ლევან ვარდიაშვილი მართლმ. მღვდელი 1912 წელს თელავში
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ილია პავლეს ძე გორდეზიანი, მღვდელი ლევან ვარდიაშვილი, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მღვდელი იოანე (ივანე) ზარიძე და ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი.