ნიკოლოზ ხუციშვილი 1861-1904წწ დეკანოზი ყვარლის ნათლიმცემლის ეკლესია, დაბ. ყვარელი
დეკანოზ ნიკოლოზ ხუციშვილი დაიბადა ყვარელში, 1833 წელს მღვდლის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1855 წლის 8 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა (ავალიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და თიანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1857 წლის 12 ივლისს ფშავ-ხევსურეთის ოლქიდან სასულიერო დეპუტატად აირჩიეს. 1857 წლის 8 ნოემბერს თიანეთი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ჰქონდა ჯილდო – ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1861 წლის 7 დეკემბერს ყვარლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში გადაიყვანეს. 1863 წლის 13 ნოემბერს თელავის მაზრის II ოლქის მთავარ ხუცესად აირჩიეს და ამ პოსტზე ზუსტად 40 წელი იმსახურა. 1884 წელს მამა ნიკოლოზმა, დეკ. ეგნატე მრევლიშვილის თხოვნით, აწყურის წმ. გიორგის (თეთრი გიორგი) ტაძართან არსებული დაწყებითი სასულიერო სასწავლებლის გამგეობა ჩაიბარა. 1888 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩია. 1894 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა. 1902 წლის 12 დეკემბერს სიბერის გამო უარი თქვა მთავარ უხუცესობაზე. დედაეკლესიაში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისთვის უმაღლესი საეკლესიო მმართველობისგან მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახის ჯილდო: 1861 წელს საგვერდული; 1866 წელს – სკუფია; 1872 წელს – კამილავკა; 1875 წელს – წმ.ანა III ხარისხის ორდენი; 1879 წლის 13 მარტს – რუსეთის წითელი ჯვარს საზოგადოების წითელი ჯვარი; 1881 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი; 1889 წლის 4 ივნისს – დეკანოზის წოდება, 1899 წლის 6 მაისს – წმ. ანას II ხარისხის ორდენი. დეკანოზი ნიკოლოზი 1904 წლის 20 მაისს ხანმოკლე ავადმოყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იმავე წელს გაზეთ ,,ივერიაში” გამოქვეყნდა პატარა ნეკროლოგი, სადაც მისი საეკლესიო მოღვაწეობა დადებითად არის შეფასებული.
,,20 ამ მაისს გარდაიცვალა მოხუცი და მთლად კახეთში სახელგანთქმული ყვარლის ბლაღოჩინი, დეკანოზი ნიკოლოზ ხუციშვილი. განსვენებული იყო ძველ სემინარიელთაგანი და მეტად თავისებური ხასიათის ადამიანი. მის დიდად ხანგრძლივ ბლაღოჩინობაში არც მღვდელი, არც დიაკონი არ ,,გაფუჭებულა” მისი ხელითო, - ამბობენ ყველანი. იგი იყო მოწესრიგე მთელი ალაზან-გაღმამხრისა, მტკიცედ იცავდა და ესარჩლებოდა სამღვდელოებას მთავრობის წინაშე. ამასთან, თავისებურად სტუქსავდა და ამხელდა უწესოდ მოქმედთ, წინაშე თვისსა და თანამოძმეთა. ამიტომაც მის საბლაღოჩინოში ,,მღვდლები ერთმანეთს არ უჩიოდნენ სასულიერო მთავრობასთან და არ სწეწდნენ ერთმანეთს ,,დანოსებით.” ეს სენი კი, საუბედუროდ, სხვაგან ჩვენში საზოგადოა.
განსვენებული მეტად მშვენიერი კილოთი კითხულობდა სახარებას, ,,ტარასი არქიმანდრიტისგან შევისწავლეო,” (საუბარია ცნობილ კალიგრაფსა და სასულიერო მოღვაწეზე, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარზე, ტარასი ალექსი-მესხიშვილზე, წმინდა ანტონ II კათოლიკოსის ნათლულზე, რომელმაც არაერთი ღვაწლ მოსილი მოძღვარი გაზარდა – გ. მ), - იტყოდა ხოლმე. სასოებით სწირავდა და ლოცულობდა ხოლმე და, ამასთან, მუდამ ზეპირად და მშვენიერის ქართულით ამბობდა ხოლმე მოკლედ, მაგრამ ღრმა აზროვან ქადაგებას. იგი მართლა რომ ამშვენებდა დიდებულ ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესიას, აგებულს თავად ჭავჭავაძეთა მიერ და სათუთად შემკულს ნ. ზ. ჭავჭავაძის მიერ (დაღესტნის გუბერნატორი) ქართველ წმიდათა ხატებით, ნახატებით პარიზსა და პეტერბურგის საუკეთესო მხატვართაგან.
