სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
პეტრე ტატალაშვილი 1860-1951წწ კათოლიკე მღვდელი დაბ. სოფ. უდე, ადიგენი პეტრე ტატალაშვილი 1860-1951წწ კათოლიკე მღვდელი დაბ. სოფ. უდე, ადიგენი

1860-1951 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ტატალაშვილი სია

ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

330       ბეჭდვა

პეტრე ტატალაშვილი 1860-1951წწ კათოლიკე მღვდელი დაბ. სოფ. უდე, ადიგენი

პეტრე -ტატალაშვილი მღვდელი, მდივანი ქართველ კათოლიკეთა მონასტრისა სტამბოლში 1919 წელი


1919 წელს მღვდელი პეტრე ტატალაშვილი იყო სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის მდივანი.

1919 წელს პეტრე ტატალაშვილი მღვდლად მსახურობდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში.

1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა მონასტრის მდივანი, მღვდელი პეტრე ტატალაშვილი თხოულობდა წიგნებით დახმარებას მონასტერთან არსებული ბიბლიოთეკისათვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარება 1500 მანეთის წიგნებით.

ამონარიდი კვირის პალტრის სტატიიდან, სტამბოლის ქართული სავანის მცველები


სტამბოლის ქართულ სავანეში თურქეთელმა ნათესავებმა მიმიყვანეს. პავლე ზაზაძემ თავის ვაჟს, სიმონს დაუძახა და უთხრა, იმ კაცმა, ვინც ეს მომიყვანა, ამის სახით საქართველო მოიყვანა, ყველაფერი აჩვენეო. ამის შემდეგ ამიტომაც მაქვს ამ სავანეში მუშაობის უფლება, სადაც შეღწევა ძალიან ძნელია. 1951 წლიდან, როდესაც აქ უკანასკნელი სასულიერო პირი, პეტრე ტატალაშვილი გარდაიცვალა, ამ ქართული სავანის მცველობა ზაზაძეების ოჯახმა იკისრა. პავლე მისმა ვაჟმა სიმონმა შეცვალა, ახლა კი სიმონს მისივე ვაჟი და პაპის სეხნია, პავლე ზაზაძე ცვლის. მომავალში ამ მისიას პავლეს ვაჟი, ლუკა გააგრძელებს.

პავლეს მე 91 წლის ასაკში მივუსწარი, უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდა თავის მონატრებულ ახალციხეში, სოფელ უდეში დასაბრუნებლად. ერთ დილით სიზმარი მიამბო: წუხელ დედაჩემს დავყავდი უდეს ტყეში. იქ იყო ძველი ეკლესია, იმ ეკლესიაში წყლით სავსე ოქროს ავაზანი იდგა. ძალიან მწყუროდა, მინდოდა ავაზანიდან წყალი დამელია, მაგრამ ბოქლომდადებული დამხვდა, ესე იგი, საქართველოში ვეღარ დავბრუნდებიო. ასეც მოხდა...

- ის ისტორიაც გავიხსენოთ, როგორ დაარსდა სტამბოლის ქართველთა სავანე. - როდესაც ეს მხარე თურქეთმა დაიპყრო, გამაჰმადიანებაზე უარისმთქმელმა ქართველობამ კათოლიკობა მიიღო. შემდეგ ქართველი კათოლიკეები მესხეთში ჩამოსახლებულმა სომხობამ შეავიწროვა, რაც იმხელა პრობლემა გახდა, რომ ევროპიდან მესხეთში დაბრუნებული სწავლული პეტრე ხარისჭირაშვილი იძულებული გახდა, თუქეთში გადასულიყო და იქიდან ებრძოლა ქართველთა გასომხების წინააღმდეგ. ის მიიჩნევდა, რომ ჩვენი ერის ხსნა მხოლოდ განათლებაში იყო. ამიტომაც დააარსა სტამბოლის შიშლის რაიონში 1861 წელს კათოლიკური ეკლესია, მასთან ერთად კი კათოლიკე ქართველ დედათა და მამათა მონასტრები, ქართულ-ფრანგული და ქართულბერძნული ქალთა და ვაჟთა ლიცეუმები, სადაც ქართველი ბავშვები ჩაჰყავდა განათლების მისაღებად. ლიცეუმებში სწავლობდნენ პეტრესგან ტყვეთა ბაზარზე გამოსყიდული ქართველი გოგო-ბიჭებიც. დროთა განმავლობაში სტამბოლის სავანე, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, სულიერი თავშესაფარი გახდა სამშობლოდან ლტოლვილი ქართველისთვის. მონასტრის გარშემო მხოლოდ 10 000 კათოლიკე ქართველი ცხოვრობდა. 1914 წელს ქართულ სავანეში დაარსდა საქართველოს ხსნის კომიტეტიც...

