ფოტო გადაღებულია სოფელ ჭალატყეში 1896 წელს
იოსებ კვინიკაძე მართლმ. მღვდელი 1916 წელი ცხინვალი
1916 წლის 11 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ამ დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, მღვდელი იოსებ კაპანაძე, მღვდელი დავით კაპანაძე, ანა ნიკოლოზის ასული კანდელაკი, მღვდელი სპირიდონ კასრაძე, ალექსანდრე იოსების ძე კასრაძე, ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე, მღვდელი ელისე კვანჩახაძე, მღვდელი იოსებ კვინიკაძე.