სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ტატიშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე 1882-196? მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ცხრუკვეთი, ჭიათურა ტატიშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე 1882-196? მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ცხრუკვეთი, ჭიათურა
ბმულის კოპირება



გვარი ტატიშვილი სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

300       ბეჭდვა

ტატიშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე 1882-196? მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ცხრუკვეთი, ჭიათურა

გრიგოლ ტატიშვილი დაიბადა შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში 1881 წელს აზნაური მღვდლის ოჯახში.

  1897 წელს შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წელს მესამე კურსიდან სწავლა მიატოვა, დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1905 წელს ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ განამწესეს, ხოლო 1906 წელს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაინიშნა.

    1910 წლის 14 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში განამწესეს. 1913 წლიდან იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და სვერის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1914 წლის 1 თებერვალს სვერის ერთწლიან სახალხო-სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 1916 წელს სვერის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

    1917 წლის 8-17 სექტემბერს მღვდელი გრიგოლი მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქული ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1924 წელს მან შეწყვიტა მღვდელმსახურება და თბილისში სტატისტიკურ სამართველოში დაიწყო მუშაობა.

    1926-1954 წლებში გრიგოლ ტატიშვილი თბილისის სხვადასხვა პურის ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა.

    1954 წლის 16 მაისს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და სიონის საპატრიარქო ტაძარში განამწესა. XIX ს-ის 50-იანი წლების ბოლოს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    1959 წლის 4 თებერვალს მღვდელი გრიგოლი დიდუბის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1965 წლის 5 თებერვალს პენსიაზე გავიდა.



MEMBER OF ORGANIZATIONS

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)

CONTACTS INFORMATION

  • Home
    Address:თბილისი, ტყის შესახვევი N 39.

  • ტატიშვილი გიორგი  1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილი და მღვდელი გიორგი ტატიშვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.10.2023
ბოლო რედაქტირება 06.10.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0