გიორგი ასათიანი დაიბადა 1850 წელს დუშეთის მაზრის სოფელ გალავანში აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მშობლების სახლში მიიღო.
1873 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც იმავე წლის 21 ნოემბერს გათავისუფლდა. 1874 წელს ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1877 წელს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიაში დაინიშნა.
1878 წელს დიაკვან გიორგის ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) მღვდლად დაასხა ხელი და ჯავახეთის მხარეში, ქილდის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში განამწესა. ამავე წელს ქილდის სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა და 1880 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა, ხოლო 1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1883 წელს დუშეთის მაზრის, სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის პედაგოგთა მოთხოვნით მამა გიორგი ბოკოწინის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში გადაიყვანეს და ამავე სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1885 წელს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1886 წელს კვლავ გამოუცხადეს მადლობა და 1887 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო 1891 წელს კამოლავკა ებოძა.
მამა გიორგი აქტიურად იყო ჩაბმული იმდროინდელი საქართველოს საზოგადო თუ საეკლესიო ცხოვრებაში. იგი გახლდათ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. მის შესახებ ხშირად იწერებოდა იმ პერიოდში გამომავალ გაზეთებსა და ჟურნალებში. გაზეთ „დროების“ 1883 წლის N177-ში ვკითხულობთ: „ამა თვის 4 სექტემბერს აკურთხეს დუშეთის მაზრაში, სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო მეურნეობის სკოლა, რომელსაც დაესწრო დიდძალი საზოგადოება. პარაკლისის გადახდის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა მღვდელმა გიორგი ასათიანმა, რომელშიაც გამოსთქვა ის აზრი, რომ დავივიწყოთ შური და მტრობა, რომლისაგანაც დაიღუპა ჩვენი ქვეყანაო და ყველანი ერთგულად და წმინდად ვემსახუროთ ამ სკოლის წმინდა საქმესო.“ მამა გიორგი შემდგომ წლებშიც არ აკლებდა სულიერ და ფინანსურ მხარდაჭერას ამ სკოლას და მის დამაარსებელს ილია წინამღვრიშვილს, რაც კარგად ჩანს ბარათში, რომელსაც ილია უგზავნის მოძღვარს: „მამაო გიორგი, ბანკის საქმეები დიდად გაზვიადდენ, არავის ინდობენ. თქვენი ჩამოსვლა ჩვენი სკოლისთვის ძალიან საჭიროა. ამისთვის გთხოვთ, უთუოდ ჩამობრძანდეთ ხვალა.“
1893 წლის N278-ში გაზეთი “ივერია” წერდა: “კვირას, 19 დეკემბერს, მცხეთის ფოსტის სადგურზე მოიკრიბა მთელმა მცხეთის საზოგადოებამ თავი განსვენებულის ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის დასახვედრად. აქ იყვნენ მთელი მცხეთის სამღვდელოება, გლეხნი და კეთილშობილნი, მოხუცებული წინამძღვარი სამთავროს დედათა მონასტრისა, იღუმენია ნინო (ამილახვარი) _ მონაზვნებით და ქალთა სასწავლებლის შეგირდებით. ხუთის ნახევარზე მოასვენეს ყაზბეგის გვამი. სამღვდელოება შეიმოსა და გადახდილ იქნა პანაშვიდი. მღვდელმა გიორგი ასათიანმა წარმოთქვა გრძნობით აღსავსე სიტყვა, რომელშიც ცხადად დაჰხატა განსვენებული ბელეტრისტის მოღვაწეობა.”
