სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ასათიანი თომა იოსების ძე 1912 წელს მღვდელი თელავში ასათიანი თომა იოსების ძე 1912 წელს მღვდელი თელავში
ბმულის კოპირება



გვარი ასათიანი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

ასათიანი თომა იოსების ძე 1912 წელს მღვდელი თელავში

1886 წელს წმინდა მარინეს სახელობის სკოლაში მასწავლებლად და მოწაფეთა გუნდის ლოტბარად მუშაობდა. შემდეგ სოფლის მღვდლად მსახურობდა (სოფ. ურიათუბანში და კახეთის სხვა სოფლებში). წერა ჟურნალ "ნობათში" დაიწყო. წერდა საყმაწვილო მოთხრობებსა და ამბებს, ზრუნავდა სწავლა-განათლების წარმატებაზე ("მწყემსი", 1884, №24), გალობის გავრცელებაზე ("ივერია", 1886,  №222) და სხვ. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1895-1911)

ბიბლიოგრაფია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი, დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.


1852 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა.

1885 წლის 15 მაისს გიმნაზია მასწავლებლის წოდებით დაამთავრა.

1886 წლის 3 იანვარს თბილისის წმინდა მარინეს ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად განამწესეს.

1892 წლის 26 მაისს დიაკვნად აკურთხეს და გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1895 წლის 21 მაისს მღლვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1902 წლის 10 აპრილს საგვერდულით დაჯილოდევევდა. მღვდელი თომა წლების მანძილზე იყო სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დეპუტატად საეპარქიო სხდომაზე.

1907 წლის 11 ივლისს შაშიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1921 წელს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1928 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელობის რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2023
ბოლო რედაქტირება 01.12.2023
სულ რედაქტირებულია 1




ასათიანი ფრიდონ დაბ. 1961წ. დეკანოზი, ზუგდიდის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრი დაბ. ოჩამჩირე

2 0

ასათიანი გიორგი დავითის ძე; 1846-1889წწ დღნორისის წმ. გიორგის ეკლესია წყალტუბო

2 0

გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი 1850-1931წწ (დეკანოზი) დაბ. სოფ. გალავანი (ბოკოწინი) მცხეთა

2 0

ასათიანი - გვარის 61 ღვთისმსახური

1 0

ასათიანი სასულიერო ოჯახი დღნორისიდან (წყალტუბო)

2 0

რეზო ასათიანი 1971-1992წწ. გარდ. სოფ.ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი.

4 0


ვალერი ასათიანი 1950წ. აკადემიკოსი, ფილოლოგი. დაბ. თბილისი.

1 0


ლიანა ასათიანი 1926-2014წწ მსახიობი, ექიმი. დაბ. თბილისი.

1 1


ლადო ასათიანი 1955წ. მეცნიერი, მხატვარი, ფილოსოფოსი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


ვლადიმერ სამსონის ძე ასათიანი 1901-1972წწ. ბიოქიმიკოსი, აკადემიკოსი. დაბ. ფერღანა, უზბეკეთი.

2 0


ნუგზარ ასათიანი 1937-1992წწ ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობა დაბ. ქუთაისი იმერეთი

4 0

6 5 5


თამილა ასათიანი ევროპის პრიზიორი სასტენდო და ტყვიის სროლა

1 0

0 2 0