ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-)
დაკრძალვის ადგილი:თელავი. ძველი სასაფლაო
დეკანოზიშვილი დიმიტრი ნიკოლოზის ძე. 1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის თელავის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, ანა იაგორის ასული ჩოლოყაშვილი, ნინო ივანეს ასული ერისთავისა, ალექსანდრე გიორგის ძე ზუროშვილი, სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანი, მიხეილ დავითის ძე მაჭავარიანი და მღვდელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი. 1892 წელს თონეთის სკოლაში იქაური მღვდელი საღვთო სჯულს ასწავლიდა.
დეკანოზიშვილი დიმიტრი, 1912 წლის 7 ივლისს თელავში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების წლიური კრება. თავმჯდომარემ დამსწრეებს გააცნო სავარაუდო შემოსავალი, რომელიც საზოგადოებას იმ დროისთვის შეიძლება მიეღო ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულიდან და ამ შემოსავლის ზრდის პერსპექტივა მამულში მდებარე ნაგებობებისა და წისქვილის შეკეთების შემთხვევაში. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.
დეკანოზიშვილი დიმიტრი, 1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს თელავის სამკითხველოს წევრთა შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სამკითხველოს თელავის განყოფილებისთვის გადაცემას. ხმათა უმრავლესობით კრებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა სამკითხველოს წევრთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ითხოვდა. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.
დეკანოზიშვილი დიმიტრი, 1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის იმდროინდელი მდგომარეობა. ხმათა უმრავლესობით კრებამ გამგეობას დაავალა თავადაზნაურობის წინაშე შუამდგომლობა მამულის გასამართავად და შენობების შესაკეთებლად თანხის მოსაპოვებლად. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე, წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.
დეკანოზიშვილი დიმიტრი. 1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, ილია სპირიდონის ძე გოგოლაშვილი, მღვდელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი, კაპიტონ დიმიტრის ძე ბაქრაძე და ივანე ზურაბის ძე ბარკალაია.