეფალისტების სასტიკი დევნა-შევიწროება. ყვე-

6

კირიონ II საძაგლიშვილი 1917 – 1918წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. ქვ.ნიქოზი გორი ქართლი

ლაზე დიდი რისხვა თავს დაატყდა ავტოკეფალური მოძრაობის აღიარებულ მეთაურს ეპისკოპოს კირიონ საძაგლიშვილს. ამიტომ მას ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს, 1898-1902 წლებში იგი ჯერ ალავერდის, ხოლო შემდეგ გორის ეპარქიას განაგებდა, 1902 წელს კამენეცკ-პოდოლსკის ეპარქიას, 1903 წელს ხერსონის, 1904 წელს ორიოლის, 1906 წელს სოხუმის, 1907 წელს გადაასახლეს კოვნოს ეპარქიაში, 1908-1914 წლებში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანებით ჩამოართვეს ეპისკოპოსის ხარისხი და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. რა ბრალდებები არ წაუყენეს მას: საქართველოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის ორგანიზება, აფხაზების გაქართველების მცდელობა, რუსეთის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიაში. კოლონიურმა ხელისუფლებამ სულიერად ვერ გატეხა ეპისკოპოსი კირიონი, რომლის ცხოვრების დევიზი იყო `სამშობლოზედ მზრუნველი მამულიშვილი უშიშრად ეგებება სიკვდილს,~ `თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა, თავისუფლება ღვთიური ნიჭია.

გადასახლებაში ყოფნის ჟამს დაიწერა მისი პოლემიკური ხასიათის გამოკვლევა `ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში, რომელიც თანამემამულეებს შეახსენებდა ჩვენს დიდებულ ისტორიულ წარსულს და მისი ცივილიზაციის როლს რუსეთის ისტორიაში. ეპისკოპოს კირიონის დიდ სულიერ ძალას, შეუპოვრობასა და შეუდრეკელობას კარგად გამოხატავს სანაქსარის უდაბნოდან გამოგზავნილი წერილი დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძისადმი: `ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან... მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი... წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია. ეპისკოპოსი კირიონი ხელისუ-

7

ფლების დევნა-შევიწროებამ კი არ დაასუსტა, პირიქით კიდევ უფრო აღამაღლა თანამემამულეთა თვალში. ამის დასტური იყო 1908 წელს ხარკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა წერილი გადასახლებაში მყოფ ეპისკოპოს კირიონისადმი: `უფალო კირიონ! თქვენ ხართ სამშაბლოს უსაზღვრო სიყვარულით აღგზნებული, ყოველი თქვენი მოქმედება აღბეჭდილია ხალხისადმი განუზომელი მზრუნველობით, თქვენი განუშორებელი ფიქრია სიყვარული, სამშობლოს კეთილდღეობა, რომლისათვის არ ზოგავთ ძალ-ღონეს, მზად ხართ შესწიროთ თვით სიცოცხლეც კი... სამშობლოს ტკივილი თქვენ ტკივილად გაქვთ მიჩნეული, მისი ნეტარება თქვენ ნეტარებად, ყოველ თქვენ მოქმედებაში, სურვილში თუ ლტოლვილებაში მუდამ ის გამოსჭვივის, თუ რა წვლილი შეიტანოთ ჩაგრულთა სანუგეშებლად და რა იღონოთ დამჩაგვრელთა დასამხობად... ხალხისადმი ამნაირ განუსაზღვრელი სიყვარულითა

და მზრუნველობით აღჭურვილი დაშორდით ამ ქვეყნიურ ყველანაირ სიამოვნებას და აღიკვეცეთ ბერად... მითომ რომ უფრო მეტი დრო გქონოდათ ნაყოფიერი მუშაობისათვის... როდესაც რევოლუციამ იფეთქა (იგულისხმება 1905-1907 წ.წ. რევოლუცია რუსეთში, ს.ვ.) და ჩაგრულთა ხმა დაუმალავად შეიქმნა, მაშინ თქვენ აღიმაღლეთ ხმა და თავისუფლების მოძრაობისაკენ სიხარულით გაეშურეთ, რადგან მასში ხედავდით საერთოდ ჩაგრულ ხალხთა აღდგენას და კერძოდ, თქვენი ქვეყნის მძიმე მონობისაგან განთავისუფლებას, მაგრამ რა ჩანელდა რევოლუცია, თქვენ, როგორც ერთი საუკეთესო მფარველი ქართველი ერისა, გახდით მსხვერპლი გამძვინვარებული რეაქციისა... გაძლევთ პირობას, რომ თქვენი მიწა-წყლის ახალგაზრდა შვილები, თქვენი უმცროსი ძმები, თქვენთან ერთად გაილაშქრებენ საერთო მტერზედ და მტრის შემუსვრით ააყვავებენ გათელილ კუთხეს და ჩაგრულ ერს, ვინატროთ, რომ მალე, სულ მალე მტერი შემუსვრილიყოს, ჩაგრული ერი განთავისუფლებულიყვეს და ჩვენ ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მინიჭებოდეს, თქვენ კი მის პირველ მმართველ კათოლიკოსად გვენახოთ. ერისკაცთაგან კირიონის დასაცავად ხმა აღიმაღლა აკაკი წერეთელმა, რომელიც ერთ კერძო წერილში წერდა: `ეპისკოპოს

8

მიხეილ (ალექსანდრე) პეტრეს ძე თამარაშვილი 1958-1911წწ რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი თეოლოგი დაბ. ახალციხე

კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა... რაც იმედები მქონდა, სულ გამიქარწყლა, მაგრამ ახლა ამაზე გლოვის დრო აღარ არის!... თავს არ დავზოგავ, წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი აღარ გავახარებ. ეპისკოპოს კირიონის დევნა-შევიწროების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ევროპაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, კათოლიკე მღვდელმა მიხეილ თამარაშვილმა.

ალექსანდრე ცაგარელი (დ. 27 ნოემბერი1844კასპი — გ. 12 ნოემბერი1929თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი.

პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა 1909 წლის 2 აპრილს ოლივერ უორდროპს აცნობა: `ეპისკოპოსი კირიონი გაგზავნეს ხარკოვიდან ერთ მონასტერში ტამბოვის გუბერნიაში საცხოვრებლად, ცოტა ავად არის, მაგრამ მოსკოვში საავადმყოფოში არ დაარჩინეს, ძალით წაიყვანა პოლიციამ მონასტერში. 

 1909 წლის 20 მარტს ბელგიიდან ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ თავმჯდომარეს ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. ეპისკოპოს კირიონს გამოესარჩლა აგრეთვე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატი დეპუტატი ევგენი გეგეჭკორი: `ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოსი კირიონი მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ.

ეპისკოპოსი კირიონი მადლობას მოახსენებდა მის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს და ამშვიდებდა: `ტანჯვას კაცი ადვილად აიტანს, როდესაც დარწმუნებულია, რომ მისი ტანჯვა თანამემამულეებს ბედნიერებას მიანიჭებსო. რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ 1915 წელს შეწყვიტა ეპისკოპოს კირიონის დევნა-შევიწროება. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. ხელისუფლებამ

დაასკვნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა წარსულს ჩაბარდა.

1917 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის იმპერიაში სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა იმპერატორი ნიკოლოზ II აიძულა ტახტიდან გადამდგარიყო. შექმნილი ვითარებით ყველაზე კარგად ქართველმა ავტოკეფალისტებმა ისარგებლეს  1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო

9

ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი, საეკლესიო კრების მოწვევამდე შექმნეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა, დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ დანიშნეს გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე... ქართველ მორწმუნეთა ჯგუფი ქრისტეფორე კაპანაძის ხელმძღვანელობით ჩავიდა კამენცკ-პოდოლსკში, ინახულა ეპისკოპოსი კირიონი და მოახსენა, რომ აუცილებელი იყო მისი სამშობლოში დაბრუნება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მეუფე კირიონმა მადლობა მოახსენა მათ, მაგრამ განაცხადა: `ლეონიდი და მისი მომხრეები მოსვენებას არ მომცემენო.  ბოლოს იგი მაინც დაითანხმეს. 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომების მუშაობაში (იხ. ოქმი #49, 51, 55, 56, 57). დროებითი მმართველობის სხდომების (1917 წლის 13 მარტიდან 9 სექტემბრამდე) უცვლელი მდივანი იყო დავით დავიდოვი (დავითაშვილი), რომელიც მტრობდა ეპისკოპოს კირიონს. მის მიერ შედგენილ ოქმებში ისეა საქმის ვითარება წარმოდგენილი, თითქოს კირიონი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას და ამის გამო უპირისპირდებოდა დროებითი მმართველობის წევრებს. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა:

ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ  მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

`დროებითი მმართველობის დროინდელი სხდომის ოქმები არცერთი არ წაკითხულა და შესწორებულა კრების მიერ. ოქმი იწერებოდა ტენდენციურად, ოსტატურად ამცირებდნენ კირიონს, უღობავდნენ გზას საქართველოში ჩამოსასვლელად.  დაიწყო გაუთავებელი ინტრიგები და ცილისწამებანი, რამაც ერთხელ ამ სულიერად გაუტეხელ კაცს ეს სიტყვები ათქმევინა: `ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდან თვალყურს

გადევნებდით, ვფიქრობდი, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ახლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვამხრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას ავტოკეფალიისათვის

10

დაუცხრომელი მებრძოლი ეპისკოპოსი კირიონი მიუღებელი აღმოჩნდა თბილისური სასულიერო ელიტის დიდი ნაწილისათვის. მათ საფუძვლიანი შიში ჰქონდათ, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მომავალ არჩევნებში ვაითუ ეპისკოპოსმა კირიონმა გაიმარჯვოსო, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების პროექტში, რომელიც 1917 წლის პირველ საეკლესიო კრებაზე დაამტკიცეს, შექმნეს საკათოლიკოსო საბჭო, რომლის წევრების უმრავლესობა კირიონის მოწინააღმდეგე იყო, აგრეთვე მცხეთა-თბილისის ეპარქია დაანაწევრეს. ჯერ კიდევ 1917 წლის 23 აგვისტოს თბილელ მიტროპოლიტად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე გამოაცხადეს. მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, თბილელი მიტროპოლიტი ცხადდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, პატრიარქის ავადმყოფობის ან არყოფნის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად. რაოდენ სამწუხარო იყო, რომ გამართლდა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვის სიტყვები:

`რად გინდათ ქართველებს ავტოკეფალია, ხომ დასჭამთ ერთმანეთსო. ქართველ საზოგადოებას, მორწმუნე მრევლს ფრიად აწუხებდა ორ დიდ საეკლესიო მოღვაწეს კირიონსა და ლეონიდეს შორის წარმოშობილი უთანხმოება, მორწმუნეთა დაყოფა `კირიონისტებად  და `ლეონიდისტებად 1917 წლის 9-17 სექტემბერს ამ რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა პირველი საეკლესიო კრების სხდომები. დაძაბულობამ პიკს მიაღწია 17 სექტემბერს, როდესაც საეკლესიო კრებას უნდა აერჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი  მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. ქართველი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი გრძნობდა შექმნილი მდგომარეობის სირთულეს, საგანგებო დეპუტაცია პართენ გოთუას ხელმძღვანელობით ეახლა თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდს და ურჩია მას მოეხსნა თავისი კანდიდატურა ეპისკოპოს კირიონის

სასარგებლოდ, რაზედაც მიტროპოლიტმა ლეონიდმა კატეგორიული უარი განაცხადა: `მარწმუნებენ, რომ მე გავიმარჯვებო. ამის შემდეგ დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-

11

პატრიარქის ტახტზე წარმოდგენილი მიტროპოლიტ ლეონიდესა და ეპისკოპოს კირიონის კანდიდატურებზე კენჭისყრა. ხმის დამთვლელ კომისიას ხელმძღვანელობდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. 13 საათზე საეკლესიო კრების მონაწილე 441 დელეგატმა დაასრულა ხმის მიცემა. 16 საათზე დასრულდა ხმების დათვლა. გაირკვა, რომ 11 ხმით მეტი მოაგროვა ეპისკოპოსმა კირიონმა და იგი გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად,

მცხეთის მთავარეპისკოპოსად. მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი არჩევნებს არ ესწრებოდნენ. როდესაც მოახსენეს მათ არჩევნების შედეგები, მიტროპოლიტი ლეონიდე ძალიან აღელდა, ბოლოს მოერია თავს და სიონის საპატრიარქო ტაძარში შეეგება ახლადარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: `მე მიორკეცდება ძალ-ღონე, რომ მარტო არა ვარ და მეგულებით ჩვენი

ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ფიცს ვდებ, მთელი ჩემი არსებით დაგეხმაროთ ტვირთის ზიდვაში.~9 უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ ამ სიტყვებით მიმართა მრევლს: `არღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ.

1917 წლის 1 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა, ისინი ორ დიდ დღესასწაულს აღნიშნავდნენ _ სვეტიცხოვლობას და ასწლოვანი მონობისგან განთავისუფლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევას. საოცარი იყო ამდენი გულშემატკივარი, მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი მაინც მარტო იყო. დასრულდა წირვა, პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად ტაძრიდან გასასვლელად მოემზადა, დალოცა მრევლი და... ამ დროს ხელში რაღაც ფურცელი შეაჩეჩეს, რომელზედაც შავით თეთრზე ეწერა: `თქვენო უწმიდესობავ! როგორც კი სვეტიცხოვლიდან გახვალთ, ხალხში გარეული მკვლელი რევოლვერიდან გესვრითო. პატრიარქი კირიონი დინჯად გაემართა გასასვლელისაკენ, ატყდა ჩოჩქოლი.

ყარამან კიკნაველიძე – რევოლუციონერი. ხე–ტყის მრეწველი, მოღვაწეობდა სპარსეთში

ამ დროს პატრიარქთან გაჩნდა ყარამან კიკნაველიძე, რომელმაც თავისი ხალხით პატრიარქი კირიონი სამშვი-

12

დობოზე გაიყვანა. ეს ინციდენტი ფრიად დამაფიქრებელი იყო.

1917 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს საკათოლიკოსო სასახლეში შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა. საეკლესიო კრებაზე დამტკიცებული მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ორგანო იყო საეკლესიო კრება, კრებებს შორის პერიოდში  საკათოლიკოსო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ეპარქიათა მღვდელმთავრები, საერო პირები, სულ 12 კაცი.

საკათოლიკოსო საბჭოს თავმჯდომარე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს ჰქონდათ თითო ხმა, ხოლო სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს. პირველსავე სხდომაზე ნათელი გახდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II უმცირესობაში აღმოჩნდა. სხდომაზე წამოიჭრა საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველის საკითხი.

დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ ამ თანამდებობაზე წამოაყენეს დავით დავიდოვის (დავითაშვილი) კანდიდატურა. ქრისტეფორე კაპანაძემ დაასახელა ალექსანდრე ნიკიტინის კანდიდატურა. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II დავით დავითაშვილის ხსენებაზე ცუდად გახდა, მაგრამ თავი შეიმაგრა. როდესაც შეატყო, რომ საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა დავით დავიდოვისათვის აპირებდა ხმის მიცემას, ვეღარ მოითმინა და განაცხადა თუ თქვენ საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავით დავიდოვს აირჩევთ, მე კათოლიკოსის ხარისხს ავიყრიო. დავიდოვის მომხრეებმა ხმა ვერ ამოიღეს, ამ დროს წამოდგა საქართველოს ეკლესიის ობერპროკურორი ქრისტეფორე (ჩიტო) კაპანაძე და სხდომას მიმართა: გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება თავისუფალი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს მმართველად

იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსი ეგზარქოსების ჯაშუში იყო. ამ სხდომაზე დავით დავიდოვის კანდიდატურა ჩავარდა და საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს მდივნად ალექსანდრე ნიკიტინი აირჩიეს. (იგი მხოლოდ გვარით იყო ნიკიტინი, იცოდა კარგი ქართული წერა-კითხვა და იყო საქართველოს პატრიოტი, ს.ვ.)

13

ამ უსიამოვნო ამბავს ასევე უსიამოვნო გაგრძელება ჰქონდა. მეორე დღეს საკათოლიკოსო საბჭოს სხდომის დროს დარბაზში შეიჭრა დავით დავიდოვი, ცივად მიესალმა სხდომას და მერე მიეჭრა ქრისტეფორე (ჩიტო) კაპანაძეს _ თქვენ რა სთქვით ჩემზე? - ის რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე, უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ, უპასუხა ჩიტო კაპანაძემ. გაიმეორეთ, რა სთქვით,  დაიღრიალა დავიდოვმა. მე ისა ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსის ეგზარქოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად ვერ იქნება,  გაიმეორა ჩიტო კაპანაძემ. ამ სიტყვის თქმა და დავით დავიდოვის სილის მოქნევა ერთი იყო. ჩიტო

კაპანაძემ თავი დაბლა დახარა, მაგრამ სილა მაინც მოხვდა. დავიდოვმა რევოლვერი იძრო, დავით ჩიქოვანი მივარდა დავიდოვს და შებოჭა, შეიქმნა ჩოჩქოლი. დავიდოვი მილიციას გადასცეს. ეს ყველაფერი ხდებოდა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის თანდასწრებით.

ჩიტო კაპანაძემ მეორე დღეს მთავრობის თავმჯდომარეს (ამიერკავკასიის კომისარიატს, ს.ვ.) წერილობითი განცხადებით მიმართა, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევის გამო ობერ-პროკურორად ვეღარ დავრჩებიო, იგივე აცნობა საკათოლიკოსო საბჭოს. საკათოლიკოსო საბჭოს წევრთა იმ ნაწილმა, რომელნიც მხარს უჭერდნენ უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ეს, კათოლიკოსის მიერ ბეჭედდასმული ადრესით მიმართა ჩიტო კაპანაძეს, ერის ინტერესებისათვის უარესი შეურაცხყოფა უნდა ავიტანოთ, ამიტომ გთხოვთ თქვენს თანამდებობას დაუბრუნდეთო. ჩიტო კაპანაძემ თხოვნა გაითვალისწინა და სამსახურს დაუბრუნდა. დავიდოვის საქმის შესწავლა დაიწყო პროკურორმა გიორგი შატბერაშვილმა, რომელმაც დიდძალი მასალა დააგროვა და დავით დავიდოვის გასამართლებას აპირებდნენ კიდეც, მაგრამ გავლენიანი ხალხის ჩარევის შემდეგ გიორგი შატბერაშვილს საქმე ჩამოართვეს და დავიდოვი დაჭერას გადაურჩა. სევდიანად ასრულებს ამ თხრობას იოსებ იმედაშვილი, რომელმაც ეს ინფორმაცია ჩიტო კაპანაძისგან მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა

14

და უნეტარესი კირიონ II-ის საპატრიარქო სასახლეში დაბინავება არ მოსწონდათ თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს მომხრეებს, რომელნიც ასევე დაბინავებულნი იყვნენ საკათოლიკოსო სასახლეში. თბილელი წირავდა სიონში, კათოლიკოს-პატრიარქი კი მწირველი იყო ანჩისხატის ეკლესიაში. არ იყო გამიჯნული თბილისის და მცხეთის ეპარქიის საზღვრები. თბილელი ლეონიდე მცხეთის ჯვრის მონასტერსაც ედავებოდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. საკათოლიკოსო საბჭოს სხდომებზე დაიწყო დაპირისპირებანი. თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ისაგან დაწუნებული დავით დავიდოვ-დავითაშვილი თბილელის კანცელარიის გამგედ დანიშნა. ეს უკანასკნელი აქედან უფრო გაშმაგებით უტევდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კირიონ II-ს. 1918 წლის 10 მარტს საკათოლიკოსო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი

უწმიდესობა და უნეტარესობა კირიონ II, კათოლიკოსმა წამოაყენა წინადადება მცხეთის ჯვრის მონასტრის მღვდელმონაზონ მირიანის (ბექაური) არქიმანდრიტის, ხოლო დიაკონ ტიმოთე ბაკურაძის მღვდლის ხარისხში აყვანის შესახებ. უწმიდესისა და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვა თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ, რომელმაც განაცხადა: `მცხეთის ჯვარი თბილისის ეპარქიაში შედის, ხოლო მირიანის არქიმანდრიტობა და ტიმოთეს მღვდლობა ნაადრევიაო. ატყდა კამათი. განრისხებულმა კათოლიკოსმა მირიანის არქიმანდრიტად და დიაკონი ტიმოთეს მღვდლად კურთხევის დადგენილებას თვითონ მოაწერა ხელი. 23 მარტს უწმიდესი კირიონი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო საკათოლიკოსო საბჭოს სხდომას, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად (1917 წ.), კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის შემთხვევაში საკათოლიკოსო საბჭოს თავმჯდომარე იყო თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე, რომელმაც საბჭოს 8 წევრის მხარდაჭერით გააუქმა უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის გადაწყვეტილება, უფრო მეტიც მამა მირიანს და ტიმოთეს მღვდელმსახურობა აუკრძალა. 28 მარტს, როდესაც კვლავ შეიკრიბა საკათოლიკოსო საბჭოს

15

სხდომა, უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ არქიმანდრიტ მირიანს და მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს აღუდგინა მღვდელმსახურების უფლება. მაინც რას უწუნებდნენ მათ? მღვდელმონაზონი მირიანი იყო უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ერთგული მხარდამჭერი, ხოლო დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე კათოლიკოსპატრიარქის არჩევნების წინ ხელმძღვანელობდა პროვინციებში ეპისკოპოს კირიონის შტაბს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II სულ რაღაც ათი თვე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ეს ათი თვე ჯოჯოხეთად უქციეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. საკათოლიკოსო საბჭოს სხდომები მუდმივი დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ამას დაემატა ისიც, რომ 1918 წელს თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალი `ახალი სიტყვა~, რომლის რედაქტორი იყო დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი. ჟურნალმა `ახალმა სიტყვამ დაუნდობელი ომი გამოუცხადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. დეკანოზი ქრისტეფორე 1918 წლის თებერვალში ჟურნალ `ახალ სიტყვაში წერდა: `არ კმარა საქართველოს საეგზარქოსოს საქართველოს საკათოლიკოსო დაერქვას, არ კმარა ძველი ტიტულების აღდგენა, ძველი საკათოლიკოსო შესამოსელის გამომზიურება, საჭიროა ფხიანობა, შემოქმედებითი მუშაობის გაჩაღება, უნარი მოქმედ ძალების შემჩნევისა, დაფასებისა და მათი შეთანხმებულად დარაზმვისა, ნაკლები `მეობა და მეტი `ჩვენობა, საქმე ბევრია, ეკლესიური ცხოვრება, როგორც ყოველივე ამქვეყნად, ცვალებადობას განიცდის, იგი თანდათან უნდა ახლდებოდეს და უმჯობესდებოდეს. ამ ცხოველი განახლების გზაზე მტკიცე

სიარული არის დანიშნულება ქართული თავისუფალი ეკლესიისა. უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს ბრალს სდებდნენ ძალაუფლების გადამეტებაში, უმოქმედობაში. ეს ხომ დიდი უსამართლობა იყო. `თუ ვინმესათვის ცხადი არ არის ჩვენი მიზანი, ვიტყვით კიდევ, წერდა დეკანოზი ქრისტეფორე, ჩვენ მანამ არ მოვისვენებთ, სანამ ჩვენი უფროსები არ იწამებენ წმიდა

16

კოლეგიურ გამგეობას, სანამ იგინი არ მიეჩვევიან პატივით მოეპყრონ უმრავლესობის აზრს. უმრავლესობის აზრში იგულისხმებოდა უწმიდესისა და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის

მოწინააღმდეგე საკათოლიკოსო საბჭოს წევრები. 1918 წლის 23 მაისს საკათოლიკოსო საბჭოს 8 წევრმა მიტროპოლიტ ლეონიდეს ხელმძღვანელობით გააკეთა საპროტესტო წერილი კათოლიკოსპატრიარქ კირიონ II-ის სახელზე, რომელშიც ავტორები პატრიარქს ბრალს სდებენ საეკლესიო მართვა-გამგეობაში აბსოლუტიზმისა და მონარქიზმის დამყარებაში, მათი აზრით, კათოლიკოსპატრიარქს არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო სასულიერო სასწავლებლების ავტონომიაში, საბჭოს წევრებისათვის საყვედურების გამოცხადებაც მისი უფლების გადამეტება იყო. ვერ პატიობდნენ ეკლესიისათვის `თავდადებული ადამიანის დავით დავიდოვის საკათოლიკოსო კანცელარიის უფროსად არ დანიშვნას. ეს `თავდადებული ადამიანი, როგორც ისინი უწოდებდნენ მას, 1918 წლის მაისში რევოლვერით მოსაკლავად შეუვარდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს, მაგრამ არქიმანდრიტმა მირიანმა და მორჩილმა გერმოგენმა კინწისკვრით გამოაგდეს საკათოლიკოსო სასახლიდან.

როგორც ეპისკოპოს სტეფანეს (ვასილ კარბელაშვილის) ჩანაწერებიდან ირკვევა, ჟურნ. `ახალი სიტყვის რედაქტორი დეკანოზი ქრისტეფორეც `შეუვარდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს და ემუქრებოდა ცემით, მაგრამ კირიონმა ყურად არ იღო და არ აკურთხა ეპისკოპოსად... ასევე შეუვარდა დავით დავითაშვილიც, მაგრამ ვერ შეაშინეს ეს ბუმბერაზი კაცი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში ჟურნალ `ახალ სიტყვაში დაბეჭდილი სტატიის ავტორი აგდებულად წერდა: `ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა დაგვირგვინდა იმით, რომ ეგზარქოსის კარეტით იმის მაგივრად კათოლიკოსი დასეირნობს თბილისის ქუჩებში. ყველაზე გასაოცარი თავხედობა ის იყო, რომ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II `ახალი სიტყვის წერილების მიხედვით იყო უწიგნური და გაუნათლებელი ადამიანი.

`მირონის კურთხევას დავესწარი დიდ ხუთშაბათს, წერდა ვინმე გრიგოლ ხერხეულიძე ჟურ. `ახალ სიტყვაში,  მწირველი ბრ-

17

ძანდებოდა კათოლიკოსი. თავის დროზე მოართვეს წიგნი, რომ წაეკითხა შესაფერისი, მირონის საკურთხი ლოცვები... ჩემს ყურებს არ ვუჯერებდი, რომ ვხედავდი და მესმოდა, თუ როგორ ბორძიკობდა ყოველ სიტყვაზე კათოლიკოს-პატრიარქი, როგორ ჩერდებოდა სიტყვების ამოსაკითხავად. და ბოლოს მრავალს მათგანს მაინც გადამახინჯებულ, გადასხვაფერებულ ამბობდა.15 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, 30-ზე მეტი წიგნის ავტორი მეცნიერი, რომლის მეცნიერულ მემკვიდრეობას დიდ პატივს სცემდნენ ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე შახმატოვი, ივანე სოკოლოვი, გრიგოლ ბერგმანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, უნამუსო ცილისმწამებელმა კალმოსანმა უწიგნურად წარმოაჩინა. ცილისწამების, უზნეობისა და უღმერთობის კულმინაცია იყო ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, `კირიონ კათალიკოზის წირვა და სიონის წაბილწვა.  მიაქციეთ ყურადღება, უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კირიონ II-ს ჯერ სიონში წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ _ სიონი თბილელი მიტროპოლიტის საკათედრო ტაძარიაო. ხოლო როდესაც მან ჩაატარა სიონში წირვა, სიონი წაიბილწაო. `ჯაჭვაძის ფსევდონიმს ამოფარებული ავტორი კატეგორიული ტონით მოუწოდებდა საზოგადოებას, გადაეყენებინათ კათოლიკოსი. `დრო არის, კათოლიკოსის თვითნებობას და თავგასულობას ბოლო მოეღოს, მან საკმარისად შეგვარცხვინა მთელ ქვეყანაზეო. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ ასეთი წინააღმდეგობებისა და სირთულეების ვითარებაშიც თავისი ათთვიანი პატრიარქობის ხანაში ბევრი რამ გააკეთა.

1917 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება. საზეიმო წირვის დასასრულს მან ვრცელი სიტყვით მიმართა სამწყსოს და ჩამოაყალიბა ის მთავარი ამოცანები, რომელნიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე იდგა: `განმტკიცება ახლადაღდგენილი ეკლესიისა მის ისტორიულ უფლებათა ფარგლებში, აი, პირველი საზრუნავი ჩემი. ასი

წლის მონობის გამო შეირყა საქართველოს ეკლესიის მწყობრი ცხოვრება, ერის გულთან შეთანხმებული, დაირღვა კავშირი, გაქრა სული ცხოველი. განთავისუფლებული ეკლესია კვლავ უნდა დაუბრუნდეს ერის მთლიან გვამს, რათა ვიყვნეთ ყოველნი ერთ გვამ და ერთი ორად ვიღწვოდეთ საერთო წარმატებისათვის...

ეკლესია მუდამ ედგა დარაჯად ქართველი ერის მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ის იყო ერთგვარი დროშა, რომლის ქვეშ ღვიოდა ნაპერწკალი ქართველთა სოლიდარობის იდეისა... თუ ასე იყო ძველად, დღესაც ვალად ადევს ჩვენს ეკლესიას ემსახუროს ამავე იდეას და მედგრად აუწყოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა. მან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს განმტკიცება-გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენ ვიპოვოთ შესაფერისი და დამსახურებული ადგილი... ჩვენი ეკლესია არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობათა გამწვავების იარაღად და ფანატიზმის დამყარების მიზეზად... ერთა შორის სოლიდარობის დამყარება და განმტკიცება კავკასიაში, სადაც ამ სოლიდარობას ხელოვნურად არღვევდნენ... ეხლა თვალი გადავავლოთ ჩვენს, ქართველი ერის შინაურ ცხოვრებას, რას დავინახავთ? ხალხს, ჯეროვან სწავლა-განათლებას მოკლებულს და ამის გამო ეკონომიკურად გაღატაკებულს და სოციალურად დაბეჩავებულს.

ჩვენი ძველი კულტურა და სწავლა-განათლება ეკლესიათა კედელს შუა აღმოცენდა. აქ პოულობდნენ ჩვენი წინაპარნი სულიერ საზრდოს და ქვეყნიური კეთილდღეობის საზომს. ნუვინ იტყვის, რომ ეკლესიამ თავისი დრო მოჭამა, რომ ის ახლა არა კულტურული, არამედ ანტიკულტურული ძალაა. მას შესწევს ძალა, რომ ხალხს ემსახუროს და გაუნათოს გზა უმჯობესი ცხოვრებისა. ჭეშმარიტად, როგორც ხედავთ, `ფრიად არს სამკალი. ვსასოებ, რომ მე უძლურმან, მაგრამ ღვთისა კურთხევითა და თქვენის დახმარების და თანაგრძნობის იმედით განძლიერებულმან კეთილად განვვლო მოღვაწეობა ჩემი და სიცოცხლის დადებამდე ვემსახურო ურცხვენელითა სამსახურითა ჩემს მომწოდებელ ერს.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II ენერგიულად შეუდგა თავისსავე სიტყვაში ჩამოყალიბებული ამოცანების განხორციელებას.

19

პირველ ყოვლისა, საჭირო იყო ეგზარქოსობის დროინდელ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის არსებული გაუცხოების კედლის დამსხვრევა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ და საერო ცხოვრების სფეროში აქტიური მონაწილეობა. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ რუსეთში მთელი სიმწვავით დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით უფრო თანმიმდევრული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იყო. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II სპეციალური გუჯარით მიესალმა 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გამართულ საქართველოს ეროვნულ ყრილობას და შეახსენა ის საშიშროება, რაც ბოლშევიკური რუსეთიდან იყო მოსალოდნელი. `ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოისა, სანაპიროთა თვისთაგან გადმოხეთქილი, და წარღვნასა უქადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა.

და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება... თქვენი ერთობა, ერთსულოვნება იქნება წინდი იმისა, რომ საქართველო განცხოველდება.

უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის უპირველესი საზრუნავი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარება. რუსეთის ეკლესიას ამის გაგონებაც არ სურდა. პირიქით, 1917 წლის აგვისტოში პატრიარქად არჩეულმა ტიხონმა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-სადმი გამოგზავნილ წერილში ქართველ იერარქებს მოუწოდა გაეუქმებინათ 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოველში მიღებული

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი და სინანულით წარსმდგარიყვნენ რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე. 1917 წლის ოქტომბერში კირიონ II-მ საგანგებო წერილით მიმართა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს და აღნიშნა: `ქრისტე არს ჩვენ შორის, ღვაწლი ჩემი იქმნების დაცვაი დოღმატთა მართლმადიდებლობისათა, რომელთა არცა გამცემელ ყოფილ არს ეკლესიაი ჩვენ. გზად ჩემდა იქმნების ზრუნვაი კეთილდღეობისათვის წმიდათა ღმერთისა ეკლესიათა და კეთილწარ-

20

მატებისათვის ერისა ჩემისა ზღუდედ ჩემდა იქმნების კანონნი. რომის პაპისადმი გაგზავნილ წერილში კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II ესარჩლებოდა იმ ქართველ კათოლიკეებს, რომელთაც XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან სომხები რუსეთის იმპერატორის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე ძალით ასომხებდნენ.

უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ ვალდებულად ჩათვალა თავი ეპასუხა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსის გევორქ V-ისთვის. სომეხთა კათოლიკოსმა 1917 წლის 30 სექტემბერს კირიონ II-სადმი გამოგზავნილ წერილში მიულოცა მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II წერდა: `მოგიკითხავ უწმიდესო მეუფევ, რათა წვითა და ღვაწლითა ჩვენითა აღდგენილ იქნას ერთობა ჩვენდამი რწმუნებულთა ერთა. ერთობას ვიტყვი არა სარწმუნოებრივ-დოგმატურსა, არამედ მოქალაქეობრივ განმანათლებლობისა, რათა დაემყაროს ჩუენ შორის

ძმობაი.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თავის საგარეო ურთიერთობებში დღემდე ერთგულია იმ პრინციპებისა და სულისკვეთებისა, რომელთაც საფუძველი ჩაუყარა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ.

1918 წლის 8 თებერვალს (26 იანვარს) თბილისში, წყნეთის ქუჩის დასაწყისში, სათავადაზნაურო გიმნაზიის ყოფილ შენობაში დიდი სამზადისი იყო. აქ შეკრებილიყო თბილისის ინტელიგენცია, მეცნიერები. დილის 10 საათზე გიმნაზიის ეკლესიის ზარები აგუგუნდნენ, ეზოში შემობრძანდა ეტლი, საიდანაც გადმობრძანდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II და ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი

(გიორგაძე). კათოლიკოსს შეეგებნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე). დაიწყო საზეიმო პარაკლისი. უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ პარაკლისის შემდეგ სიტყვით მიმართა საზოგადოებას, მიულოცა ქართველ ხალხს ქართული უნივერსიტეტის დაარსება და გამოთქვა სურვილი დასავლეთ ევროპის დიდი უნივერსიტეტების მსგავსად შე-

21

ქმნილიყო თეოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ქართველ ახალგაზრდობას უმაღლესი თეოლოგიური განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა ექნებოდა.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე აქტიურად შეუდგა სასულიერო სასწავლებლების გაეროვნულობას. მან დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძესა და დეკანოზ კორნელი კეკელიძეს დაავალა მოემზადებინათ პროექტი თბილისის რუსული სასულიერო სემინარიის ბაზაზე ქართული სასულიერო სასწვლებლის დაარსების შესახებ. პატრიარქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დამოუკიდებელი ეკლესიისათვის აუცილებელი წმიდა მირონის მომზადებას. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც დღეს პირველად შემოდის მეცნიერულ მიმოქცევაში და დაცული იყო შუშანიების სავანეში. მისი ასლი გადმოგვცა არქიმანდრიტმა ისააკმა (ღადუა). დოკუმენტი შეუდგენია ბერ გობრონს (შემდგომში ეპისკოპოსი გობრონ წკრიალაშვილი. ს.ვ.), რომელიც აღნიშნავს: `მირონის მოხარშვის ადგილად არჩეულ იქნა ყოფილი საკათოლიკოსო სასახლის კარის ეკლესია (ანჩისხატი), თვით ეკლესიაში გამზადებულ იქმნა ქართულ სტილზე აგებული ქურა... ქურა აშენებული იყო ეკლესიის შუა ნაწილში, მარცხნივ, ივერიის წმიდა ღვთისმშობლის, ჯვარცმის და წმიდა პანტელეიმონის ხატების პირისპირ. ქურაზე იდგა ზედადგარი, რომელზეც სპილენძის დიდი ქვაბი იყო შემოდგმული. წმიდა მირონის მოხარშვისათვის მოწვეულ იყო განსვენებული პროვიზორი ახვლედიანი, რომელსაც ჰქონდა მინიჭებული უშუალო ხელმძღვანელობა და სრული პასუხისმგებლობა საქმისათვის. ვნების კვირეულის ორშაბათ დილით ბ-მა ახვლედიანმა ქვაბში ჩაუშვა ყველა ხარშვისათვის განკუთვნილი მასალები. დღის 12 საათისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ ტფილელ მიტროპოლიტ ლეონიდესთან და თბილისის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, რის შემდგომშიც საკუთარი ხელით აიაზმის სხურებით ჩაუშვა ქვაბში ჯვარის სახით სპეციალურად პინაკებზედ და სასმისებში კანდელაკის მიერ გამზადებული მირონის

22

მასალების ნაწილი. შემდგომ ამისა, კანდელაკმა მის უწმიდესობას მიართვა ანთებული კვარი, რომელმაც საკუთარის ხელით მოუკიდა წინასწარ ქურაში გამზადებულს და სპირტდასხმულ რამდენიმე ნახშირის ნატეხს ცეცხლი. შემდგომ ამისა კათოლიკოს-პატრიარქი აბრძანდა კათედრაზე და იწყო წმიდა სახარების კითხვა: იოანე, თავი I პირველიდან იყო სიტყვა... მას ცვლის ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე, შემდგომ ხარისხის მიხედვით ერთი მეორეს მონაწილენი (თითოეული მათგანი წმიდა სახარების წაკითხვის შემდეგ სტოვებს მირონის ქვაბს, შედის საკურთხეველში და სამოსელს იხდის). მირონის ქვაბთან იქმნენ მორიგენი მუდმივად  მთავარ-დიაკონნი, რომელთაც ევალებოდათ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ქვაბის მორევა განუწყვეტლივ, ხოლო სამღვდელოებას ევალებოდათ ორ-ორი საათი სახარების კითხვა. ესე წესი სრულდებოდა დიდ ოთხშაბათს მწუხრამდე. დიდ ხუთშაბათს დილით ადრე გაწურულ იქმნა ნახარში და შეზავებული ნაირ-ნაირი სურნელეთეროვანი სითხეებით და ეს სურნელოვანი მასსა სახელწოდებულად მირონი, ჩაუშვეს სპეციალურ თუნუქის ჭურჭელში, რომელსა უწოდების სამირონე ალაბასტრი, რომელიც იქვე იქმნა მოკრძალებით დალუქული საკათოლიკოსო ბეჭდით. წირვის დაწყებამდე ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე თანამწირველებითურთ და მორწმუნე ერით გაემგზავრა სიონის ტაძრიდან საკათოლიკოსო სასახლის კარის ეკლესიაში, სადაც შეხვდნენ მის უწმიდესობას კირიონ II-ს. ურთიერთმისალმების შემდეგ პროცესია დაბრუნდა სიონის ტაძრისაკენ, მოაბრძანებდნენ წმიდა მირონს, მათ უკან მოჰყვებოდა მანტიაწამოსხმული კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. პროცესიას ამკობდა ქართული გუნდი და მქუხარე ზარები როგორც დედა სიონის, აგრეთვე მეზობელ ტაძართა. სიონის ტაძარში ალაბასტრნი მირონით შესვენებულ იქმნა სამკვეთლოში, ხოლო `სერობასა საიდუმლოსა შენისასა~-ს დროს სამეუფოსა სვლით გარდასვენებულ იქმნა საკურთხევლად ტრაპეზსა ზედა, ხოლო დიდი ალაბასტრი იქმნა გარდამოსვენებულ სამღვდელოთა მიერ და დასვენებული წმიდა ტრაპეზის მარცხნივ, ქიმში საგანგებოდ მომზადებულ კვარცხლბეკზედ. პატარა ალაბასტრი კი წმიდა მირონით

23

გადმოასვენა ტფილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა სამეუფო ბჭესთან და იგი ჩამოართვა მას, რომელიც დაასვენა წმიდა ტრაპეზსა ზედა მარცხნით ფეშხუმისა. შემდგომათ მათ მიერ იქმნა მიღებული ჩვეულებისამებრ სიწმინდენი.

1918 წლის 2 ივნისს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მიერ თავისუფლების მოედანზე გადახდილ იქნა პარაკლისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამო. მან შემდეგი სიტყვებით მიმართა ხალხს: `მადლობა ღმერთს. ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს... აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5

საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში... როგორც მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ თავისი საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასი წლის განმავლობაში ლოდად რომ აწვა მკერდზე... ახლად შეძენილ თავისუფლებას, ჩვენი ერის სოციალურ-პოლიტიკური არსებობისათვის ყურძნის მტევანივით ლამაზად შეკრულ-აწყობილ სახელმწიფოს და დამოუკიდებლობასაც ჩვენდა სავალალოდ, ახლავე აედევნენ შავი ღრუბლები და ნისლი, ახლავე გამოუჩნდნენ შიგნით და გარეთ მტრები და შურითა და უსამართლობით აღვსილი პირები.

ამის მეტი რა უნდა გაეკეთებინა ათი თვის განმავლობაში 106 წლოვანი მონობისაგან განთავისუფლებულ ეკლესიას და მის მეთაურს. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სიძულვილით დაბრმავებულებს არაფერი არ აინტერესებდათ გარდა იმისა, რომ როგორმე იგი ან ნერვიულობას გადაჰყოლოდა, თუ არა სხვა გზა უნდა მოენახათ მისი თავიდან მოშორებისა. ქართული საზოგადოება თითქოს გულგრილი გახდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II შეატოვეს ამ გაბოროტებულ, ანგარებიან ადამიანებს, იგი მარტო დარჩა. განა ასე არ მოხდა 1907 წელს, როდესაც 9-წლიანი იდეოლოგიური, ცილისმწამებლური ბრძოლა ილია ჭავჭავაძესთან 30 აგვისტოს წიწამურთან მისი

24

მკვლელობით დასრულდა? უწმიდესისა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს უთვალთვალებდნენ, შინაურებიდან გამოჰქონდათ ინფორმაციები პატრიარქის გადაადგილების მარშრუტის შესახებ. 1918 წლის 26 ივნისს უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკთან და ვასილ კბილაშვილთან ერთად დილის 5 საათზე ეტლით გაემგზავრნენ მარტყოფის მონასტერში, პატრიარქს თან ახლდა ჩიტო (ქრისტეფორე) კაპანაძე, მაგრამ გზაში გაირკვა, რომ მას დარჩა წიგნები, რომლებიც სამუშაოდ სჭირდებოდა, ამიტომ ჩიტო კაპანაძე დარჩა წიგნების წამოსაღებად. პატრიარქი კირიონი მარტყოფის მონასტერში 11 საათზე მივიდა, ლოცვის შემდეგ მუშაობას შეუდგა.

გვიან ღამით, 1 საათზე დაიძინა. წინა ოთახში ეძინა არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკს. პატრიარქი დილის 5 საათზე დგებოდა. გახდა 5, 6, 7 საათი, პატრიარქის ოთახის კარი არ იღებოდა... ბოლოს გადაწყვიტეს და შეაღეს კარები... კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II სისხლში ცურავდა, გარდაცვლილის გვერდით ეგდო მისივე დაკეტილი ბრაუნინგი... არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი სასწრაფოდ გამოეშურა თბილისში, გაიმართა საკათოლიკოსო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც `მოისმინა ტარასი კანდელაკის ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის გარდაცვალების შესახებ და განაჩინა: ეს სამწუხარო ამბავი ეცნობოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სათანადო განკარგულებისათვის და აგრეთვე ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს. ეთხოვოს თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს მოახდინოს ჯეროვანი განკარგულება მისი უწმიდესობის გვამის დასაკრძალავად. ოქმს ხელს აწერენ:

მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, რაფიელ ივანიცკი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, პეტრე ბარათაშვილი. იმავე დღეს თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას ასეთი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: `საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სახელით პატივისცემით გაცნობებთ, რომ ამა თვის 27-ს (ივნისი), დილის 7 საათზე,

25

მარტყოფის წმიდა ანტონის მონასტერში უეცრად გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.~23 საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ შექმნა უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დამკრძალავი კომისია ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) თავმჯდომარეობით, მისი მოადგილე იყო გიორგი ჟორდანია, წევრებად დეკანოზები ანტონ თოთიბაძე და ნიკიტა თალაკვაძე. დამკრძალავ კომისიაში დაიწყო მსჯელობა, სად დაეკრძალათ უწმიდესი და

უნეტარესი კირიონ II. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ პატრიარქმა თავი მოიკლა და იქნებ სჯობდეს, რომ უხმაუროდ დაიკრძალოს მარტყოფის მონასტერშიო, მაგრამ ახლა კი აღარ დათმო საზოგადოებამ, გამოფხიზლდა მისი ნაწილი და კატეგორიულად მოითხოვა კირიონ II-ის ნეშტის თბილისში გადმოსვენება. გადაწყდა, პანაშვიდები გამართულიყო ანჩისხატის ეკლესიაში, ხოლო 7 ივლისს განსვენებული დაიკრძალებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მუხანათურმა მკვლელობამ ფრიად დაამწუხრა საქართველო. `გაზეთი `საქართველო~ 1918 წლის 30 ივნისს მწუხარებით იტყობინებოდა, რომ `სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II 26 ივნისს დილით გაემგზავრა მარტყოფში... ივნისის 27-ს კი იგი იპოვეს მიცვალებული მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო ბინაზე, მის საწოლ ოთახში.~ მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გაიმართა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის დაკრძალვაზე სიტყვები წარმოთქვეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია), დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. უწმიდესი კირიონი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში 18 საათზე. დაკრძალვის დღეს დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ ამ სიტყვებით გააცილა მისი უწმიდესობა: `მშვიდობით, თქვენო უწმიდესობავ! ეს ერთი კვირაა შენი ანჩისხატი, მთელი მორწმუნე ერი თბილისის

26

ქართველობასთან ერთად, გულდათუთქული დაგქვითინებდა ტყვიით განგმირულ თავის მამამთავარს. დღეს კი ჩვენი სამშობლოს ყოველი კუთხიდან მოზღვავებულა მთელი საქართველო შენი სამწყსო, რათა მიგაცილოს საუკუნო განსასვენებელ სავანემდე.

დაობლებული შენი სამწყსო, ისევ დაქვრივებული ივერიის ეკლესია დღეს საქვეყნოდ მოსთქვამს და ჰგოდებს თავის ვაებასა, თავის უბედურებასა, თავის ეგზომ დაცოდვილებას, სამშობლო ქვეყნის გარეშეთაგან გაჭირვებას. ეს შენი საიდუმლოებით მოცული კუბოც მძიმე ლოდივით ზედ დაგვერთო. ასეთ განსაცდელს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ჩვენში.

