სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ზაქარია საძაგლიშვილი 1867-1924წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ნიქოზი, გორი ზაქარია საძაგლიშვილი 1867-1924წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ნიქოზი, გორი

1867-1924 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება



გვარი საძაგლიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

323       ბეჭდვა

ზაქარია საძაგლიშვილი 1867-1924წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ნიქოზი, გორი


 ზაქარია საძაგლიშვილი დაიბადა 13 ოქტომბერი 1867 წელს, გორის მაზრის სოფელ ქვემო ნიქოზში, მღვდლის ოჯახში. 

    ზაქარია საძაგლიშვილმა გორის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი დაამთავრა. 1886 წელს ასატურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1888 წელს ხაჩირაანთკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.


    1898 წელს ზაქარია საძაგლიშვილი ახლად გახსნილი ძარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს და დიაკვნად აკურთხეს. 1901 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და იმერხევის ეკლესიაში დაინიშნა. 1908 წელს მამა ზაქარია ფხვენისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. 1915 წელს მღვდელი ზაქარია საგვერდულით დაჯილდოვდა.

    მამა ზაქარია ადრე დაქვრივდა და ჰყავდა შვილები: თამარი, გიორგი, ვახტანგი, ქეთევანი და ალექსანდრე. მისი შვილიშვილი, ისტორიკოსი ზაქარია საძაგლიშვილი თავის წერილში იხსენებს: მე ამ დიდებული ქართველის შთამომავალი ვარ, მაგრამ მომსწრე არ გახლავართ, რადგან დავბადებულვარ მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგო. 

    ზაქარია საძაგლიშვილი სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, კირიონ II (გიორგი იორონიმეს ძე საძაგლიშვილი)  ბიძაშვილი იყო, რომელსაც ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მამობრივი სიყვარული, ადრე დაობლებულ  ბიძაშვილ ზაქარიაზე და მის დებზე გადაუტანია. გიორგი (კირიონი) ზაქარიაზე უფროსი იყო და ამიტომ მატერიალურადაც უწევდა საჭირო მზრუნველობას. მნიშვნელოვანი ფულადი თანხაც მიუცია სახლის ასაშენებლად, რადგან ზაქარიას მამისგან საცხოვრებლად უვარგისი ბინა დარჩენია. კირიონი ხშირად ჩადიოდა ზაქარიასთან  სოფელში სტუმრად და არასდროს არ ავიწყდებოდა ვინმეს უსაჩუქროდ დატოვება.

    1921 წლის თებერვლის შემდეგ, ზაქარიას მღვდლობისათვის თავი დაუნებებია და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით ისე, რომ არც წვერი გაუპარსავს და არც ანაფორა გაუხდია.
    1924 წელს მამა ზაქარია დააპატიმრეს და ამავე წლის 1 სექტემბერს რუისში დახვრიტეს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1910-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სოფელი ქვემო ნიქოზი
  • 1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: დავით ივანეს ძე ბაქრაძემ, გიორგი დიმიტრის ძე კვალიაშვილმა, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილმა, ნიკოლოზ ალექსის ძე ხმიადაშვილმა, მღვდელმა ზაქარია საძაგლიშვილმა და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილმა.

    1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: მღვდელი ზაქარია საძაგლიშვილი, მღვდელი დავით სვიმონიშვილი, ფილიმონ ნიკოლოზის ძე სირაძე, მღვდელი ვლადიმერ ფილიპეს ძე უნაფქოშვილი, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, გიორგი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი, ივლიტა ანტონის ასული ფურცელაძე, კონსტანტინე გიორგის ძე ქარუმიძე, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ ნიკოლოზის ძე ჩაჩიკაშვილი.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.09.2023
ბოლო რედაქტირება 03.10.2023
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0