- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრი (1914-1915)
1912 წლის 6 მაისს ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა ევგენი შენგელაიამ.
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას დ. ზუგდიდში იმ წლის 6 მაისს გამართული კრების თავმჯდომარე ევგენი შენგელაიამ გაუგზავნა კრების ოქმი. კრება ეხებოდა ზუგდიდის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს არჩევას.
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფმა შეატყობინა, რომ იმ წლის 6 მაისს ჩატარდა კრება, რომელიც ეხებოდა ზუგდიდის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს არჩევას. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე მღვდელი ევგენი შენგელაია.
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ევგენი გიორგის ძე შენგელაია, ანასტასია იაკობის ასული შუშანია, გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანი და ანტონ ბახვას ძე ჩიჩუა.
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების ახლად არჩეული პირები: ივანე ქავთარაძე, ნესტორ ცანავა, სამსონ თათარაშვილი, ევგენი შენგელაია და ბაგრატ უგულავა.
მთავარხუცესი დეკანოზი ევგენი შენგელაია
დეკანოზი ევგენი (ერში იუსტინე) გიორგის ძე შენგელაია დაიბადა
ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში (1872 ან 1873 წელს (5, გვ.12).
1891-1896 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში,
იყო წარჩინებული სემინარიელი და ეძლეოდა სტიპენდია.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ სად და რომელ ტაძარში დაიწყო მან მოღვაწეობა.
ცნობილია, რომ 1895 წელს იგი სამღვდელო ხარისხშია (4, გვ.12). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების სენაკისა და ზუგდიდის სამაზრო განყოფილებების აქტიური წევრი, ცნობილია როგორც ზუგდიდის
მაზრაში საკვირაო სკოლების დამაარსებელი (6).
1905 წლის რევოლუციური გამოსვლების ჩახშობას სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვა. გენერალ ალიხანოვ-ავარსკის
დაქვემდებარებაში მყოფმა ერთ-ერთმა დამსჯელმა რაზმმა 1906 წლის თებერვლის დასაწყისში ზუგდიდის მაზრის სოფლებში მოსახლეობა ააწიოკა,
ეჭვმიტანილი გლეხების სახლები გადაწვა და სოფელ ობუჯისკენ გაემართა. საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერია მამა ევგენი, მან შეაჩერა საეგზეკუციო
რაზმი, მისმა კეთილგონივრულობამ და ავტორიტეტმა სოფლის მოსახლეობა სისხლიანი ანგარიშსწორებისაგან იხსნა (5, გვ.10-12). 1910 წლის 6
აპრილს გაცემული ერთ-ერთი ცნობით, მთავარხუცესი მღვდელი ევგენი შენგელაია ამ დროს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს
ზუგდიდის სამაზრო განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე მსახურობს.
1910 წლის 26 აგვისტოს სოფელ ობუჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გურია-სამეგრელოს ეპარქიის
გვ243
ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამეუფეო წირვა აღავლინა, მეუფემ სიტყვით მიმართა მრევლს. გაზეთ ,,შინაური საქმის'' ცნობით,
მათ სადილი მიირთვეს მთავარხუცეს ევგენი შენგელაიას სახლში (7, გვ.11-14).
საქართველოს ეგზარხოს პლატონს (როჟდესტვენსკი) 1917 წლის 26 თებერვალს შეხვდა გურია-ოდიშის სამღვდელოების დეპუტაცია,
რომლის შემადგენლობაში დეკანოზი ევგენი შენგელაია, კეთილმოწესე მღვდელი კირილე ჯავახია და მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე იყვნენ. მათ მიტროპოლიტ
პლატონს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით გურია-ოდიშის
სამღვდელოების კრების დადგენილება გააცნეს. აღნიშნულია, რომ ეგზარხოსმა დელეგაციის წევრებს ყურადღებით
მოუსმინა. ამავე დროს, დეპუტაცია ამ საქმეზე შეხვდა მეფისნაცვალს. უცნობია, თუ რა შედეგით დამთავრდა შეხვედრა
(51). მამა ევგენის შთამომავალმა, მღვდელმა გიორგი შენგელაიამ მასზე წერილობითი ცნობები და ფოტოები მოიძია.
იგი წერს: ,,რამდენადაც ვიცი, ის იყო ობუჯის მთავარანგელოზთა ეკლესიის ბოლო მღვდელმსახური'' (4, გვ.12).
მთავარხუცესი დეკანოზი ევგენი შენგელაია გარდაიცვალა 1942 წელს. დაკრძალეს ობუჯის მთავარანგელოზთა
ეკლესიის ეზოში (ცაცხვის ძირას).
P. S. მასალების მოწოდებისათვის მადლიერებას გამოვთქვამთ მამა გიორგი შენგელაიას მიმართ.
ზაურ ჯალაღონია