საზოგადო და საეკლესიო საქმეების გარდა მამა გიორგი აქტიურად მისდევდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც და თავის მამულში მოყვანილი ყურძნიდან საუკეთესო ღვინოსაც აყენებდა, რომელიც განთქმული იყო მაშინდელ აღმოსავლეთ საქართველოში. აი, რას წერდა გაზეთი “ივერია” 1895 წლის N76-ში: „10 მარტს ნიკიტის საიმპერატორო საბაღოსნო და სამეღვინეო სასწავლებლის ლაბორატორიაში დანიშნული იყო ქიმიკოს-მეღვინის კ. ა. რუდზკის თავჯდომარეობით ქართული ღვინოების დეგუსტაცია. ქართულ ღვინოებთან გასინჯულ-შედარებულ იქმნენ რეინის, ბურგუნდიისა და ყირიმის ღვინოებიც. თავდაპირველად, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, გასინჯულ იქნა თეთრი და წითელი ღვინოები. თეთრ ღვინოებთა შორის პირველად მოიტანეს მამა გიორგი ასათიანის თეთრი ღვინო „ბოკოწინი“, რომელიც ნარევ ყურძნიდგან არის დაყენებული (მგონი უჭაჭოდ არის დადუღებული). ამ ღვინომ საერთო ყურადღება მიიქცია ფერით, სხეულის უნაკლულობით და უმთავრესი შემადგენელი ნაწილების ნორმალური მდგომარეობით. ფერი ცოტა მეტი მუქი აქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნო შესახედია. მამა გიორგის ღვინო ჩვენში დაყენებულ თეთრ ღვინოს არ ჰგავს, რადგან მას თან ახლავს თათრის ღვინის სინაზე და ნაკლებ სიმჟავეთა რაოდენობა. აქ ყველამ მხედველობაში მიიღო ამ ღვინის ხნოვანება (1893 წელს არის დაყენებული) და მასთან ისიც, თუ რა არა სასურველ მდგომარეობაში არის გაკეთებული. ბატონმა დირექტორებმა და რუდზკიმ იკითხეს: აქვს თუ არა მამა ასათიანს შესაფერისი სარდაფი და მისი მოწყობილება და როცა პასუხად უარი გაიგონეს, განცვიფრებულნი დარჩნენ. ამ ღვინოს, რასაკვირველია, აკლია სასიამოვნო ბუკეტი – სუნნელოვანება, როგორც ახალ ღვინოს, მაგრამ საკადრისი მოვლა-შენახვა თუ დაურჩა, სწორედ მშვენიერი სახარჯი ღვინო დადგება.“
1897 წლის 26 აპრილს მღვდელი გიორგი თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და ამავე წლის ივნისში სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1904 წელს მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წელს წმ. ანას III, ხოლო 1914 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.
1914-1918 წლებში დეკანოზი გიორგი, თავისი სურვილით, პირველ მსოფლიო ომში წავიდა და N392 საველე ჰოსპიტალის ეკლესიაში მსახურობდა (არსებობს ამ მოვლენის აღსანიშნავი ფოტოც). 1915 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენითა და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ენქერი უბოძეს.
საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მამა გიორგი კვლავინდებურად განაგრძობდა სიონის ეკლესიაში მსახურებას და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მუქარისა, არ მიუტოვებია წირვა-ლოცვა. 1926 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინა და მიტრა უბოძა. 1928 წლის 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დედაეკლესიაში 50-წლიანი ერთგული და უმწიკვლო სამსახურისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. დეკანოზ გიორგის საოჯახო არქივში შემორჩენილია მისი რამდენიმე ქადაგება, რომლებიც მან თავისი მღვდლობის პირველსავე წლებში წარმოთქვა. მამა გიორგის მეუღლე გახლდათ ეფემია სოლომონის ასული ბურდული. მათ მრავალრიცხოვან ოჯახში 7 შვილი იზრდებოდა: ლავრენტი, ლევანი, გიორგი, თამარი, რუსუდანი, ქეთევანი და ეკატერინე. სამი ქალიშვილი მოწიფულ ასაკში გარდაიცვალა.
