სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი მართლ. მღვდელი 1913 წელს დაბ. სოფ. მაჩხაანი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი მართლ. მღვდელი 1913 წელს დაბ. სოფ. მაჩხაანი
ბმულის კოპირება



გვარი მენთეშაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

336       ბეჭდვა

ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი მართლ. მღვდელი 1913 წელს დაბ. სოფ. მაჩხაანი

1913 წელს მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მჭედლიშვილი და ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

მენთეშაშვილი ეგნატე 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ შეძლო სამყოფელი გამოენახა ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის: წელიწადში 48 მანეთად მოურიგდა მღვდლის – იოსებ ტუკუშაშვილის ქვრივს და მის სახლში ორი პატარა ოთახი ერთ ფართო სამკითხველოდ გადააკეთა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: იაკობ მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი).
მენთეშაშვილი ეგნატე ყარამანის ძე 1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო მღვდელი  .
მენთეშაშვილი ეგნატე ყარამანის ძე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის ანგარიშის თანახმად, განყოფილების თავმჯდომარე იყო მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, მდივანი – მასწავლებელი ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, ხაზინადარი – პროვიზორი სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია; გამგეობის წევრები: ბლაღოჩინი კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, მასწავლებელი რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი; სარევიზიო კომისიაში შედიოდნენ: მასწავლებელი ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, მასწავლებელი ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი.
მენთეშაშვილი ეგნატე  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ 16 სხდომაზე 45 საკითხი განიხილა. წევრთა დასწრების მხრივ ვითარება ასეთი იყო: მიხეილ მატიაშვილი სამ სხდომას ესწრებოდა, დიმიტრი გონაშვილი – ექვსს, იაკობ მენთეშაშვილი – შვიდს, კირილე ღვთისავარიშვილი – არცერთს (ორ სხდომას უნდა დასწრებოდა), ალექსანდრა მჭედლიშვილი – არცერთს (ავადმყოფობდა). ანგარიშს ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი ნიკანდი ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, განყოფილების წევრები – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი და იაკობ მენთეშაშვილი.
მენთეშაშვილი ეგნატე,-1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 45 მანეთად თორმეტი ჩალის სკამი შეუძინა ადგილობრივ ბიბლიოთეკას, ჯუგაანის ბიბლიოთეკას კი 20 მანეთის შემწეობა აღმოუჩინა სამკითხველოს მოსაწყობად (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).
მენთეშაშვილი ეგნატე. 1913 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გ. ბურჭულაძე) თბილისის გუბერნატორს აცნობებს (№ 74), რომ სიღნაღის მაზრის სოფ. ქვემო მაჩხაანში იხსნება საზოგადოების ფილიალი (საფუძველი – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფი) და აცნობს არჩეული გამგეობის შემადგენლობას: თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, წევრები – ალექსანდრე ინაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი.
მენთეშაშვილი ეგნატე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 1915 წელს თორმეტი სხდომა ჩაატარა და ოცდათხუთმეტი საქმე გაარჩია. ანგარიშის თანახმად, წევრთა დასწრების სურათი ასეთია: თავმჯდომარე კონდრატე ნინიკაშვილი და ხაზინადარი სოლომონ კურცხალია ყველა სხდომას ესწრებოდნენ, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი შვიდ სხდომას დაესწრო, იაკობ მენთეშაშვილი – ექვსს, ალექსანდრა მჭედლიშვილი – რვას, რაჟდენ კიკილაშვილი – ორს, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი – ხუთს.
მენთეშაშვილი ეგნატე. ქვემო ქიზიყში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის დამფუძნებელთა კრების მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი ოქმის თანახმად, 1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის, მამა ეგნატე მენთეშაშვილის მოწვევით გაიმართა ორმოცკაციანი კრება, რომელმაც დაადგინა განყოფილების გახსნა და გამგეობის ადგილსამყოფლად სოფელი ქვემო მაჩხაანი გამოაცხადა. ფილიალის ნამდვილ წევრად ოცდაათი პირი ჩაეწერა, რომლებმაც გამგეობის წევრებად მღვდელი ლუკა ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარედ − მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი.
მენთეშაშვილი იაკობ დავითის ძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს  სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).
მენთეშაშვილი იაკობ  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ იქნა არჩეული (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).
მენთეშაშვილი ივანე. 1913 წელს მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მჭედლიშვილი და ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები.
მენთეშაშვილი ივანე..-1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში 41 წევრი ირიცხებოდა, მათ შორის: მღვდელი დავით ნაცვლიშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, მინა მალაქიას ძე მარუაშვილი, ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია (ხაზინადარი), ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ილია იოსების ძე მენთეშაშვილი, თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი.

