თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თბილისის გუბერნატორისა და კავკასიაში სწავლა-აღზრდის მზრუნველის წერილებს საზოგადოების ცალკეულ დარღვევებთან დაკავშირებით და გზავნიან პასუხს. ამ დარღვევების გამოსასწორებლად საზოგადოება ითხოვს ხელთუბნის სკოლის მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნას და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვას. წინარეხის სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობებენ, რომ სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალება 250 და არა 300 მანეთის აკრება. წინამძღვრიანთკარის სკოლას ეგზავნება სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები. თონეთის სკოლის მასწავლებელი ჯილდოვდება ერთი თვის ჯამაგირით. ილია ჭავჭავაძე გამოდის ქშწ-კგ საზოგადოებისთვის ვერაზე ორსართულიანი სახლის შეძენის ინიციატივით, მაგრამ გამგეობა მიიჩნევს, რომ ხარჯს ვერ გაწვდებიან და წინადადება არ კმაყოფილდება.
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 48.
პირთა ანოტაციები:
გამრეკელი სეით
ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი 1885 წელს.
ცხვედაძე იოსებ ზებედეს ძე (1855-1934)
პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.
გამრეკელი სეით.-1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.