დეკანოზი გიორგი გარდაიცვალა 1931 წლის 6 ოქტომბერს და დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-1912)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1915 - წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
- 1914 - წმ. ანას II ხარისხის ორდენი
- 1913 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი
საპატრიარქოს უწყებანი N33 25სექტემბერი-1ოქტომბერი 2008წ გვ.16
დეკანოზი გიორგი ასათიანი 1850-1931
დეკანოზი გიორგი ოქროპირიძე ასათიანი 1850წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებიტი განათლება ოჯახში მიიღო. 1868-1874 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სემინარიის დამთავრების შემდეგ მალევე დაქორწინდა ეფემია სოლომონის ასულ ბურდულზე. მათ 10 შვილი შეეძინათ 3 ვაჟი და 7ასული: ლავრენტი, ლევანი, გიორგი, თამარი, რუსუდანი, ქეთევანი და ეკატერინე. სამი ქალიშვილი მოწიფულ ასაკში გარდაეცვალა. მამა გიორგის ოთხი სიძიდან ერთი სასულიერო პირი იყო - მღვდელი ისააკ ჩეკურიშვილი, რომელიც ჯერ სოფელ ამტნისხევში, ხოლო 1902 წლიდან სიონის საკატედრო ტაძარში მსახურობდა. დანარჩენი სიძეები ერისკაცები იყვნენ- ილია ლომიძე, შალვა გრიგორაშვილი და შალვა ჭანიშვილი. 1874-78 წლებში მამა გიორგი ასწავლიდა სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1878 წლის 22 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 29 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და ჯავახეთის მხარეში გაამწესა. 1883 წელს ერტისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრობდა. მამა გიორგის საოჯახო არქივში შემორჩენილია მისი რამდენიმე ქადაგება, რომლებიც მან თავისი მღვდლობის პირველსავე წლებში წარმოთქვა. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ ქადაგებას, წარმოთქმულს 1878 წლის 15 აგვისტოს, ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში:
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 25სექტემბერი-1ოქტომბერი 2008წ გვ.17
დეკანოზი გიორგი ასათიანი 1850-1931(გაგრძელება)
„დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ-სასყიდლისა (იგავ. 31.10)“. „რადგანაც დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მიძინებას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისასა, ძველსა ამას მონასტერსა, აღშენებულსა მე-13 საუკუნეში თამარ მეფისაგან და რადგანაც თვით მიზანი ამ დღესასწაულისა არის ქალი და აღმშენებელიც ამა მონასტრისა ქალია, ამისთვის ვიტყვი რამდენიმე სიტყვას საკუთრივ ქალებზედ. შეიძლება ვინმე აქ მდგომმა გვითხრას: რა საჭირო არის საკუთარი სწავლადა დარიგება დედაკაცებისათვის? ნუთუ სარწმუნოება, სასოება და სიყვარული და ყოველივე ჩვენი სჯულის სწავლება ერთი დa გივე არ არის ორთავე სქესთათ-ვის? მას მე უპასუხებ: სჯული ერთი გვაქვს ორთავე სქესთა, გარნა ზნეობითი სწავლა და დარიგება განსხვავებული უნდა იქმნეს ქალებისათვის, რადგანაც ამათ ღმერთმა სხვა მნიშვნელობა მისცა და საკუთარი საქმე დაუნიშნა. დასამტკიცებლად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომელ საღმრთონი წიგნი ორისავე აღთქმისანი მრავალგზის საკუთარსა და განსხვავებულსა დარიგებასა აძლევენ დედაკაცთა. მაგ: ის ზემო თქმულნი სიტყვანი, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ ეს უბნობა, წარმოთქმულ არს სოლომონ ბრძენის მიერ. სოლომონ ბრძენმა არ იცოდა, საჭირო არის თუ არა საკუთარი სწავლა ქალებისათვის? მაგრამ იგი წიგნთა შინა მისთა მრავალგზის მიიქცევა მათდამი და მისცემს მრავალთა საკუთართა დარიგებათა