სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი 1870-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი 1870-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი

1870-1932 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ნინიკაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

313       ბეჭდვა

კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი 1870-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი

კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი 1870-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი

კონდრატე ნინიკაშვილი დაიბადა 1870 წელს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში მედავითნის ოჯახში.


   1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1893 წელს დაამთავრა.

   1894 წელს დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და ახლად გახსნილი გოგაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესეს.

   1896-1898 წლებში გოგაშენის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ მუშაობდა.

   1898 წელს ტიბაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

   1899 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1902 წელს სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.

   1903 წელს სკუფია უბოძეს.

   1910 წლიდან მამა კონდრატე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სიღნაღის განყოფილების, ხოლო 1917 წლიდან თბილისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1912 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ბოდბისხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1921 წელს აღარ იხსენიება ამ სამრევლოში.

   1922 წელს ლაგოდეხის სამრევლოში მსახურობდა.

   1925 წელს ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. ჰყავდა მეუღლე ვერა გიორგის ასული და შვილები: ელენე, გიორგი, სიმონი, ვახტანგი და ბარბარე.

   დეკანოზი კონდრატე გარდაიცვალა 1932 წლის 20 ნოემბერს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1913 წელს მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დააარსა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში; ჯუგაანშივე ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილის მაღაზიაში გახსნა სასწავლო ნივთების საწყობი. მაღაზიამ უფასოდ იკისრა სასწავლო ნივთებით ვაჭრობა განყოფილების სასარგებლოდ. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ფილიალის თავმჯდომარემ და მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა.

1913 წელს მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1913 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ ერთხმად აირჩია: გამგეობის თავმჯდომარედ – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი; გამგეობის წევრებად – პროვიზორი სოლომონ გრიგოლოს ძე კურცხალია, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი; კანდიდატებად – მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი.

კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ საქმიანობა 1913 წლის 15 აგვისტოდან დაიწყო. განყოფილებამ წლის განმავლობაში ხუთი სხდომა გამართა და რვა საქმე განიხილა.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1914 წელს მაჩხაანის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 346 მანეთსა და 73 კაპიკს, გასავალი – 229 მანეთსა და 73 კაპიკს. ფილიალს ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში, ჰყავდა 41 წევრი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარემ, მღვდელმა ნიკანდი დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, განყოფილების წევრებმა მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვიმა და იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა.

ნინიკაშვილი კონდრატე 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ შეძლო სამყოფელი გამოენახა ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის: წელიწადში 48 მანეთად მოურიგდა მღვდლის – იოსებ ტუკუშაშვილის ქვრივს და მის სახლში ორი პატარა ოთახი ერთ ფართო სამკითხველოდ გადააკეთა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: იაკობ მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე დავითის ძე. 1913 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ ერთხმად აირჩია: გამგეობის თავმჯდომარედ – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი; გამგეობის წევრებად – პროვიზორი სოლომონ გრიგოლოს ძე კურცხალია, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი; კანდიდატებად – მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი.
ნინიკაშვილი კონდრატე მღვდელი. 1914 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილება უმორჩილესი თხოვნით მიმართავს მთავარ გამგეობას, რათა ორმოცი თუმნის წიგნები და სასკოლო ნივთები ანდონ ფილიალს საწყობიდან (ხელმომწერნი: გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები – მიხეილ მატიაშვილი, მღვდელი მიხეილ მენთეშაშვილი, დიმიტრი გონაშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე  1913 წელს მღვდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე.
ნინიკაშვილი კონდრატე  1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში მაჩხაანის ფილიალის თავმჯდომარე (მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) წუხილს გამოთქვამდა უთეატრობის გამო, რადგან საგანგებო შენობის უქონლობა ხელს უშლიდა წარმოდგენების გამართვას განყოფილების სასარგებლოდ. თავმჯდომარის თქმით, თეატრის ასაშენებელი თანხის შესაგროვებლად ხუთი ყულაბაც კი ჰქონდათ დადგმული სხვადასხვა ადგილას.
ნინიკაშვილი კონდრატე  მღვდელი.-1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას შესაძლებლობა მიეცა გახსნილი ყულაბებიდან ამოღებული თანხით ფილიალის სამივე ბიბლიოთეკა მოემარაგებინა საჭირო გაზეთებით (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობის (თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) 1914 წლის ანგარიშის თანახმად, განყოფილების გასაძლიერებლად წარმოდგენა-სეირნობების გამართვა ალექსანდრე ნადირაშვილს ჰქონდა დაკისრებული.
ნინიკაშვილი კონდრატე. 1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას, საანგარიშო მოხსენების თანახმად, სამი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა, კერძოდ – ჯუგაანში, ქვემო და ზემო მაჩხაანში (ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე.- საწევროების გადაუხდელობის გამო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ 1915 წელს ყველა სოფელში აირჩია საპატიო პირები, რომელთაც ქვითრების წიგნით კარდაკარ უნდა ჩამოევლოთ წევრებისათვის და განყოფილების კუთვნილი თანხა აეკრიფათ (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობისთვის 1914 წლის 16 მარტს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მაჩხაანის ფილიალის 1913 წლის შემოსავალი 403 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 377 მანეთსა და 88 კაპიკს, მონარჩენი თანხა (25 მან.,67კაპ.) წიგნების საწყობში იყო დაბანდებული (ხელს აწერენ: თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია).
ნინიკაშვილი კონდრატე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის გასავლის ნაწილში აღნიშნულია ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის აკაკის ფონდში გადარიცხული 17 მან.,86 კაპ.(გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე.- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავად შექმნილმა კომისიამ მხოლოდ ერთი სალიტერატურო საღამო მოაწყო 1915 წლის 9 ივნისს აკაკი წერეთლის დაბადების დღის აღსანიშნავად (შემოსავალი – 17 მანეთი და 86 კაპიკი). განყოფილების ანგარიშის თანახმად, საომარი მდგომარეობით გამოწვეულ საზოგადო უხალისობას კომისიის მოთავეთა შორის უთანხმოებაც დაერთო და მეტი აღარც შეკრებილან (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე.-1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 45 მანეთად თორმეტი ჩალის სკამი შეუძინა ადგილობრივ ბიბლიოთეკას, ჯუგაანის ბიბლიოთეკას კი 20 მანეთის შემწეობა აღმოუჩინა სამკითხველოს მოსაწყობად (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).
ნინიკაშვილი კონდრატე.-1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ შემდეგი შესწორებები შეიტანა წლის ხარჯთაღრიცხვაში: სასწავლო წიგნებისა და ნივთების საწყობისათვის გადაიდოს 200 მანეთი, ქვემო მაჩხაანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის – 160 მან., ჯუგაანის სამკითხველოსთვის – 80 მან., ზემო მაჩხაანისთვის – 70 მან. (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2023
ბოლო რედაქტირება 29.09.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0