ირაკლი მენთეშაშვილი დაიბადა 1912 წლის 10 მაისს სიღნაღის რაიონ სოფელ ქვემო მაჩხაანში. მამამისი ეგნატე სასულიერო პირი იყო, შემდგომში თბილისის ქალთა გიმნაზიის ლექტორი. დედამისი იყო ოლღა პოპიაშივი. ჰყავდა ერთი ძმა მიხეილი და სამი და: ქეთევანი, მარგალიტა და ნინო.
გასაბჭოების შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდნენ თბილისში მისამართზე ნინოშვილის ქ. N45, სადაც ცხოვრობდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, სადაც დაიბადნენ 1939 წელს ჯუმბერი და 1941 წელს ნათელა და სადაც გაატარეს ბავშვობა და ახალგაზრდობა.

ბატონმა ირაკლიმ სკოლა თბილისში ოქროს მედალზე  დაამთავრა. უმაღლესი ცოდნა მიიღო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაშინ „სი“ ერქვა რუსულად ги ( государственныи институт). მიღებული ჰქონდა მშენებელი ინჟინერის წითელი დიპლომი.

ომის დაწყების პირველივე დღიდან გაიწვიეს საინჟინრო სამხედრო ნაწილში. ომის წლებში იგი ტყვედ ჩავარდა. 1949 წელს შინაგან საქმეთა კომიტეტიდან მის მეუღლეს აცნობეს, რომ ბატონი ირაკლი ცოცხალი იყო და ცხოვრობდა ლონდონში. შ.ს.კ ყოველნაირად ცდილობდა ჩამოეყვანათ სამშობლოში, რათა შემდგომ დაეპატიმრებინათ. ხშირად მის მეუღლეს  შუაღამისას იძახებდნენ კომიტეტში. ერთხელ 1951 წელს უთქვამთ თქვენი ბედი ბეწვზე ეკიდა და გადასახლებას გადაურჩითო. აქ აწერინებდნენ წერილებს ქალბატონ ვერას ლონდონში გასაგზავნად.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, წერილებს ფოსტით აგზავნიდნენ და იღებდნენ.

1959წელს ბატონი ირაკლი იქაურ ოჯახთან ერთად (მეორე მეუღლე ფრანცესკა და ოთხ შვილთან ნოდარი, თამრიკო, ეგნატე და ქეთევანი) საცხოვრებლად აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გადავიდა. ოცნებობდა თავისუფალ საქართველოზე, ნატრულობდა მისი ძვლების ქართულ მიწაში დამარხვას. მისი თხოვნით, წელიწადში ორჯერ, საქართველოდან ოჯახის წევრები ამანათით უგზავნიდნენ შვინდის, კაკლის, მურაბას და მწვანილის სუნელებს.

აქედან ჩასულ კულტურის მუშაკებს თუ სპორტსმენებს პატიჯებდა ხოლმე თავის ოჯახში. შემორჩენილია იქ გადაღებული სურათი, ჩოგბურთელებთან მეტრეველთან და კაკულიასთან ერთად.