და ბოლოს, უკანასკნელის 31-ეს თავსა წიგნისა თვისისასა, საკუთრად უძღვნის ქალებსა დასარიგებლად. ფრიად შესანიშნავი არს, ძმანო, ეს ხსენებული თავი იგავთა სოლომონისთა, უფრო, რომ სოლომონ, პირველთა მუხლთა შინა გვეტყვის, რომელ ეს დარიგება მისცა მას დედამან მისმან, რომელი იყო თავის დროზედ ქალი წარჩინებული და განთქმული, როგორც მშვენიერებით, ეგრეთვე მხნეობითა და გონიერებით. გავიგოთ, ძმანო და დანო ჩემნო, რა სახით აღწერს და რომელთა თვისებათა მიაწერს სოლომონ, ქალს მხნესა: „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ სასყიდლისა“. სოლომონ ბრძენი აქ იჭვნეულობით ჰკითხავს: ვის შეუძლიან იპოვოს დედაკაცი მხნე? მართლაც, როდესაც აღმოვიკითხავთ რა სახით აღწერს დედაკაცსა მხნესა და როგორ უნდა იქცეოდეს ესრეთი დედაკაცი, დავრწმუნდებით, რომელ, თუმცა ძალიან სა-ნატრელია ესრეთი დედაკაცი, მაგრამ ადვილი საპოვნელი არ არის. სოლომონ გვეტყვის ჩვენ: მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. კადნიერ არს მის ზედა გული ქმრისა მისისა (მუხ. 11). იგი ყოველთვის კეთილსა იქმს და არა ბოროტსა ქმრისა მისისათვის (12). მან მოიგო მატყლი და სელი და ჰქმნა კეთილი სახმარი ხელითა თვისითა (13). იგი არის მსგავსი მოვაჭრისა ნავისა, რომელმა შორით შეიკრიბის თავისა თვისისათვის სიმდიდრე (14). იგი აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა და საქმე მხევალთა (15). მან მოირტყა ძლიერებით წელი თვისი და დაამტკიცნა მკლავნი თვისნი საქმესა ზედა (17). იგი ისრე მიეჩვია შრომის-მოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თვისსა: იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმედ და არა დაშრტეს სანთელი მისი ღამე ყოველ (18). მწყრთა თვისი განმარტა სასარგებლოსა ზედა, ხოლო ნებსა თვისსა განამტკიცებს ტარსა ზედა სთვად (19) და არა თუ სახლისათვის ზრუნავს მხნე ქალი, არამედ იგი კეთილიც არის და ქველისმოქმედი. ხელნი თვისნი განუხვნა გლახაკსა, ხოლო ნაყოფნი მიუპყრნა დავრდომილსა (20). არ არის აქ საჭირო დაუმატოთ, რომ ესრეთი მხნე ქალის მოწყალება არის უმეტეს ძვირფასი წინაშე თვალთა ღვთისათა, რადგანაც იგი თავის ხელის ნაშრომს აძლევს გლახაკთა. გარნა მოვიყვანოთ კიდევ სოლომონის წიგნიდან რამოდენიმე ხაზი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუველ სახლისა მისისათვის, არა ზრუნავს მყოფთათვის სახლსა შინა. ქმარი მისი, ოდეს სადა ჰყოვნოს (21), მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, რადგანაც საყვარელმა მისმა მეუღლემ მრჩობლი სამოსელი უქმნა ქმარსა თვისსა და ყოველთა მისთანა მყოფთა (22). ქმარი მისი არის ქებული და დიდებული საზოგადოებასა შინა გონიერებითა და სიკეთითა მეუღლისა მისისათა: დიდებულ იქმნების ბჭეთა შინა ქმარი მისი, ოდესცა უკეთუ დასჯდის კრებულთა შორის მოხუცებულთა თანა მკვიდრთა ქვეყანისათა (23). 7 ასათიანი და სოლომონ ბრძენი ესერთ აღწერს მხნესა დედაკაცსა. უეჭველია მრავალნი აქ მსმენელნი მამაკაცნი შენატრიან მათ, რომელთაც ღმერთმა მისცა ესრეთი გონიერი და მხნე მეუღლე და კიდეც შეიძლება, რომელთამე მსმენელთა და უმეტეს ქალთა იფიქრონ თავის გულში: რა არის რომ სოლომონ აქებს ერთსა მხოლოდ შრომასა და დაუძინებელსა მუშაობასა დედაკაცისასა? განა ქსოვისა და კერვის გარდა სხვა უფრო პატიოსანი საქმე არ უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და თვინიერ დაუძინებელისა შრომის მოყვარეობისა სხვა თვისება არ უნდა შეიძინოს მან? არა, ძმანო და დანო ჩემნო, სხვანიც მრავალნი თვისებანი უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და სხვანიც მრავალნი პატიოსანნი საქმენი შეუძლიან მან აღასრულოს. გარნა შრომის მოყვარეობა ანუ მხნეობა, პირველად არის ისრეთი ძვირფასი თვისება, რომელიც იპყრობს შორის მისსა ყოველთა სხვათა მაღალთა თვისებათა. უკეთუ ქალი ყოველთვის არის შრომაში და სახლის მართვასა შინა, მას აქვს განუზომელი სიყვარული ქმრისა, შვილთა და სახლეულთა. მეორედ, ქალი შრომის მოყვარე არის პატიოსანი ზნეობი-…