არ ვიცი შენი ასეთი მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ზოგჯერ მტერი ვერ უზამს ადამიანს იმას, რასაც თვით ადამიანი თავის თავსო, სწორედ ჩვენზეა ეს ნათქვამი. სხვებმა, გარეშეებმა, ჩვენმა მტრებმა და ორგულებმა შეიგნეს შენი დიდი პიროვნების ღირსება, ჩვენ კი ვერა! სხვებმა, უცხოელებმა, დააფასეს შენი გონებრივი და ზნეობრივი ღვაწლი სამშობლოსათვის, ჩვენ კი ვერა... ვერ გამიგია,

რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგდარ, დამაშვრალ, მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწეოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისს სიბრძნე-გამოცდილებით ისევ ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოგექეცით. ჩვენ მხოლოდ უუფლებო კათალიკოზ-პატრიარქად აგირჩიეთ! თითქოს ჩვენი ეკლესიის ხომალდის საჭეთმპყრობელი გიწოდეთ, ნამდვილად კი ეს საჭე ხელიდან გამოგტაცეთ!

ქედმაღლობა, გამძვინვარებული შუღლი, საარაკო თავხედობა და გულფიცხობა ვაწარმოეთ თავის მამამთავრის გარშემო, უკანასკნელი დღენი სიცოცხლისა ჩავუმწარეთ მას და ახალ საქართველოში ეკლესიასაც ძირი ამოვუთხარეთ, არსებობის ნიადაგი გამოვაცალეთ.

განა მხოლოდ კირიონ კათოლიკოზს მოვექეცით ასე? უფრო მეტის სისასტიკით გავისტუმრეთ საიქიოს დიდი ილია! წიწამურისა და მარტყოფის ტრაგედია საქართველოს დაუძინებელი

27

მტრების მიერ ჩვენში დათესილმა, ერთმანეთის ჯგუფურმა გადაკიდება-კინკლაობამ შეამზადა. მტრებმა დაგვქსაქსეს, ერთმანეთის მტრებად გადაგვაქციეს, საკუთარ ოჯახში შინაური მტრები და ჯაშუშები გაგვიჩინეს და ეს თავზარდამცემი უბედურება თვით ქართველების ხელით გააკეთეს. რაღა გვეთქმის ამ შავბნელ ბოროტებაზე? _ შური, ერთმანეთის მძულვარება და გაუტანლობა დაესადგურა ჩვენს შორის და ეს გვათხრევინებს ჩვენს სამარეს ჩვენივე ხელით... როდესაც ილიას და კირიონს ყიჟინას სცემდნენ უგუნურნი, ჩვენში არ აღმოჩნდა ვინმე, რომ დამაშვრალთათვის ნუგეში ეცათ, მათთვის მოეგერიებინათ უპასუხისმგებლო კალმოსანნი. პირიქით, უფრო ასისიანებდნენ მათ...

ილიასა და კირიონს მამულიშვილობა, უანგარობა და სამშობლოსათვის თავგანწირვა როდი ესწავლებოდათ, საყვარელნო!.. მაგრამ დღეს რაღა გვეთქმის... დღეს ისევ საქვეყნო სირცხვილში ჩავცვივდით. ქართველნო... ეტყობა ისტორიის გაკვეთილები ფუჭია ჩვენთვის, ჯერჯერობით მაინც... მაგრამ ღრმად გვწამს საქართველოს ჭირისუფლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ანდერძი:

`ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის,

ეს განწირული სულისკვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი,

მერანო, ჩემო, მაინც დარჩება.

დიახ, `გზა უვალი, კირიონისაგან `თელილი უსათუოდ დარჩება.

ამ გზაზე უკვე დაგვაყენა განსვენებულმა. პირველმა მან შეაშუქა ჩვენს საზოგადოებაში ჩვენი ეკლესიის განთავისუფლების აზრი. შეაშუქა არა 1905 და 1917 წლებში, როდესაც ქვანიც კი ღაღადებდნენ, არამედ უფრო ადრე, როდესაც სუსხიანი ცარიზმისაგან ყოველი აზრი და იდეა თავისუფლებაზე ჩვენში გაყინულ-გათოშილი იყო; კირიონი კი მაინც თესდა ჩვენში თესლსა კეთილსა. ის შეესწრო კიდეც ამ თესლისაგან ნაყოფის გამოღებასა, მაგრამ თვით კი ვერ იგემა თავისი ნამუშაკარი. ასეთი ყოფილა ხვედრი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და ვერც კირიონი ასცდა თავის ხვედრს...

არ შეიძლება არ გამცნოთ საყვარელნო კირიონისაგან ერთ

28

საეკლესიო წრეში უკანასკნელი წარმოთქმული აზრი ჩვენს ძალთა ურთიერთგანწყობილებაზე: `ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, ბრძანა განსვენებულმა,  შორიდგან თვალყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი

გამობრუნება შეუძლებელია. ასე ნაღვლიანად დაასრულა მან თავისი მწყემსმთავრული მხილება.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ `ხელახლა დავიბადებით, როგორც განსვენებულმა გვამცნო, ახალ საქართველოში, მხოლოდ თავისუფალ საქართველოში აღორძინდება, ამაღლდება, გაფაქიზდება ძალთა განწყობილება, მხოლოდ განახლებულ მოქალაქეობაში შევძლებთ უკუვაგდოთ აწ დამხობილ მონობისაგან ნაანდერძევი გახრწნილი ზნე-ჩვეულებანი და შეერთებულ ძალით სამშობლოს ვემსახუროთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აწ თავისუფალ

საქართველოში თავისუფალი ეკლესია შესძლებს აღუზარდოს სამშობლოს ღირსეული მოქალაქენი მტკიცე ქრისტიანულ ზნეობის ნიადაგზე. უნდა შევიგნოთ საყვარელნო, რომ მხოლოდ წმინდა სახარების მცნებებზე აღზრდილი ერია უკვდავი და უძლეველი.

ამ რწმენით მიგაცილებთ ტანჯულო მამამთავარო, საფლავის პირზე. აქ, ჭაღარა სიონის ტაძარში მივაბარებთ შენს ნეშტს მშობელ მიწას. აქ დაისვენე და განისვენე დამაშვრალო! აქ მაინც აღარ იქნები `განმარტოებული, აქ მუდამ სინანულის ცრემლებს დავაფრქვევთ შენს წმინდა საფლავს. შენც, უწმინდესო მეუფეო, აქედან თვალყური გვადევნე, გაგვამხნევე, არ დაგვივიწყო. შენებურად, დიდსულოვნად შეავედრე ჩვენი ეგზომი დაცოდვილება სიონის ღვთისმშობელს, წმინდა ნინოსა და ჩვენს ნათლით მოსილ წინაპართ...

შეგცოდეთ _ შეგვინდევ და გვაპატიე, ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო, ღმერთი იყოს შენი მოწყალე, ამინ.

მიტროპოლიტი ანტონი (ალექსი გიორგაძე) 1866-1918წწ დაბ. ქუთაისი

კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის მუხანათური მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი, ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე... რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში? ნუთუ მართალი გამოდგა შავრაზმელ ვოსტორგოვის სიტყვები? ვინ მოჰკლა

29

ბრწყინვალე მწყემსმთავარი და მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II? ქართველი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გული იმით დაიმშვიდა, რომ მკვლელის ძებნა ჩრდილოეთში, რუსეთში დაიწყო. ეს ხომ თავის მართლების უმწეო ცდა იყო. ხმამაღლა უნდა ვთქვათ სიმართლე, კათალიკოსპატრიარქ კირიონ II-ის მკვლელები ქართველებშია საძებნი. დიახ, კირიონი ქართველთა ხელითაა მკვდარი. მარტყოფის ტრაგედიაში

ზნეობრივი ბრალი მიუძღვით ყველა იმათ, ვინც კირიონ II ეროვნული მიმართულების გამო შეიძულეს და მის დევნა-შევიწროებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კონკრეტული დამნაშავენი კი...

სამწუხაროდ, დაუსჯელნი აღმოჩნდნენ. მაგრამ ღვთის წინაშე, ხომ არაფერი იკარგება და ეს გვანუგეშებს სწორედ.

უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა პოლონელი ხალხის წარმომადგენელმა ვალკომირსკიმ. ქართველო ხალხო!  სულ ნახევარი წელიწადია, რაც, ასი წლის ობლობის შემდეგ, დიდი ზეიმით დააგვირგვინე შენი სულიერი მამა და ეხლა, ასე მოულოდნელად, მიწას აბარებ მის ნეშტს! სხვა რომელ ხალხს შეუძლია უფრო მწვავედ იგრძნოს შენი დანაკლისი, ვიდრე იმას, რომლის ისტორია ასე ჰგავს შენსას;

ვისი გამოჩენილი პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწენი განიცდიდნენ იმასვე, რასაც შენი წინამძღოლები... პოლონელებსა და ქართველებს ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის გულის პასუხი...

ყოველთვის უწვდიდნენ ერთმანეთს ხელს ჭირსა და ლხინში, რის მოწმენი არა ერთხელ ვყოფილვართ ჩვენ აქ, თბილისშიაც, საქართველოს დედაქალაქში.

კავკასიის პოლონელთა საბჭომ დაგვავალა ჩემს ამხანაგსა და მე დავსწრებოდით ქართველთა კათალიკოსის დაკრძალვას და აქაური პოლონელების ახალშენის სახელით გამოგვეცხადებინა გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ერისათვის; გადაგვეცა მისთვის, რომ პოლონელები სავსებით იზიარებენ ქართველთა მწუხარებას და იმავე დროს მოუწოდებენ მათ სულიერი სიმტკიცისაკენ. საუკუნო ნათელი დაედგას საქართველოს ამ ერთგულ შვილს, ქართული ეკლესიის თავადს. განისვენოს მისმა სულმა, სადაც მართალნი განისვენებენ...

30

ხოლო ჩვენ ნუ მივეცემით სასოწარკვეთილობას, იმიტომ რომ ცოცხალია ქართველი ერი, რომელიც მრავლად წარმოშობს ისეთ ძეთ, რომელნიც უზრუნველყოფენ ქართველი ხალხის საუკეთესო ისტორიულ მომავალს...

ტანჯული ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჭირისუფლად გაზეთი `საქართველო იქცა, რომელიც წერდა:

`ცეცხლისა და წამების ალში გაწმინდა კათოლიკოსმა კირიონმა თავისი სული საქართველოსათვის ტანჯვით და თუ ვინმეს ჰქონდა უფლება ყველაზე ადრე იგი უნდა ზიარებოდა საქართველოს ბედნიერებას... მარტყოფის საიდუმლო გამოუცნობელია რა მოხდა წმიდა ანტონის მონასტერში დანამდვილებით არავინ იცის... საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათოლიკოსმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მის სასიკვდილო იარაზე

მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც.

საერო გაზეთებში ასეთი შინაარსის წერილები იბეჭდებოდა, ხოლო სასულიერო ჟურნალ `ახალ სიტყვაში მხოლოდ ორი აბზაცი იტყობინებოდა კათოლიკოს-პატრიარქის უეცარ გარდაცვალებას. ახალგაზრდა ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მუშაობაში, კარგად იცნობდა მის უწმიდესობას კირიონ II-ს, მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ

სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 19 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 7 ოქტომბერი], 1886, სოფელი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949).


იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი (დ. 20 აპრილი, 1876, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 5 მაისი, 1952, თბილისი) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

საქმიანობას და ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია თავის წიგნებში:

`კირიონ კათოლიკოსის სიკვდილით საქართველოს ეკლესიამ შეიძლება ითქვას, დაამთავრა თავისი ერთ-ნახევარ ათასწლოვანი ისტორია... იოსებ იმედაშვილი გულისტკივილით აღნიშნავდა: უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის გარდაცვალებით `ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე! ეს იყო კაცი

არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მოღვაწე, მოაზროვნე, მეისტორიე, დიდი მამულიშვილი.

31

მრავალრიცხოვანი სამგლოვიარო დეპეშებიდან, რომელნიც საქართველოს სხვადასხვა პროვინციებიდან მოდიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს სახელზე, მოვიტანთ რამდენიმეს ჩოხატაურიდან თომა მეგრელიშვილი წერდა: `უწმიდესი კათოლიკოსი კირიონის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ვიმედოვნებ, რომ თქვენი ენერგიული მოთხოვნით მთავრობა ნათელს მოჰფენს ამ საზარელ მოქმედებას, რომელიც მახვილს სცემს გულში ახალ საქართველოს.~29 `ცხინვალის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი მწუხარებას გამოთქვამს დიდებული მოღვაწის, კათოლიკოს კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. საუკუნო განსვენება მას, ხოლო დამნაშავეთ რისხვა უფლის.~ დეპეშას აქვს მიტროპოლიტ ლეონიდეს მინაწერი `ვაი ჩვენს ეკლესიას ამისთანა მღვდლები რომ ჰყავს~?!30 უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ტრაგიკული გარდაცვალება იყო XX საუკუნის I მეოთხედის საქართველოს სირცხვილი და უბედურება. მაგრამ, სამწუხაროდ, იყვნენ ადამიანები, რომელნიც ასე არ ფიქრობდნენ. დეკანოზ ქრისტეფორეს იმხანად მღვდელ ვასილ კარბელაშვილისათვის უთქვამს: `ძაღლი იყო და ძაღლური სიკვდილი ხვდა მას წილადო. მანვე გამოსაქვეყნებლად მოამზადა, თუმცა კირიონის გარდაცვალების გამო თავის არქივში შეინახა ეს წერილი.

`კათოლიკოსი კირიონი და მისი ღვაწლი-მოღვაწეობა ნიკოლოზ II-ის წინააღმდეგ წერა, ვიცით, არ შეიძლებოდა აშკარად. არამც თუ მის წინააღმდეგ, უბრალო ბოქაულის მოქმედებას თუ შეეხებოდით და კრიტიკას გაუკეთებდით, მოღალატედ გამოგაცხადებდნენ. ასეთივე სენი სჭირთ ყოველ თვითმპყრობელობის სენით შეპყრობილ ადამიანებს. ასეთ ადამიანებს, მათის აზრით, ნება აქვთ ქმნა ყოველივე ცუდისა და სხვას კი არა აქვს ნება თქმა მათ მიერ ჩადენილ სიცუდისა. მაგრამ ნიკოლოზის თვითნებობასაც მოეღო ბოლო, რადგან ვერ შეიგნო დროზე გამაფრთხილებელი რჩევა, რომელსაც აძლევდნენ მას მისი კეთილის მყოფელნი.

32

თვითმპყრობელობის სენით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფს უდავოდ ეკუთვნის კათოლიკოსი კირიონი. ამის საბუთი ბევრი იქმნა გამოქვეყნებული, მაგრამ ყველაზე უფრო დამამტკიცებელი საბუთია ჟურნ. `ახ. სიტყვის~ მერვე ნომერში გამოქვეყნებული პროტესტი, წარმოდგენილი საკათ. საბჭოს წევრებისაგან კათოლიკოსისადმი მის მოქმედებისა გამო. ვინც იცნობს კათოლიკოს კირიონის წარსულ მოღვაწეობას, იმას არ გაუკვირდება დღევანდელი მისი ქცევა. გადავავლოთ თვალი მის წარსულს ღვაწლს, რომ ყოველივე ნათელი იქმნეს.

კათოლიკოსი კირიონ II გვარად საძაგლიშვილია. პირვანდელი მისი მოღვაწეობა დაიწყო თელავისა და გორის სასულიერო სასწავლებლებში, სადაც დღესაც არის დარჩენილი კვალი ამ მოღვაწეობისა, მაგრამ ამაზე ეკითხოს თელაველებსა და გორელებს. გ. საძაგლიშვილმა 1896 წლის მიწურულში მიიღო ბერობა. კურთხეულ იქმნა ეგზარქოს ვლადიმირის, შემდეგში კიევის მიტროპოლიტის მიერ, რომელსაც იღუმენმა კირიონმა 1897 წელშიშეასხა ქება. `Äèõîâè Âåñòíèêè ãðóçèíñêîãî ýêçàðõàò~ _ ის ნომრებში, ქართლში `მოციქულებრივი მოგზაურობისათვის. ჩვენ ვიცით ეგზარქოსმა ვლადიმერმა რა სიკეთეც უყო ქართულ ეკლესიას თავის აქ, თუ პეტროგრად  კიევში მიტროპოლიტად ყოფნის დროს. შემდეგ მომავალმა კათოლიკოსმა მიიღო გორის ეპისკოპოსობა.

ამ დროს იმერეთის კათედრა იყო დაჭერილი ლეონიდესა და გურიასამეგრელოსი ალექსანდრეს მიერ. არც ერთი არ აპირებდა იმ ხანად სიკვდილს და კირიონს კი ესაჭიროებოდა ფრთების გაშლა.

ამისთვის ითხოვა თავისი რუსეთში გადაყვანა. მამულის მოყვარული ადამიანი ამჯობინებდა თავისს სამშობლოში სამსახურს უცხო ქვეყანაში აღმატების სურვილს, მაგრამ კაცია და ბუნებაო...

პირველ ხანად იმედი არ გაუმართლდა კირიონს. მისცეს მხოლოდ ქორეპისკოპოსობა რუსეთში, მაგრამ მერე `დაიმსახურა ქ. ორიოლის კათედრა. დადგა 1905 წელი. იაპონიამ რიგიანად შებერტყა ფუყი-ბუმბერაზი რუსეთი. რუსეთის თვითმპყრობელობა შეირყა. სხვა და სხვა ხალხებმა წარუდგინა რუსეთის მთავრობას მოთხოვნილებანი. საქართველოს სამღვდელოებამაც წამოაყენა მოთხ-

33

ოვნილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ჯერ იმერეთის სამღვდელოებამ, ეპისკოპოსი ლეონიდის მეთაურობით გამოიტანა თავის საეპარქიო კრებაზე დადგენილება ამის შესახებ მარტში და მერე ქართლ-კახეთის სამღვდელოებამ 1905 წლის მაისის კრებაზე, როდესაც მოხდა ყველასაგან სამახსოვრო ამბები.

ეპ. კირიონს ამ მოთხოვნილებათა შექმნაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არც სიტყვით, არც საქმით. ესმა კი რა ორიოლში, საქართველომ ავტოკეფალიის საკითხი წამოაყენაო, ითხოვა მაშინდელისათვის დაცლილი სოხუმის კათედრა, რაიცა სინოდმა მისცა, რომ ამით ქართველების გული მოეგო და ავტოკეფალიის მოთხოვნილების სურვილი გაენელებია. ამრიგად, კირიონი გამოეშურა საქართველოში, სხვამ არავინ დამასწროს კათოლიკოსობის მიღებაო. 1906 წელში კირიონი და ლეონიდი გაწვეული იქმნენ სინოდში ჩვენი ეკლესიის საქმეზე. არ ვიცით როგორ, რის და ვის საშუალებით, ეპისკოპოსმა კირიონმა მიიღო დაპირება მაშინდელი ობერ-პროკურორისაგან, რომ, თუ საქართველოს სამღვდელოება დაკმაყოფილდება ამით, შენ ეპისკოპოს კირიონს დაგნიშნავთ ეგზარხოსად. ამ წინადადებით მოევლინა ეპისკოპოსი კირიონი თბილისში საქართველოს სამღვდელოების დელეგატებს, რომელთაგანაც კატეგორიული უარი მიიღო ამ კომბინაციაზე. ეს უარი გამომდინარეობდა იმ დავალებისაგან რომელიც დაეკისრა ორთავე ეპისკოპოსს, კირიონს და ლეონიდს, მოეთხოვათ ავტოკეფალია და არ გაემართათ სინოდთან რაიმე ვაჭრობა.

სინოდის ობერ-პროკურორს ეგონა, რომ კირიონი დაითანხმებდა ქართველ სამღვდელოებას და საზოგადოებას დაკმაყოფილებულ იყვნენ რუს ეგზარხოსის ქართველით შეცვლით და როდესაც დაინახა, რომ კირიონმა ეს ვერ შეძლო, აიღო და სოხუმითგან სადღაც ქორეპისკოპოსად გადაიყვანა რუსეთში. ამ თანამდებობას კირიონმა თავი დაანება თავისით და სინოდმა მისცა საცხოვრებლად რომელიღაც მონასტერი.

ამასობაში საქართველოში მოკლეს ეგზარხოსი ნიკონი. ამ მკვლელობაში მონაწილეობა უსაბუთოდ და განუკითხავად დააბრალა სინოდმა, სხვათა შორის, ეპისკოპოს კირიონს და არქიმანდრიტ ამბროსის. ამის გამო ამბროსი უეცრად გაგზავნეს სანაქსარის

34

მონასტერში (მგონია რიაზანის გუბერნიაში) და დაუმორჩილეს სასტიკ რეჟიმს. ასეთსავე მდგომარეობაში, როგორსაც განიცდიდა ყოვლად-პატივცემული და სპეტაკი ადამიანი არქიმანდრიტი ამბროსი, დღევანდელი ღირსეული მოადგილე ჭყონდიდელ მიტროპოლიტთა, ჩააყენეს ეპისკოპოსი კირიონიც. შემდეგში კირიონმა მოახერხა ეპისკოპოსობის მიღება პოლოცკში. ხოლო მხცოვანი და ფრიად განათლებული არქიმანდრიტი ამბროსი არ აღირსა სინოდმა ეპისკოპოსობის ხარისხს... რამდენადაც ვიცით, სინოდის წარმომადგენლებთან არქიმანდრიტ ამბროსის ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი და ამიტომაც ვერ დაიმსახურა უფროსთა ყურადღება...

მოხდა 1917 წლის 27 თებერვლის რევოლუცია რუსეთში. 12

მარტისათვის გადაწყდა გამოცხადებულიყო მცხეთაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამ დღისათვის გამოიწვიეს პოლოცკიდან ეპისკოპოსი კირიონი, რომელმაც პასუხი გამოაგზავნა: შემატყობინებთ რაზე მიბარებთო, და არ მოვიდა. შემდეგ როცა გაიგო ავტოკეფალიის გამოცხადება, გასწია სინოდში და იქითგან მოციქულად მოგვევლინა სინოდისა და ობერ-პროკურორისაგან (გზის ხარჯიც მიიღო მათგან). ობერ-პროკურორის დავალებით საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას წინადადება მისცა, მიეღო ნაციონალური ავტოკეფალია, ეს ჯობია ტერიტორიულსა. როდესაც აგრძნობინეს, რომ არ ეწარმოებია ობერპროკურორთან არავითარი შუამდგომლობა საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის დაუკითხავად, ეპისკოპოსმა კირიონმა მთელს კრებულის მმართველობას მიახალა პირში, თქვენ ვინა ხართ, ან რა მნიშვნელობა აქვს 12 მარტის თქვენს ნამოქმედარსაო. გაიბუტა და გაიქცა ჯერ პეტერბურგში და იქითგან პოლოცკში.

რომ შეატყო ავტოკეფალიის საქმე აღარც ისე უიმედოაო, აგვისტოში ისევ მოვიდა ტფილისში. შემდეგ კი მედავითნე-დიაკონთა წყალობით მიიღო კათოლიკოსობა... აი, მოკლედ, მოწამებრივი ღვაწლი კირიონ II-ისა. ეპარქიების ძებნა რუსეთის სივრცეზე, სინოდთან და ობერ-პროკურორებთან ვაჭრობა, მათ მიერ მოციქულად მოვლინება საქართველოში, აქ მტკიცება, რომ სინოდსა და ობერ-პროკურორებს დიდად ჰყავთ მიჩნეული იგი, ხოლო იქ, სი-

35

ნოდში რწმუნება, რომ აქ საქართველოში დიდად მიღებული ჰყავს ყველასა,  აი, ტაქტიკა კირიონისა. ამისი საბუთი, მგონია, საკმარისად არის წარმოდგენილი ზემოთ.

