სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნესტორ ბაკურაძე 1861-1931წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. ზნაკვა, ამბროლაური დაკრძ. თელავი ნესტორ ბაკურაძე 1861-1931წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. ზნაკვა, ამბროლაური დაკრძ. თელავი

1861-1931 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბაკურაძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

438       ბეჭდვა

ნესტორ ბაკურაძე 1861-1931წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. ზნაკვა, ამბროლაური დაკრძ. თელავი

ბაკურაძე ნესტორი – (1861, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფ. ზნაკვა – 13.01.1931, თელავის რაიონი, სოფ. ქვემო ხოდაშენი), საეკლესიო მოღვაწე, მღვდელი, პუბლიცისტი, მისიონერი.


დაიბადა, ნიკოლოზ და თამარ ბაკურაძეების ოჯახში. რვა წლის ბაკურაძე უფროსმა ძმებმა კახეთში, სოფ. კისისხევში წაიყვანეს. მალე იგი აღსაზრდელად მიაბარეს შუამთის მონასტერში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1878 წლის 2 ივლისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ დუშეთის მაზრის სოფ. აბანოს წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ გაამწესა. 1881 წლის 1 ოქტომბერს ვლადიკავკაზის ეპარქიაში გადაიყვანეს და სოფ. ხუმლაგის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 1885 წელს ბაკურაძე. დაქორწინდა.


ვლადიკავკაზის ეპისკოპოს ვლადიმირის (სენკოვსკი) ხელდასხმით 1886 წლის 2 იანვარს დაინიშნა დიაკვნად, 1886 წლის 16 მარტს – მღვდლად და სოფ. ხუმლაგის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1887 წლის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1889 წლის 1 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1890 წლის 15 თებერვალს აირჩიეს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად. 1894 წელს იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1895 წლის 20 თებერვალს ვლადიკავკაზის ეპარქიის X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1896 წლის 30 სექტემბერს სოფ. ტალიბანის (სანების) ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1898 წლის ხავერდის სკუფიით დაჯილდოვდა. ბაკურაძე ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქრისტიანულ, ისე მუსლიმურ მოსახლეობაში.

ოსეთში ბაკურაძის ნაყოფიერი მისიონერული მოღვაწეობა ფართოდ შუქდებოდა გაზ. „ივერიაში“. ერთ-ერთი კორესპონდენცია იტყობინებოდა: „სწორედ ორი წელიწადი შესრულდა, რაც სანების სამრევლოში მსახურებდა მღვდელი მამა ნ. ბაკურაძე. ეს მღვდელი პირველად სოფელ ხუმლაგში იყო, იქიდან აქ გადმოიყვანეს, ხუმლაგელებმა სახსოვრად გულის ჯვარი მიართვეს, ადრესი ოსურს ენაზედ და სოფლის განაჩენი. გადმოვიდა თუ არა სანებაში მამა ბაკურაძე, თავისი მამობრივი ყურადღება მიაქცია „რენეგატებს“ (მიქცეულნი). მოძღვარი ყველას თავმდაბლად ესაუბრებოდა და ყველასთვის დაუზარელი იყო ჭირსა თუ ლხინში. ამიტომაც ბევრს მიქცეულთ და მაჰმადიანთ მოულბო გული და შემოუერთა მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს, მისისავე თხოვნით, მამა ნესტორ ბაკურაძე გადაიყვანეს ქრისტიანის სოფელში. სანებლებმა მიართვეს მას ვერცხლით შეჭედილი კვერთხი ზედ წარწერით: „ჩვენს ძვირფას მოძღვარს, მამა ნესტორ ბაკურაძეს, მისი მოსიყვარულე სანებლებისაგან 1898 წლის დეკემბრის 25-სა დღესა“.

1898 წლის ბოლოდან ბაკურაძე მსახურობდა ოსურ ქრისტიანულ სოფელ ვოლნო-ხრის ტიანსკოეში (ამ სოფლის მკვიდრმა, ისლამის აღმსარებელმა მოსახლეობამ, საკუთარი ნებით მიიღო ქრისტიანობა და ამიტომ ეწოდა ეს სახელი; იმდროინდელ ქართულ პრესაში მას „ნებითი ქრისტიანის“ სახელით იხსენიებენ). ამ სამრევლოში ბაკურაძე ოთხი წელი მსახურობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სამშობლოში დაბრუნების წინ მრევლმა მას უსახსოვრა ოსური სახარება გულთბილი წარწერით: „ოსეთში სახარების თავგამოდებულ მქადაგებელს მადლობელი ოსი ხალხისაგან“. ჩრდილოეთ კავკასიაში მოღვაწეობისას ბაკურაძე ყოფილა მთამსვლელთა საზოგადოების წევრი და მათ ექსპედიციებშიც კი მონაწილეობდა.