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 25სექტემბერი-1ოქტომბერი 2008წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ასათიანი 1850-1931(გაგრძელება)
..თა და ყოფაქცევითა, რადგანაც გართულ არს შრომასა და მოღვაწეობასა შინა, მას არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორაობასა და ბოროტ-სიტყაობას შინა, განცხრომათა და სხვათა ცუდთა საქმეთა შინა. მესამედ, იგი აძლევს სასარგებლოსა მაგალითსა შვილთა და გარემოს მყოფთა მისთა. ერთი სიტყვით, იგი არის მხნე: „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ სასყიდლისა“. აქ იქნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწეობა შეეფერება მხოლოდ მდაბიო-ღარიბთ დედაკაცთა, გარნა ვინც არს მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომილია ეს აზრი. ღმერთმა ყოველ ადამიანს დაუნიშნა შრომა და მუშა- მობა, რომ მხნეობა საჭიროა ყველასთვის. მე ამას დაგიმ- ტკიცებთ მაგალითებით: სოლომონი რო მხნე დედაკაცს გვიწერს, ის მხნე დედაკაცი იყო მისივე დედა, რომელმაც დუთხრა აღწერა მხნისა დედაკაცისა, ნუთუ დედა სოლო- მონ მეფისა იყო ღარიბი? თვით ღვთისმშობელი, რომლის თაყვანის საცემლად ვართ შემოკრებილნი დღეს ამ ტა- ძარში, იყო მხნე და შრომის მოყვარე. მან თვითონ ხელი- თა თვისითა მოუქსოვა ძესა თვისსა, უფალსა ჩვენსა, ვ იესო ქრისტეს ის კვართი ანუ პერანგი, რომელზედაც გა- ნიგდეს წილი მისი ჯვარცმის დროს და რომელიც ერგო დ ერთ მცხეთელ ურიას, ელიაზარს, რომელმაც მოიტანა ნ მცხეთას. ვინ იყო ამშენებელი მრავალ მონასტერთა და ტაძართა ჩვენში? იყო ისევ დედაკაცი, თამარ მეფე, მხნე ე და შრომის მოყვარე. უკეთუ ის არ ყოფილიყო მხნე, ვერც გ აღაშენებდა თითქმის ყოველ მთა-გორაზედ ეკლესიებს. ს უფრო ახალს მაგალითს გეტყვით, რომელიც დღესაც არის. მე კარგად ვიცნობ ერთს ფრიად მდიდარს თავადის მეუღლეს, რომელიც გარე შემორტყმულია მრავალი მო- ახლითა და მოსამსახურით, მაგრამ თვითონ არასოდეს არ დასცხრება მხნეობისაგან. ის არის ქალი დიდი მეგრე- ლიის მთავრის დადიანისა და მეუღლე დიდი საქართვე- ლოს თავადისა, როდესაც ის ითხოვა ქმარმა მისმა და მოიყვანა, თოთხმეტ-თხუთმეტ წლის ყმაწვილი ქალი, მან მაშინვე იწყო მხნეობა და მუშაობა. იგი ყანაში მუშაობდა თავისი ყმის ცოლებთან და ამ მუშაობამ აღიყვანა იგი ძალიდან ძალად და დიდებიდან დიდებაზედ. დღესაც, მოხუცებულობის დროს, ის არ დასცხრება მუშაობად და შრომად, რომლისათვის იგი არს ამაღლებული ამ სოფლადაც და იქნება აღმატებული იმ სოფლადაც, რადგან თავის შრომით მრავალთა გლახაკთა და საწყალთა განიკითხავს, ქვრივთა და ობოლთა ცრემლსა მოსწმენდს და მრავალსა კეთილსა საქმესა იქმს. გთხოვთ, მიბაძოთ, დანო და დედანო, ამ გონიერთა დედათა და იყვენით მხნენი და შრომის მოყვარენი და არა ზარმაცნი და ცრუმეტყველნი. ამინ!