როგორი ყალბიც არის მოწამებრივი შარავანდედი კირიონ IIისა, ისეთივეა მისი მეცნიერული შარავანდედიც. საზოგადოებაში გავრცელებულია ყალბი აზრი, როგორც მისი მოწამეობრიობისა, ისე მეცნიერობისა. ბრბო ბრიყვია. საკმარისია გაიგონოს ამა და ამ კაცმა რაღაც სქელი წიგნი დაწერაო, რომ მეცნიერების სიგელი მისთავაზოს. თუ რა შინაარსისაა ეს `მეცნიერული ნაშთი, არავინ უკვირდება.~31

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის პიროვნების დამფარებელნიც მრავლად იყვნენ. თბილისის სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე ჟურნალ `ახალი სიტყვის~ გარშემო შემოკრებულთ `კალმის ყაჩაღები და კათოლიკოს კირიონ II-ის ზნეობრივი მკვლელები უწოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ვერაგულმა მკვლელობამ დაპირისპირება გააღრმავა ახლად ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში, საკათალიკოსო საბჭოში. ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დაკრძალვის შემდეგ  ივლისს სასწრაფოდ მოიწვია საეპარქიო კრება, სადაც მიიღეს`განსაკუთრებული საკითხები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ IIის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

1. წინადადება იქნას შეტანილი იმერეთის საეპარქიო სახლის სახელით საკათალიკოსო საბჭოში, რათა ეს უკანასკნელი მთელი თავისი შემადგენლობით და კათოლიკოსის მოსაყდრით დაუყოვნებლივ გადადგეს სამსახურიდან, როგორც ეს არის მიღებული აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში, მითუმეტეს, საკათალიკოსო საბჭო მორალურად თანამოაზრეა განსვენებულ კათოლიკოსის ტრაგიკულად და საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაში.

2. კათოლიკოსის ამ სახით გარდაცვალების გამო მისი კაბინეტის, ანუ ორგანოს საკათალიკოსო სახლის გადადგომის შემდეგ, შესდგეს საეპარქიო საბჭოებისაგან დასახელებულ პირთა შემადგენლობით დროებითი მმართველობა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ ეპარქიულ მღვდელმთავრის მოსაყდრეობით.

3. დროებითი მმართველობა განიხილავს შექმნილ ვითარებას კათოლიკოს კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. მანამდე კი, საჭიროა, გამოირკვეს, რა ატმოსფერო იყო შექმნილი კათოლიკოს კირიონ II-ის პიროვნების გარშემო. ამას მოითხოვს ჩვენგან მოქალაქობრივი მოვალეობების შეგნება განსვენებულის წინაშე. საამისოდ მდიდარ მასალას წარმოადგენს `ახალი სიტყვის~ უკვე გამოქვეყნებული 7 ნომერი. გაისინჯოს ამ ორგანოს შესახებ საკათალიკოსო საბჭოში ქრისტეფორე კაპანაძის და დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მოხსენებები. გაისინჯოს საკათალიკოსო საბჭოს ჟურნალები #103, #109. განხილულ იქნას 144 საბრალდებო მუხლები, რომლებიც მის მოწინააღმდეგეებს ჩაუბარებიათ კათოლიკოს კირიონისათვის. 1918 წლის 23 მაისს, როგორც ეს გვამცნო საბჭოს წევრმა რაფიელ ივანიცკიმ, კათოლიკოს კირიონ II-ის დასაფლავების დღეს, გაზ. `საქართველოში~ მოთავსებულ წერილში. განხილულ იქნას ეს განცხადება და მასზე განსვენებული კათოლიკოსის ჯერ არ ცნობილი პასუხი, რომელიც უკვე შედგენილი ყოფილა საეკლესიო კრებისათვის წარსადგენად. შეფასებულ იქნას რ. ივანიცკის წერილი, რამდენად ობიექტური და

გულწრფელია იგი და შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას. ეს წერილი `ახალი სიტყვის~ ცუღლუტური გამოხმაურებაა მის მონათესავე გაზ. `საქართველოში~. პროტესტი გამოეცხადოს რ. ივანიცკის ამ თავხედობისათვის.

4. დაუყოვნებლივ მოისპოს ჟურნალ `ახალი სიტყვის გამოცემა, როგორც პასკვილანტურ-პროვოკაციული ორგანოსი. საეკლესიო კრების წინაშე პასუხისგებაში იქნენ მიცემული ამ ორგანოს სარედაქციო კოლეგიის რწმუნებული ქრისტეფორე ციცქიშვილი, დეკანოზი ანტონ თოთიბაძე, მღვდელი ილია შუბლაძე. ასეთი ბილწი და ასეთი საზიზღარი ორგანო არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, რომელიც გამოდიოდა კათოლიკოს კირიონისა და მისი მომხრეების მოსაშხამავად. ამ დროს კი საკათოლიკოსო საბჭოს ოფიციალური ორგანო `სვეტიცხოველი~ უსახსრობის გამო შეაჩერეს. ჟურ. `ახალი სიტყვის~ გარშემო შემოკრებილთ უნდა ეწოდოთ კათოლიკოს კირიონ II-ის მორ-

37

ალური მკვლელნი და განიდევნონ თბილისიდან.

5. განხილულ იქნას უმთავრესი საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც უცნაურად იმსხვერპლა კათოლიკოსი კირიონი. რამდენად მიზანშეწონილი აღმოჩნდა თბილელი მიტროპოლიტის კათედრის აღდგენა და ერთ ქალაქში კათოლიკოსის და მიტროპოლიტის მოთავსება? ამ მოკლე დროის დაკვირვებამ დაგვარწმუნა რომ, ვინც უნდა ყოფილიყო კათოლიკოს კირიონ II-ის ადგილზე, მას ისეთივე მარცხი მოუვიდოდა, როგორც მოუვიდა კირიონს ძლიერი თბილელი მიტროპოლიტის გვერდით. საეკლესიო დებულებით, კათოლიკოსი იყო სრულიად უმწეო და უუფლებო, ამიტომ სანამ კათოლიკოსის კანდიდატზე იბჭობდეთ, უნდა გაუქმდეს თბილელის კათედრა და აისახოს იგი

კათოლიკოსის ტიტულში. უნდა ამოვირჩიოთ მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და მიტროპოლიტი თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მას მიეცემა ერთი ქორეპისკოპოსი სრულ განკარგულებაში და მით დაცხრება უმთავრესი წყარო იმ ქიშპობისა, რომელშიც ამოაღჩვეს მხცოვანი კათოლიკოსი კირიონი.

6. საჭიროა შესწავლილ იქნას 1917 წლების დროებითი მმართველობის საქმეები, განსაკუთრებით ჟურნალები #18, 19, 44, აგრეთვე საკათოლიკოსო საბჭოს დროისა, აქ დაინახავს მომხდარი ტრაგედიის სურათს, ვისაც სურს იხილოს იგი.~33 დოკუმენტს ხელს აწერდა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე). 1918 წლის 18 სექტემბერს მიტროპოლიტი ანტონი მოულოდნელად გარდაიცვალა... იმთავითვე გავრცელდა ხმები, რომ იგი მოწამლეს, პათანატომიურმა გამოკვლევამ დაადასტურა ეს ვარაუდი. ამ ბოროტების ჩამდენი აღმოჩნდა მისი სიძე, გვარად

რედიგერი (გვარი გერმანულია), რომელმაც მეუფე ანტონს საჭმელში ვერცხლისწყალი შეურია... აშკარა იყო, ამ საქმის დამკვეთნი იგივე ხალხი იყო, ვინც მარტყოფის მონასტერში მოკლა უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. მიტროპოლიტი ანტონი დაიკრძალა ქუთაისის საკათედრო ტაძარში, რომელიც 1924 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს.

მიტროპოლიტ ანტონის საფლავი დაიკარგა. 1918 წლის 15 ოქტომბერს საკუთარი სახლის წინ უცნობმა მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, რომელიც თავის დროზე იყო კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის საარჩევნო ჯგუფის ხე-

38

ლმძღვანელი პროვინციებში... 1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში მოკლეს ბერმონაზვნები მირიანი (ბექაური) და გერმოგენი... იმავე წლის 23 ივნისს პოლიციამ დააპატიმრა მკვლელობის შემსრულებელნი სოფელ ძეგვის მცხოვრებნი ბაგდასარ აღდაჯანოვი, ნიკო თუმანიანი, მიშა კვახაძე. დამკვეთთა ვინაობა კი უცნობი დარჩა. ამ სამწუხარო ამბებმა ათქმევინა ცნობილ ისტორიკოსს სარგის კაკაბაძეს შემდეგი სიტყვები: საქართველოს ეკლესიის მაღალ სასულიერო წრეებში დამკვიდრდა ერთმანეთის გაუტანლობა და შურისძიება.

საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში.

1918 წლის 28 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელსაც

ესწრებოდნენ: თბილელი მიტროპოლიტი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ლეონიდე (ოქროპირიძე), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), დეკანოზები: ნიკიტა თალაკვაძე, კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე. საერონი: პ. ბარათაშვილი, გ. გვაზავა, პ. გოთუა, პ.

ინგოროყვა, ქ. კაპანაძე, მ. მაჩაბელი. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკათოლიკოსო საბჭომ გამოიტანა განჩინება: `

1. დაუყოვნებლივ, რამდენადაც შეიძლება მოკლე დროში, არჩეულ იქნას კათოლიკოს-პატრიარქი, ვინაიდან ამას მოითხოვს როგორც საეკლესიო ინტერესები, ისე საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური

ვითარება და მისი საერთაშორისო მდგომარეობა.

2. უარყოფილ იქნას აზრი კათოლიკოსის ასარჩევად საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევისა.

3. ვინაიდან კათოლიკოსი დაუყოვნებლივ უნდა იქნას არჩეული, საკათოლიკოსო საბჭოს კანონიერად მიაჩნია მიტროპოლიტ ლეონიდეს არჩევა კათოლიკოსად.~35 ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ეპარქიებიდან მიტროპოლიტ ლეონიდეს მხარდასაჭერი წერილები. თუმცა, იყო განსხვავებული მოსაზრებებიც. საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილება გააპროტესტეს დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ, მათე გორდეზიანმა, ქრისტეფორე კაპანაძემ, ზუგდიდიდან მღვდელმა ტროფიმე ხუნდაძემ... სასულიერო პირთა ნაწილ-

39

მა მოითხოვა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა გადაეტანათ მეორე საეკლესიო კრებაზე. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა წერილი `მეორე საეკლესიო კრების საყურადღებოდ, რომელშიც ვკითხულობთ: `მეორე საეკლესიო კრებამ რომ კიდევ შეცდომები არ დაუშვას და სამუდამოდ არ დაიკრძალოს ჩვენი ეკლესია და სარწმუნოება, როგორც ეს მოხდა პირველ საეკლესიო კრებაზე და არასასურველმა პირებმა მოიყარეს თავი ჩვენს ნორჩ ეკლესიაში

და მოიტანეს დიდი არასაპატიებელი ზიანი, რომლის მოსპობააცილება ამ მეორე საეკლესიო კრებას შეუძლიან და მით გამოიყვანს ეკლესიას სამშვიდობოს. ეს პირები არიან: ეგზარქოსის ნააგენტარი გათახსირებული დავით დავიდოვი, ნაჯაშუშარი და დღესაც ჯაშუში შუბლაძე, მარჯვენა ხელად წოდებული, იუდას როლის შემსრულებელი ცქიტიშვილი, ივანე რატიშვილი. მათ დასახასიათებლად სანიმუშოდ გაგახსენებთ იმ ამბებს, რაც მათ ჩაიდინეს

ავტოკეფალიის გამოცხადების დღეებში და შემდეგ ვიდრე დღევანდლამდის. დღიდან ავტოკეფალიის გამოცხადებისა, ლეონიდმა დავიდოვ-დავითაშვილის დახმარებით და მეცადინეობით ნაწამებ-ნატანჯ კირიონს, რომლის სამშობლოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა ქართველი ერი, დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს დროებითი მმართველობის კრებაზედ. ეს იმისთვის, რომ მით გამოეწვიათ მღელვარება და დაეცათ ხალხში მისი პრესტიჟი, მოეხსნათ კათოლიკოსობაზე მისი კანდიდატურა. კირიონის კათოლიკოსად არჩევის შემდეგ მოაწყეს პარტია ზემოხსენებულ პირთაგან და მოსვენებას არ აძლევდნენ ისედაც ტანჯულ კირიონს. მათი თავხედობა-თავგასულობა იქამდის მივიდა, რომ 24 ოქტომბერს 1917 წ. დ. დავიდოვი შეუვარდა კირიონს მოსაკლავად, მაგრამ რადგან იქ კირიონის მხლებლები იყვნენ, ეს ვერ მოახერხა. მხოლოდ ლანძღვა-გინებით და აღშფოთებული გამობრუნებული შეიჭრა საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიაში და იქ მყოფს საკათოლიკოსო საბჭოს წევრს ქრისტეფორე კაპანაძეს იმ ზომამდე სცემა, რომ ექიმის დახმარებით ძლივსღა მოაბრუნეს, მის მოწმენი შეიქმნენ მთელი საკათოლიკოსო სახლის მოსამსახურენი. აი, ამის ჩამდენი კაცი `გმირობისათვის ლეონიდმა დაასაჩუქრა და თავისი სამწერლო კანცელარია ჩააბარა. 12 სექტემბერს, კათოლიკოსის არჩე-

40

ვის წინ, ლეონიდის დავალებით ბ. ბარათაშვილი გაგზავნილ იქნა დიაკონ-მედავითნეთა წარმომადგენლებთან, რომ ლეონიდის პრესტიჟი აემაღლებინათ და კირიონის საწინააღმდეგო აგიტაცია გაეწიათ; რომ კირიონი გაეშავებინათ და სთხოვდა, რომ კენჭები ლეონიდისათვის მიეცათ. კირიონის არჩევის შემდეგ ლეონიდმა გამოაცემინა თბილისში თავის დამქაშებს კირიონის სალანძღავად გაზეთი `ახალი სიტყვა და ჩააბარა ცნობილის ვოსტორგოვის გაწვრთნილის ჯაშუშ შუბლაძეს, იუდა ციცქიშვილს და სხვებს, სადაც თვით ლეონიდიც სხვა და სხვა ფსევდონიმებით მხურვალე მონაწილეობას იღებდა. აქ ისინი არ ჰზოგავდნენ ძალასა და ენერგიას და კათოლიკოს კირიონს ლანძღავდნენ უშვერის სიტყვით.

დასარწმუნებლად ამისა, გადაათვალიერეთ ყველა `ახალი სიტყვის ნომრები და დარწმუნდებით, რომ არცერთი ნომერი არ გამოსულა, სადაც კირიონი არ იყო გალანძღული. იყო დრო, როდესაც ფული შემოაკლდათ გაზეთის გამოსაცემლად და 28 მაისს, 1918 წ. ლეონიდის თანდასწრებით მოხდა თბილისის ზოგიერთი სამღვდელოების კრება და, ლეონიდის თხოვნით, თბილისის ეკლესიებიდან ამ გაზეთს გაუჩინეს სუბსიდია, რომ არ შეჩერებულიყო გაზეთის გამოცემა და ლანძღვა-გინება კირიონისა. შუბლაძე ეს ის მღვდელია, რომელმაც ვოსტორგოვის დროს მას თხოვნით

მიმართა: მე სამრევლო სკოლების მეთვალყურედ დამაყენეთ, ჯამაგირს მე მოვანდომებ ხშირად მაზრაში სიარულს მცხოვრებთა გაჩუმებისათვის და, მართლაც, როცა მიიღო ეს თანამდებობა, 1903 წელს, სამშობლო ენაზე სწავლა აუკრძალა ქართველებსა

და ბერძნებს. ეს ის მღვდელია, რომელიც ვოსტორგოვის ორგანოში აქებდა რუსულ ენას, ამტკიცებდა, რომ ქართველი, როდესაც ქართულად წერს, ფიქრობს რუსულად და ისე სწერს, ამას შვრება არა ერთი, არამედ მომეტებული ნაწილი მწერლობისა.

ნუთუ ამას ადგილი აქვს ჩვენში? ივ. რატიევმა (რატიშვილი) ანჩისხატის ტაძარში, როდესაც კირიონი მწირველი იყო, თვით წირვის დროს კირიონს, მის ამომრჩევლებს და ნაკურთხებს უწოდა `კინტოები და სხვა უცენზურო სახელები, ეს ყოველივე ერთმა მოძღვარმა ლეონიდის თავმჯდომარეობის დროს მოახსენა საკათალიკოზო საბჭოს და სთხოვ-

41

და, რომ ასეთის საქციელისთვის ი. რატიევი ჩამოეშორებინათ საეკლესიო საქმეებისგან, მაგრამ ლეონიდმა ეს არ ინება, რადგან ივ. რატიევი მისი აგენტი იყო. ლეონიდი კირიონის ნაკურთხს მოძღვრებსაც არ ასვენებდა და თუ შეიტყობდა, მათ მღვდელ მოქმედებას უკრძალავდა.

1918 წ. 27 მარტის ოქმიდან ჩანს, რომ რუსებმა ქართველებს გადასცეს სას. სემინარიის მთელი ქონება, ვინ გაფლანგა იგი? კრებამ უნდა გამოიკვლიოს. ლეონიდმა საკათოლიკოზო და საეპარქიო სახლები გაწმინდა ოპოზიციონერებისაგან, იქ დარჩნენ მარტო მისი და დავიდოვის

მოაზრენი; თუ ვინმე სხვა დარჩა, მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. გალობის საკითხიც ხომ პირად ინტერესს ანაცვალეს და სრულებით მოსპეს, სადაც კი მისი ჩანასახი სჩანდა. დასასრულს ჩვენი მთავრობის საყურადღებოდ უნდა განვაცხადოთ, რომ მას, რომელსაც დღევანდელ რთულ მომენტში არ აქვს ფიზიკური საშუალება, გაეცნოს ამ ბრძოლას და ძიებას, რომელსაც ადგილი აქვს საეკლესიო ცხოვრების სფეროში, მივმართავთ თხოვნით, რათა მან ხელი არ შეუწყოს იმ საშინელს რეაქციონურ და მონარქისტულ ელემენტებს, რომლებიც სასტიკად გვებრძვიან ჩვენ.

მაშ, გაუმარჯოს იმ დეპუტატებს, რომელნიც გაგვიკაფავენ ჩვენს ეკლიან გზას, მოგვაშორებენ იმ ნაგავ ბრბოს, რომელსაც მოუკალათია ეკლესიის სათავეში თავისის თავით და პირად საქმეს ანაცვალეს მთელი სარწმუნოება. ვაშა, თქვენს ერთსულოვნებას, სულით და გულით გამოძახილს, რომელიც მოაშორებს ამ ბინძურ ჭორს და გამოიყვანს ჩვენს ეკლესიას სამშვიდობოს. გაუმარჯოს ახალს ეკლესიის თავს, ახალს მართვა-გამგეობას და მღვდელმორწმუნეთა შეერთება სიყვარულით მუშაობს.

მხოლოდ ეს იხსნის ჩვენს ეკლესიას ნგრევისაგან. `განახლების ჯგუფი. ამ დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდების ვითარებაში 1919 წლის 23 თებერვალს მცხეთის სვეტიცხოვლის ათორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მიტროპოლიტ ლეონიდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევის ცერემონია. დავით დავიდოვ-დავითაშვილი გახდა

42

საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველი მდივანი.

განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის საფლავზე დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ ცნობილ ქვისმთლელ ნ. აღლაძეს დაამზადებინეს საფლავის ქვა ასეთი შინაარსის წარწერით: `სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე, დაიბადა 1855 წლის 11 ან 14 იანვარს მამამთავრად არჩეულ იქმნა საეკლესიო კრების მიერ 1917 წლის 17 ენკენისთვეს. ღვთივ განისვენა 1918 წ. 26 ივნისს. საფლავის ქვა დაიდგა 1919 წლის 10 ივნისს... მაინც რა მოხდა მარტყოფის

მონასტერში, ვინ მოკლა დიდი საეკლესიო მოღვაწე უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II? განვიხილოთ ყველა ვერსია.

1. ოფიციალური დასკვნა კათოლიკოსის შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ, რომელიც მოსამართლე-გამომძიებელმა ი. კობიაშვილმა დადო, არ იყო ექსპერტიზის მონაცემებით გამყარებული. დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ იმთავითვე უნდობლობა გამოუცხადა მოსამართლე კობიაშვილის დასკვნას. `ხმა დაუყარეს თავი მოიკლაო, 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო (დამბლა დაეცა 1918 წლის დასაწყისში ამდენი ნერვიულობის და ცილისწამების გამო ს.ვ.) პირთან ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო!

რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან, რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოიტანა `გამოძიებამ~... ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან.

1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა მარტყოფის მონასტერში უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი, წარმოვთქვი მეტად აღგზნებული სიტყვა იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური მეფისტოფელური დევნა-შევიწროებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს.~37 საყურადღებოა ისიც, რომ ტყვიები, რომელნიც კათო-

43

ლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სხეულიდან ამოიღეს, იმ რევოლვერისა არ იყო, რომელიც განსვენებულის გვერდით დაკეტილი ეგდო... აქედან შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან, ხოლო დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობის გაურკვევლობისათვის დამნაშავეებმა გაავრცელეს ბინძური ჭორი, კათოლიკოსმა თავი მოიკლაო. ამ ჭორით ის მეორედ მოკლეს. ამ ვერსიას ავრცელებდნენ მისი ოპონენტები.

2. ცნობილი ქართველი მოღვაწე, მწერალი და გამომცემელი იოსებ იმედაშვილი პირადად იცნობდა კათოლიკოს კირიონს, მარტყოფში დატრიალებული ტრაგედიით გულშეძრული და გამომძიებელ კობიაშვილის დასკვნით აღშფოთებული შეხვდა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას და მიიღო მისგან უფლება შეეკრიბა და გასცნობოდა კათოლიკოს კირიონ II-ის მკვლელობის ყველა მასალას. ამის საფუძველზე დაასკვნა, რომ მკვლელობა იყო კარგად ორგანიზებული. `ხმა გავრცელდა ვითომ თვითონ მოიკლა თავიო, მაგრამ ეს აზრი სასწრაფოდ უარყოფილ იქნა,

რადგან კირიონს სამუშაო წიგნები, მასალები და საწერი ქაღალდი წაეღო. შემდეგ მისი მკვლელობა დაბრალდა ტარასი არქიმანდრიტს, რომელიც კირიონის შინაკაცი იყო, მაგრამ იგი მოისყიდა დავით დავიდოვმა. ტარასის ბოლოს 500 თუმანი მისცეს, რომლითაც მან კავკავში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა გაიჩინა.

