სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე 1806-1891წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე 1806-1891წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი

1806-1891 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ქიქოძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

404       ბეჭდვა

ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე 1806-1891წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი

ათანასე ქიქოძე დაიბადა 1806 წელს გურიის მაზრის სოფელ ბახვში მღვდლის ოჯახში.


   ათანასე გახლდათ იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის უფროსი ძმა. იცოდა ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა. სავარაუდოდ, მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სასწავლებელი.

   1841 წელს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა და ბახვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა.

   1843 წელს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაინიშნა.

   1865 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1869 წელს სკუფია უბოძეს.

   1881 წელს კამილავკა ეწყალობა.

   ათანასე მღვდელ მიღებული ჰქონდა ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი.

   1886 წლიდან ათანასე ქიქოძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1892 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი ათონის მთაზე თავის ძმას წერილს უგზავნის: "საყვარელო ძმაო და მამაო ბესარიონ! ამით გაცნობებ, რა დიდი მწუხარება და უნედურება გვეწია ჩვენ ყოველთა შენთა ძმებთა და ბიძაშვილებთა _ საბრალო ჩვენი ძმა დეკანოზი სიმონ გარდაიცვალა დეკემბრის 8 წარსული წლისას, და ამ წელს 8 იანვარს გარდაიცვალა ათანასე ჩვენი ძმა. ამას გწერ მისთვის, რომ ბეჯითად და ხშირად და გულსმოდგინეთ ილოცოთ მათთვის, რათა განუსვენოსთ სასუფეველსა შინა".

   ათანაზე მღვდელს ჰყავდა მეუღლე ქრისტინე და შვილები: მიხეილი, მოსე, იოსები, ნინო, მატა და ვასილი.

    ათანასე მღვდელი გარდაიცვალა 1891 წლის 8 იანვარს და დაკრძალულია სოფელ ბახვში, საგვარეულო სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

1876 წელს ოზურგეთის სოფელ ბახვის მცხოვრებლებმა – ათანასე ქიქოძემ, იბ. ქიქოძემ, გ. შარაშიძემ, როსტომ არობელიძემ, მელქისედეგ მახარაძემ – გაზეთ „დროებას“ გაუგზავნეს 4 მანეთი და 2 აბაზი აჯანყებულ ჰერცოგოვინელების შესაწირად.

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, მღვდელი ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე, მასწავლებლები გრიგოლ დავითის ძე შარაშიძე და გრიგოლ ივანეს ძე ქიქოძე იყვნენ საზოგადოების ნამდვილი წევრები.

1886 წელს მღვდელი ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.


შვილი მოსე ათანასეს ძე ქიქოძე

დაბადების თარიღი: 1842

გარდაცვ. თარიღი: 1914  (72 წლის ასაკში)

კატეგორია: ადვოკატი, იურისტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

      მოსე ქიქოძე დაიბადა 1845 წელს გურიის სოფელ ბახვში.  მოსე გახლდით იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის უფროსი  ძმის, ათანასე მღვდლის შვილი.


   მოსე ქიქოძემ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  იგი გახლდათ 70-იანი წლების რადიკალ-დემოკრატიული მიმართულების მოწინავე და თავისუფალი მოაზროვნე.


    1869-1872 წლებში მოსე ქიქოძე ჟურნალ „მნათობის“ აქტიური თანამშრომელი იყო და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა სხვადასხვა თემებზე. იგი თვლიდა, რომ ქართველმა ხალხმა შესაძლებელია თავისი ყოფა-ცხოვრება გაიუმჯობესოს და ეს მხოლოდ შრომის თავისუფლებითა და მისი განმტკიცებით შეიძლებაო: „შრომა მაშინ არის ნაყოფიერი, როდესაც მუშა დარწმუნებულია, რომ თავისი ნაშრომით თვითონვე ისარგებლებს“. იგი მოითხოვდა გლეხებისთვის მიწების დარიგებას და პროლეტარიატის საქმის მოწესრიგებას: „ჩვენთვის დიდი ბედნიერება იქნება, რომ სიღარიბის აცილებას ახლავე შევუდგეთ“. საქართველოში სამრეწველო კაპიტალიზმის დაწყება სასარგებლოდ მიაჩნდა, მაგრამ ამას კოოპერატიული ხასიათი უნდა ჰქონდესო. მოითხოვდა სასოფლო მეურნეობის განვითარებას, გზების გაყვანას და მრეწველობის განვითარებას. მისი აზრით, საზოგადოებრივი ჭირი იქიდან წარმოსდგება, როდესაც „ერთი მეტად მდიდრდება, მეორეს კი მეტად ნაკლები აქვს, ერთმა არ იცის რა უყოს თავის სიმდიდრეს და მაინც იმასვე მიელტვის, მეორეს კი არა აქვს საუნჯე ლუკმა“.