“ 1881 წლის იანვარში მამა გიორგი ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო საგვერდულით დააჯილდოვეს, 1887 წლის აღდგომას — სკუფია უბოძეს, ხოლო 1891 წლის 29 აპრილს კამილავკა უწყალობეს. მღვდელი გიორგი აქტიურად იყო ჩართულ მაშინდელი საქართველოს საზოგადო და საეკლესიო ცხოვრებაში, მის შესახებ ხშირად წერდნენ იმ პერიოდში გამომავალ გაზეთებსა და ჟურნალებში, კერძოდ: გაზეთ „დროების“ 1883 წლის №177-ში ვკითხულობთ „ამა თვის 4 სექტემბერს აკურთხეს დუშეთის მაზრაში, სოფელ წინამძღვრიანთ-კარში სასოფლო მეურნეობის სკოლა, რომელსაც დაესწრო დიდძალი საზოგადოება. პარაკლისის გადახდის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა გიორგი ასათიანმა, რომელშიაც გამოსთქვა ის აზრი, რომ დავივიწყოთ შური და მტრობა, რომლისაგანაც დაიღუპა ჩვენი ქვეყანაო და ყველანი ერთგულად და წმინდად ვემსახუროთ ამ სკოლის წმინდა საქმესო“. მამა გიორგი შემდგომ წლებშიც არ აკლებდა სულიერ და ფინანსურ მხარდაჭერას ხსენებულ სკოლას და მის დამაარსებელს ილია წინამძღვრიშვილს, რაც კარგად ჩანს ილიას გაგზავნილ ბარათში: „მამაო გიორგი, ბანკის საქმეები დიდად გაზვიადდენ, არავის ინდობენ. თქვენი ჩამოსვლა ჩვენი სკოლისთვის ძალიან საჭიროა. ამისთვის გთხოვთ, უთუოდ ჩამობრძანდეთ ხვალა“. 1893 წლის №278-ში გაზეთი „ივერია“ წერდა: „კვირას, 19 დეკემბერს, მცხეთის ფოსტის სადგურზე მოიკრიბა მთელმა მცხეთის საზოგადოებამ თავი განსვენებულის ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის დასახვედრად. აქ იყვნენ მთელი მცხეთის სამღვდელოება, გლეხნი და კეთილშობილნი, მოხუცებული წინამძღვარი სამთავროს დედათა მონასტრისა იღუმენია ნინო (ამილახვარი) მონაზვნებით და ქალთა სასწავლებლის შეგირდებით. ხუთის ნახევარზე მოასვენეს ყაზბეგის გვამი. სამღვდელოება შეიმოსა და გადახდილ იქნა პანაშვიდი. მღვდელმა გიორგი ასათიანმა წარმოსთქვა გრძნობით აღსავსე სიტყვა, რომელშიც ცხადად დაჰხატა განსვენებული ბელეტრისტის მოღვაწეობა“. საზოგადო და საეკლესიო საქმეების გარდა, მამა გიორგი აქტიურად მისდევდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც და თავის მამულში მოყვანილი ყურძნიდან საუkეთესო ღვინოსაც აყენებდა, რომელიც განთქმული იყო მაშინდელ აღმოსავლეთ საქართველოში. აი, რას წერს გაზეთი „ივერია“ 1895 წლის №76-ში: „10 მარტს ნიკიტის საიმპერატორო საბაღოსნო და სამეღვინეო სასწავლებლის..
33-3 საპატრიარქოს უწყებანი N33 25სექტემბერი-1ოქტომბერი 2008წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ასათიანი 1850-1931(გაგრძელება)
..ლაბორატორიაში დანიშნული იყო ქიმიკოს-მეღვინის კ. ა. რუდზკის თავჯდომარეობით ქართული ღვინოების დეგუსტაცია. ქართულ ღვინოებთან გასინჯულ-შედარებულ იქმნენ რეინის, ბურგუნდიისა და ყირიმის ღვინოებიც. თავდაპირველად, როგორც წესი და რიგი მო- ითხოვდა, გასინჯულ იქნა თეთრი და წითელი ღვინოები. თეთრ ღვინოებთა შორის პირველად მოიტანეს მამა გიორგი ასათიანის თეთრი ღვინო „ბოკოწინი“, რომელიც ნარევ ყურძნიდგან არის დაყენებული (მგონი უჭაჭოდ არის დადუღებული). ამ ღვინომ საერთო ყურადღება მიიქცია ფერით, სხეულის უნაკოულობით და უმთავრეს შემადგესელ ნაწილების ნორმალურ მდგო-მარეობით. ფერი ცოტა მეტი მუქი აქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნო შესახედია. მამა გიორგის ღვინო ჩვენში დაყენებულ თეთრ ღვინოს არ ჰგავს, რადგან მას თან ახლავს თათრის ღვინის სინაზე და ნაკლებ სიმჟავეთა რაოდენობა. აქ ყველამ მხედველობაში მიიღო ამ ღვინის ხნოვანება (1893 წელს არის დაყენებული) და მასთან ისიც, თუ რა არა სასურველ მდგომარეობაში არის გაკეთებული. ბატონმა დირექტორებმა და რუდზკიმ იკითხეს: აქვს თუ არა მამა ასათიანს შესაფერისი სარდაფი და მისი მოწყობილება, და როცა პასუხად უარი გაიგონეს, განცვიფრებულნი დარჩნენ. ამ ღვინოს, რასაკვირველია, აკლია სასიამოვნო ბუკეტი – სუნნელოვანება, როგორც ახალ ღვინოს, მაგრამ საკადრისი მოვლა-შენახვა თუ დაურჩა, სწო-რედ მშვენიერი სახარჯი ღვინო დადგება.