1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: მიხეილ ხარიტონის ძე ონიაშვილმა, მარო ივანეს ასულმა დავითაშვილისამ, მღვდელმა ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელმა, თამარა გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვისამ, აბრამ ილიას ძე ბოსტოღანაშვილმა, ისაკ ილიას ძე ბოსტოღანაშვილმა და იულია რაჟდენის ასულმა კვალიაშვილისამ.
1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მიწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩია 30 პირი. კერძოდ: იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, ნიკოლოზ სამსონის ძე გელაძე, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, არჩილ ზიკოს ძე დედანაშვილი, ივანე ევსევის ძე ორჯონიკიძე, ალექსი დავითის ძე ჯაბიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე, ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელი, ფარსადან ევსევის ძე ლაშხი, თამარ ლევანის ასული ერისთავი, გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, სამსონ სევასტის ძე ბასიშვილი, ლადო ალექსანდრეს ძე ცერაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი.
1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ დაბა ცხინვალში მიწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ: ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი და ვასილ ანტონის ძე ხიდაშელი.
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი ერმოლოზის ძე ღვთისავარაშვილი, მღვდელი ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელი, იასე ლევანის ძე ხიმშიაშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ხუციშვილი, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, ალექსი დავითის ძე ჯაბიძე, მღვდელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ვასილ გიორგის ძე ჯოხაძე.
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ჯორჯაძე, ვასილ ხიდაშელი და სამსონ ცენტერაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.