სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ზაქარია გულისაშვილი 1857-1914წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯიმითი, გურჯაანი ზაქარია გულისაშვილი 1857-1914წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯიმითი, გურჯაანი

1857-1914 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გულისაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

362       ბეჭდვა

ზაქარია გულისაშვილი 1857-1914წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯიმითი, გურჯაანი


ზაქარია გულისაშვილი 1857- 24 იანვარი, 1914

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი, გურჯანიის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.


მასწავლებლობდა მეტეხში, პატარძეულში, კაკაბეთში, რუისპირში, საგარეჯოში; 1897 წელს ეკურთხა მღვდლად; იმავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი თხზულება "ორიოდე სურათი მოთხრობიდან"; მას ეკუთვნის მოთხრობები: "მარტიაანთ პაპა" (1879), "მეტივე" (1881), "ბედნიერი კუნჭული" (1881); ნარკვევები: "მგზავრის შენიშვნები" (1882), "აწინდელ კახეთზე და ქართლზე" (1884); ისტორიულ–ეთნოგრაფიული წერილები: "გარდაბანისა და გაჩიანის საერისთაონი და მათი ნაშთი" (1900), "ჩვენი ხალხის ზნე–ჩვეულებანი", "ქორწილი ქვემო ქართლში"; ავტორია აგრეთვე წიგნებისა: "ანბანი მშობლიურ ენის" და "საქართველოს ძველი დროის მეფეებზედ" (1886); 1903 წელს მისი წინასიტყვაობით გამოიცა პ. ლარაძის თხზულება "დილარიანი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.195

ბიბლიოგრაფია

გულისაშვილი ზაქარიაგულისაშვილი ზაქარია მიხეილის ძე1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მღვდელი  გომარეთის სკოლაში ექვსი წელი ასწავლიდა.  სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი , დანარჩენ საგნებს – ი. ფორაქაშვილი, ხოლო 1900 წლის მაისიდან მის მაგივრად დაინიშნა ერასტი გორდელაძე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, გომარეთის სკოლაში საღვთო სჯულს უსასყიდლოდ ასწავლიდა მღვდელი.


 ზაქარია გულისაშვილი დაიბადა 1857 წელს თბილისის მაზრაში, სოფელ ნინოწმინდაში მღვდლის ოჯახში. მისი მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო.

   ზაქარიამ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის შემდეგ ჩააბარა სამასწავლებლო გამოცდები და 17 წლის განმავლობაში თბილისის გუბერნიის სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.

    1893 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და თელავის მაზრის სოფელ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. აქ მსახურების დროს აირჩიეს თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად და მუშაობდა თელავის ეპარქიალურ სანთლის ქარხანაში ზედამხედველად.

    1897 წელს მამა ზაქარია დიდი გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც მან დააარსა სამრევლო–საეკლესიო სკოლა და თავად ასწავლიდა საღვთო სჯულს.

    1899 წელს მამა ზაქარია საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1903 წლის აღდგომაზე სკუფია უბოძეს. 1904 წლიდან საგარეჯოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და 1906 წელს თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. თბილისში მსახურების დროს მამა ზაქარია თბილისის ეპარქიალური სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 1911 წელს კამილავკა უბოძეს.

    მამა ზაქარია გარდაიცვალა 1914 წელს და დაკრძალულია წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი საგარეჯოში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1911)

ბიბლიოგრაფია

მღვდელი ზაქარია გულისაშვილი 1857-1914წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

მღვდელი ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილი 1857 წელს თბილისის მაზრაში, სოფელ ნინოწმინდაში, მღვდლის ოჯახში 
დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა –შაქრომ ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. დაამთავრა თბილისის 
სასულიერო სასწავლებელი და შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მხოლოდ ოთხი კლასი 
ისწავლა. სემინარიიდან წამოსულმა ჩააბარა სამასწავლებლო გამოცდები და 17 წლის განმავლობაში თბილისის გუბერნიის 
სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა. ბოლოს მასწავლებლობდა საგარეჯოს ორკლასიან სკოლაში.
გვ298

XIX საუკუნის 80-იან წლებში დაქორწინდა მღვდლის შვილზე, პელაგია ნიკოლოზის ასულ ხუციშვილზე· 
ძათ შვიდი შვილი შეეძინათ ქეთევანი (გათხოვილი იყო მღვდელ იოსებ იაკობის ძე ცუცუნაშვილზე· 
რომელიც კონდოლის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა), რუსუდანი, ნიკოლოზი,
ელიზბარი (შემდგომში – პოლკოვნიკი, დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს. დახვრეტის წინ ჩეკისტის შეკითხვაზე, ხომ იცი, სად და 
რისთვის მიგამგზავრებენო, ელიზბარმა უპასუხა: „ვიცი, მივდივარ, იმისათვის, რომ საქართველოსთვის მოვკვდეო"), მიხეილი, გიორგი 
(დახვრიტეს 1937 წელს) და ვასილი.
1893 წლის აგვისტოში საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) ჯერ დიაკვნად, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა
ხელი და თელავის მაზრის სოფელ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად დაინიშნა. აქ მსახურების დროს აირჩიეს თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად. 
მუშაობდა თელავის ეპარქიალურ სანთლის ქარხანაში ზედამხედველად· 
1897 წელს დიდი გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. გომარეთში მამა ზაქარიამ დააარსა 
სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა საღვთო სჯულს· ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისთვის 
1899 წლის 13 აგვისტოს საგვერდულით დალჯილდოვდა, ხოლო 1903 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს· 1904 წლის 14 
აპრილს საგარეჯოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1906 წელს თბილისის წმინდა მარინეს 
გვ299

სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, ქალაქში მსახურების დროს მამა ზაქარია 
თბილისის ეპარქიალური სასწავლებვლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1911 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 
მღვდელი ზაქარია 1914 წლის 24 იანვარს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 28 იანვარს მისი ნეშტი წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოს მიაბარეს. 
ამ დღეს ეკლესიაში წირვა შეასრულა გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე), არქიმანდრიტ პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით. 
განიცადეზე სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა გიორგი ასათიანმა, ხოლო პანაშვიდზე- მეუფე ანტონმა. ანდერძის შემდეგ მიცვალებული
ეკლესიიდან გამოასვენეს და ლიტანიით ეკლესიას შემოატარეს. საფლავზე სიტყვა წარმოთქვეს მღვდლებმა: ვასილ კარბელაშვილმა და
ისააკ ჩეკურიშვილმა, ასევე წმინდა მარინეს ტაძართან არსებული სკოლის მოწაფე ქალმა თარალაშვილმა. დასაფლავებას
დიდძალი ხალხი დაესწრო, მათ შორის, მასწავლებელ-მოსწავლენი ბრმების სასწავლებლისა, სადაც განსვენებული საღვთო სჯულს ასწავლიდა.
მის გარდაცვალებას იმჟამად გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში მრავალი ადამიანი გამოეხმაორა, ერთ-ერთი ასეთი 
იყო მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტი გიორგი ლეონიძე· გაზეთ სახალხო ფურცელში“ იგი წერდა: 
გვ300
„ულმობელმა სიკვდილმა კიდევ გამოგვტაცა ერთი საზოგადო მოღვაწე.. 24 იანვარს გარდაიცვალა მღვდელი ზაქარია 
(შაქრო) გულისაშვილი, რომელიც გუშინ მიაბარეს მიწას! 
განსვენებული აღსანიშნავია არა მარტო, როგორც კეთილი მწყემსი, არამედ როგორც საუკეთესო განძის შემტანი ჩვენს 
ღარიბ ლიტერატურაში. იგი იყო მეოთხმოცე წლების ერთი მოღვაწეთაგანი. მისი 
ლიტერატურული შრომა ჩვენს მწერლობაში, მართლაც, რომ აღსანიშნავია. სემინარიიდან გამოსვლის შემდეგ სოფლად მასწავლებლობდა, 
შეიყვარა დაჩაგრულ დაბეჩავებულთა ბინა, ჩასწვდა მათ გულის ნადებს, მიჰხვდა მათ კვნესა-სიხარულს და გაჰხდა მათი 
თანაზიარი და მესაიდუმლე... 
...და საკვირველი არ არის, რომ ბელეტრისტულ ნაწარმოებში თემად აქვს აღებული სოფელი და, უმთავრეს, გმირად გლეხი... 
გლეხთა აღწერაში მას ისეთივე ადგილი უჭირავს პროზაში, როგორც დავითაშვილს – პოეზიაში. მისი ,,მარტიანთ პაპა“ და 
,,მეტივე ბაციკა“ შეუდარებელი ტიპებია ჩვენს მწერლობაში. 
პირველი მისი მოთხრობა „მარტიანთ პაპა“ დაიბეჭდა „ივერიაში“ 1879 წელს. ამის შემდეგ განსვენებული თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიაში“,
 „იმედში“, „ცისკარში“, „დროებაში“. გაზეთ „ივერიაში“, „ახალ დროებაში“, „სავაჭრო გზაში“, „სახალხო გაზეთში“. 
ბოლო დროს მის წერილებს ხშირად ვხედავდით შარშანდელ „ჩვენს დროებაში“. იგი სწერდა მოთხრობებს სოფლის ცხოვრებიდან, ისტორიულ წერილებს,
ეხებოდა სადღეისო საჭირბოროტო საკითხებს და ეკონომიურ საკითხებს. სწერდა რუსულ გაზეთშიაც. სოფლის მასწავლებლობის დროს მან შეადგინა 
,,საანბანო წიგნი“. ეს წიგნი გავრცელდა ჩვენს სკოლებში, სანამ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ არ გაიდგამდა ფესვებს... ამავე დროს დასწერა და გამოსცა,
„ქართველი მეფეები“ საკითხი სოფლის სკოლებში ადვილი და გასაგები ენით. ბოლო დროს იგი სწერდა ვრცელ თხზულებას ,„ქართველი წმინდანე
გვ301
ბი'', მაგრამ საბოლოო დათავება აღარ დააცალა ულმობელმა სიკვდილმა. უკანასკნელ ხანში მან შეაგროვა თავისი 
ბელეტრისტული ნაწერები და ჰსურდა გამოეცა მაგრამ ვეღარ მოახერხა.
კარგი იქნება, თუ რომელიმე ჩვენი გამომცემელთა ამხანაგობა შეიძენს მის თხხულებათა კრებულს და გამოსცემს, რათა არ
დაიკარგოს.  
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ნეტარო მხცოვანო!..“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.09.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0