სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იოანე (ვანო) შიუკაშვილი მართლმ. მღვდელი 1877-1917წწ მოღვ. თელავი იოანე (ვანო) შიუკაშვილი მართლმ. მღვდელი 1877-1917წწ მოღვ. თელავი
ბმულის კოპირება



გვარი შიუკაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

318       ბეჭდვა

იოანე (ვანო) შიუკაშვილი მართლმ. მღვდელი 1877-1917წწ მოღვ. თელავი

იოანე შიუკაშვილი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იყო პატარა კახის კარის ეკლესიის დეკანოზი, სადაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე იღვაწა. მის ოჯახში სხადასხვა დროს სტუმრად ყოფილან ცნობილი და სახელოვანი ქართველი მამულიშვილები: ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, ანტონ ფურცელაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვ. იოანე შიუკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან, მის მიერ 1916 წლის 26 მარტს დაწერილი წერილი ინახება დიდი მეცნიერის არქივში, მიმოწერა ჰქონია აგრეთვე მოსე ჯანაშვილთანაც (ხელნაწერთა ინსტიტუტი, №1458; ლიტერატურის მუზეუმი, №21695). 1890 წელს თელავში, მის მიერ დიმიტრი ბაქრაძის პანაშვიდზე წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიის" 1890 წლის №42. 1897 წელს იოანე შიუკაშვილს ცნობილი მჭერმეტყველური სიტყვა წარმოუთქვამს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჭავჭავაძის ცხედრის გამოსვენებისას. მის მეუღლეს, ანა აბრამიშვილს დედის (ჩერქეზიშვილების) ოჯახიდან ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, მათი ოჯახის უმთავრესი ინტერესის საგანი იყო ქართული ენა და ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა. დრამატურგ ნიკო შიუკაშვილის მამა.  

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.179

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისია, წევრი (1916-)

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობამ სასწავლებლის მმართველობის წევრებად აირჩია სოლომონ ფირანოვი და იოანე შიუკაშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლიშვილი.

1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.

1889 წელს მღვდელმა იოანე შიუკაშვილმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ხელაევმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნიკო ჩოლოყაშვილს, იოანე შიუკაშვილს, ვასილ კიკნაძესა და სოსიკო მაჭავარიანს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.09.2023
ბოლო რედაქტირება 30.09.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0