ამავე ტარასიმ მიითვისა კირიონის მიერ შეკრებილი ხალხური ლექსები, რომლებიც ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმს გადასცა როგორც თავისაგან შეკრებილი.~ ერთ რამეში ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ იოსებ იმედაშვილს არქიმანდრიტმა ტარასიმ ნამდვილად იცოდა კათოლიკოს კირიონის მკვლელების ვინაობა. მკვლელი კათოლიკოსის ოთახში ვერ შევიდოდა, თუ არ გაივლიდა იმ ოთახს, სადაც მას ეძინა, ამავე დროს გასათვალისწინებელია ბრაუნინგის ხმა, როგორ ვერ გაიგონა? იოსებ იმედაშვილი განაგრძობს: `კირიონის მოკვლის შემდეგ მოკლულ იქნა კირიონის ბერები მირიანი, გერმოგენი, ყოველივე ამას დაბეჯითებით მიაწერდნენ დავით დავიდოვს და დავით დავიდოვი საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ განაგებდა სიძველეთა საქმეს, თუ კომიტეტში მუშაობდა. იყო გადასახლებუ-

44

ლი... იქ პატიმრებმა მარჯვენა მოაჭრეს: `ეგ სულ ცოდვით მოუვიდაო~ _ იტყოდნენ ხოლმე. უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დავით დავიდოვისაგან მოკვლის ვერსიას მხარს უჭერდა ცნობილი ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, რომელიც აღნიშნავდა: `მიტროპოლიტ ლეონიდეს

მომხრემ მოკლა კათოლიკოსი კირიონი. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე პირდაპირ ხელს ადებდა დავით დავიდოვ-დავითაშვილს, რომელსაც `ეგზარქოსების ჯაშუშს, გარყვნილ კაცს უწოდებდა,

რომლისაც კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდესაც ეშინოდა. ჩემთანაც ჰქონდა შეტაკება ამ დავიდოვს. დამხვდა ქუჩაში (დავით დავიდოვი ცხოვრობდა ანჩისხატის ქუჩის მოპირდაპირე სახლში, იქვე ანჩისხატის ეზოში ცხოვრობდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე ს.ვ.). დამიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება და საცემრად იწია, გამოვარდნენ სახლიდან მისი ქალები და იმათ შეიყვანეს თავიანთი მამა სახლში და გადამარჩინეს სირცხვილს, როგორც კი მომიახლოვდებოდა, ჯოხი უნდა დამეკრა თავში... ამან იმსხვერპლა ჩვენი ეკლესიის განახლების საქმე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მკვლელი დავით დავიდოვ-დავითაშვილი იყო, მაგრამ ამ საქმეში ზნეობრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან მისი ის ოპონენტები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ჟურნალ `ახალი სიტყვის~ გარშემო. ისინი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, ცდილობდნენ ქართული საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ კირიონი არ იყო პატრიარქობის ღირსი. სამწუხაროდ, მიტროპოლიტმა ლეონიდმა ვერ დაიკავა პრინციპული პოზიცია. ამან წარმოშვა ჭორები კირიონ კათოლიკოსის მკვლელობასთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ. სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ახალი ერა, რაც ავტოკეფალიის აღდგენით დაიწყო, იმთავითვე ტრაგიკული და სისხლიანი ფურცლებით ჩაიწერა.

1921 წელს ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა საქართველოში. ბოლშევიკები აგრესიული ათეიზმის მიმდევრები იყვნენ. მათი ბელადი ვ. ი. ლენინი წერდა: `მივდივარ იმ დასკვნამდე,

45

რომ სწორედ ახლა უნდა მივცეთ ყველაზე გადამწყვეტი, დაუნდობელი ბრძოლა შავრაზმულ სასულიერო ფენას და ჩახშობილიქნას მათი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ ეს არ დაივიწყონ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. დაიწყო ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების იძულებით განმოსვა, დაპატიმრება-დახვრეტები. შექმნილ ვითარებას ეხმიანება დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ჩანაწერი: `წითელ არმიას საქართველოდან გააქვს აუარებელი სიმდიდრე, არც ჩვენი `კომუნისტები აკლებენ ხელს სამშობლოს ძარცვა-გლეჯას. 50 მილიარდი კონტრიბუცია დაადეს საქართველოს გადასახდელად. ხალხი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს ზოგს 10 მილიონი, ზოგს 20 მილიონი შეაწერეს, ვინც ვერ იხდის, მიჰყავთ `ჩეკაში~, იჭერენ... თვითონ `კომუნისტები კი, გუშინდელი მშივრები, კარგად ჩაცმულ-დახურულები, მშვენიერ სასახლეებში გამოჭიმულები, ყოველდღე ღამე ლხინში ატარებენ დროს. ჩიტის რძეც არ აკლიათ მათ, ხალხი კი... შიმშილობს.

კათოლიკოს პატრიარქები (უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსისა და დავით V-ის გარდა) ყველანი უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ოპონენტები იყვნენ. წამებული პატრიარქის სახელი თანდათან მიეცა დავიწყებას.

2002 წლის 16 სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის დავალებით საპატრიარქოში წმიდა სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად იხილებოდა მასალები წმინდანად შესარაცხი დიდი საეკლესიო მოღვაწის შესახებ. სხდომაზე ბრძანდებოდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, რომელმაც მომმართა, რა დოკუმენტური მასალა არსებობს, რომელიც აბათილებს მის უწმიდესობა კირიონ II-ზე გავრცელებულ დაუჯერებელ თვითმკვლელობის ვერსიასო. დავიწყე დრო-ჟამს გადარჩენილი მასალების მოხმობა... უწმიდესი და უნეტარესი ილია II წამოდგა, დაგვლოცა და მივხვდით, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, სრულიად

46

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის დევნილი, მოწამებრივად აღსრულებული კირიონ II შერაცხა წმინდანთა დასში და ეწოდა მღვდელმოწამე კირიონი. მისი ხსენების დღედ დაწესდა ძვ. სტ. 27 ივნისი (9 ივლისი). წმიდა მღვდელმოწამე კირიონი, XX საუკუნის დასაწყისის უდროოდ ჩამქრალი მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩვენი ეკლესიისა, დაუბრუნდა სრულიად საქართველოს.


პირველი საეკლესიო კრების მონაწილეთა ერთი ჯგუფი. მონაწილეთა ერთი ჯგუფი.

I რიგი: სოფრომ მგალობლიშვილი, რაფო ივანიცკი, I რიგი: სოფრომ მგალობლიშვილი, რაფო ივანიცკი, დავით დავიდოვი... დავით დავიდოვი...

II რიგი: დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე, დეკ. კალისტრატე

ცინცაძე, დეკანოზი კორნელი კეკელიძე, ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), (გიორგაძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა), დეკანოზი ანტონი

(კეკელია), დეკანოზი ქრისტეფორე (ციცქიშვილი). (კეკელია), დეკანოზი ქრისტეფორე (ციცქიშვილი).

1917 წელი, 17 სექტემბერი, თბილისი. 1917 წელი, 17 სექტემბერი, თბილისი.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II

1917 წელი. 1917 წელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II.

მიტროპოლიტი ლეონიდე, მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი ლეონიდე, მიტროპოლიტი ანტონი,

არქიმანდრიტი ნაზარი. არქიმანდრიტი ნაზარი.

მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი

1917 წ. 1 ოქტომბერი. 1917 წ. 1 ოქტომბერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე. ლეონიდე 1919 წელი. 


შეთქმულება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ 1921 წლის 25 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ქართველი პატრიოტების სისხლიან გვამებზე გადმოაბიჯეს რუსეთის XI საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა და ქართველმა მოღალატე ბოლშევიკებმა. ადრიან დილით ისინი თბილისში შემოვიდნენ.

`თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი.

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს _

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად საბას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

61

`თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

კოლაუ ნადირაძე 1895-1990წწ  მწერალი, პოეტი  დაბ. ქუთაისი, იმერეთი

ქართველმა პოეტმა კოლაუ ნადირაძემ ზუსტად აღწერა 1921 წლის 25 თებერვლის მძიმე დღე თბილისში. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ იმავე დღეს შექმნა ადგილობრივი მარიონეტული სახელისუფლებო ორგანო საქართველოს რევოლუციური

კომიტეტი, `რევკომი~, რომელიც მოსკოვიდან მიღებულ დირექტივებს ქართულად ახმოვანებდა. დაიწყო ქართველი პატრიოტების დაპატიმრება, დახვრეტები. `რევკომმა~ 1921 წლის 15 აპრილის დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო

ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა. 24 თებერვალს თბილისიდან ქუთაისში გადასული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე 15 აპრილს

დაბრუნდა დედაქალაქში... პატრიარქი ნანახით შეძრწუნდა, გასაცოდავებული, დაბეჩავებული თანამემამულენი და გალაღებული უცხო ტომელნი, რომელიც ქალაქის, ქვეყნის `პატრონებად ქცეულიყვნენ, თბილისში იყო სასოწარკვეთილება, შიმშილი, ქოლერის ეპიდემია, რომელმაც იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის მისი უწმიდესობა ლეონიდე... 1921 წლის 17 ივლისს პატრიარქი დაიკრძალა სიონის ეკლესიაში. საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ადმინისტრაციული წესით ეკლესია-მონასტრების დახურვა, სასულიერო პირების მასობრივი დაპატიმრება, იძულებითი განმოსვა, საეკლესიო სიწმიდეთა დატაცება და განადგურება... შექმნილი ვითარება კარგად აქვს აღწერილი დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძეს: `თბილისი გაივსო რუსებითა და სომხებით... ქართველი ბოლშევიკები, ეს საცოდავები, ჯერაც ვერ გრძნობენ, თუ რა უმაგალითო ღალატში მიიღეს მონაწილეობა... დიდძალი ხალხი იხვრიტება ყოველ ღამობით, ამბობენ მცოდნე პირები... ხალხი შიმშილობს, თვით `კომუნისტები კი ცხოვრობენ დიდი განცხრომითა და სიუხვით... რუსებმა ერთხელ კიდევ გამოიჩინეს საზიზღარი ვერაგობა, წინათ `პროვოსლავია მართლმადიდებლობის ნიადაგზე გააცურეს საქართველო ყინულზე, ახლა კომუნიზმით უნდათ დაგვიმონონ... დღეს

62

ჩვენს წინააღმდეგ შეერთდნენ ოსები, სომხები და რუსები და მოქმედებენ ბოლშევიზმ-კომუნიზმის სახით. ამ ოსებს საქართველოს რევკომი თბილისში დახმარებას აძლევს მათი მეურნეობის და ოჯახების აღსადგენად, რომელიც მენშევიკურმა მთავრობამ დაგინგრიათო... სომხეთთან საზღვარი ლამის არის ნავთლუღამდე მივიდეს. ალავერდის ქარხნები და თვით ახტალის მონასტერი დღეს სომხეთის საზღვრებში მოჰყვა. ზაქათალა გადაუციათ აზერბაიჯანისათვის... ქართველი ერი არასოდეს ყოფილა ასეთ საბედისწერო მდგომარეობაში. ასეთი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე შეუდგა მუშაობას გელათში 1921 წლის 1 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო დადგენილება: `ეთხოვოს საერო ხელისუფლებას, ოფიციალურად აღიაროს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურიდიული სტატუსი, ეს არამცთუ ეწინააღმდეგება დეკრეტის დებულებას სინდისის თავისუფლების შესახებ, არამედ უნდა ჩაითვალოს აუცილებელ სამართლიან პირობად ამ თავისუფლების დასაცავად. ხელისუფლების მიერ ამ სამართლიანი მოთხოვნის უარყოფა მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გამოცხადებულია დევნილ სარწმუნოებად და ეს გარემოება ეცნობოს ყველა მორწმუნეს. კრებამ დაგმო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საეკლესიო სიწმიდეთა დატაცების ფაქტები. 5 სექტემბერს გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსის კანდიდატურას და იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად. 1921 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის აღსაყდრება. პატრიარქმა ამბროსიმ მრავლისმეტყველი ისტორიული სიტყვით მიმართა სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: `დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქოს

63

ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ეროვნული იდეალების საუკეთესო დამცველი არის ჩვენი ეკლესია. ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას. ხალხი ერთმანეთს უკავშირებს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაიდან ის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად. ეს თვისება მისი შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებად და ცხოვრების აუცილებელ მოთხოვნებად. ახლაც ამნაირია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგლიჯოთ ეს ხალხის გულიდამ? მრავალი საუკუნის განმავლობაში მისი ცხოვრების ღრმად ჩაყრილ საძირკველზე მას აუშენებია მკვიდრი შენობა თავისი ეროვნული ცხოვრებისა და შემეცნებისა და როგორ გნებავთ ახლა ის საძირკველი გამოუცვალოთ ამ დიდ შენობას და ჩაუყაროთ ახალი იმავე სიღმეში? საძირკვლის გამოცვლა არ შეარყევს თვით შენობას? მოსახერხებელია განა ამნაირი ცდა? თუ ეს მოსახერხებელია და საშიშროებაც არ არის, ვისთვის ან რისთვის არის ეს საჭირო?

ასე იქცევიან ისინი, ვინც ხალხს ართმევენ სარწმუნოებას, უნდათ ეროვნულ შენობას გამოაცალონ ბურჯი. უსარგებლო და უნაყოფოა ამნაირი ცდა. ერთადერთი შედეგი ამისა შეიძლება მხოლოდ ის იქნეს, რომ დროებით შეაჩერებენ ხალხის ეროვნულ განვითარებას... მახსოვს, ჩემმა წინამორბედმა განსვენებულმა კათოლიკოსმა ლეონიდემ ამ ამბიონიდან კათოლიკოსობაზე აყვანის დღეს ბრძანა, რომ საქართველოს ეკლესია ოთხივე კუთხივ შავი ღრუბლებით არის მოცულიო... რა ხდება დღეს? ღვთის სახლი თითქმის ყველგან პატივაყრილია, დარბეული, დამცირებული და ყოველგვარად შევიწროებული. სამღვდელოება და მორწმუნენი განიცდიან დევნა-შეურაცხყოფას, ქრისტიანობა მრავალთ დაუსახავთ მოსასპობად, მოკლედ, დღეს ყველანი ამხედრებულან ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ... საჭიროა შემოკრბეთ ეროვნული ეკლესიის

გარშემო, პოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობასთან ერთად ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე. ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ეს მოგვცემს ძალას

64

შევანახვინოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება, ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც. პატრიარქმა დაასრულა თავისი სიტყვა, ჯვარი გარდასახა ხალხს და დაამატა დღეს მე ავდივარ გოლგოთაზე. უწმიდესისა და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ერის სულიერმა წინამძღოლმა ზუსტად შეაფასა საქართველოში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარება, ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების პოლიტიკა და ასეთ ვითარებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობა გოლგოთასთან გააიგივა. აი, რას სწერდა საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი მ. კახიანი მოსკოვს: `სამი თვის წინ დაწყებული ანტირელიგიური კამპანია მუშებისა და გლეხების ფართო მასებს მოედო. არ დარჩენილა სოფელი, სადაც სამღვდელოებასთან და მის აპარატთან, ეკლესიასთან ულმობელი ბრძოლის შესახებ ჩვენი ლოზუნგი მშრომელთა ფართო მასებს არ გაეგოთ როგორც ბრძოლის და საუკუნოვანი ჩაგვრა მონობისაგან განთავისუფლების ლოზუნგი. აღუწერელი ენთუზიაზმით იწყებენ სარწმუნოებისა და სამღვდელოების წარსული კეთილდღეობის ამ უკანასკნელი ნაშთის-ეკლესიების დახურვას. ზოგიერთ სოფელში გლეხობა ისე იყო გაბრაზებული, რომ მზად იყვნენ ძირფესვიანად დაენგრიათ ეკლესიები... ბევრ სოფელში გლეხები ეკლესიებიდან ყრიდნენ ხატებს, ჯვრებს და იქვე დადგენილება გამოჰქონდათ მთელი ამ ნაგვის დაწვისა და ეკლესიის შენობების კულტურის ტაძრად გადაქცევის შესახებ.

ხელისუფლების ზეწოლას ბევრმა სასულიერო პირმა ვერ გაუძლო და თავი დაანება მღვდლობას. ასეთ ადამიანებს აწერინებდნენ საჯარო განცხადებებს და შემდეგ აქვეყნებდნენ ოფიციალურ ჟურნალ-გაზეთებში. ხელისუფლება პროვინციებში აქეზებდა ადგილობრივ კომუნისტებსა და კომკავშირლებს დაენგრიათ ეკლესიები, შეურაცხყოფა მიეყენებინათ სასულიერო პირებისათვის. საოკუპაციო ხელისუფლებამ, სადაც მოკალათებული იყვნენ ქართველი ერის მოღალატენი: ს. ორჯონიკიძე, ფ. მახარაძე, მ. კახიანი, ს. თოდრია, გ. ელისაბედაშვილი, მ. ორახელაშვილი, ა. ენუქიძე და

65

სხვები, ქართველი ხალხის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ მეზობელ ქვეყნებს გადასცეს საქართველოს ისტორიული ტერიტორიები  ტაო-კლარჯეთ-ლაზეთი  თურქეთს, ლორე-ტაშირის რაიონი _ სომხეთს, საინგილო  აზერბაიჯანს, სოჭის რაიონი _ რუსეთის ფედერაციას. საქართველოს დარჩენილ ტერიტორიაზე შექმნეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, შიდა ქართლში _ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ი. სტალინის წინადადებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი გააერთიანეს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ-ფედერაციულ რესპუბლიკაში (პოლიტიკური ცენტრი თბილისი. ს.ვ.) და 1922 წლის დეკემბერში ის ძალით შეათრიეს ახალ, მოდერნიზებულ ბოლშევიკურ რუსულ იმპერიაში, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი უწოდეს. `კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუისა და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება,  გულისტკივილით წერდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე.

რა უნდა ექნა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, შეგუებოდა იმას, როგორ ანადგურებდნენ ბოლშევიკები ქართულ ინტელიგენციას, სულიერებას და ეროვნულ ღირებულებებს? უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მიიღო გადაწყვეტილება ემხილებინა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების ანტიეროვნული ქმედებები. მან 1922 წლის აპრილში გენუის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საგანგებო მემორანდუმი გაუგზავნა და მოუწოდა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს დახმარებოდნენ საქართველოს, არ დაეტოვებინათ მარტოდმარტო რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის პირისპირ. `ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი

66

იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩიჩერინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი შეეცადა თავისი დელეგაციის წევრის ბუდუ მდივნის მეშვეობით გაეფანტა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიერ წამოყენებული ბრალდებები, მაგრამ არ გამოუვიდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ განაცხადა: `მე მივიღე დეპეშა, რომელიც მაცნობებს, რომ საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარები აწარმოებენ საომარ მოქმედებებს საქართველოს პროვინციებში: სვანეთს, ლეჩხუმსა და რაჭაში. ამ დროს მე-9 არმია იგზავნება ქუთაისიდან იმ მხარეში, რომელმაც 1921 წლის მიწურულში გარეკა ბოლშევიკები და

აღადგინა დემოკრატიული წეს-წყობილება. დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში სისხლი იღვრება, ქვეყნის სხვა ნაწილებში მდგომარეობა უფრო და უფრო მწვავდება, მოსალოდნელია უსაშინლესი კატასტროფა.~49 ევროპის ქვეყნებმა დაგმეს საბჭოთა რუსეთის ქმედებანი, მოუწოდეს მას, გაეყვანა საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, მაგრამ პრაგმატული მოსაზრებების გამო (მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთის მდიდარ ბუნებრივ რესურსებზე უარი ვერ თქვეს. ს.ვ.) მხოლოდ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლნენ. ბოლშევიკური რუსეთისათვის ამ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი მოურიდებლად ამხელდა ბოლშევიკურ-საოკუპაციო ხელისუფლებას, მის სისასტიკეს, ანტიეროვნულ, ანტიქრისტიანულ პოლიტიკას. ჯერ კიდევ 1921 წლის 18 სექტემბერს, პატრიარქად არჩევიდან 13 დღის შემდეგ, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში (რუსთაველის გამზირზე) გადაიხადა 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურ საოკუპაციო ჯარებთან დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და აღნიშნა: `ერთგულნი მამულიშვილნი იცავდნენ თავის სამშობლოს და არავის შეუძლია, არავის აქვს უფლება, სთქვას, რომ ისინი, ვის ხსენებასაც დღეს

67

ვასრულებთ, არ ყოფილიყვნენ განმსჭვალულნი მამულის სიყვარულით, მისთვის არ დაეღვარათ სისხლი... დაე, მათი ხსენება იყოს საუკუნო ქართველი მამულიშვილების გულში, რომ ამით მათში ინერგებოდეს ის სულისკვეთება, რომელმაც მომავალშიაც არაერთხელ უნდა იხსნას ჩვენი სამშობლო, შეანახვინოს მას თავისუფლება და სარწმუნოება.

ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საგანგებო კომისიაში _ `ჩეკაში~ დაკითხვაზე წაყვანის შესახებ. 1922 წლის 13 ივნისს პატრიარქი წაიყვანეს დაკითხვაზე რომელსაც `ჩეკას~ თავმჯდომარე კოტე ცინცაძე აწარმოებდა. `ჩეკას~ აინტერესებდა, პატრიარქის გარდა ვინ იღებდა მონაწილეობას გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის შედგენაში, `ვინ ამოგირჩიათ თქვენ საქართველოს ოპეკუნად?~ პატრიარქმა ამბროსიმ მტკიცედ უპასუხა: `ამომირჩია გელათში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ,

მორწმუნე ქართველებისაგან შემოკრებილმა, მე მოსილი ვარ იურიდიული და ზნეობრივი უფლებებით, როგორც მამამთავარი აღვიმაღლო ხმა, როდესაც ისეთი ვითარება იქმნება, რომელშიც შეუძლებელი ხდება ერის რელიგიურ-ზნეობრივი აზრის შენარჩუნება, როდესაც ერს ერთმევა საშუალება თავისუფალი მოქალაქეობისა. `ჩეკას~ ბრალდებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ჩადენილი ჰქონდა შემდეგი დანაშაული: `პროვოკაცია, კონტრრევოლუციონერობა, მთავრობის გაბრიაბრუება~. ბოლშევიკურ პრესაში დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, საკათოლიკოსო საბჭოს წევრების, სასულიერო პირების დაუფარავი ლანძღვა-გინება: `ანაფორიანი ჭორიკანები~ `ბნელეთის მოციქულები~, `შავი ყვავ-ყორნები~, ანაფორიანი ინტრიგანები~, `უწმიდესი კონტრრევოლუცია.~ 1922 წლის 7 ივლისს ფილიპე მახარაძემ გამოაქვეყნა სადირექტივო წერილი: `პატრიარქ ამბროსის მღვდელმთავრული ჭორიკანობა~, რომელშიც უწმიდესი ამბროსი მენშევიკების მიერ დაქირავებულ ლაქიად გამოიყვანა. 1922 წლის 17 ნოემბერს ხელისუფლების დადგენილებით პატრიარქი გამოასახლეს საპატრიარქო რეზიდენციიდან, წაიღეს საპატრიარქო სასახლის ავეჯი, ქონება, პატრიარქი კი შინაპატიმრობაში აიყვანეს.

`მე ახლა განვიცდი შინაპატიმრობას და როგორც პატიმარი, შეუძლიათ წამიყვანონ იქ, სადაც საჭიროთ დაინახავენ, მაგრამ, როცა

ერთმევა ბინა საკათოლიკოსოს, ეს ეკლესიის ცენტრალურ დაწესებულებათა გაუქმებას უდრის. ამით პერიფერიებიდან დაწყებული

საქართველოს ეკლესიის ნგრევა დამთავრდება ეკლესიის ცენტრალური მთავარი სასიცოცხლო ნერვის გადაჭრით, რაც თუმცა

რასაკვირველია, ეკლესიას და სარწმუნოებას არ მოსპობს, რამდენადმე მაინც შეაფერხებს მისი ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობას.~52

შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიარქ ამბროსის წერილი გადაუგზავნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის

მდივანს მ. კახიანს, რომელმაც ასეთი შინაარსის რეზოლუცია

დაადო წერილს: `უარი ეთქვას, საერთოდ კი ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა სრულებით არ უნდა მიიღოს განცხადებანი ისეთ პირთაგან, როგორც არის კათოლიკოსი

ამბროსი.~53 1924 წლის 13 იანვარს, მოსკოვის მითითებით, საქართველოს საგანგებო კომისიამ _ `ჩეკამ~ მიიღო გადაწყვეტილება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და

უნეტარესი ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს ანტისაბჭოურად

განწყობილი წევრების დაპატიმრების შესახებ. როდესაც `ჩეკას~

თანამშრომლები პატრიარქთან მივიდნენ, უწმიდესმა და უნეტარესმა

ამბროსიმ ითხოვა 10 წუთი. მოამზადა და ხელი მოაწერა ასეთი

შინაარსის დადგენილებას: `1923 წლის 13 იანვრიდან შეიქმნას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა. დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ (კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად) დაინიშნოს ურბნელი

ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი).~ პატრიარქი ამბროსი

და საკათოლიკოსო საბჭოს წევრები დააპატიმრეს...

ბოლშევიკურმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1922 წელს

მოსკოვიდან მიიღო ვ. მოლოტოვის საიდუმლო დირექტივა: `უნდა

შეანჯღრიოთ ხუცესები. დაუპირისპირეთ ერთმანეთს ზედა და

ქვედა ფენების სამღვდელოება.~54 საქართველოს მართლმადიდებელ

ეკლესიას ხალხში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ამიტომ აუცილე-

69

ბელი გახდა მისი შიგნიდან რღვევა. ხელისუფლებამ ეკლესიის

წიაღში ზოგიერთი სასულიერო პირისა და მღვდელმთავრის სახით მონახა დასაყრდენი, რომელთაც მისცა შეღავათები, შეპირდა

ხელშეუხებლობასა და მატერიალურ კეთილდღეობას იმ პირობით,

თუ ისინი გაემიჯნებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს იმ წევრთა პოზიციას, რომელნიც უპირისპირდებოდნენ ანტიეროვნულ, ათეისტურ საოკუპაციო ხელისუფლებას. საოკუპაციო ხელისუფლებამ უწმიდეს ამბროსის და საკათოლიკოსო

საბჭოს დაპატიმრებულ წევრებს რეაქციული სამღვდელოების იარლიყი მიაწება, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრებს ეპისკოპოს ქრისტეფორე

ციცქიშვილს მეთაურობით პროგრესული სამღვდელოება უწოდა,

რომელმაც სწორად გაიგო საბჭოთა ხელისუფლების სიკეთე და

უპირატესობა ყველა სხვა წინამორბედ ხელისუფლებასთან შედარებით. ხელისუფლების საამებლად საქართველოს ეკლესიის

დროებითმა მმართველობამ ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

`ვაღიარებთ საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც წარმატებით

ხელმძღვანელობს ქართველი ერის კულტურულ-ეკონომიკურ და

ეროვნულ აღორძინებას.~55 იმ დროს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს

წევრები დაპატიმრებული იყვნენ, დანგრეულ-გაძარცული იყო

ასობით ეკლესია-მონასტერი, დახვრეტილი ქართველი პატრიოტები, დევნილი ქართული არისტროკრატია, ინტელიგენცია, რამდენად ზნეობრივი იყო ასეთი განცხადების გაკეთება?! ან ღმერთის

მაინც როგორ არ შეეშინდათ, როდესაც მთავრობის დავალებით

შექმნეს ე.წ. `განახლებისა და რეფორმების ჯგუფი საქართველოს

მართლმადიდებელ ეკლესიაში~, დაბეჭდეს ასეთი შინაარსის განცხადება: `ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეთ მხარი დაუჭირონ

საბჭოთა ხელისუფლებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ამბროსის გამოსვლას ვაცხადებთ შემცდარად და

საჭიროდ მიგვაჩნია იგი გადაყენებულ იქნას კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან.~56

ხელისუფლებას სურდა კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომა და

70

მისი როგორც რიგითი მღვდელმთავრის გასამართლება, რომ ნაკლები რეზონანსი ჰქონოდა ამას. ხელისუფლების სურვილი გასაგები

იყო, მაგრამ... მეტეხის ციხეში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი

ინახულეს ეპისკოპოსმა დავით კაჭახიძემ და მღვდელმა პლატონ

ცქიტიშვილმა. მოკითხვისა და შექმნილი ვითარების გამო გულისტკივილის გამოთქმის ნაცვლად პატრიარქს ასეთი შინაარსის წერილი მიართვეს: `საქართველოს ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიმანდრიტი და ზოგიერთი დეკანოზი დაპატიმრებულნი არიან, ეპარქიების მართვაგამგეობა შეჩერებულია, ტაძრები, გამონაკლისის გარდა, დაკეტილია.

ყოველივე ეს ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის მომხდარი

კონფლიქტის შედეგია, რაც გამოიწვია თქვენ მიერ გადადგმულმა

ნაბიჯმა. ამიტომ გთხოვთ, უარყოთ მემორანდუმი, რომლის შინაარსიც მთავრობის დღევანდელ სახელმწიფოებრივ მოქმედებას

არ შეესაბამება და არ შესწიროთ მას ეკლესიის კეთილდღეობა.~57

მისმა უწმიდესობამ ამბროსიმ ყურადღებით მოუსმინა მათ და

მტკიცედ განაცხადა, რომ არ უარყოფდა მემორანდუმში გამოთქმულ

ბრალდებებს და არც გადადგებოდა თავისი ნებით. `თუ საჭიროა

ჩვენი ეკლესიისათვის, მე იძულებით უნდა ვიქნე გადაყენებული.~58 გაწბილებული და განაწყენებული წამოვიდნენ მეტეხის

ციხიდან მეუფე დავითი და მღვდელი პლატონ ცქიტიშვილი. ამის

შემდეგ საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების გასამართლების შესახებ. 1924 წლის

10-19 მარტს თბილისში, ნაძალადევის მუშათა თეატრში (ამჟამად

იმ ადგილზეა კინოთეატრი `საქართველო) მიმდინარეობდა ღია

სასამართლო პროცესი. უწმიდესსა და უნეტარეს კათოლიკოსპატრიარქ ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს დაპატიმრებულ

წევრებს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესების ღალატში

ბრალს სდებდნენ საზოგადოებრივი ბრალმდებლები ამხანაგები: ვ.

ოქოიანი, გ. ორზუმელიანი, დ. გუმბრიევი, გ. ვარლამიანი. ამავე

დროს: `მთავარი სახელოსნოს მუშები მოითხოვდნენ, რათა შავი

ყორნები კონტრრევოლუციისა დასჯილი იქნან უმაღლესი სასჯელით

და ის მენშევიკ-სოციალისტები, რომლებიც მათ იცავენ, მოთ-

71

ავსებულ იქნან საბრალდებო სკამზე.~59 უბრალო ხალხის ზომბირებისათვის ბოლშევიკურ გაზეთებში ასეთი შინაარსის წერილები

იბეჭდებოდა: `მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი შიმშილის კლანჭებში გამომწყვდეული სულს ღაფავდა, სამღვდელოება ქვებითა

და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ეკლესიებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა. სამღვდელოებას არ სურდა, რომ

ტყუილუბრალოდ ეკლესიებში დაყრილი ოქრო-ვერცხლის მაგივრად მშიერი ხალხისათვის პური ეყიდათ.~60 ამ ტყუილუბრალოდ დაყრილ ოქრო-ვერცხლში ისინი გულისხმობდნენ ხატებს,

ჯვრებს, ბარძიმ-ფეშხუმებს... ხელისუფლებისგან ბრალდებულ

სასულიერო პირებს დასცინოდნენ: სილიბისტრო თოდრია, გიგო

ხეჩუაშვილი, შაქრო ნავთლუღელი.

`ესე არიან სულის მამანი~.

ბრალდებულების სკამზე მსხდომელნი,

მოღალატეთაგან პასუხს მოითხოვს

დღეს ბრალმდებელი ხალხი მშობელი~.

სასამართლო სხდომების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის, საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს

დაქირავებული, ეგზალტირებული ახალგაზრდები (ძირითადად

კომკავშირელნი) ესროდნენ კვერცხებს, ყვიროდნენ: `ძირს კონტრრევოლუცია~, `ძირს ბნელეთის მოციქულები~. პატრიარქს თავი

ღირსეულად ეჭირა, მან სასამართლოზე წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც სიცოცხლეშივე უკვდავება დაიმსახურა. `ისტორია გვიმტკიცებს, რომ დევნილობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება... რომელიც

არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნილობა ამ მოთხოვნილებებს კიდევ უფრო აძლიერებს, ის ღრმავდება, იკუმშება და

გუბდება. მერე ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით... თუ მე ვიცავდი

ჩვენი ერის თავისუფლებას, ამის უფლებას მაძლევდა ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება... თუ ხელისუფლება აღიარებს ერთა

თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის,

მაშინ ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად

ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვა, დიდმპყრობელობის

დასაგმობად ხმის ამოღება... მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და

72

როგორის თვალით შეხედავს უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამის დაგვანახებს ის განაჩენი,

რომელიც გამოტანილ იქნება... ყოველ შემთხვევაში, როგორც

ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის

სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობელი

ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან

ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში. ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამოღებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის სასამართლო, მონახავენ თავის ადგილს ყოველი ქართველის გულში, იმ ქართველისა,

რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს, როგორც

მორწმუნე ვიტყვი, იყოს ნება ღვთისა და მოგმართავთ ქრისტეს

სიტყვებით: `ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირით ჩემზედა,

არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.~61

როგორც ირკვევა, თბილისიდან 1924 წლის 13 მარტს საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანს ბ. ლომინაძეს

დეპეშა გაუგზავნია მოსკოვში, რომელშიც ითხოვდა კათოლიკოსპატრიარქ ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების დახვრეტის ნებართვას, მაგრამ `რკპ(ბ) ცკ პოლიტბიურომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი ვერდიქტი: `პატრიარქ ამბროსისა და

საქართველოს სხვა სასულიერო წევრების მიმართ სასჯელის

უმაღლესი ზომის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით.

გთავაზობთ: 1. სასჯელის გამოტანისას შემოიფარგლეთ 10 წლით

თავისუფლების აღკვეთით, 2. ყველა არსებული მასალა კათოლიკოს ამბროსის და სხვა სასულიერო პირების კონტრევოლუციური

საქმიანობის შესახებ გამოიყენეთ სპეციალურად ორგანიზებულ

კამპანიის დროს პრესაში, რადიოში, განსაკუთრებით სოფლად.~62

ბოლშევიკურმა სასამართლომ 1924 წლის 19 მარტს, საღამოს

20 საათზე გამოიტანა სამარცხვინო განაჩენი: კათოლიკოს-პატრი-

73

არქ ამბროსის დაპატიმრება 7 წლით, 9 თვით და 23 დღით

სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით. სხვადასხვა ვადით დაპატიმრებული იქნენ საკათოლიკოსო საბჭოს

ბრალდებული წევრები, მაგრამ საოკუპაციო ხელისუფლებას ეს

არ აკმაყოფილებდა. მან ვერ გატეხა მისი უწმიდესობა ამბროსი.

ახლა ის უფრო საშიში ხდებოდა ხელისუფლებისათვის, ამიტომ

შიდა საეკლესიო დაპირისპირების პროვოცირებით სასურველი

იყო მისი კათოლიკოს-პატრიარქობიდან გადაყენება და მისი შეცვლა

საოკუპაციო ხელისუფლების პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი პიროვნებით. საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო

ეკლესიაში `განახლებისა და რეფორმების~ აუცილებლობაზე მოსაუბრე სასულიერო პირები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული

საერო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ხშირად მათთან

ერთად მსჯელობდნენ რა სახის რეფორმები უნდა განხორციელებულიყო ეკლესიაში. ქუთათელი ეპისკოპოსი დავითი აცხადებდა:

`დრო არის განახლება შეტანილ იქნას ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში თანახმად თანამედროვე კულტურის, სახელმწიფოებრივი

წეს-წყობილებისა.~63 მაინც რას ითვალისწინებდა ეს `განახლება

და რეფორმა~? ეს კარგად ჩანდა მათ მიერ შემუშავებულ `საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სარეფორმო პროექტში.~ პროექტის თანახმად, უქმდებოდა კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა

და საკათალიკოსო საბჭო. საქართველოს ეკლესია იშლებოდა ქართლკახეთის, იმერეთ-გურია-სამეგრელოს, აფხაზეთისა და სამურზაყანოს დამოუკიდებელ ეპარქიებად, რომელთაც თავიანთი მმართველი

მღვდელმთავრები ეყოლებოდა. იცვლებოდა მრავალსაუკუნოვანი

მართლმადიდებლური დოგმები, უნდა გადაკეთებულიყო ეკლესიები, მოეშალათ საკურთხეველი და მის ნაცვლად გაეკეთებინათ

მოაჯირები, მაცხოვრის ხატის გარდა სხვა ხატები აღარ იქნებოდა ეკლესიაში, ტაძარში იკრძალებოდა საცეცხლურისა და საკმეველის გამოყენება, საეკლესიო ზარების დარეკვა, უნდა გამარტივებულიყო ღვთისმსახურება, წირვის დროს არ იყო სავალდებულო სამოციქულოს წაკითხვა. შვიდი საიდუმლოდან სავალდებულო არ იყო სინანული და ზეთის კურთხევა. ჰიგიენური მოსაზრების გამო ზიარების დროს სავალდებულო არ იყო ბარძიმიდან

74

ზიარება. საეკლესიო წიგნები უნდა თარგმნილიყო თანამედროვე

ქართულ ენაზე. სასულიერო პირებისათვის არ იყო სავალდებულო

ანაფორის ტარება, კატეგორიულად იკრძალებოდა ბერ-მონაზვნობა. სამღვდელმთავრო კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო ცოლიანი

ან ქვრივი. შესაძლებლად იყო მიჩნეული დაქვრივებული სასულიერო პირის მეორედ დაქორწინება. უქმდებოდა მარხვა, მცირდებოდა საეკლესიო დღესასწაულების რაოდენობა. აუცილებლად იყო

მიჩნეული საეკლესიო დღესასწაულების ახალი სტილით აღნიშვნა, მრავალსაუკუნოვანი საგალობლების გათანამედროვება. `ეკლესიებში უნდა დაიდგას სკამები, გალობა უნდა გარდაიქმნას

მორწმუნეთა ესთეტიკური გემოვნების შესაბამისად, სამღვდელოების

გათანაბრება ცოლიანობისა და მოქალაქეობრივი უფლების საკითხში მორწმუნე ერისკაცებთან.~ ეს რეფორმები მათი აზრით:

`ეკლესიის საქმიანობას გამოაცოცხლებდა და დააყენებდა პროგრესის გზაზე.~ დაუფარავად შეიძლება ითქვას, რომ ამ რეფორმების

განხორციელებით დასრულდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ათასხუთასწლოვანი ისტორია. საქართველოს ეკლესია გადაიქცეოდა ბოლშევიკური ხელისუფლების იმ ექსპერიმენტების ნაწილად, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ ინდუსტრიალიზაცია-კოლექტივიზაცია-კულტურული რევოლუციის სახით.

`განახლებისა და რეფორმების~ ჯგუფი იყო რუსეთში იმხნად

ფართოდ რეკლამირებული `ცოცხალი ეკლესიის~ ქართული ვარიანტი, რომელსაც საერთო არაფერი ექნებოდა მართლმადიდებელ

ქრისტიანობასთან, იმ სარწმუნოებასთან, რომლის შენარჩუნებისათვის ჯვარცმული იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა განმავლობაში.

ხელისუფლება მიესალმა ე.წ. `განახლებისა და რეფორმების~

პროექტს 1923 წელს გაზ. `მუშა და გლეხში~ დაბეჭდილ წერილში: `ჩვენ ვფიქრობთ... ეს რეფორმა მოკლე ხანში უფრო და

უფრო რადიკალურ გამოძახილს პოვებს სამღვდელოების დაბალ

ფენებში, ყოველგვარი ახალი პროგრესული ნაბიჯის გადადგმა,

როგორც დადებითი მოვლენა, კიდევ უფრო დააფიქრებს მათ, ვისაც

ეკლესია სწამს, ამ ეკლესიის საფუძველის შესახებ დაფიქრება კი

ყველაზე უფრო შეუწყობს ხელს იმას, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით

ეკლესიის საკითხში _ მის სრულ მოსპობას.~

75

ამ განცხადების შემდეგ ნუთუ მართლა სჯეროდათ ე.წ. `რეფორმატორებს~, რომ ისინი თავიანთი ქმედებით საქართველოს

სამოციქულო ეკლესიის გადარჩენისათვის იბრძოდნენ. საპატიმროში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს დაპატიმრებული წევრები

ხალხს უყვარდა, მათ ჩუმ თანადგომას უცხადებდა, სამაგიეროდ

ზიზღსა და სიძულვილს გამოხატავდა ამ ამჩატებულ რევოლუციონერ-რეფორმატორების მიმართ.

საერო ხელისუფლება საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით იძულებული გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს დაპატიმრებული წევრები გაენთავისუფლებინა. ეს მოხდა 1925 წლის 10

მარტს. პატრიარქი მეტეხიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში

მივიდა. ატყდა ზარების რეკვა, მთელ თბილისს მოედო სასიხარულო ინფორმაცია, შიშიანობის მიუხედავად, ხალხი მიაწყდა ტაძარს, რათა გამოეხატათ თავიანთი მხარდაჭერა წამებული მამამთავრის

მიმართ. უწმიდესმა და უნეტარესმა მოილოცა სიონის სიწმიდენი

და მიმართა ხალხს: `როდესაც კათოლიკოსობაზე არჩევის შემდეგ

ამ ამბიონზე ავდიოდი, განვაცხადე, რომ მე ავდივარ გოლგოთაზე,

რომ მე მიტვირთავს დიდი ჯვარი, რომლის სიმძიმის ქვეშ შესაძლებელია დავეცე თუ თქვენი, მორწმუნეების დახმარება არ მექნება

_ მეთქი. ეს წინასწარმეტყველება გამოდგა, ეს იყო დამყარებული

გამოცდილებაზე, ახალი ავტოკეფალია აღდგენილი ჩვენი ეკლესიის სამი თუ ოთხი წლის ისტორიაზე. მე ვარ საქართველოს ეკლესიის მესამე საჭეთმპყრობელი. რაც მოუვიდათ კირიონს და

ლეონიდეს ყველამ იცის, რაც მომივიდა მე, ეს უკვე ცხადად

ყველამ დაინახა. თუ კირიონს და ლეონიდეს სახელს უტეხდნენ

სიტყვით თუ წერით. ეს მეც განვიცადე, თუ მათ გადაყენებას

ცდილობდნენ, მეც არ დამკლებია ეს მოწყალება. მე უფრო მედგრად

მომეთხოვა გადადგომა. რა იყო ამის მიზეზი? ჩვენი შეუგნებლობა, ჩვენი უდისციპლინობა. ჩვენ არ გვესმოდა, რომ ეკლესიის

თავის სახელის გატეხვა, არის ამავე დროს სახელის გატეხა

ეკლესიისა, სახელის გატეხა თვით იმ მორწმუნეთა, იმ ერის,

რომელმაც აირჩია უვარგისი თავი და საჭეთმპყრობელი. იმ ქვეყ-

76

ნებში, სადაც მორწმუნე ხალხი მომწიფებულია საზოგადო ეკლესიური მოღვაწეობისათვის, სხვანაირად იქცევიან, ირჩევენ ხშირად

ხანშიშესულებს, მოხუცებულებს, რომელნიც მოკლებულნი არიან

მუშაობის უნარს, მაგრამ მისი სახელით და მის მაგივრად აკეთებენ

ეკლესიურ საქმეებს. როგორ სარგებლობენ ჩვენი მტრები ჩვენი

უდისციპლინობით და შეუგნებლობით, ამის მაგალითი ბევრია.~64

ამ ქადაგებიდან კარგად ჩანს, რომ მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს. პატრიარქი ენერგიულად შეუდგა ხელოვნურად არეული ეკლესიური საქმეების

მოწესრიგებას, გააუქმა საქართველოს ეკლესიის დროებითი

მმართველობა, 1925-1926 წლებში მღვდელმთავრებად აკურთხა:

კალისტრატე ცინცაძე _ მანგლელად, სტეფანე კარბელაშვილი _

ბოდბელად, პავლე ჯაფარიძე _ წილკნელად, მიხეილ ფხალაძე _

ალავერდელად, ალექსი გერსამია _ ცაგერელად, ვარლაამი მახარაძე _ მარგველად. ხელისუფლება მიხვდა თავის შეცდომას,

რომ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ვადაზე ადრე განთავისუფლების გამო მათ ეკლესიის შიგნიდან აფეთქების მზაკვრული

გეგმა ეშლებოდათ და ახალი დირექტივა მისცეს ე.წ. `რეფორმატორებს~, არ დამორჩილებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და მის საკათოლიკოსო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. როდესაც უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) ქუთაისიდან მაწყვერელად გადაყვანის შესახებ, განრისხებულმა დავითმა საკათოლიკოსო საბჭოს ასეთი შინაარსის წერილით მიმართა: `ვკადნიერდები და მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს, რომ ჩემს ცხოვრებაში და ჩემს სამსახურში არაა ისეთი რამ, რომ შეიძლებოდეს ჩემი დათხოვნა ან გადაყვანა დაურღვევლად სამართლიანობისა, წესიერებისა. მე ხელუხლებლად უნდა ვიქნე ქუთაისში.~65

მიუხედავად ამისა, 1926 წლის 9 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა მაწყვერელის კათედრაზე. ამ განჩინებით განრისხებულმა დავითმა

საკათოლიკოსო საბჭოს მისწერა: `გთხოვთ ერთი თვით შეაჩეროთ

განჩინება ჩემი ქუთაისიდან გადაყვანის შესახებ საქმის საფუძვლიან გარჩევამდე... მე სხვა მღვდელმთავარს ქუთაისში ვერ შემო-

77

ვუშვებ, სანამ მე არ ვიქნები დაკმაყოფილებული. მე თითქმის

ოცი წლის მღვდელმთავარი თავს არავის გავამასხარავებინებ... მე

აქედან არსად არ წავალ ჯერ ერთი, როგორც უდანაშაულო,

მეორეც, მე სხვა ეპარქიების ჰაერს ვერ ვიტან. ქუთაისიდან ჩემი

ადგილი, როგორც უხუცესი მღვდელმთავრისა, არის თბილელი

მიტროპოლიტობა.~66

კი მაგრამ, რომ აღარ არსებობდა თბილელის კათედრა, ან სად

იყო იერარქიული მორჩილება? ეპისკოპოს დავითს როგორც `განახლებისა და რეფორმის~ ერთ-ერთ ინიციატორს, ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. მან 1926 წლის 8 დეკემბერს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ბოლშევიკურ ხელისუფლებას საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ინსპირირებული დაპირისპირებით სურდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გადაყენება და ხელისუფლებისგან

არამართული საკათოლიკოსო საბჭოს დათხოვნისა. მან მისცა გადამწყვეტი მოქმედების დირექტივა ე.წ. `პროგრესულად მოაზროვნე

სამღვდელოებას.~ შედეგმაც არ დააყოვნა. 1926 წლის 15 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში

დაიგზავნა ქუთათელი ეპისკოპოსის დავითის (კაჭახიძე) შემდეგი

შეტყობინება: `სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს

მოქმედება არ შეეფერება არც საეკლესიო კანონებს და არც თანამედროვე მდგომარეობას. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს

ვადა გაუვიდა 1924 წლის სექტემბერში. დადგენილი იყო 1925

წლის შემოდგომაზე საკათოლიკოსო საბჭოს მიერ მოწვეულ იყო

საეკლესიო კრება. დანიშნული იყო კრების დღე 1926 წლის 23

მაისი. მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო კრება გადაიდო განუსაზღვრელი დროისათვის. ამისათვის მე, როგორც უხუცესი მღვდელმთავარი საქართველოს ეკლესიისა, მოგმართავთ თქვენ,

მობრძანდეთ ქუთაისში ა/წლის 24 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა ყრილობაზე დღევანდელი საეკლესიო

საქმეებისა და გამგეობის საკითხთა რეორგანიზაცისათვის.~67

1926 წლის 26-27 დეკემბერს მეამბოხეებმა ქუთაისში სრულიად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარე-

78

სი ამბროსის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს გვერდის ავლით მოიწვიეს საეკლესიო კრება,

რომელსაც სხვადასხვა ეპარქიებიდან ესწრებოდა 77 დელეგატი.

მღვდელმთავრებიდან თვითნებურად გამიტროპოლიტებულნი:

ქრისტეფორე (ციცქიშვილი), დავითი (კაჭახიძე), ეპისკოპოსები:

იოანე (მარღიშვილი), სიმეონი (ჭელიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი).