მეორე მსოფლიო ომის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილმა ირაკლი მენთეშაშვილმა სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეინარჩუნა ქართული სული. მის ამერიკელ შვილებს ქართულსაც კი ასწავლიდა, ხოლო ქართულ ოჯახთან მხოლოდ მანძილი აშორებდა. თავისი მხრიდან ცდილობდა, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გაეკეთებინა მათთვის. შვილებს სთხოვდა ყველა პირობებისა და მიზეზებისთვის სათანადო ანგარიში გაეწიათ და ღირსეულ მამად ეგულებინათ.

იგი თავის მეუღლეს - ვერასა და შვილებს ჯუმბერსა და ნათელას სთხოვდა წერილების ქართული მარკებით გაგზავნას, ამბების დაწვრილებით აღწერას, რათა უფრო დიდხანს „ემოგზაურა“ თავის სამშობლოში.
Picture
წერილები

რომლებიც მოვიპოვეთ საქართველოში მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებთან სტუმრობისას.

წერილში ნათლად ჩანს, რომ მამა-შვილურ სიყვარულისთვის მანძილს არ აქვს მნიშვნელობა და თუ როგორ არიგებს შორეული ამერიკიდან ბატონი ირაკლი თავის შვილს მომავალი სპეციალობის არჩევაში გადაწყვეტილების მისაღებად.

ეს წერილი მან, 23 წლის, ჯარიდან დაბრუნებულ ჯუმბერს გაუგზავნა, რომელსაც მომზადება და უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა უნდოდა. ამაში კი მამის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.

ბატონმა ირაკლიმ ვაჟი დაამშვიდა, აუხსნა, რომ სწავლა გვიანი არასოდესოდესაა. ნებისმიერი ადამიანი, რამდნეი წლისაც არ უდნა იყოს, ყოველ დღე რაღაც ახალს იგებს.

„მთავარია, არა მარტო სურვილი, განზრახვა და დაგეგმვა, არამედ ნებისყოფა, წინააღმდეგობათა გადალახვა და განზრახულის ასრულება.

არის შემთხვევები, როცა რამის ასრულებას წინ ეღობება, ამა თუ იმ პიროვნებაძე დამოუკიდებელი, გადაულახავი დაბრკოლება. ასეთ შემთხვევაში, ესა თუ ის პირი ბედს უნდა დაემორჩილოს. თუ ვერ შეასრულა  მისი ბრალი არ არის  და ვერც ვერავინ დაზრახავს.“

ჯუმბერის მიზნის აღსრულებაში კი ბატონი ირაკლი  ვერ ხედავდა ისეთ დაბრკოლებას, რომლის გადალახვა შეუძლებელი იყო, რადგანაც მას მიაჩნდა, რომ ადამიანი უნიჭო ძალიან იშვიათად იბადება.

ბატონი ირაკლი სულ ცდილობდა საქართველოში და ამერიკაში მცხოვრებ და-ძმებს შორის ურთიერთობისა და სიყვარულის გაღვივებას და ამიტომ ცდილობდა რაღაც საერთო მოეძებნა მათ შორის. ამის მაგალითია მისი სიტყვები:

დარწმუნებული ვარ, შენ გაქვს სწავლისათვის საჭირო ნიჭი. როგორც ერთხელ მოგწერე, ჯერ კიდევ 3წლის არ იყავი, ანბანი არ იცოდი, მაგრამ დედა-ენის წიგნს, სურათის მიხედვით მთლიანად ამბობდი.

ესევე, როგორც პატარა ეგნატემ (5.5წლის) ჯერ ნოტები არ იცის, მაგრამ პიანინოზე, ნოდარზე და თამარიზე კარგად უკრავს (მიბაძვით), რომელიც ნოტებით სწავლობენ.

საჭიროა ნიჭის სწორად გამოყენება, ამა თუ იმ პირის უნარისა და მისწრაფების მიხედვით.

პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ სპეციალობა, რა გსურს, რა გაინტერესებს, რა გინდა რომ გამოხვიდე.