განსვენებული საქართველოს საეპარქიო კრებამ 1893 წელს ამოირჩია თავის თავჯდომარედ, წინააღმდეგ სახელოვან დეკანოზ უნიცკისა. იგი სცხოვრობდა მეტად უბრალოდ და უანგაროდ, იმიტომ ნივთიერად არა დასტოვარა, თუმცა 48 წელი ემსახურებოდა ეკლესიას.
საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო ქართველო მოძღვარო!”
დეკანოზ ნიკოლოზს დარჩა მეუღლე ეკატერინე გიორგის ასული (დაბ. 1844წ.) და შვილები: დიმიტრი (დაბ. 1862წ.), ნინო (დაბ. 1866წ.), დეკ. ხარლამპი (1868 – 1956წწ.).
მამის გზა გააგრძელა მისმა უმცროსმა ვაჟმა – ხარლამპიმ. იგი დიბადა 1868 წელს ყვარელში. ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1903 წლის 13 ივნისიდან არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახ.ტაძარშია, ხოლო 1904 წლის 20 თებერვლიდან შულავერის წმ. გიორგის სახ. ტაძარში. 1904 წლის 14 მარტს, თავისი თხოვნით, გათავისუფლდა შულავერის ტაძრიდან. 1904 წლის 10 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და ბორჯომის სასაფლაოს წმ. ოლღას სახ. ტაძარში განამწესეს. 1904 წლის 26 ოქტომბერს ბორჯომის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იმავე წლის მიწურულს, მღვდლად დაასხეს ხელი. XXს-ის 10-იანი წლებში თბილისში, ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში განამწესეს. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მღვდ. ხარლამპი ფრონტზე წავიდა და სამხედრო კაპელანად მსახურობდა. 1916 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1917 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და თუქურმიშისის სამრევლოში დაინიშნა. 1918 წლიდან ისევ თბილისში, ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს. 1920 წლის შემოდგომიდან დედოფლისწყაროს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. როგორც დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში გადმოგვცემს, მღვდელი ხარლამპი ეჭვმიტანილი იყო მღვდელ ტიმოთე ბაკურაძის მკვლელობაში და იძულებული გახდა თბილისს გასცლოდაო. 1922 წელს კომუნისტებმა დაარბიეს წითელ წყაროს (სახელი კომუნისტებმა გადაარქვეს) ეკლესია და იქიდან საეკლესიო ნივთები გაიტანეს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ავტოკეფა-ლიის გამოცხადების შემდეგ საქართველოში დარჩე-ნილი რუსული სამრევლოები და მოძღვრები არ ემორჩილებოდნენ საქართველოს საკათალიკოსოს და თბილისში მყოფი დეკანოზი იოანე მირნოვის დაქვემდებარებაში იყვნენ. დეკანოზ სმირნოვს წითელ წყაროში გაგზავნილი ჰყავდა ორი რუსი მოძღვარი: მღვდელი მათე კარტაშევი და საველიევი, რომლებიც მღვდელ ხარლამპის ეცილებოდნენ სამრევლოში. ბოდბის ეპარქიაში ჩასულმა ახალმა მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი), აქტიური ღონისძიებები ჩაატარა და 1925 წლის 28 დეკემბერს ორივე რუსი მოძღვარი ჩამოაშორეს წითელ წყაროს სამრევლოს. როგორც თავის ანგარიშებში მღვდელმთავარი სტეფანე წერდა, იმჟამად წითელ წყაროს სამრევლოში 800 კომლი ითვლებოდა. 1926 წლის 24 ივნისს ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) საკათოლიკოსო სინოდს სწერდა: ,,დაჯილდოებულ იქნენ შემდეგი სამღვდელოება, როგორც თანაბრად დატანჯულნი და განსაკუთრებით: მღვდელი იოანე მერაბიშვილი, რომელიც დიდი მცოდნეც არის დამხმარეც ეკლესიების გახსნაში და მღვდელი ხარლამპი ხუციშვილი, ფრიად გაწამებული ეკლესიის გახსნაში, დიდი მცოდნე და მრევლის მიერ დიდად მიჩნეული და პატივცემული წითელ წყაროზედ, დამხმარე და მოცადინე უკეთესად მოწყობისა სამრევლო ცხოვრებისა.” მართლაც, საკათალიკოსო საბჭომ გაითვალისწინა მისი დამსახურებები დედაეკლესიის წინაშე და 1927 წლის 5 აპრილს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1929 წლის 4 იანვარს უკანასკნელად ჩანს დედოფლის წყაროს ტაძარში. 1930-1936 წლებში არ იხსენიება არც ერთ ეპარქიაში. 1937 წლის 4 აპრილს თბილისში, ავლაბრის წმ. მარინეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც 1938 წლის თებერვლამდე, მის დახურვამდე მსახურობდა. 1938 წლის 12 აპრილს, თვის ბოლომდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზ ხარლამპის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მანგლისის საკათედრო ტაძარში მსახურებების ჩატარება დაევალა. 1943 წელს თბილისის მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. დეკანოზი ხარლამპი 1956 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.