კრების დასაწყისში ეპისკოპოსმა დავითმა ასეთი განცხადება გააკეთა: `დღევანდელი მძიმე მდგომარეობა, ეკლესიის დევნა ხელისუფლებისგან იმით არის განპირობებული, რომ დღევანდელი

კათოლიკოსი (იგულისხმება ამბროსი ს.ვ.) და საკათოლიკოსო

საბჭო არ ემორჩილება და არ ენდობა საერო მთავრობას, ჩამოვაგდოთ ისინი და ეკლესიის მდგომარეობა გამოსწორდებაო.~68

ქუთაისის საეკლესიო კრებამ იმსჯელა: 1 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის დაარსებაზე, 2. საქართველოს მორწმუნე მრევლისათვის მიმართვის ტექსტზე, 3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს შემადგენლობის გადაყენებაზე, 4. საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრების მოწვევის

დროის განსაზღვრაზე და მიიღო გადაწყვეტილებანი: 1. დაარსდა

საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა მიტროპოლიტ

ქრისტეფორეს თავმჯდომარეობით, 2. გადაყენებულად გამოცხადდა საკათოლიკოსო საბჭოს შემადგენლობა, 3. დაევალა დროებით

მმართველობას ჩაიბაროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს ყველა საბუთი, თანხა, ინვენტარი, კანცელარიის ბეჭედი. 4. ყველა ის სასულიერო პირი, ვინც

არ დაემორჩილება დროებით მმართველობას დათხოვნილად ჩაითვლებიან. ქუთაისის საეკლესიო კრების მონაწილეებმა თავიანთი

მოქმედება საქართველოს ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობით ახსნეს. `ჩვენი მიზანია, _ წერდნენ

ისინი, _ საქართველოს ეკლესიის ერთიანობის, სიმშვიდის და

სიმტკიცის შენარჩუნება.~ ამავე დროს ისინი გამოხატავდნენ პატივისცემას კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიმართ?! ამ `პატივისმცემლების~ უტიფრობას, უზნეობას და ურცხვობას მართლაც არ ჰქონდა საზღვარი.

79

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა

და უნეტარესმა ამბროსიმ თბილისში 28 დეკემბერს საკათოლიკოსო საბჭოს ასეთი დადგენილება მიაღებინა, ვინაიდან `ამნაირი

კრება (ქუთაისში ჩატარებული ს.ვ.) არ არის გათვალისწინებული

საქართველოს ეკლესიის დებულებით, ქუთაისში ჩატარებული კრება

გამოცხადდეს უკანონოდ.~69

ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

დროებითი მმართველობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეშვეობით გაატარა რეგისტრაციაში როგორც საქართველოს

ეკლესიის ერთადერთი კანონიერი ორგანო. 1927 წლის 4 იანვარს

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანებით სრულიად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს

ამბროსის ჩამოართვეს საკათოლიკოსო და საეპარქიო კანცელარია, კათოლიკოს-პატრიარქის ბეჭედი. უწმიდესი და უნეტარესი

ამბროსი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს აცნობებდა: `ვიდრე

მე ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარია იმყოფება ჩემს განკარგულებაში და

არავის გადაეცემა~, მაგრამ კანცელარია, ბეჭედი, ფინანსები მაინც

წაიღეს და გადასცეს დროებით მმართველობას. შემდეგ... მოვუსმინოთ იმხანად მიტროპოლიტ კალისტრატეს: `1927 წლის

22 მარტს საქ. ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრები

შევიდნენ უწმიდეს ამბროსისთან და გამოუცხადეს რომ იგი განთავისუფლებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობიდან... ამის გამოცხადების მეორე დღეს 23

მარტს უწმიდესმა ამბროსიმ დაკარგა მეტყველების უნარი, 27

მარტს გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა.~70

1927 წლის 3 აპრილს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი

დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძარში... დასრულდა მისი ამქვეყნიური გოლგოთა. თითქმის 70 წელი უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის სახელი გაიგივებული იყო საბჭოთა საქართველოს დაუძინებელი მტრის, რეაქციონერ-ანტისაბჭოელის სახელთან...

1995 წლის 18 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა უწმიდესი

80

და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი წმინდანთა დასში შერაცხა ამბროსი აღმსარებლის სახელით.

უწმიდესი ამბროსის გოლგოთა დასრულდა ამაღლებით...

რა მოხდა საქართველოს მართლმადიდებელ

სამოციქულო ეკლესიაში 1968 წელს* სამოციქულო ეკლესიაში 1968 წელს

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაზე წერა ყოველი ისტორიკოსისათვის საპატიო, მაგრამ ამავე

დროს, საპასუხისმგებლო საქმეა. როდესაც ეცნობი საარქივო

მასალებს, საინტერესო მოგონებებს, გიჩნდება იმის სურვილი,

რომ მათი უმრავლესობა საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გახადო, მაგრამ ამავე დროს იმის შიშიც გიპყრობს, რამდენად სწორად გაიგებს მას საზოგადოება. სამწუხაროდ, არის ისტორია,

რომელიც იწერება ფართო მასებისათვის და ისტორია, რომელიც

რჩება დაფარული და დროთა განმავლობაში დავიწყებისათვისაა

განწირული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში 1968 წლის შიდასაეკლესიო ამბოხის შესახებ ინფორმაცია სალონურ საუბრებსა და მოგონებებს არ გასცილებია. ვფიქრობ, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა 1968 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო

ეკლესიაში. წარსულის გახსენებას მაშინ აქვს აზრი, თუ იგი

აწმყოსა და მომავლის სწორად გააზრებაში დაგვეხმარება.

XX საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 1952

წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი

კალისტრატე, რომელმაც 20 წლის განმავლობაში უწინამძღვრა

საქართველოს ეკლესიას. საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა

მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის სახელწოდებით. იოსებ

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გამკაცრდა სახელმწიფოს დამოკიდებულება რელიგიური კონფენსიების მიმართ. უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-ს ხელისუფლებამ არ მისცა `საქართვე-

* ამ თავში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა თავაზიანად

დაგვითმო მიტროპოლიტყოფილმა გაიოზმა (კერატიშვილი), რისთვისაც

მადლობას მოვახსენებ მას. მადლობას მოვახსენებ მას.

90

ლოს ეკლესიის უწყებანის~ გამოცემის, სასულიერო-სამოძღვრო

კურსების გახსნის უფლება. ამის გარდა, საერო ხელისუფლებაში

მრავლად იგზავნებოდა ხელმოუწერელი წერილები, რომელშიც

მრავალ ბრალდებას უყენებდნენ კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ

III-ს. `გულშემატკივარი ეკლესიისა~ _ ასე აწერდა ხელს ანონიმი ავტორი: `საქართველოს ეკლესიას შემდეგი არსებობისათვის

საფუძველი უკვე გამოცლილი აქვს და ამაში მთავარი დამნაშავე

თვით პატრიარქია... მან უკანონო არჩევნებით დაარღვია წმიდა

სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიის კანონი, _ წერილის ავტორი მკაცრად გმობდა პატრიარქ მელქისედეკ III-ის მიერ ზინობის ეპისკოპოსად კურთხევის ფაქტს... _ უწინდელ დროში, როდესაც

საქართველოს ეკლესიას ამა თუ იმ ობიექტური პირობების გამო,

რაიმე წარუმატებლობა შეემთხვეოდა, მას მთელი მოწინავე ინტელიგენცია ესარჩლებოდა და ცდილობდა გაზეთის ფურცლებზე

გამოსვლით მისი ჭირ-ვარამი შეემსუბუქებინა, მოუწოდებდა რა

მას მეტი ბრძოლის უნარის გამოჩენისაკენ მისი აღორძინების

მიზნით. დღეს ეკლესია მოწყვეტილია სახელმწიფო ორგანიზმს,

ამიტომ მისი ერთადერთი ქომაგი და პატრონი პატრიარქია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ფიქრი და მეცადინეობა იქითკენაა მიმართული, რომ თავის თავს შეუქმნას უშფოთველი და დალხინებული ცხოვრება და მის შემდეგ თუნდაც მეწყერს წაეღოს ყოველივე... იგი სამსახურიდან ათავისუფლებს ყველას, შეაქვს ადამიანებში უთანხმოება, ადგილი აქვს უსამართლო პირადი ჯიუტობით გამოწვეულ მოქმედებებს. ყოველივე ზემოთქმული დღევანდელ მშობლიური ეკლესიის მდგომარეობაზე მოთხრობილი ავალებს

ყველა მორწმუნეს ხმა აღიმაღლონ ეკლესიის ასეთი უმწეო მდგომარეობის წინააღმდეგ, რათა მოწვეულ იქნას საეკლესიო კრება,

რომელიც დასახავს ღონისძიებებს საეკლესიო ცხოვრების ნორმალიზაციისა და მისი გაჯანსაღებისათვის.~71

პატრიარქი მელქისედეკი იძულებული იყო რელიგიის საქმეთა

რწმუნებულის მ. მექვაბიშვილის და საქართველოს სსრ მინისტრთა

საბჭოს თავმჯდომარის გ. ჯავახიშვილის სახელზე გაეგზავნა მოხსენებითი ბარათები და უარეყო წაყენებული ბრალდებები. პატრიარქ მელქისედეკს აჯერებდნენ, რომ ამ წერილების ავტორებს

91

თითქოს მიტროპოლიტი ეფრემი აქეზებდა. ამით სურდათ მათი

დაპირისპირების პროვოცირება. ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია.

უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ 1957 წლის 8 ნოემბერს მოიწვია წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ:

უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III, ბათუმ-შემოქმედელი

მიტროპოლიტი ეფრემი, ურბნელი ეპისკოპოსი დავითი, სტეფნელი

ეპისკოპოსი ზინობი, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაუმი, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია, დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი. `სინოდმა ეკლესიიდან განკვეთა მოქალაქე თომა ჩიქვანაია,

დეკანოზი მელქისედეკ ხელაძე, მთავარდიაკონი ამბროსი ახობაძე.~72 პატრიარქმა მელქისედეკ III-მ მიტროპოლიტ ეფრემის გადაყენებაც მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა. მან კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა ქუთათელ ეპისკოპოს ნაუმ შავიანიძეს შესთავაზა (1959 წ.), ხოლო როდესაც უარი მიიღო, ურბნელი ეპისკოპოსი

დავით დევდარიანი დანიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად, მოსაყდრედ და მიანიჭა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III.

იმავე დღეს შეკრებილმა წმიდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადააყენა ეპისკოპოსი დავითი და მის ნაცვლად მოსაყდრედ აირჩია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის

19-20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

X საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ეფრემი აირჩია სრულიად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად. საერო ხელისუფლებისათვის ახლად არჩეული

პატრიარქი მიუღებელი პერსონა იყო. იგი 1924 წელს რამდენჯერმე დაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ

ამბროსი ხელაიას სასამართლო პროცესზე. 1937 წლის 10 დეკემბერს ე.წ. `სამეულის~ გადაწყვეტილებით (მუხლი #58, 11)

დაპატიმრებულ იქნა, გადაასახლეს ციმბირში. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ განთავისუფლებულ იქნა, მაგრამ ხელისუფლება

არ ენდობოდა მას. ამიტომ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის

აპარატის მეშვეობით კიდევ უფრო აძლიერებდა ზეწოლას პატრი-

92

არქზე. შექმნილ ვითარებას კარგად ასახავს მისი უწმიდესობის

ეფრემ II-ის შემდეგი ჩანაწერი: `დაახლოებით თერთმეტი თვის

შემდეგ ჩემი კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა, 1960 წლის 8

დეკემბერს, განვიზრახე განცხადებით შევსულიყავი უმაღლეს

მთავრობაში. ამ ნაბიჯის გადადგმას მავალდებულებდა სინდისი,

სარწმუნოება, ჩემი ერის სიყვარული და ამათ წინაშე ჩემი პასუხისმგებლობის შეგრძნება. უფრო ახლოს გავეცანი რა საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ სინამდვილეს, ვცანი, რომ თუ ასე

გაგრძელდებოდა მისი სამწუხარო მდგომარეობა, კატასტროფას

ვერ გადაურჩებოდა... განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო

ღვთისმსახურთა რაოდენობა, ეს საკითხი მძიმე ლოდივით ადგას

ქართულ ეკლესიას გულზე და საფრთხეს უმზადებს მას. 1962

წლის 3 ივლისს მომეცა შესაძლებლობა მქონოდა აუდენცია

საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ გივი

ჯავახიშვილთან. ჩემი პირადი მოხსენების შემდეგ მან ბრძანა _

რახან არსებობს ეკლესია, მას უნდა ჰქონდეს სასწავლებელიცა

და გამომცემლობაცო, _ ამას ისმენდა ჩემს გვერდით მჯდომი

მაშინდელი რელიგიის საქმეთა რწმუნებული ბატონი მექვაბიშვილი, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა.~73

ვითარების კიდევ უფრო გართულებას გვაუწყებს მისი უწმიდესობის ეფრემ II-ის შემდეგი ჩანაწერი, რომელიც 1963 წლის

8 ნოემბრით არის დათარიღებული: `საკათოლიკოსოს სამეურნეო

ნაწილის გამგე, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია განთავისუფლდა სამსახურიდან იმის გამო, რომ ვეღარ გაუძლო მე19 მუხლით დაბეგვრას. არავის აღარ უნდა მუშაობა... დღეს არც

მდივანი მყავს, არც სამეურნეო ნაწილის გამგე, არც მძღოლი. ასე

რომ საპატრიაქო ისე გამოიყურება, თითქოს ლიკვიდაცია ქმნილ

იყვეს.~74 უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II შექმნილი რთული

ვითარების მიუხედავად ფარხმალს არ ჰყრიდა, მან მაინც მოახერხა 1963 წელს მცხეთაში სამოძღვრო კურსების გახსნა. რამდენიმე მღვდელმთავრის კურთხევა (მეუფე ილია _ 1963 წელს,

მეუფე რომანოზი _ 1965 წ. მეუფე გაიოზი _ 1972 წ.) ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია 1962 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის პარიზში ყოფნის დროს ქართველ ემიგრანტებთ-

93

ან მისმა შეხვედრამ და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე სტუმრობამ. ამიტომ მისი დაშინების მიზნით ეკლესიის შიგნით დაიწყეს დაპირისპირების პროვოცირება. 1968 წლის ივნისში ბენედიქტე ჯალაღანიამ და ალექსანდრე ქათამაძემ მცხეთის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილეს არქიმანდრიტ პართენ აფციაურს ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართეს: `თქვენო მაღალღირსებავ, არქიმანდრიტის ხარისხი ბერად აღკვეცის უფლებით

გმოსავთ. ჩვენი მორიგი კრების გადაწყვეტილება გთხოვს (ამავე

დროს მოითხოვს თქვენგან), ბერად აღკვეცოთ მსურველნი: ბენედიქტე ჯალაღონია და ალექსანდრე ქათამაძე. პატრიარქ ეფრემ

II-ის მავნებლური ცდა მოსპოს შავი სამღვდელოება (ბერობაეპისკოპოსობა) და აქედან ქართული ეკლესიის ავტოკეფალია,

საპატრიარქო ტაძრის მრევლს და ოცეულს ხსენებულ აღსაკვეცებთან ერთად დაგვიგმია... შემთხვევით ინტრონიზებულის სიტყვიერ მუქარას, ხსენებულ პირთა აღკვეცის შემთხვევაში

განკვეთით რომ გვემუქრება, ჩვენ ვუგებთ პასუხს~. განცხადებას

თან ერთვის ვინმე ნინა იორამაშვილის, სვეტიცხოვლის ოცეულის წევრების: ალიბეგაშვილის, მაკარიძის, მრევლიშვილის და

სხვათა ხელმოწერები (სულ 200-მდე). ამ განცხადების შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ შეთქმულნი არად დაგიდევდნენ საეკლესიო კანონიკას. უფრო მეტიც, ბენედიქტე ჯალაღონიამ შეადგინა ახალი `დოკუმენტი~ `კანონიზებული ხელდამსხმელი და ხელდასასხმელი~, რომელშიც შეეცადა დაესაბუთებინა შეთქმულთა

მოქმედების კანონიერება. აი რას წერდა იგი:

`კანონიზაციის გზით კალენდარში მოწამის, ან წმიდანის, ან

ღირსის პატივშესული მღვდელმთავარი, რომელსაც გარდაცვალებამდე უფლება ჰქონდა თანახმად მოციქულთა დადგენილებების

პირველი დებულებისა, ერთ ან ორ ეპისკოპოსთან ერთად თანამონაწილე ყოფილიყო ღირსეულის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანისა, გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მხოლოდ კანონიზაციის

შემდეგ, ღებულობს მადლს, თანასწორს მოციქულისა ათორმეტთაგანისა და აიყვანს რჩეულს ყველა სამღვდელო ხარისხში (დიაკონი მღვდლისა, ეპისკოპოსისა) იქ, სადაც ქვეყნის გულს აბარია ეს კანონიზებული.

94

თუ კანონიზებული მოციქულია, გარდაცვალებამდელი უფლებები არ ეცვლება, იგივე უფლებებს ინარჩუნებს განურჩევლად

სქესისა (მაგ. წმ. ნინო მესხი), რა უფლებებითაც იყო მოსილი

გარდაცვალებამდე და კანონიზებულ ხელდამსხმელთა შორის უპირატესობა ეძლევა ხელდასხმისას.

კანონიზებულის მიერ დიაკონის, მღვდლის ან ეპისკოპოსის

ხარისხში აღყვანილი კანონიერ მოძღვრად მისაღებია თუ 1. ხელდასხმა მოხდება იქ, სადაც კანონიზებული განისვენებს. 2. თუ

ხელდამსხმელის და ხელდასასხმელის ეროვნება ერთია. 3. საპატრიარქო-კათედრალური ტაძრის (ჩვენს სინამდვილეში `სვეტიცხოველი~-ს) მრევლი ხელდასხმის ღირსად სცნობს სადიაკონოდ, სამღვდლოდ ან საეპისკოპოსოდ არჩეულს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ხელდასხმის აქტში უფლებრივ.

რადგანადაც უხილავად ახდენს კანონიზებული ან მოწამე, ან

წმიდანი, ან ღირსი ხელდასხმას, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა,

საკანდიდატოს თუ ვინ შეუსრულებს კურთხევისათვის დადგენილ

ტიპიკონს ჟამის წირვისას, ლოცვა-კურთხევის მიმღები თუ -

მომღები, ე.ი. ის, ვინც ხელდასასხმელის მორჩილია, თუ ის, ვისი

მორჩილიც თვითონ არის, თუ ის, ვისიც თანატოლია ხარისხით.

ჰყავს თუ არა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას კანონიზებული ხელდამსხმელები? ქართული კალენდარი სავსეა კანონიზებული ხელდამსხმელებით, მაგრამ აქ კალენდარულ ჩამოთვლას

არასაჭიროდ ვცნობ, ვასახელებ მხოლოდ სამს: წმ. ნინო მესხი

(IV ს), ისე წილკნელი (VI ს), ანტონ ჭყონდიდელი (XVIII ს),

ამ სამი კანონიზებულიდან პირველი მოციქულია, ორი სხვა რიგითი მღვდელმთავრები.

საპატრიარქო კათედრალური ტაძრის მრევლი, ავტოკეფალური

ეკლესიის მრევლის ძირითადი ბირთვია, ხერხემალია და მხოლოდ

იგივეა სრულუფლებიანი კანონიზებულ ხელდამსხმელებს მიმართოს ხელდასხმისათვის, როცა ამას მოითხოვს აუცილებლობა. და

ასეთი აუცილებლობის წინაშე დგება დღეს ქართული სამოციქულო ეკლესია, მისი მრევლის ხერხემალი. თავისთავად ცხადია,

საპატრიარქო-კათედრალური ტაძრის მრევლი მოიყვანოს აუცილებლობა სისრულეში, მოახდინოს კანონიზებულის წინაშე არ-

95

ჩეულის ხელდასხმა, ლოცვა-კურთხევას არ გამოითხოვს პირველი მამათმთავრისგან და ეპარქიალური ეპისკოპოსებისგან.

კანონიზებულისაგან (მოციქულისაგან) ეპისკოპოსის ხარისხში

აყვანილს, მოციქულთა დადგენილებანის პირველი დებულების

გათვალისწინებით ნაკურთხის (ე.ი. რიგითი მღვდელმთავრებისგან

ნაკურთხის) წინაშე აქვს შემდეგი უპირატესობანი: 1. აიყვანს

ეპისკოპოსის ხარისხში ერთიც (გარეშე თანამონაწილისა ან თანამონაწილეებისა) შემდეგ ადგილებში: სადაც მიუღია ხელდასხმა

მოციქულისგან მღვდელმთავრის ხარისხში, კვართსაუფლო ტაძარში, და ყველგან, სადაც სანახად განისვენებენ კანონიზებული

ხელდამსხმელები.

2. მოიხსენიება პირველი მამათმთავრის შემდეგ პირველი,

უწინარეს მიტროპოლიტისა, კვართსაუფლო ტაძარში და იქ სადაც მოციქულისაგან იქმნა ხელდასხმული.

აუცილებლობა ითხოვს კანონიზებულისაგან ღირსეულის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანას და კრებამ გადაწყვიტა: ბენედიქტე ჯალაღონია ეკურთხოს `ქართველთა მეანდიეს~ მონასტერში `ხელსა

ქუეშე წმინდისა ნინოსისა~.

მცხეთა-თბილისის ეპარქია 1920 წლის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოდ ითვლება. შეთქმულებმა 1968 წლის 12 ივნისს მოწვეულ კრებაზე

დაადგინეს: `1920 წლის 27 ივნისის ქართული საეკლესიო კრების 1917 წლიდან რიგით მეორე კრების გადაწყვეტილება მცხეთა-თბილისის ეპარქიების გაერთიანების შესახებ მიღებული და

სისრულეში მოყვანილი გაუქმებულად გამოცხადდა, ვინაიდან: 1.

მცხეთაა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის რელიგიური ცენტრი და არა თბილისი. 2. `სვეტიცხოველია~ საპატრიარქო ტაძარი და არა სიონი. 3. `სვეტიცხოველში~

ტარდება დიდი რელიგიურ-ეროვნული დღესასწაული მცხეთობა,

კვართობა, ღვთისმშობლის საფარველი და არა სიონში. 4. ეპარქიათა შორის მცხეთის ეპარქიაა მთავარი ეპარქია. 5. `სვეტიცხოველშია~ წმ. კვართი (საქართველოს უმთავრესი სიწმიდე _ თ.

ჟორდანია). ანუ `საქართველოს ცხელი გული~ ლ. ასათიანი . 6.

96

პატრიარქის რეზიდენციის მცხეთიდან თბილისში გადატანამ გამოიწვია სვეტიცხოვლის ა. რიგითად გატაძრება, ბ. სიონში გადაინაცვლა წმ. მირონის მოხარშვა-კურთხევის ადგილმა. გ. გარდასვლა და დარღვევა `კანონთა მათ საქართველოისა ეკლესიისათა,

ნეტართა მამამთავართა და მღვდელმთავართა დიდებულთა, რომელ

არს თვინიერ მცხეთისა დიდისა სამოციქულოისა ეკლესიისა ყოვლითურთ დაყენებულ არს ხელდასხმაი მღვდელმთავრობითი სხუასა ეკლესიასა შინა.~ დ. გამოიწვია გაძარცვაც კი: მამათმთავრებმა სიონში გაიტაცეს სვეტიცხოვლის კუთვნილი სამღვდელო და

სამღვდელმთავრო შესამოსელები და ბოლოს, ეფრემ II-ც არ

ჩამორჩა: ტაძარს წაართვა საწიგნობელი~.

