საბა ფურცელაძე დაიბადა 1884 წელს აზნაურის ოჯახში.
საბაფურცელაძემ თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთვრა და 1905 წელს ერევნის გუბერნიაში, კულიპინის სამლოცველო სახლის მედავითნედ დაინიშნა.
1909 წელს ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1913 წელს გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში დაინიშნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ ვეჯინის ეკლესიაში განამწესეს.
1916 წელს ზაქათალის სამების ეკლესიაში დაინიშნა და იმავე წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა.
1917 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1918 წლიდან მღვდელი საბა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ვეჯინის განყოფილების წევრი იყო. იგი თავად იყო საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დაარსების ინიციატორი.
1922 წელს, მღვდელი საბა ისევ იხსენიება მოქმედ მღვდელმსახურთა შორის, ხოლო მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჯყავდა მეუღლე ბარბარე სოლომონის ასული და შვილები: ილია და მიხეილი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვეჯინის განყოფილების წევრი (1918-)
ბიბლიოგრაფია
1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: ანეტა დიმიტრის ასული ანდრონიკაშვილი, მღვდელი საბა სვიმონის ძე ფურცელაძე, გაბო ალექსის ძე ტარულოვი, ილია მიხას ძე გველიკოშვილი, კატო ჩიტოშვილი, გიორგი დათუნაშვილი, ივანე ხოსიაშვილი, შაქრო ხარიტონიშვილი და სხვ.