1902 წლის 24 ოქტომბერს ბაკურაძე საქართველოში დაბრუნდა და ლარსის სამრევლოში დაინიშნა. 1904 წლის 6 მაისს იგი კუნკულათი დაჯილდოვდა. 1906 წლის 26 ნოემბერს კვლავ აირჩიეს X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად. 1909 წლის 20 იანვარს ერწო-თიანეთის მხარეში გაამწესეს და სოფ. საყარაულოს წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1910 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1911 წლის 16 ნოემბერს თიანეთის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წელს დაჯილდოვდა წმ. ანას III ხარისხის ორდენით.

ბაკურაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც სასულიერო, ისე საერო განათლების საკითხებს და ამ პრობლემებზე ქართულ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ფსევდონიმით „ქართველი ოსებში“. თავისი გულისხმიერებით, მოსახლეობისადმი კეთილგანწყობით მუდამ იმსახურებდა ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას. ხშირად იგი მოსისხლეთა შერიგების საქმეშიც მონაწილეობდა და აზავებდა მათ. რჩევა-დარიგებას აძლევდა სწავლა-განათლების მსურველთ, ზრუნავდა მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის, ამხელდა მკითხავებსა და ექიმბაშებს. ამ თვისებებით იყვნენ აღჭურვილი მისი ოჯახის წევრებიც. სოფ. საყარაულოში მისვლისთანავე ბაკურაძისა და მისი ქალიშვილის, ანას, თაოსნობით გაიხსნა სამრევლო სკოლა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, მათ შეძლეს სკოლის შენარჩუნება და ბავშვებისათვის წერა-კითხვის სწავლება. ბაკურაძემ მოახერხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ამ საზბის დახმარებით სკოლის სათანადო ინვენტარითა და საჭირო მასალებით აღჭურვა. სკოლას დიდი დახმარება გაუწია მწერალმა შიო მღვიმელმა.

ბაკურაძის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ხალხური პოეტური შემოქმედების შეკრება-გამოქვეყნება. იგი შეკრებილ მასალას სისტემატურად გზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში. ამასთანავე, აკვირდებოდა ხალხის ზნე-ჩვეულებებს და პერიოდულად ბეჭდავდა ეთნოგრაფიულ ნარკვევებს. ამ ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბეჭდა პ. უმიკაშვილის „ხალხურ სიტყვიერებაში“ 1937 წელს და 1964 წელს, მაგრამ ნაწილი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია.

ბაკურაძეს ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის ცნობილ მწერალსა და მეცნიერთან ვ. კოტეტიშვილთან. ბაკურაძეს შეუსრულებია ვ. კოტეტიშვილის თხოვნა და მთელი თავისი მასალა გაუგზავნია მეცნიერისათვის.

1920 წლის 23 მარტს ბაკურაძე თხოვნით მიმართავდა ალავერდელ ეპისკოპოს პიროსს (ოქროპირიძე), რათა გადაეყვანათ სოფ. ბუშარის სამრევლოში, სადაც მღვდლის ადგილი გათავისუფლდა. იმჟამად სოფ. ბუშატში მისი გადაყვანა არ მოხერხდა. 1922 წლის ივნისში იგი სოფ. მუკუზნის ეკლესიის წინამძღვრად იხსენიება, ბოლოს კი ქვემო ხოდაშნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მსახურობს. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან ემსახურებოდა წინანდლის სამრევლოსაც.

მიუხედავად ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ეკლესიისა და მრევლისთვის შექმნილი უმძიმესი პირობებისა, პირადი შევიწროებისა და შეურაცხყოფისა, მან არ მიატოვა ეკლესია, მრევლი და მღვდელმსახურება. იგი ბოლომდე ღირსეულად აღასრულებდა თავის მოვალეობას.

აღესრულა 70 წლის ასაკში. დაკრძალულია სოფ. ქვემო ხოდაშნის სასაფლაოზე.

