ქოჩიაშვილი ისიდორე დავითის ძე 1900-1915 წელს თერჯოლის წმ. გიორგის (ჭაბუკთის) ეკლესიის მღვდელი.
1901 წლის პირველი იანვრიდან 1904 წლის 20 მაისამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა ლეღვნის სამინისტროს სასწავლებლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელია. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე 1902 წელს საშარჯულეთი დაჯილდოვებულია იმერეთის ეპისკოპოსის ლეონიდისაგან, 1905 წელს კი იარაღჩინით. უმაღლესი მთავრობისაგან 1911 წელს კამილავკით, 1915 წელს მკერდის ჯვრით. ასევე, აქვს მთავარდიაკვნობისა და მღვდლის გრამატები. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.