მწერ - „მათემატიკური საგნები მეძნელება“-ო. საიდან იცი? რა ფაქტებიდან ასკვნი?

შეიძლება ეს მართლაც ასეა. არიან პირნი, რომელთაც მათმატიკა არ ეხერხებათ. ამ შემთხვევაში ისეთი დარგი უნდა შევარჩიოთ, სადაც მათემატიკა ნაკლებად არის გამოყენებული. მაგრამ, სანამ ამას გადავწყვეტთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათემატიკა მართლაც არ გეხერხება.

თუ საშუალო სკოლაში, მათემატიკურ საგნებში, მასწავლებელი ცუდ ნიშანს გიწერდა, ეს არაფერს ამტკიცებს. შეიძლება ზარმაცობდი. უმრავლეს შემთხვევაში, ნიჭიერი ხალხი მოწაფეობაში ზარმაცია, სახლში არ მაცადინეობს, ჰუმანისტურ საგნებს ნიჭით იხსომებს, რაც სკოლაში ესმით და ასე გააქვთ თავი. მათემატიკურ საგნებს, მუშაობა ჭირდება, ვისაც მუშაობა ეზარება, ასეთ საგანს იძულებით ერიდება. როცა დასჭირდება, მოკლე ვადაში, თავს და ბოლოს ვეღარ უგებს. მერე ფიქრობს მას ეს საგანი არ ეხერხება.

შეიძლება სხვა რამ მიზეზით დასაწყისში მათემატიკის რაობა ვერ გაიგე? ძირი ვერ შეისწავლე თუ საფუძველი არ იცი ანუ თუ არ გაქვს დასაყრდენი, შემდეგ საფეხურებს ევრ ააშენებ. ამ საკითხში სწორი დასკვნა მხოლოდ შენ შეგიძლია გააკეთო. ყველაზე უკეთ შენ იცი შენი წარსული. ჩაიხედე ღრმათ, მათემატიკის, ალგებრის, ტრიგონომეტრიის დაწყებიდან. ეგებ იპოვო რამე მიზეზი შენს ამ საგნებში სისუსტისა.

შეიძლება წერილი გამიგრძელდა მაგრამ ზემოთ მოყვანილი საჭიროდ მიმაჩნია.როგორც უკვე გითხარი გადახედე წარსულს დაიწყე მათემატიკური საგნების შესწავლა თავიდან,ნუ ასჩქარდები და ზერელათ ნურაფერს შეხედავ.ის რასაც მალე აითვისებ მალევე დაგავიწყდება.

პირველ რიგში მე გირჩევ ელექტრონის ინჟინრობას,არაენერგეტიკულს რომელიც მე დავამთავრე,არამედ ელექტრონულს,რომელიც ახალი,აქვს ყველაზე უკეთესი მომავალი.მეორე რიგში გირჩევ არქიტექტორულს ლამაზად სწერ და ცოტა ხატვის ნიჭიც გაქვს,კარგი არქიტექტორი იქნები.

სხვა დარგებიდან პირველ რიგში გირჩევ საექიმოს,მეორე რიგში იურიდიულს.

როგორც უკვე ავღნიშნე ზემოთ აღნიშნული არის მხოლოდ და მხოლოდ რჩევა,ძალას აქედან ვერაფერზე დაგატან და არც არის საჭირო.მთავარი გადამწყვეთი შენს მომავალზე შენ თვითონ ხარ.ერთს გთხოვ ძალიან შენი თავი კარგად შეამოწმე ყველა მხრივ და შემდეგ გადაწყვიტე.

უპირველეს ყოვლისა საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით ავღნიშნო,რომ შენც და ნათელაც და ძალიან მოკრძალებით და ფრთხილად მომმართავთ.არა ერთხელ მითქვია,თქვენ ხართ ჩემი ღვიძლი შვილები და ვალდებული ვარ მოგხედოთ მითუმეტეს ისეთ მომენტში როდესაც შვილის მომავალი მშობელზედ არის დამოკიდებული.