დარჩა მეუღლე ეკატერინე გიორგის ასული მჭედლიშვილი (დაბ. 1877წ.) და შვილები: ნიკოლოზი, იაკობი, მიხეილი, ეკატერინე.
ხუციშვილი ნიკოლოზ.- 1888 წლის 16 თებერვალს დაიწყო ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ყვარლის ბლაღოჩინი, მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. ისინი წარდგნენ ეგზარქოს პალადის წინაშე, რომელმაც დალოცა სასულიერო პირები და წარუდგინა 11-პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.
ხუციშვილი ნიკოლოზ.-1888 წლის 18 თებერვალს შედგა ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლი მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. კრებაზე განიხილეს ეგზარქოს პალლადის მიერ შედგენილი 11 პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მრევლთა წასაქეზებლად მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო კითხვა-გალობაში აუცილებელი იყო თავად სასულიერო პირებს მოეწვიათ ეკლესიაში ობოლნი რომელთაც სწავლის საშუალება არ ჰქონდათ და მათგან შეეკრათ კითხვა-გალობის გუნდი. ასევე, კარგი იქნებოდა თბილისის სემინარიაში აღედგინათ ძველი ჩვეულება, როცა სემინარიის მოსწავლეები უქმე დღეს ქართულად კითხულობდნენ და გალობდნენ სემინარიის ზემოთ მდებარე სული წმინდის სახელობის ეკლესიაში.
„ფრიად გაწამებული ეკლესიის გახსნაში, დიდი მცოდნეც და მრევლის მიერ დიდად მიჩნეული და პატივცემელი”
დეკანოზი ხარლამპი ნიკოლოზის ძე ხუციშვილი 1866 წელს კახეთში, თელავის მაზრაში, სოფ. ყვარელში დეკანოზის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ასევე სასულიერო პირები გახლდნენ. მამა დეკანოზი ნიკოლოზი 1833 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1855 წლის 8 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა იოანემ (ავალიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და თიანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1857 წლის 12 ივნისს ფშავ-ხევსურეთის ოლქიდან სასულიერო დეპუტატად აირჩიეს. 1857 წლის 8 ნოემბერს თიანეთის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ჰქონდა ჯილდო –– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1861 წლის 7 დეკემბერს ყვარლის წმ. იოანე. ნათლისმცემლის ტაძარში გადაიყვანეს. 1863 წლის 13 ნოემბერს თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და ამ პოსტზე ზუსტად 40 წელი იმსახურა. 1884 წელს მამა ნიკოლოზმა, დეკ. ეგნატე მრევლიშვილი თხოვნით, აწყურის წმ. გიორგის (თეთრი გიორგი) ტაძართან არსებული დაწყებითი სასულიერო სასწავლებლის გამგეობა ჩაიბარა. 1888 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩია. 1894 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა. 1902 წლის 12 დეკემბერს სიბერის გამო უარი თქვა მთავარხუცესობაზე. დედაეკლესიაში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისთვის უმაღლესი საეკლესიო მმართველობისგან მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახის ჯილდო: 1861 წელს საგვერდული; 1866 წელს -– სკუფია; 1872 წელს -– კამილავკა; 1875 წელს -–– წმ. ანას III ხარისხის ორდენი; 1879 წლის 13 მარტს –– რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების წითელი ჯვარი; 1881 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი; 1889 წლის 4 ივნისს –– დეკანოზის წოდება, 1899 წლის 6 მაისს -–– წმ. ანას II ხარისხის ორდენი. დეკანოზი ნიკოლოზი 