როდესაც მონასტრის ბიბლიოთეკაში შევედი, ვერ აღგიწერთ, რა დამემართა - ირგვლივ ქართველთა მიერ მთელ მსოფლიოში შესყიდული ის 70 000 წიგნი, ხელნაწერები და ფოტოები იყო, რომლებშიც საქართველოზე ოდესმე რამე დაწერილა. დავდექი ამ საოცრებაში და ვილოცე.

მერე რა, რომ კათოლიკურ სავანეში ვიყავი. იმ წუთებში უფალს ისიც შევთხოვე, როგორმე გადამეხადა იმ კაცის ვალი, ვინც სავანეში მუშაობა დამიფინანსა. ეს კაცი ასლან აბაშიძე იყო. მან მთხოვა, სტამბოლის ბიბლიოთეკაში მომეძებნა მისი ბაბუის, მემედ აბაშიძის წერილები, რომლებიც საქართველოში მისი რეპრესირების შემდეგ დაიკარგა. მიუხედავად იმისა, არ ვიყავი დარწმუნებული, წერილებს ვიპოვიდი, თითქოს ვიღაცამ მიკარნახა, ამხელა ბიბლიოთეკაში რომელ თაროს მივდგომოდი. მეც მივედი იმ ადგილას, გადმოვიღე წიგნები და მათ უკან მემედ აბაშიძის წერილები აღმოჩნდა.

აქ ქართველი ერისთვის აუწონავი ოქროს საგანძურია. საუკუნეობით დაბინავებულ ათასობით წიგნსა და ხელნაწერს ნესტისაგან გაწმენდა სჭირდებოდა, ამას კი თანხები. საბედნიეროდ, 2006 წლიდან ბათუმში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი და მისი დირექტორი როინ მალაყმაძე შეგვეშველნენ. დღეს აქ ჩატარებული შრომის მხოლოდ ნაწილი მაქვს გამოცემული. ბათუმის ინსტიტუტს არა აქვს მისი სრულად დასაბეჭდი თანხა. სტამბოლის ქართველთა სავანე აუცილებლად უნდა იქცეს ოფიციალურ დაწესებულებად, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო მოუვლის და აქ ქართველ მეცნიერებს მუშაობის უფლებას თანამედროვე სტანდარტებით მისცემს.

პავლე ზაზაძეს განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული. მან ჯერჯერობით ის მოახერხა, რომ ავსტრიაში გათხოვილი, ასევე პოლიგლოტი თავისი და ჩაიყვანა სტამბოლში და ორივენი ბიბლიოთეკის წიგნებს ენების მიხედვით ახარისხებენ, - იქ 17 ენაზე გამოცემული ლიტერატურაა. კიდევ კარგი, ბოლო დროს აქ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ.

რაც შეეხება სავანის ეკლესია-მონასტრებს, აქაურ ქართველთა ოცნებაა, ლიტურგია ქართველმა კათოლიკემ ჩაატაროს, მაგრამ ვერ ხერხდება, ამისთვის თურქეთის მოქალაქეობაა საჭირო, რაც არავის უნდა. ასე რომ, ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში სულ სხვადასხვა ეროვნების სასულიერო პირები მსახურობენ, ბოლო დროს შავკანიანი პადრეც იყო. კარგად მახსოვს, ზვიად გამსახურდიას მონასტერში საქართველოს საელჩოს გახსნა უნდოდა, რამაც ზაზაძეები ძალიან გაახარა, მაგრამ ესეც არ მოხერხდა. იმედია, მომავლის საქართველო მაინც მოახერხებს თურქეთელ ქართველთა დატოვებული ზღვა სიმდიდრის პატრონობას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2023
ბოლო რედაქტირება 05.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0