ძალიან გთხოვ მეტი სერიოზულობით მოჰკიდო ხელი მეცადინეობას. ეხლა გაჭირვება და მოკლება სჯობს, მერე სინანულს. როგორც ზევით ვთქვი მარტო მასწავლებელი, ვერას გიშველის. მასწავლებელს უდნა ჰკითხო ის, რასაც ვერ გაიგებ, რომ აგიხსნას და გაგიმარტოს დანარჩენი სენზედ არის დამოკიდებული.

შენ ბედმა გარგუნა და იზრდებოდი ისეთი სვინდისიერი და პატიოსანი პიროვნების გვერდით, როგორიც ბაბუა სარდიონი იყო. ამა თუ იმ პირის მოქცევა იმასთანაა დაკავშირებული, თუ რა პირობებში აღიზარდა იგი.

ტყუილის ართქმა მეტად მნიშვნელოვანი დ ა  დადებითი ხარისხია. ეს არის ჩამომავლობის თანდაყოლილი თვისება ადამიანში, თუმცა მისი სწავლაც შესაძლებელია.

სიმართლის აღიარება და მიღებული გაკვეთილიც მომავალში შეცდომის გამოსწორება ადამიანის ღირსებას მაღლა სწევს. უშნო ამპარტავნობა დასხვადასხვა ხრიკებით სუფთად გამოძრომის ძებნა საბოლოო ჯამში ასეთ პიროვნების ღირსებას ცემს.

ამ წერილიდან გამომდინარე ბატონი ირაკლი  იყო ღირსეული მამა, და ასევე  არაჩვეულებრივი მზრუნველი შვილი, რაც მისი სხვა წერილებში ამოვიკითხეთ.
მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, მრავალი წლის უნახავი დედის გარდაცვალებამ იგი ძალიან შეაწუხა. ეს იყო 1961 წელი.

ბატონ ირაკლის დიდი იმედი ჰქონდა, რომ ცოცხალს ნახავდა მონატრებულ დედას, რომელიც თავის სითბოს ამერიკელ შვილიშვილებსაც გაუნაწილებდა.

40 დღის თავზე,  პანაშვიდი პარიზის ქართულ ეკლესიასა და  ნიუ ორკის ბერძნულ ეკლესიაში გადაუხადა.
1962 წ დედის გარდაცვალებით დამწუხრებულ ირაკლი მენთეშაშვილს პატარა ირაკლის დაბადება აცნობეს, რომელმაც იგი ორმაგად გაახარა. ერთი ის, რომ გვარი გაგრძელდებოდა, მეორე. რომ მას შვინდისა და კაკლის მურაბები აღარ მოაკლდებოდა და მის სუფრაზე განსაკუთრებულად გაკეთებლ საცივში საქართველოდან გამოგზავნილი მწვანილის სუნელები იქნებოდა.
 
გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან, რომელსაც ბ-ნ ირაკლის ამერიკელი ქალიშვილი თამარი სწერდა თავის ქართველ დედმამიშვილებს ნათელასა და ჯუმბერს. იგი იწერებოდა, რომ მამის გადმოცემითა და ჩაგონებით, ქართული ოჯახი ბავშობიდანვე მათ გულში იყვნენ. ამერიკაში ახლო ნათესავები  არავინ ჰყავდათ. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ბევრჯერ უფიქრია და უნატრია თურმე მისი ქართველი და-ძმის გაცნობა  და მათთან დაახლოება. ეს მისი დიდი ხნის მისწრაფება და, რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლის ნატვრა ყოფილა. 

თამარს საქართველოში ჩამოსვლამდე დედისთვის უთქვამს  - „ერთი ან ორი კვირა დავრჩები, თუ არ მომეწონა, იქიდან იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში წავალ და მერე ჩამოვალ“ - ო. ორი კვირა კი არა, ორი თვე არ იკმარა და  შვებულება ერთი თვით  გააგრძელებინა. თავის ამერიკელ და-ძმასაც ნოდარს, ანტონიოსა და ქეთევანს გაუჩინა საქართველოს მონახულების სურვილი.

