სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სოლომონ ფირანოვი (ფირანიშვილი) ,მართლმ. მღვდელი 1880-იანი წლები თელავში სოლომონ ფირანოვი (ფირანიშვილი) ,მართლმ. მღვდელი 1880-იანი წლები თელავში
ბმულის კოპირება



გვარი ფირანიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

348       ბეჭდვა

სოლომონ ფირანოვი (ფირანიშვილი) ,მართლმ. მღვდელი 1880-იანი წლები თელავში

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე განცხადება გააკეთა სოლომონ ფირანოვმა, რომ შესაძლებელი იყო სასულიერო სასწავლებლისთვის ყველა საჭიროება ეკლესიის ფულიდან შეევსოთ და არა თავად სასულიერო პირების ჯამაგირიდან.

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობამ სასწავლებლის მმართველობის წევრებად აირჩია სოლომონ ფირანოვი და იოანე შიუკაშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლიშვილი.

1877 წლის 25 მაისის თელავის სამღვდელოების ყრილობის გადადებაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვს თანხმობა განუცხადა ბლაღოჩინმა ნ. ხუციევმა.

1877 წლის 25 მაისის თელავის სამღვდელოების ყრილობის გადადება სურდა თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვს, რადგან ზოგიერთ ბლაღოჩინ-დეპუტატი დაერწმუნებინა, რომ სასწავლებლის სასარგებლოდ არაფერი შეეწირათ.

1877 წლის 25 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვმა განაცხადა, რომ რადგან ყრილობას სრული შემადგენლობით არ ესწრებოდნენ ბლაღოჩინები და დეპუტატები სასურველი იქნებოდა სხდომის სხვა დროისთვის გადადება.

1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სფ. ფირანოვი სოლომონ ფირანოვის ძმა იყო.

ფირანოვი სოლომონ.- 1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადმა ალექსანდრე ვახვახიშვილმა თელავის მოსახლეობის სახელით ეკლესიის მოძღვარ სოლომონ ფირანოვს ერთ-ერთი მოსახლის ბავშვის ნათლობის დროს ჰკითხა თუ რატომ აქამდე არ ჰქონდათ გაკეთებული ეკლესიისთვის კანკელი, რომლის თანხა კარგა ხანია მიიღეს მოსახლეობისგან. მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მღვდელმა ალექსანდრე ვახვახიშვილს მომრიგებელ მოსამართლესთან უჩივლა და მოწმეებად მღვდელი დიმიტრი ხარიტოვი და დიაკვანი ივანე მაისურაძე წარადგინა, თუმცა მოსამართლემ ალექსანდრე ვახვახიშვილი გაამართლა, რადგან მას კითხვის დასმით არც შეურაცხყოფა მიუყენებია მღვდლისთვის და არც ნათლობის რიტუალის ჩატარებაში შეუშლია ხელი.







კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2023
ბოლო რედაქტირება 04.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0