გ. მაჩურიშვილი




რვა წლის ნესტორი უფროს ძმებს წამოუყვანიათ კახეთში, სოფელ კისისხევში. მალე იგი აღსაზრდელად მიაბარეს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმ– 
გვ131

შობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 
1878 წლის 2 ივლისს კავკასიაში ქრისტიანობის ამღდგენელმა საზოგადოებამ სოფელ აბანოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ 
განამწესა.
1881 წლის 1 ოქტომბერს ვლადიკავკაზის ეპარქიაში გადაიყვანეს და სოფელ ხუმლაგის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 
1886 წლის 2 იანვარს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა (სენკოვსკი) დიაკვნაღ აკურთხა. ამავე წლის 16 მარტს მღვდღად დაასხა ხელი და 
ხუმლაგის სამრევლოს წინამძღვრად დანიშნა. 
1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1889 წლის 1 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო–საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 
1890 წლის 15 თებერვალს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1894  წელს იმპერატორ ალექსანდრე III-ის
სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1895 წლის 20 თებერვალს ვლადიკავკაზის ეპარქიის X ოლქის სამღვდელოების
სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 
1896 წლის 30 სექტემბერს ტალიბანის (სანების) სამრევლოს წინამძღვრად გადაიყვანეს. 1898 წლის აღდგომას ხავერდისფერი სკუფიით დაჯილდოვდა. 
მამა ნესტორის ჩრდილო ოსეთში ნაყოფიერი შიღვაწეობა ფართოდ შუქდებოდა წლების განმავლობაში გაზეთ „ივერიაში“. 
ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ: ,„სწორედ ორი წელიწადი შესრულდა, რაც სანების სამრევლოში მსახურებდა მღვდელი მამა  
ნ. ბაკურაძე. ეს მღვდელი პირველად სოფელ ხუმელაგში იყო, 
გვ132
იქიდან აქ გადმოიყვანეს, ხუმელაგელებმა სახსოვრად გულის ჯვარი მიართვეს, ადრესი ოსურს ენაზედ და სოფლის განაჩენი. 
გადმოვიდა თუ არა სანებაში მამა ბაკურაძე, თავისი მამობრივი ყურადღება მიაქცია „რენეგატებს“ (მიქცეულნი). 
მოძღვარი ყველას თავმდაბლად ესაუბრებოდა და ყველასთვის დაუზარელი იყო ჭირსა თუ ლხინში. 
ამიტომაც ბევრს მიქცეულთ და მაჰმადიანთ მოულბო გული და შემოუერთა მართლმადიდებელს ეკლესიას. დღეს, მისისავე თხოვნით, მ. ნ. ბაკურაძე გადაიყვანეს 
ქრისტიანის სოფელში. სანებლებმა მიართვეს მას ვერცხლით შეჭედილი კვერთხი ზედ წარწერით: „ჩვენს ძვირფას მოძღვარს, 
მამა ნესტორ ბაკურაძეს, მისი მოსიყვარულე სანებლებისაგან, 1898 წ. დეკემბრის 25-სა დღესა“. 
ეს პატივცემული მოძღვარი ქრისტიანებზედ ნაკლებ არ უყვარდათ მაჰმადიანებსაც. სხვა სოფელში მისი გადასვლა 
რომ გაიგეს, ერთი ორმოცდაათის წლის დედაკაცი, გეკა თორჩინოვი, მივიდა იმისთან და სთხოვა: ,„მამაო, შენმა ტკბილმა მოძღვრულმა სიტყვებმა ისე მიმიზიდა, 
რომ მსურს მართლმადიდებელ ეკლესიას შემოვუერთდე. ამიტომ გთხოვ, არ დამტოვოთ ისე, რომ წმინდა ნათლისღება არ მიმაღებინოთ· იმასაცკი 
გეტყვი, რომ თუ შენის ხელით არ მოვინათლე, შემდეგ ისევ ჩემსავე უწინდელს რჯულს არ გადავალო“. 25 დეკემბერს მ. ნ. 
ბაკურაძემ ეს მანდილოსანი შემოუერთა მართლმადიდებელ ეკლესიას და უწოდა სახელად დარია. გაცილების წინა დღეს 
სოფელმა გაუმართა სადილი თავისს მოძღვარს. სადილზედ მოიწვიეს დარღავსის მღვდელი ილია გახოკიძე და ხიდიყურისა 
– ესტატე ჯანუევი. სადილის მეორე დღეს დიდიან-პატარიანად სანებლებმა გამოაცილეს მ. ნ. ბაკურაძე და უსურვეს დღეგრძელობა. 
მოძღვარმაც, თავისის მხრით, დალოცა მრევლი, დაარიგა და გაემართა ახალ მრევლში“. 
1898 წლის 27 ნოემბერს სოფელ ნებითი-ქრისტიანის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს·