თითქოსდა ამის გამო 1968 წლის 12 ივნისს მოწვეული კრების

წინაშე ბენედიქტე ჯალაღონიამ, ალექსანდრე ქათამაძემ და ნინო

იორამაშვილმა წამოაყენეს წინადადება ბენედიქტე ჯალაღონიას

მღვდელმთავრად არჩევის შესახებ. `კრებამ~ დაადგინა: აღყვანილ

იქნას მღვდელმთავრის ხარისხში ბენედიქტე ჯალაღონია პატივით

საპატრიარქო კვართი საუფლო `სვეტიცხოველის~ წინამძღვარი

და მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსი~. `კრების~ დადგენილებას ხელს

აწერს 400-ზე მეტი საერო პირი. შენიშვნაში მითითებულია ეპისკოპოსის ხარისხში აყვანამდე _ 8 ივლისამდე ბენედიქტე ჯალაღონია უნდა იქნას აღკვეცილი ბერად არქიმანდრიტების პართენისა

და კონსტანტინეს მიერ. 1968 წლის 12 ივნისს `სვეტიცხოვლის~

საპატრიარქო ტაძარში გამართული `კრების~ მიერ მიღებული

ოქმი იმდენად აბსურდულია, რომ მასზე კომენტარის გაკეთებაც

კი არ ღირს, მაგრამ საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს

იგი, ამიტომ უცვლელად მოგვაქვს მისი შინაარსი: მცხეთის საპატრიარქო-კათედრალური ტაძრის `სვეტიცხოველი~-ს მრევლის,

საქართველოს ცალკეული ეპარქიებიდან მორწმუნეთა საზოგადოების

მიერ წარმოგზავნილების კრება მცხეთაში, `სვეტიცხოველი~-ს

ტაძარში 1968 წლის 12 ივნისს გახსნილად გამოცხადდა.

კრებას პრეზიდიუმის თავმჯდომარე არ აურჩევია _ მიიღო ა.

ქათამაძის წინადადება: კრებას უწინამძღვროს თვით `სვეტიცხოველ~-მა.

არჩეული იქნა პრეზიდიუმში წევრებად: ბ. ჯალაღონია, ა. ქათამაძე,

97

ჩუბინიძე, თვალაძე, ჯოხია, კაჭარავა, სარევიზიო კომისიის წევრი

თ. თეთრაძე.

მდივნად არჩეული იქნა მედავითნე ნ. იორამაშვილი.

კრების განსახილველად გადაეცა ბ. ჯალაღონიას, ა. ქათამაძის

და ნ. იორამაშვილის წინადადება: ჩინებულთა შორის რჩეულის

`ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა~ `ქართველთა მეანდრიეს~ მონასტერში მღვდელმთავრის ხარისხში აღყვანის შესახებ.

სანამ კრება შეუდგებოდა საკითხის განხილვას, ბ. ჯალაღონიამ

მორწმუნეთა საზოგადოებისაგან შემდგარი კრების წევრებს _

მაგრამ როგორც საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებს _ შეახსენა 1924 წლის 24 თებერვლის ქართული ინსტრუქციის შინაარსი

_ 1923 წ. 19 ივნისის რუსული ინსტრუქციით _ რომ ეკლესია _

სახლში კრების მოწვევა დაშვებულია, თუ მას ექნება რელიგიური

ხასიათი და მიუთითა: გიდულიანოვ პ. ვ. `ოტდელენიე ცერკვი ოტ

გოსუდარსტვა ვ სსრ.~ იზდანიე 3-ე, 1926 წ.

მოხსენებით `კანონიზებული ხელდამსხმელი და ხელდასასხმელი~ გამოვიდა ბ. ჯალაღონია.

მოხსენების გარშემო გაიმართა კამათი.

კითხვა: შეუძლია მდედრობითი სქესის მექონსს კურთხევა?

პასუხი: ა. ქათამაძემ ზეპირ ჩაუკითხა გალ. 3, 28.

კითხვა: რომელიმე საიდუმლო თუ შეუსრულებია წმ. ნინოს

გარდაცვალებამდე?

პასუხი: (ბენედიქტესი) გავიხსენოთ ზუსტად `ნათელს იღო

მეფემან ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ხელსა ქუეშე მათ მღვდელთასა...~

(საქ. სამოთხე. გვ. 143) აქედან ჩანს, რომ წმიდა ნინომ შეასრულა ერთი საიდუმლოთაგანი _ ნათლისღება.

კითხვა: `ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა~ ვის ესმოდა წარსულში თქვენებური გაგებით?

პასუხი: (ბენედიქტესი) სალომე უჯარმელს, მიხეილ საბინაშვილს, მღვდელმთავარს ნიკოლოზ ტფილელს, შიო მღვიმის აღმდგენელს ეპისკოპოს ალექსანდრეს, სასულიერო მხატვრებს და

საერთოდ ქართულ ეკლესიას. აი წმიდა ნინოს ხატი (ხატს წარმოადგენს) მ. საბინაშვილის შესრულებული. ამ ხატში წმიდანი

98

არის ოლარით. რისი სიმბოლოა ოლარი? იმისი, რომ მის მექონეში მადლია ღვთისა დიდი მსხვერპლის შესაწირავი. ამ ხატის

შექმნა მხატვარს უკარნახა სიტყვებმა `ხელსა ქუეშე წმიდისა

ნინოსსა~ და ქართული ეკლესიის ძველმა სამხატვრო ტრადიციამ.

საყურადღებოა, საბინაშვილისეული ხატი _ წმ. ნინო ოლარით _

აკურთხა ქართულმა ეკლესიამ!

შიო მღვიმეში ალექსანდრე ეპისკოპოსის მიერ მოწვეულმა

მხატვარმა პირველის ლოცვა-კურთხევით გაიმეორა საბინაშვილისეული.

კითხვა: არის მოღწეული ცნობები, რომ წმიდა ნინო მდგარა

წმიდა ტრაპეზის წინაშე?

პასუხი: ა. ქათამაძე წარმოადგენს ხატს და-აი ხატი, სადაც

წმიდანს ხელში უპყრია სატრაპეზო სახარება... იგივე კითხვაზე

ბენედიქტე შენიშნავს: წმიდა ნინო თითონ იყო წმიდა ტრაპეზი.

მიღებულია წმ. ნინოს სამღვდელმთავრო პანაღია.

კითხვა: თუ მომხდარა ხელდასხმა ხელდამსხმელის ან ხელდასასხმელის ხილული მონაწილეობის გარეშე?

პასუხი: (ნ. იორამაშვილისა) დედიმოსმა ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა გრიგოლ, რომელიც წირვის და მისი კურთხევის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა არა ტაძარში, არამედ ორი დღის

სავალ მანძილზე უდაბნოში. `წინაშე ღვთისა მდგომარემან, და

საღმრთოითა შურითა მოტყინარემან დედიმოს, მინდობითა ღვთისათა გცხო შენ მღვდელმთავრად თვინიერთანა ყოფისა შენისა...

ღვთისმეტყველო დიდებულო გრიგორი~ (სადღესასწაულო 17

ნოემბერი, ცისკ. გალობა 5 მუხ. 3).

კრებამ დადებითად შეაფასა, მიიღო და დაამტკიცა ზემოხსენებული მოხსენება ხმის უმრავლესობით.

წაკითხული იქნა ლექციაც: `ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის

და ლოცვა ყოველი აღესრულების~ _ ბენედიქტეს მიერ. კრებამ

საჭიროდ სცნო, როგორც ხელდასხმა კანონიზებულისაგან, ასევე,

ღირსად ბენედიქტეს ეპისკოპოსის ხარისხში აღყვანა ამ გზით.

კრების წინაშე ბენედიქტეს ავტობიოგრაფიული ფურცელი ჩაიკითხა ნ. იორამაშვილმა.

99

კრებაზე ეპისკოპოსის ხელდასხმისათვის განკუთვნილი წესის

ახალი დამატება ჩაიკითხა ბენედიქტემ და აღნიშნა, რომ ეს გამოიწვია მოციქულისაგან ხელდასხმამ, რომ წესი განკუთვნილი

იყო რიგითი მღვდელმთავრებისათვის და კანონიზებულისაგან ხელდასხმა სრულიად არ ყოფილა გათვალისწინებული, რომ ძველი

წესი ახლის ჩამატებით ამჯერად მხოლოდ დაუშვით, და რომ

მომავალში წესს მოციქულისაგან შეადგენს მერმისი.

კრებამ განიხილა ბენედიქტეს მოხსენება: `1920 წლის 27

ივნისის ქართული საეკლესიო კრების გადაწყვეტილების მცხეთათბილისის ეპარქიების გაერთიანების შესახებ მიღებული~ და დაამტკიცა მომხსენებლის აზრი: მცხეთის ეპარქიისთვის გაუქმებულად

გამოცხადდეს ხსენებული კრების გადაწყვეტილება მცხეთა-თბილისის ეპარქიების გაერთიანება, რომელიც ძალაში იყო კრების მოწვევიდან დღემდის, და გამოყოფილად გამოცხადდეს მცხეთის ეპარქია

თბილისის ეპარქიისაგან.

კრებაზე კიდევ დადგინდა: 1. ხელდასხმის გარეგნული წესები

შეასრულოს ხალხმა, მორწმუნე ერმა წესით: `წესი, რომელი

იქმნების ხელდასხმასა ზედა ეპისკოპოზისა~, საჭირო ცვლილების შეტანით.

2. თუ პატრიარქმა ეფრემ მეორემ მიმდინარე წლის `სვეტიცხოვლობამდე (14 ოქტომბრამდე) ეპისტოლარული წესით არ გვაცნო ეპისკოპოს ბენედიქტეს ხელდასხმის კანონიერობაზე, რომ ის

ხელდასხმულია კანონიერი გზით, მრევლის მიერ არ დაიშვება,

როგორც მწირველი, მაგრამ ცნობის შემთხვევაში, პატრიარქის

პირველი თანამწირველი უნდა იყოს კანონიზებულისაგან ხელდასხმული.

3. მხოლოდ ეპისკოპოს ბენედიქტეს კანონიერ ეპისკოპოსად

ცნობას არავითარი ღირებულება არ ექნება, თუ ამავე დროს კანონიზებულისაგან ხელდასხმულის მიერ ხელდასხმულს ა. ქათამაძეს არ სცნობს კანონიერად.

4. ეფრემ მეორესგან მიღებულმა ეპისტოლემ თუ დააკმაყოფილა

საპატრიარქო მრევლი, ამ კრებაზე მიღებულ დადგენილებებზე

ხელმეორედ იმსჯელებს მორიგი კრება, სასარგებლოდ პატრიარქისა.

5. თუ ეფრემ მეორე არ გასცემს მირონს, სანთელს და ა.შ.

100

სვეტიცხოველს და არ შეიწყნარებს მცხეთის ეპარქიის მრევლისა

და ოცეულის მოთხოვნას, მაშინ: მირონი მოიხარშება-იკურთხება,

სანთელი შეისყიდება-დამზადდება სვეტიცხოველში და ა. შ.

6. მორიგი პატრიარქის არჩევამდე მცხეთის ეპარქიაში და კერძოდ, `სვეტიცხოველ~-ში ჟამის წირვებზე მოხდება დიაკონისა და

მღვდლის მიერ კანონიზებულისაგან ხელდასხმულის სახელის

აღვლენა ნაცვლად პატრიარქისა. თვით ხელდასხმული კი აღავლენს

მიტროპოლიტი დავითის სახელს ამგვარად: საუწმიდესო და საუნეტარესო ურბნელი მიტროპოლიტისა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესი დავითისათვის ბოდბეში, ჟამის წირვაზე ხელდასხმისას,

სადაც ჯერ არს, იგივე მიტროპოლიტის სახელის აღვლენას ექნება ადგილი... მაგრამ თუ ეს უკანასკნელი ეფრემ მეორეს მხარს

დაუჭერს და არ სცნობს ეპისკოპოს ბენედიქტეს კანონიერ ეპისკოპოსად, მისი სახელის აღვლენა შეწყდება `სვეტიცხოველ~-ში.

7. არც ერთი სამღვდელო ხარისხის პირი, რომელიც კანონიზებულისაგან ხელდასხმულს კანონიერ მოძღვრად არ მიიღებს დღიდან ხელის დასხმისა _ სამი თვის მიწურვამდე, ეპისტოლეს

მოწერით, ან საიდუმლო აღსარებით, პატრიარქად (თუ ეს პირი

პატრიარქობის კანდიდატია) ვერ ეკურთხება, ინტრონიზაცია ვერ

შესრულდება საპატრიარქო ტაძარ `სვეტიცხოველ~-ში, სხვა ეკლესიაში ნაკურთხსა და ინტრონიზებულს კი მცხეთის ეპარქია

არ მიიღებს და ჟამის წირვებზე მის სახელს არ აღავლენს.

8. მღვდელმთავარი ბენედიქტეს ნაკურთხი საპატრიარქო ტაძრის

მრევლის მიერ გამოყოფილი სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული `ცნობით~ გაიგზავნება საქართველოს ყველა კუთხეში, როგორც კანონიერი მღვდლები, თანახმად ამა თუ იმ ქალაქის, ამა თუ იმ დაბისა და სოფლის მრევლის მოთხოვნით.

9. კანონიზებულისაგან ხელდასხმულის მიერ ნაკურთხნი `მშვიდობის დაცვის~ მიზნით იმ ეპარქიებში გაიგზავნებიან, რომლებიც კალენდარულად თავისუფალია~ ანდა ჰყავთ ფორმალურად

დროებითი მმართველები ეპისკოპოსების სახით.

10. თუ რომელიმე მოქმედი, არა თავისუფალი ეპარქიიდან

რომელიმე ეკლესიის მრევლმა მოითხოვა ეპისკოპოს ბენედიქტეს

ხელდასხმული მოძღვრად, ხსენებული ეპარქიის ეპისკოპოსი ეფრემ

101

მეორეს ჩარევითაც კი ვერ დაუშლის ამ მრევლს საპატრიარქო

ტაძრიდან გაგზავნილის მწყემსად აყვანას და ეს უკანასკნელი

ხელდამსხმელის მორჩილებაში იქნება.

11. თუ მღვდელს ექნება ხსენებული კომისიის მიერ შემუშავებული და საპატრიარქო მრევლის კრების მიერ დამტკიცებული

`ცნობა~, ის კანონიერი მღვდელია და ეფრემ მეორეს მათი ოფიციალური დევნის უფლება ერთმევა.

12. სამთავროს მონასტერი მას შიგან არსებული საღვთისმეტყველო-სამოძღვრო სამწლიანი სასწავლებლით მცხეთის ეპარქიაში შემავალია და საპატრიარქო ტაძრის ეპისკოპოს ბენედიქტეს,

მრევლის და ოცეულის ყურადღების ქვეშ იქნება. თუ რა იგულისხმება ყურადღების ქვეშ, ამაზე ცალკე იმსჯელებს მორიგი

კრება, სხვა რელიგიურ საკითხებთან ერთად.

13. კანონიზებულისაგან ნაკურთხი, სამეული და მორწმუნეები,

რომლებიც ეკურთხნენ და მონაწილეობა მიიღეს #1 კრების გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში, არ ექვემდებარება 1945 წ.

3.28. მიღებული დებულების ქვეთავს საეკლესიო სამართალს, ე.ი.

კათოლიკოზის მიერ _ საბჭოსთან ანუ სინოდთან შეთანხმებით _

გაცემულ ბრძანებებს (თუ ამას ექნება ადგილი ბენედიქტეს ეპისკოპოსის ხარისხში აყვანასთან დაკავშირებით): მღვდელმოქმედების

აღკვეთას, სამსახურიდან გადაყენებას, ეკლესიის წევრობიდან

გამორიცხვას, ანათემას, მორწმუნეებზე საეკლესიო ეპიტიმიის

დადებას თანახმად კრების გადაწყვეტილებისა ძალა არ ექნება.

შენიშვნა: ბრალდებულისაგან და მისი თანამოაზრეებისაგან

ბრძანებებს, რჩევა დარიგებებს და ა.შ. ჩვენ ვერ მივიღებთ, უბრალოდ, როგორც ანალოგიურს. ბრძანებებში იგულისხმება სას. მთავრობის მიერ გაცემული.

14. ვინაიდან ქართული ეკლესია თანახმად კონსტიტუციისა

გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და რამდენადაც ჩვენ არ დაგვირღვევია 1924 წლის 24 თებერვლის ეკლესიასთან დაკავშირებული

ქართული ინსტრუქციის შინაარსი, ე. ი. კრების მოწვევა, გადაწყვეტილებათა სისრულეში მოყვანას ჰქონდა და ექნება რელიგიური

ხასიათი, სამოქალაქო მთავრობა ამ რწმუნებულის სახით ეფრემ

მეორესა და ჩვენს შორის, ვფიქრობთ, ნეიტრალურ მდგომარეობა-

102

ში იქნებიან, თუ რომელიმე მხარე ან კრებისა ან ეფრემ მეორისა

არ დაარღვევს ძერჟინსკულ ჰუმანიზმს.

15. ეპისკოპოს ბენედიქტესთვის დაკანონებულ პატივს მორიგი

პატრიარქის არჩევის შემდეგ (თუ ეს უკანასკნელი სცნობს პირველს კანონიერად) აკლდება ეპითეტი სვეტიცხოვლის წინამძღვრობისა და ამ მორიგ პატრიარქს ტრადიციულად ებოძება. მაგრამ თუ

ეფრემ მეორე სცნობს ბენედიქტეს, სვეტიცხოვლის წინამძღვრობაში

კრების მიერ აღდგენილი არ იქნება მაინც.

16. კანონიზებული ხელდასხმას მოახდენს 14 ივლისს, კვირას

(ძვ. სტ).

17. ეკლესია, სადაც არჩეულის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანა

მოხდება, მოქმედია და ჰყავს მოძღვარი. კვირა უქმე დღეა და თუ

ჟამის წირვის ჩატარებაზე ადგილობრივმა მოძღვარმა ნებით ხელი

არ აიღო და ჩვენ არ დაგვითმო (არც აქვს უფლება წირვის

მიტოვებისა პატრიარქის ნებართვის გარეშე) კრების გადაწყვეტილებით სათანადო პირების მიერ ყოველგვარი პირადი შეურაცხყოფის მიყენების გარეშე გაიკოჭება მთელი ჟამის წირვის

მანძილზე.

18. დღიდან ბენედიქტეს ეპისკოპოსად ხელდასხმისა სვეტიცხოვლის ანაბრები (შემოსავლის ფულადი თანხა) შეინახება ადგილობრივ, მცხეთის სახ. ბანკში სვეტიცხოვლის სახელზე

გაფორმებით.

19. ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი ბოდბის ეპარქიაშია, რომელიც კალენდარულად თავისუფალია~, მაგრამ მისი დროებით მმართველად ითვლება ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი) და ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი პატრიარქის წინაშე, თუ რატომ დაუშვა

კანონიზებულისაგან ხელდასხმა და რატომ არ აცნობა მას, მაგრამ

კრების გადაწყვეტილება იფარავს. ეფრემ მეორეს ერთმევა უფლება

მღვდელმთავრის დასჯისა. დასჯის შემთხვევაში, დასჯილი უფლება

მოსილია გამოცხადდეს სვეტიცხოველში, რომ კანონიზებულისაგან ხელდასხმულმა მიავლინოს კალენდარულად რომელიმე უმოქმედო ეპარქიაში ეპისკოპოსად, თუ დადგინდება რომ, იგი სიმონიით არაა ნაკურთხი ეფრემ მეორისაგან.

20. მღვდელმთავრული პატივიდან: მცხეთა-წილკნის ეპისკო-

103

პოსი არ ნიშნავს: მცხეთა-წილკნის ეპარქიათა გაერთიანებას. მაგრამ სანამ თავისუფალია, მისი დროებითი მმართველია სვეტიცხოვლის ამჟამინდელი წინამძღვარი.

21. ბოდბის მონასტერთან არსებული ოცეულის წევრებს ნება

აქვთ უბრალოდ დაესწრონ ან თუ სურვილს განაცხადებენ, მონაწილენი გახდნენ როგორც მორწმუნენი მოციქულისაგან არჩეულის

ხელდასხმისათვის ჩატარებული წირვა-ლოცვისა, რაც შეეხება

პრეტენზიებს _ ეს მათ ფუნქციებში არაა.

22. მცხეთის ეპარქიის თბილისის ეპარქიისაგან გამოყოფამ და

სვეტიცხოვლის წინამძღვრობისაგან კათოლიკოზის განთავისუფლებამ

გამოიწვია 1945 წ. 3.28-მიღებულ დებულების (დებულება საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობისათვის ქვეთავის `მთავარი გამგეობას-ს~) და ამ პერიოდისთვის შენიშვნის უარყოფა ასე რომ:

კათალიკოს-პატრიარქის (ეფრემ მეორის) შესანახ `სამეურნეო

გამგეობის თანხას~ არ მიემატება სვეტიცხოვლის შემოსავლის

არც ერთი პროცენტი.

23. 1968 წლის 12 ივნისის კრება დროებით უშვებს 1969

წლის საქართველოს ქართული ეკლესიის კალენდარში `საქართველოს ეკლესიის ეპარქიების მღვდელმთავრები-ს~ სიაში შეტანილი

იქნეს ასეთი ცვლილება:

1. მცხეთის ეპარქია: საპატრიარქო-კვართსაუფლო `სვეტიცხოველი-ს~ წინამძღვარი და მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსი ბენედიქტე (ჯალაღონია). მოციქული ნინო მესხის ხელდასხმული 1968

წლის 14 ივლისს, ბოდბეში.

2. თბილისის ეპარქია: თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე.

24. პატრიარქის და საბჭოს (სინოდის) მიერ ბენედიქტეს ეპისკოპოსად ცნობა, ან არცნობა 23-მე მუხლის შინაარსის კალენდარში

შეტანას ხელს არ უშლის.

1968 წლის 27 (ახ. სტილით) ივლისს ბენედიქტე ჯალაღონია,

ალექსანდრე ქათამაძე, არქიმანდრიტი პართენი, ნინო იორამაშვილი

და მათი მხარდამჭერნი ბოდბეს გაემგზავრნენ. მანამდე მათ სჭირდებოდათ სამღვდელმთავრო კვერთხი, კუნკულბარტყულა, პანაღია.

ყველაფერი იშოვნა არქიმანდრიტმა პართენმა იგი შეწუხებული

104

მივიდა ურბნელ მიტროპოლიტ დავითთან (დევდარიანი) და აუწყა,

რომ სვეტიცხოველში დაიკარგა სამღვდელმთავრო პანაღია. მიტროპოლიტმა დავითმა უყოყმანოდ გადასცა თავისი კუთვნილი პანაღია, რომელიც გამოიყენეს `ახლადნაკურთხი ეპისკოპოსის ბენედიქტესათვის~. ბენედიქტე მივიდა წმიდა ნინოს საფლავთან, ჩაიცვა სამღვდელმთავრო შესამოსელი და იქიდან გამოვიდა როგორც

`წილკნელ-მცხეთელი ეპისკოპოსი~. სპეციალურად მოსყიდულ

ფოტოგრაფს დააბეჭდვინეს სურათები, სადაც მას შარავანდედი

მოსავდა... მან მღვდელ _ მონაზვნად ხელი დაასხა ალექსანდრე

ქათამაძეს და უწოდა სახელი იაკობი. თვითმარქვია სასულიერო

პირებს მკაცრად დაუპირისპირდნენ წმიდა სინოდის წევრები. 1968

5 აგვისტოს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის

მოადგილეს არქიმანდრიტ პართენს ასეთ შინაარსის წერილი გაუგზავნა ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი):

`სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ IIის საწინამძღვრო ტაძარში მომხდარ ბოროტმოქმედების შემდეგ

წირვა-ლოცვის დროს იხსენიებთ ჩემ თავს და როგორც წესია,

არა მის უწმიდესობას და უნეტარესობას.

ამის გამო მე, მიტროპოლიტი დავითი ურბნელი, კატეგორიულად მოვითხოვ და ოფიციალურად ვაპროტესტებ ზემოხსენებულ

უსაფუძვლო და უტაქტო მოქმედებას.

დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში და

სხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთ ბოროტებას მომავალში

აღარ ექნება ადგილი. ჩემი პროტესტის ასლი ეგზავნ