თამარმა საქართველოში ყოფნისას ქართულის კაბა და ჩიხტიკოპიც კი შეიკერა.

   აქ მინდა კიდევ ერთი ამონარიდი გაგაცნოთ მისი ერთ-ერთი წერილიდან:

„როგორ არის ვერა? თამარამ ხომ არ დაღალა? გადაეცი ჩემი კეთილი სურვილები დედაშენს და დაარწმუნე, რომ ცხოვრებაში იგი უფრო ბედნიერია, ვიდრე მე ვარ. მართალია ბევრი მწარე დღე გადაიტანა, მაგრამ ახლა ტკბილს ეგებება. მწარე დღეები არც მე მაკლდა, მაგრამ ტკბილს კი უთქვენოდ ვერასოდეს ვიგემებ.“ წერს ბატონი ირაკლი.


სტატიის ავტორია ვინმე ეგნატე მენთეშაშვილი:

1913 წელს მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მჭედლიშვილი და ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის ეგნატე მენთეშაშვილის თაოსნობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქვემო მაჩხაანის ფილიალის დამფუძნებელთა კრება, რომლის ოქმშიც წარმოდგენილია ოცდაათი ნამდვილი წევრის სია: ელენე ბოსტაშვილი, მღვდ. მიხეილ მენთეშაშვილი, გრიგოლ ლაპიაშვილი, გიორგი ბერძნიშვილი, იაკობ მენთეშაშვილი, სვიმონ ჯანყარაშვილი, მღვდ. იოანე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ კორაშვილი, მოსე ჯალიაშვილი, ვასილ ალადაშვილი, კონსტანტინე ნასრაშვილი, ზაქარია ფაშალიშვილი, რაჟდენ ჯალიაშვილი, მიხეილ ჯანყარაშვილი, იოსებ ქადაგიძე, მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ მენთეშაშვილი, მასწ. ილია მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ინაშვილი, სოლომონ კურცხალია, აბრამ მატიაშვილი, ალექსანდრე თათარაშვილი, დიმიტრი გონაშვილი, ვასილ ნადირაშვილი, ოლღა ნატროშვილი, ნიკოლოზ მელექსიშვილი, მიხეილ ზედელაშვილი. კრებამ გამგეობის წევრებად აირჩია ალექსანდრე ინაშვილი და მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, თავმჯდომარედ – მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი.

913 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ ერთხმად აირჩია: გამგეობის თავმჯდომარედ – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი; გამგეობის წევრებად – პროვიზორი სოლომონ გრიგოლოს ძე კურცხალია, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი; კანდიდატებად – მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი.

1914 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილება უმორჩილესი თხოვნით მიმართავს მთავარ გამგეობას, რათა ორმოცი თუმნის წიგნები და სასკოლო ნივთები ანდონ ფილიალს საწყობიდან (ხელმომწერნი: გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები – მიხეილ მატიაშვილი, მღვდელი მიხეილ მენთეშაშვილი, დიმიტრი გონაშვილი).

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში 41 წევრი ირიცხებოდა, მათ შორის: მღვდელი დავით ნაცვლიშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, მინა მალაქიას ძე მარუაშვილი, ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია (ხაზინადარი), ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ილია იოსების ძე მენთეშაშვილი, თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი.

მენთეშაშვილი მიხეილ მღვდელი. 1914 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილება უმორჩილესი თხოვნით მიმართავს მთავარ გამგეობას, რათა ორმოცი თუმნის წიგნები და სასკოლო ნივთები ანდონ ფილიალს საწყობიდან (ხელმომწერნი: გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები – მიხეილ მატიაშვილი, მღვდელი მიხეილ მენთეშაშვილი, დიმიტრი გონაშვილი).




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2023
ბოლო რედაქტირება 24.11.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0