სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მწრთვნელი/მსაჯი
მიხა ქურხული 1879-1961წწ ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. საგარეჯო მიხა ქურხული 1879-1961წწ ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. საგარეჯო

1879-1961 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

მწრთვნელი/მსაჯი

გვარი ქურხული სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

326       ბეჭდვა

მიხა ქურხული 1879-1961წწ ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. საგარეჯო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

მიხა ქურხული ლაზარეს ძე 1879-1961წწ  ქართული ჭიდაობის ფალავანი, 1911- 1924წწ 45 წლის ასაკამდე უძლიერესი მოჭიდავე იყო მთელს კავკასიაში.



დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.



 8 წელი იყო მეფის რუსეთის ჯარში. 1911 წელს განთავისუფლდა და უკვე 32 წლის ასაკში შეუდგა პროფესიონალი მოჭიდავის კარიერას. მუშაობდა თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაოზე. სასაკლაოს უფროსს აუხსნია როგორ უნდა დაეკლა საქონელი, შესთავაზა უროთი. მიხას უთქვავს თუ შეიძლება ჩემი მეთოდი გამოვიყენოო, ჩაუვლია ხარისთვის რქებში ხელი, კისერი მოუგრეხია და ყელში ისე გამოუსვა დანა. რამდენჯერმე ასე რომ დაკლა, უფროსს ნიკიტინის ცირკში წაუყვანია. 1912-1913 წლებში გამოდიოდა "ნიკიტინის ცირკში". მისი პირველი შთამბეჭდავი წარმატება ცირკის არენაზე შედგა სადაც "ბეჭდაუდებელი" ფალავნის სახელის მქონე შაშო ვერელი დაამარცხა სუფთად,


ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი) ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. ქსოვრისი, მცხეთა

ამის მერე უკვე თავად გაერია უძლიერეს "ბეჭდაუდებელ" ფალავანთა კოჰორტაში. ყველა პრესტიჟულ ტურნირებზე მიჰყავდათ მიხა ცირკის მეპატრონეებს და ერთი სიამოვნება იყო თურმე მიხას სარბიელზე საქმეში, ხილვა - თავის დროზე დასჭიდებია გოლიათად შერაცხულ სანდრო კანდელაკს,


ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი დ.1893-1959წ. ქართველი ფალავანი 170კგ სოფ. ნიჩბისი მცხეთა

დიდი ხანი გაგრძელდა ორი ბრგე ვაჟკაცის შერკინება მაგრამ, ვერცერთმა ვერ იძალა, ამის შემდეგ კარგი მეგობრები გახდნენ. ასევე შთამბეჭდავი შერკინება ჰქონია საგარეჯოელს - ქუთათელ ბეჭდაუდებელ ფალავან კოლია ქვარიანთან, აქაც ვერავინ იძალა ეს შეხვედრაც ფრედ დასრულდა.


ქვარიანი, ნიკოლოზ (კოლია) ნესტორის ძე (1900-1980) ლეჩხუმელი, გარდაიცვალა ამერიკაში.

ნიშანდობლივია მიხა ქურხულის ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის ისტორია, კერძოდ ქალაქ გორში, მთელი კავკასიის ელიტარულ ფალავნებს მოეყარად თავი, მიხას 14 შეხვედის ჩატარება მოუწია და ყველაში იმარჯვა, უმეტესობა მოიგო, ორგანიზატორებმა სხვა კუთვნილ პრიზებთან ერთად ვერცხლის ძვირფასი ქამარ-ხანჯალი დაჰკიდეს. 45 წლამდე გაგრძელდა მიხას პროფესიონალური კარიერა, წერტილი კი თავის გამოსვლებს თავადვე დაუსვა, როდესაც ახალბედა, პერსპექტიულ, ფალავანთან წამალაშვილთან დამარცხდა.


ვანო (გლდანელი) წამალაშვილი 1930-იანი წლები. ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. გლდანი თბილისი

დიდი სარბიელიდან წასვლის შემდეგაც მშობლიურ საგარეჯოში ახალგაზრდა და მოზარდ ფალავნებს ხშირად ეხმარებოდა დაოსტატებაში. "ქართული ჭიდაობის კორიფე" ასე შეამკო იმ დროის გულშემატკივარმა. მოჭიდავე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.574; facebook.com


წინა რიგში დათა მსუქნიშვილი, გიორგი დოთიაშვილი

სხედან, ლუკა დადიანიძე, მსაჯი ვანო ჩიბალოვი (შენ დაუკარ). ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი) მარჯვნივ.

