სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ვასილ ფილიპეს ძე კანანაძე 1870-195? დეკანოზი დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი ვასილ ფილიპეს ძე კანანაძე 1870-195? დეკანოზი დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი
ბმულის კოპირება



გვარი კანანაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

343       ბეჭდვა

ვასილ ფილიპეს ძე კანანაძე 1870-195? დეკანოზი დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

ვასილ კანანაძე დაიბადა 1870 წელს თელავის მაზრის სოფელ კონდოლიში სასულიერო წოდების ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კლასი.


   1894 წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ქვეშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დანიშნა.

   1899 წელს ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინეს და ამავე წელს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1902 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1912 წლიდან მამა ვასილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1913 წელს სკუფია უბოძეს.

   1915 წელს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1925 წელს კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა, ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია.

   მე-20 საუკუნის 30-იან წლების ბოლოს თბილისში გადმოვიდა.

   1944 წლიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად ირიცხებოდა.

   დეკანოზს ჰყავდა მეუღლე ნინო გრიგოლის ასული და შვილები: იროდიონი და გრიგოლი.

       დეკანოზი ვასილი, სავარაუდოთ მე 20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა

    ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

    • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-)

    საკონტაქტო ინფორმაცია

    • სახლი
      მისამართი:სოფ. იყალთო, თელავის მაზრა
    • 1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი, დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.
      1913 წლის პირველ იანვარს ქქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, დავით მარკოზის ძე აბაშიძე, მიხეილ გიორგის ძე კულულაშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.





      კონტაქტი Facebook

      საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

      დავით ფეიქრიშვილი
      დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2023
      ბოლო რედაქტირება 27.09.2023
      სულ რედაქტირებულია 1





      მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

      2 0

      საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

      2 0

      15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

      1 0

      იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

      საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

      1 0


      საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

      1 0


      3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

      1 0