გაზეთმა „ივერიამ” ეს მოვლენაც გააშუქა: „ეს სოფელი ქ. კავკაზიდან 46 ვერსით მოშორებუ-
გვ133
ლია, ბარი ალაგია და შესდგება ათასი კომლისაგან. მცხოვრებნი გვარ-ტომობით დიგორელი ოსები არიან, ასე რომ, იმათს ენასა 
და სხვა ოსების ენას შორის დიდი განსხვავებაა. სწავლაგანათლების მხრივ მთელს ოსეთში ამ სოფელს პირველი ალაგი უჭირავს. 
შუა სოფელში ვებერთელა ორკლასიანი ვაჟების საეკლესიო-სამრევლო სკოლაა და ქალებისა – ერთკლასიანი. 
ამ სოფელს აგრეთვე აქვს ორი წერა-კითხვის სკოლა, რომელთაც ცალკე მასწავლებელი ჰყავს. როგორც ზეპირი გადმოცემა 
ამბობს, აი, რათ ეძახიან ამ სოფელს ,ნებითი-ქრისტიანის“ სოფელს: უწინდელს დროს, რასაკვირველია, ყველა ესენი მთაში ცხოვრობდნენ.
როცა დიგორის მთებიდგან გადმოსახლდნენ ბარად, მაშინდელმა მთავრობის წარმომადგენელმა წინადადება მისცეს თურმე 
გადმოსახლებულთ: ,ვის გსურთ ქრისტეს რჯული და ვის მაჰმადისაო“. ხალხი შუაზედ გაიყო. ამ სოფელმა თავისის ნებით 
ისურვა ქრისტიანობა და ამიტომ შერჩა სახელწოდება: „ნებითი ქრისტიანი“ (ვოლნო-ხრისტიანსკოე სელენიე), მეორე ნახევარს 
უსურვებია მაჰმადიანობა, დასახლებულა ამ სოფლიდგან ოცის ვერსის მოშორებით და დარქმევია: „მახამედის სოფელი“ (მახამეთ ყაუ)“. 
1899 წლის მაისში მამა ნესტორს უბედურება დაატყდა თავს. ყელის ტკივილისა და გაციების შედეგად გარდაიცვალა მისი 
II წლის ქალიშვილი ნინო. მამა ნესტორი ზემო აღნიშნულ სამრევლოში 1902 წლის 24 ოქტომბრამდე მსახურობდა. 
წამოსვლისას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიუძღვნა ოსური სახარება წარწერით: „ოსეთში სახარების თავგამოდებულ მქადაგებელს მადლობელი ოსი ხალხისაგან“.
ოსეთში ყოფნისას მამა ნესტორი ყოფილა მთასვლელთა საზოგადოების წევრი და 
მთასვვლელთა ექსპედიციებშიც კი მონაწილეობდა.
1902 წლის 24 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდა და ლარსის სამრევლოში დაადგინეს. 
1904 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 
1906 წლის 26 ნოემბერს ისევ აირჩიეს X ოლქის 
სამღვდელოების სულიერ მოძღვრად· 
1909 წლის 20 იანვარს 
გვ134
ერწო–თიანეთის მხარეში განამწესეს და სოფელ საყარაულოს 
(სოფელი ახადო-ნოჯიხეთი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1910 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 
1911 წლის 16 ნოემბერს თიანეთის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 
1916 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
მამა ნესტორი სასულიერო საკითხების გარდა დიდ ყურადღებას უთმობდა საერო განათლებასაც. ამას მოწმობს მისი 
კორესპოდენციები როგორც ბარის ოსეთიდან, ასევე ლარსიდან და ერწო-თიანეთიდან. ეს მჟღავნდებოდა მის პრაქტიკულ საქმიანობაშიც. 
თავისი გულისხმიერებით, მოსახლეობისადმი კეთილგანწყობით მუდამ იმსახურებდა ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას. 
ხშირად იგი მოსისხლეთა შერიგების საქმეშიც ჩარეულა. რჩევა-დარიგებას აძლევდა სწავლა-განათლების მსურველთ, 
ზრუნავდა მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ამხელდა მკითხავებსა და ექიმბაშებს. 
ამ თვისებებით იყვნენ აღჭურვილი მისი ოჯახის წევრებიც, რაზედაც მიგვითითებს მისი ასულების
– ეფროსინესა და ანას მოღვაწეობა როგორც ლარსში. ასევე ერწო-თიანეთში. სოფელ საყარაულოში მისვლისთანავე. 
მამა ნესტორისა და მისი ქალიშვილი ანას თაოსნობით გაიხსნა სამრევლო სკოლა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, მათ 
შეძლეს სკოლის შენარჩუნება და ბავშვებისათვის წერა–კითხვის შესწავლა· მამა ნესტორმა მოახერხა 
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ამ საზო


გვ135
გადოების დახმარებით სკოლის სათანადო ინვენტარითა და საჭირო მასალებით აღჭურვა. სკოლას დიდი დახმარება გაუწია შიო მღვიმელმაც. 
მამა ნესტორის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ხალხური პოეტური შემოქმედების შეკრება-გამოქვეყნება. შეკრებილ 
მასალებს სისტემატურად გზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში. ამასთანავე, აკვირდებოდა ხალხის ზნე–ჩვეულებებს და პერიოდულად 
ბეჭდავდა კიდეც. იგი ორმოცი წლის განმავლობაში აგროვებდა მასალებს. დღეს ამ მასალების დიდი ნაწილი დაცულია ფოლკლორის ცენტრალურ არქივში· 
ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის ,,ხალხურ სიტყვიერებაში“ 1937 წელს და 1964 წელს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ 
გამოუქვეყნებელია. 
მამა ნესტორს მიმოწერა და ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის, ქართული ხალხური 
კულტურის დიდ მოამაგესთან ვახტანგ კოტეტიშვილთან. მოძღვარს აღუსრულებია ვახტანგ კოტეტიშვილის თხოვნა და მთელი 
თავისი მასალა გაუგზავნია მეცნიერისათვის. ვახტანგს კი მადლობის წერილით მიუმართავს: „დიდად პატივცემულო მამაო 
ნესტორ! მივიღე თქვენ მიერ გამოგზავნილი თექვსმეტი რვეული, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიძღვნით. 
ღრმად ბრძანდებოდეთ დარწმუნებული, რომ ისევე გაუფრთხილდები, როგორც თქვენ“. წერილი თარიღდება 1929 წლით. 
1920 წლის 23 მარტს მღვდელი ნესტორი ალავერდელ ეპისკოპოს პიროსს (ოქროპირიძე) სწერს: – „თელავის მაზრაში, სოფელ 
ბუშატის სამრევლოში უკვე განთავისუფლდა მღვდლის ადგილი. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, ზემოხსენებულ მრევლისგნით მღვდლის არჩევნების დროს 
მეც ნება დამრთოთ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“. იმჟამად სოფელ ბუშატში არ მოხერხდა მისი გადაყვანა, 
თუმცა მალევე გათავისუფლდა ქვემო ხოდაშნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის 
წინამძღვრის ადგილი და მამა ნესტორიც იქ განამწესეს. 
გვ136
დადგა 1921 წელი. საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც მოჰყვა ტაძრების დახურვა, სიწმინდეების 
შეეურაცხყოფა, სასულიერო პირთა განუკითხავი დევნა-შევიწროება. 
ამ მხრივ გამონაკლისი არც მამა ნესტორი ყოფილა, თუმცა, მიუხედავად მრავალი შეურაცხყოფისა და ტანჯვისა, მან არ 
მიატოვა ეკლესია, შემოფანტული მრევლი და მღვდელმსახურება. იგი ბოლომდე ღირსეულად აღასრულებდა თავის მოვალეობას ღვთისა და დედაეკლესოოს წინაშე. 
მღვდელი ნესტორი 1931 წლის 13 იანვარს, 70 წლის ასაკში აღესრულა· ოჯახის წევრებმა და სამღვღელოებამ იგი დიდი 
პატივით დაასაფლავეს 16 იანვარს სოფელ ქვემო ხოდაშნის საერო სასაფლაოზე. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2023
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0