    მოსე ქიქოძე ჰგმობდა დედაენის დავიწყებას: „თუ კაცმა თავდაპირველად თავის სამშობლო ენა არ შეისწავლა, სხვა ენის შესწავლა მეტად ძნელი არისო“, ამიტომაც გაილაშქრა თვითმპყრობელობის იმ უკუღმართობის წინააღმდეგ, რომელიც ქართველობას გარუსების გზაზე აყენებდა და სამშობლო ენას ავიწყებინებდა. მას ხშირად და ბევრ საკითხზე ეკამათებოდა ნიკო ნიკოლაძე, რასაც ქიქოძე სასტიკი კილოთი სცემდა პასუხს.


   1880-იანი წლებიდან მოსე ქიქოძე ქართული სცენის და საერთოდ, კულტურული საქმიანობის აღორძინების ხელისშემწყობი იყო. ბოლო ხანს მწერლობას ჩამოეცალა და ვექილობას მიჰყო ხელი, რაშიც თავი ისახელა კიდეც. თავის სიტყვებში ხშირად გაბედულად ესარჩლებოდა დევნილ-შევიწროებულთ, უმეტესად სხვადასხვა ეროვნების დაჩაგრულებს და მათი გამოსარჩლებისათვის პასუხისგებაში მიცემულებს იცავდა.


    1892 წელს ვექილი მოსე ქიქოძე ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.


    1901 წელს ქუთაისში ჩამოვიდა რუსული დასი ს. ლიტვინისა და ვ. კრილოვის პიესით "კონტრაბანდისტები", რომლის შინაარსი ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელმაც ხალხის პროტესტი გამოიწვია. ქუჩაში აუარება ხალხი შეიკრიბა ანტისემიტური სპექტაკლის გასაპროტესტებლად. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა და ერთ ღამეში 200-მდე ადამიანი დააკავეს. სასამართლო პროცესზე, რომელსაც პრესაში გულშემატკივრები „სტუდენტთა საქმეს“ უწოდებდნენ, დაზარალებულთა დამცველად გამოდიოდა მოსე ქიქოძე. იგი დაცვის სიტყვაში უპირველესად სპექტაკლის ანტისემიტურ შინაარსზე და ებრაელთა შეურაცხყოფაზე საუბრობდა. მისი აზრით,  ლიტვინოვის და კრილოვის პიესის  მიზანი იყო „სიძულვილის თესვა და საზოგადოების წევრთა გადაკიდება, სადაც მთელი ერია გალანძღული და დამცირებული“. 1901 წლის სასამართლო პროცესზე მოსე ქიქოძემ შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა: „სიმპატიური პროტესტი, ადამიანური გრძნობით გამოწვეული, დასასჯელი კი არა, საქები უნდა იყოს.  არეულობის სახელი ასეთს პროტესტს კი არ უნდა დავარქვათ, არამედ იმისთანა პიესის წარმოდგენას, როგორიც არის „შვილნი ისრაელისა“. აი, ამგვარი კეთილშობილური გრძნობით იყვენენ სტუდენტები გამსჭვალულნი და ატაცებული, როდესაც ისინი თეატრში უკმაყოფილებას აცხადებდნენ“.


     1900-იან წლებში მოსე ქიქოძე სოციალ-ფედერალისტების პარტიას მიემხრო.  რეაქციის წლებში მეფის მთავრობამ პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში ჩასვა. 1912 წელს სოციალ-ფედერალისტთა პარტიამ, მისი კანდიდატურა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად წამოაყენა.


    1912 წელს მოსე ქიქოძე უკვე ნაფიცი ვექილი იყო. ამავე წელს იგი ქუთაისის წვრილ მემამულეთა არჩევნებში მონაწილეობდა.


    მოსე ქიქოძე გახლდათ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის პირველი თავმჯდომარე, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და ქუთაისში აკაკის საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე.


    მოსე ქიქოძე გარდაიცვალა 1914 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

"ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა

საკონტაქტო ინფორმაცია

სახლი

მისამართი: ქუთაისი





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2023
ბოლო რედაქტირება 02.10.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0