1904 წლის 20 მაისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იმავე წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პატარა ნეკროლო- გი, სადაც მისი საეკლესიო მოღვაწეობა დადებითად არის შეფასებული. „20 ამ მაისს გარდაიცვალა მოხუცი და მთლად კახეთში სახელგანთქმული ყვარლის ბლაღოჩინი, დეკანოზი ნიკოლოზ ხუციშვილი. განსვენებული იყო ძველ სემინარიელთაგანი და მეტად თავისებური ხასიათის ადამიანი. მის დიდად ხანგრძლივ ბლაღოჩინობაში არც მღვდელი, არც დიაკონი არ „გაფუჭებულა“ მისი ხელითო, -–- ამბობენ ყველანი. იგი იყო მოწესრიგე მთელი ალაზან-გაღმა მხრისა, მტკიცედ იცავდა და ესარჩლებოდა სამღვდელოებას მთავრობის წინაშე, ამასთან, თავისებურად სტუქსავდა და ამხელდა უწესოდ მოქმედთ წინაშე თვისსა და თანამოძმეთა. ამიტომაც მის საბლაღოჩინოში „მღვდლები ერთმანეთს არ უჩიოდნენ სასულიერო მთავრობასთან და არ სწენდნენ ერთმანეთს „დანოსებით“, ეს სენი კი, საუბედუროდ, სხვაგან ჩვენში საზოგადოა. განსვენებული მეტად მშვენიერი კილოთი კითხულობდა სახარებას, „ტარასი არქიმანდრიტისგან შევისწავლეო“ (საუბარია ცნობილ კალიგრაფსა და სასულიერო მოღვაწეზე, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარზე, ტარასი ალექსი-მესხიშვილზე, წმინდა ანტონ II კათოლიკოსის ნათლულზე, რომელმაც არაერთი ღვაწლმოსილი მოძღვარი გაზარდა –- გ. მ.), –– იტყოდა ხოლმე. სასოებით
სწირავდა და ლოცულობდა ხოლმე და, ამასთან, მუდამ ზეპირად და მშვენიერის ქართულით ამ
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ნოემბერი 2018წ გვ.19
ბობდა ხოლმე მოკლედ, მაგრამ ღრმა აზროვან ქადაგებას. იგი მართლა რომ ამშვენებდა დიდებულ ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესიას, აგებულს თავად ჭავჭავაძეთა მიერ და სათუთად შემკულს ნ. ზ.ჭავჭავაძის მიერ (დაღესტნის გუბერნატორი) ქართველ წმიდათა ხატებით, ნახატით პარიზსა და პეტერბურგის საუკეთესო მხატვართაგან. განსვენებული საქართველოს საეპარქიო კრებამ 1893 წელს ამოირჩია თავის თავჯდომარედ, წინააღმდეგ სახელოვან დეკანოზ იუნიცკისა. იგი სცხოვრობდა მეტად უბრალოთ და უანაგროდ, იმიტომ ნივთიერად არა დასტოვა რა, თუმცა 48 წელი ემსახურებოდა ეკლესიას. საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო ქართველო მოძღვარო!“. დეკანოზ ნიკოლოზს დარჩა მეუღლე ეკატერინე გიორგის ასული (დაბ. 1844წ.) და შვილები: დიმიტრი (დაბ. 1862წ.), ნინო (დაბ. 1866წ.), დეკ. ხარლამპი (1868-1956წწ.).
მამის გზა გააგრძელა მისმა უმცროსმა ვაჟმა ხარლამპიმ. მან 1885 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. იმავე წელს თბილისის სასულიეროსემინარიაში ჩააბარა, სადაც ერთი კლასი დახურა. 1890 წელს ბოდბისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის აპრილში ბოდბისხევის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს და სამრევლოსაეკლესიო სკოლის ჩამოყალიბება დაევალა. 1896 წლის 4 ივლისს ყვარლის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1903 წლის 13 ივნისიდან არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახ. ტაძარშია, ხოლო 1904 წლის 20 თებერვლიდან შულავერის წმ. გიორგის სახ. ტაძარში. 1904 წლის 14 მარტს, თავისი თხოვნით, გათავისუფლდა შულავერის ტაძრიდან. 1904 წლის 10 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და ბორჯომის სასაფლაოს წმ. ოლღას სახ. ტაძარში განამწესეს. 1904 წლის 26 ოქტომბერს ბორჯომის წმ.
იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იმავე წლის მიწურულს მღვდლად დაასხეს ხელი. XX ს-ის 10-იანი წლებში თბილისში, ჩუღურეთის წმ, ნიკოლოზის სახ. ტაძარში დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მლვდ. ხარლამპი ფრონტზე წავიდა და სამხედრო კაპელანად მსახურობდა. 1916 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1917 წელს სამკერდე ოქროს
ჯვარი მიიღო. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და თუქურმიშისის სამრევლოში დაინიშნა. 1918 წლიდან ისევ თბილისში, ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დიაკვნის შტატშია. 1920 წლის შემოდგომიდან დედოფლისწყაროს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. როგორც დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში გადმოგვცემს, მღვდელი ხარლამპი ეჭმიტანილი იყო მღვდელ ტიმოთე ბაკურაძის მკვლელობაში და იძულებული გახდა თბილისს გასცლოდაო. 1922 წელს კომუნისტებმა დაარბიეს წითელწყაროს (სახელი კომუნისტებმა გადაარქვეს) ეკლესია და იქიდან საეკლესიო ნივთები გაიტანეს.
დეკანოზი ნიკოლოზი ფრონტის ოფიცრებთან ერთად, ქ. ლანცუტი, 1915 წლის 27 აპრილი.
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ნოემბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი 1866-1956 (დასასრული)
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ საქართველოში დარჩენილი რუსული სამრევლოები და მოძღვრები არ ემორჩილებოდნენ საქართველოს საკათალიკოსოს და თბილისში მყოფი დეკანოზ იოანე სმირნოვის დაქვემდებარებაში იყვნენ. დეკანოზ სმირნოვს წითელწყაროში გაგზავნილი ჰყავდა ორი რუსი მოძღვარი: მღვდელი მათე კარტაშევი და საველიევი, რომლებიც მღვდელ ხარლამპის ეცილებოდნენ სამრევლოში. ბოდბის ეპარქიაში ჩასულმა ახალმა მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი), აქტიური ღონისძიებები ჩაატარა და 1925 წლის 28 დეკემბერს ორივე რუსი მოძღვარი ჩამოაშორეს წითელწყაროს სამრევლოს. როგორც თავის ანგარიშებში მღვდელმთავარი სტეფანე წერდა, იმჟამად წითელწყაროს სამრევლოში 800 კომლი ითვლებოდა. 1926 წლის 24 ივნისს ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) საკათოლიკოსო სინოდს სწერდა: „დაჯილდოებულ იქნენ შემდეგი სამღვდელოება, როგორც თანაბრად დატანჯულნი და განსაკუთრებით: მღვდელი იოანე მერებაშვილი, რომელიც დიდი მცოდნეც არის და დამხმარეც ეკლესიების გახსნაში და მღვდელი ხარლამპი ხუციშვილი, ფრიად გაწამებული ეკლესიის გახსნაში, დიდი მცოდნეც და მრევლისა მიერ დიდად მიჩნეული და პატივცემული წითელწყაროზედ, დამხმარე და მოცადინე უკეთესად მოწყობისა სამრევლო ცხოვრებისა“. მართლაც, საკათალიკოსო საბჭომ გაითვალისწინა მისი დამსახურებები დედაეკლესიის წინაშე და 1927 წლის 5 აპრილს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1929 წლის 4 იანვარს უკანასკნელად ჩანს დედოფლისწყაროს ტაძარში. 1930-1936 წლებში არ იხსენიება არცერთ ეპარქიაში. 1937 წლის 4 აპრილს თბილისში, ავლაბრის წმ. მარინეს სახ. ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა, სადაც 1938 წლის თებერვლამდე, მის დახურვამდე მსახურობდა. 1938 წლის 12 აპრილს თვის ბოლომდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზ ხარლამპის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მანგლისის საკათედრო ტაძარში მსახურებების ჩატარება დაევალა. 1943 წელს თბილისის მამა დავითის ტაძრის წინამძლვრად განამწესეს. დეკანოზი ხარლამპი 1956 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. დარჩა მეულლე ეკატერინე გიორგის ასული მჭედლიშვილი (დაბ. 1877წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1892წ.), იაკობი, მიხეილი, ეკატერინე.