დგანან მედროგე ურეხა, შუაში სანდრო კანდელაკი, მარჯვნივ, მიხა ქურხული.

მიხა ქურხული (საგარეჯო)
(1879 - 1961)
ბეჭდაუდებელ ფალავანთა რიგიდან.
ჭიდაობა იცოდა მაგრამ, იმპერიის ჯარში მოუწია მსახური, ამიტომ პროფესიულ დონეზე გვიან ოცდაათს გადაცილებულმა დაიწყო ასპარეზობა, ცირკში და სხვა დიდი არენებზე გამოსვლა. 
ყველაზე მეტად მისი გამოსვლებიდან ქურხულისა და ქვარიანის ქუთაისელი ფალავნის დაჭიდებაა გამოსაყოფი.... კოლია ქვარიანი დასავლეთში შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს, ყველა წაქცეული ჰყავდა, ასევე აღმოსავლელებიც, ვერაფერს უხერხებდანენ. მიხა ქურხული, ქვარიანისგან, განსხვავებით ჯერ აღიარებული, თავაგამოჩენილი არ იყო მეტოქე კი მართლა ბეჭდაუდებელი იყო იმ მომენტისთვის და როგორც ბევრი სხვა ფალავანი კოლიაც ამბობდაო, - თუ წავიქეცი და ვინმე მომერია ჩემი "დუხი", ფეხია არ იქნება არენაზეო!..
როგორც მაშინდელი თანამედროვენი იხსენებენ ქურხული-ქვარიანი 
თბილისის ცირკში დაეჭიდნენ ერთმანეთს, უწინ საგანგებოდ დადგმული, ოდნავ  -თეატრალიზებული გამოსვლა ბევრ ფალავანს სჩვეოდა, (მაგალითად კულას და სხვ.), 
ასე იყო ქვარიანიც და ამ შერკინებაზე 7 - მანდილოსნის თანხლებდით გამოსულა ცირკში, შემდეგ წრეზე მიუცილებით თავის კუთვნილ ადგილამდე, ქვარიანი თანმხლები "ბანოვნების" დახმარებითვე გამოეწყო საჭიდაო ფორმაში.
დაიწყო შეხვედრა ყველასათვის მოულოდნელად ეფექტური ხერხით, ფანდით, მიხა ქურხულმა სუფთა მოუგო გამოცდილ, დღეს უკვე ლეგენდად ქცეულ ქუთათელ მორკინალს კოლია ქვარიანს.
მართლაც ამ მარცხის მერე მალევე გაემგზავრა ქვარიანი ჯერ ევროპაში შემდეგ კი აშშ-ში და აწ უკვე იქ ოკეანეებს მიღმა მოიპოვა უძლიერესი "ვრესტლერის", მოჭიდავე, მებრძოლის, სახელი, ქუთაისელთაგან ყველაზე თავგამოჩენილმა ფალავანმა კოლია ქვარიანმა.
რაც შეეხება თავად მიხას ქურხულს, მისი კარიერა შესანიშნავად, წარიმართა არაერთი ტურნირი, შეჯიბრება მოიგო, არაერთი ქამარ-ხანჯალიც მოირგო წელზე, პრიზის სახით მოგებული.
თუმცა, მჯობნის-მჯობნი არ დაილევა და მას უკვე მიხას, 4 5 წლისას თავის მხრივ - 
ვანო გლდანელმა, ივანე წამალაშვილმა აჯობა, ასევე სუფთაზე. ასე, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს ფალავანი რაც არ უნდა შორს ჰქონდეს სახელი გავარდნილი, აუცილებლად მისთვისაც გამოჩნდება ვინმე მძლეთა-მძლე.. 

ეკა ქურხული, მუშაობს მიხა ქურხულის წიგნზე, მასალების ნაწილი მიაწოდა პაპამ ალექსანდრე ელერდაშვილმა. 

სიმონ თამაზის ძე ქურხული, შვილიშვილის შვილი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.07.2023
ბოლო რედაქტირება 03.07.2023
სულ რედაქტირებულია 4





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16