იოანე მრევლიშვილი დაიბადა 1850 წლის 2 იანვარს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში დეკანოზის ოჯახში.
1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და 1874 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ახაშენის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დანიშნა.
1877 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1882 და 1883 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა.
1887 წელს სკუფია უბოძეს.
1888 წელს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაადგინეს.
1897 წელს კამილავკა ეწყალობა.
1899 წელს თელავის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.
1901 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1909 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1912 წლიდან მღვდელი იოანე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვირი წევრი გახლდათ.
1914 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ერთი წლის შემდეგ, 1915 წელს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაინიშნა.
დეკანოზი იოანე 1915 წლის 9 მაისს გარდაიცვალა.
მრევლიშვილი იოანე ეგნატეს ძე. 1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ნამდვილ წევრთა სია: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი, ივანე დიმიტრის ძე მაყაშვილი, ნინო ალექსანდრეს ასული ჩოლოყაშვილი, თამარა ამბროსის ასული ხელაშვილი და ნინო დავითის ასული ვახვახიშვილი.
მრევლიშვილი იოანე ეგნატეს ძე. 1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ გიორგის ძე ხომიზურაშვილი, ელენე გიორგის ასული სულხანიშვილისა, ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილისა და მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი.
მრევლიშვილი იოანე ეგნატეს ძე. 1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი, დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: მიხეილ ვარდიევმა, პ. შიუკოვმა, მ. მირიანოვმა, იოანე მრევლიშვილმა, გრიგოლ თუშუროვმა, გიორგი მრევლიშვილმა, იოსებ ბიბილურმა და ს. ტოპოლაშვილმა.
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.