სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნიკოლოზ შიო ძე ბარნაბიშვილი 1870-1928წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ბარნაბიაანთკარი კასპი ნიკოლოზ შიო ძე ბარნაბიშვილი 1870-1928წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ბარნაბიაანთკარი კასპი

1870-1928 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბარნაბიშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ნიკოლოზ შიო ძე ბარნაბიშვილი 1870-1928წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ბარნაბიაანთკარი კასპი

ნიკოლოზ ბარნაბიშვილი დაიბადა 1870 წლის 4 მარტს მღვდლის ოჯახში.

   1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1892 წელს დაამთავრა.

   1893 წელს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. იმავე წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა,  ამავე ტაძარში დანიშნა და მალევე მღვდლად დაასხა ხელი.

   1893 წელს საინგილოში, ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განამწესა. 1893 წლიდან 1897 წლის 12 თებერვლამდე ყორაგანის კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1896 წლის 29 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 12 თებერვალს ატენის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს. ამავე წლის 5 ივლისს გორის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1899 წლის 24 აგვისტოს თანაშემწის თანამდებობიდან  გადადგა. 1902 წლის 30 აპრილს ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაადგინეს. 1904 წლის 25 ივნისს მატნის წმ. ნიკოლოზის ტაძარში განამწესეს. ამავე წელს მატანის სამრევლო-საეკელსიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წლის 18 ოქტომბერს ვაქირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძრისა და სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. წლების მანძილზე იყო სასულიერო დეპუტატად გორის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტში, ასევე თელავი-სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტშიც. ჰქონდა ჯილდო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი. XX ს-ის 20-იან წლებში ანაფორა გაიხადა და თბილისში მასწავლებლად მუშაობდა. დასაფლავებულია თბილისში, კუკიის წმ. ნინოს ტაძრის სასაფლაოზე. მეუღლე სოფიო კასიანეს ასული კავკასიძე (1876) და შვილები: შიო (1893-1949), თამარი (1897) ელენე (1901), მახარე (1902), მირიანი (1904), დონარა (1906).  

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე ვუკოლ ბერიძემ 1918 წლის 28 სექტემბრის N23 ბრძანებით, ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი მღვდელი  ვაჟთა მე-2 გიმნაზიის იმავე საგნის მასწავლებლად დანიშნა 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: მღვდელი ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ბოცვაძე (ბაქრაძე) და ანდრია ივანეს ძე ბაქრაძე. 1919 წლის 26 სექტემბრიდან მღვდელი ნიკოლოზ ბარნაბიშვილი თბილისის ვაჟთა სასულიერო გიმნაზიაში საქმის მწარმოებლად და დაბალ მოსამსახურედ მუშაობდა. 1919 წლის 4 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებლის, მღვდლის, ნიკოლოზ ბარნაბიშვილის თხოვნა. როგორც მღვდელი იუწყებოდა, გიმნაზიას მისი თავიდან მოშორება და თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა სურდა. იმ მოსაზრებით, რომ სასულიერო სემინარიასაც ჰყავდა თავისი საქმისმწარმოებელი და გიმნაზიის შტატით ორი საქმის მწარმოებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთსა და იმავე თანამდებობაზე ერთსა და იმავე სასწავლებელში, მღვდელი თვლიდა, რომ თვითონ უნდა დარჩენილიყო საქმისმწარმოებლად მე-8 გიმნაზიაში.  საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი, ნიკოლოზ ბარნაბიშვილი განათლების სამინისტროს სთხოვდა ვაჟთა გიმნაზიის შტატზე დამტკიცებას, რადგან ბევრი შვილის პატრონი იყო და ხსენებული გიმნაზია მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო შვილების სწავლის ფულის გაღების საშეღავათოდ. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0