“ 1897 წლის 26 აპრილს მამა გიორგი თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და ამავე წლის ივნისში სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1904 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წლის აღდგომას წმინდა ანას III, ხოლო 1914 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914-18 წლებში, თავისი სურვილით, პირველ მსოფლიო ომში წავიდა და 392-ე საველე ჰოსპიტალის ეკლესიაში მსახურობდა. 1915 წლის 22 ოქტომბერს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ენქერით დაჯილდოვდა. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მამა გიორგი კვლავინდებურად განაგრძობდა სიონის ეკლესიაში მსახურებას და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მუქარისა, არ მიუტოვებია წირვალოცვა და მრევლში სამსახური. 1926 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინა და მიტრა უბოძა, ხოლო 1928 წლის 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული და უმწიკვლო სამსახურისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. მეორე დღეს, 2 ივლისს, სიონის სა- პატრიარქო ტაძარში, წირვის შემდეგ, დეკანოზმა მარკოზ ტყემალაძემ სამღვდელოების სახელით მიულოცა მას 50 წლის იუბილე და სიტყვით მიმართა: „დავით წინასწარმეტყველი სწერს: „დღენი წელიწადთა ჩვენთაი სამეოც ათ წელ, ხოლო უკეთუ ძლიერებასა შინა ოთხმეოც წელ“. ეს თუ იმ დროს ითქმოდა, ახლა თამამად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ კაცი ცოცხლობს ორმეოცდაათი, სამოცი წელი. თქვენ კი, მამაო დეკანოზო გიორგი, ახლა სამოცდათვრამეტი წლის ბრძანდებით. მართალია, უღვთოდ არა იქნება რა, „ღვთისა მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ — სწერს მოციქული, მაგრამ თქვენი დღეგრძელობა თქვენზედაც იყო დამოკიდებული. თქვენ ზომიერებას ინახავდით ყველაფერში და ზომიერებამ კი სიცოცხლის გაგრძელება იცის. იგივე წინასწარმეტყველი დავითი სწერს: „უმეტესი ნაწილი ჩვენი სიცოცხლისა შრომაა და სალმობა“. თქვენც უშრომელად არ გაგიტარებიათ თქვენი სიცოცხლე. თქვენ სწავლის შემდეგ შეუდექით სამსახურს, რომელიც მოითხოვს მეტს შრომას, ვინემ რომელიმე სხვა. 50 წელიწადი შეგისრულდათ, რაც თქვენ ხელდახმული ხართ და მღვდლის ხარისხში ემსახურებით ღმერთსა და ერს. 50 წლის სამსახური განა ცოტა შრომას მოითხოვს? განა ცოტა ენერგია დახარჯევით? ბევრს წარმოდგენილი აქვს, რომ მღვდელი მუქთა მჭამელი არისო, რაც შემცდარი შეხედულობაა. პავლე მოციქული სწერს ტიმოთეს და მასთან ყოველ მღვდელთა: „სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვით, საქმით, სიყვარულით, სულითა, სარწმუნოებისათა და სიწმინდითა“. განა ადვილი შესასრულებელია ეს მოვალეობა, თუ მას კაცი პირნათლად შეასრულებს. მაგალითის მიცემა სიტყვით და საქმით მეტად მძიმეა და რამოდენი შრომა და ბრძოლა დაგჭირდებოდათ თქვენ 50 წლის განმავლობაში აღნიშნულ მოვალეობის აღსასრულებლად. პავლე მოციქული სწერს: არა მომავლინა მე ქრისტემ ნათლისცემათ, არამედ სახარებად“ და „ვაი არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე“. იოანე ოქროპირი ამ სიტყვის გამო სწერს: ნათლისღება საჭიროა და უამისოდ კაცი ვერ ცხონდება, მაგრამ ამ საიდუმლოს შესრულება გაცილებით ნაკლებ შრომასა და განათლებას თხოვილობს მღვდლისაგან, ვინემ ქადაგება-მოძღვრება. ამ შრომასაც არ გაურბოდით თქვენ, მამაო დეკანოზო. ყოველთვის ცდილობდით, რაოდენადაც განათლება გიწყობდა ხელს, როგორც ღვთის მსახურების დროს, ისე ყოველ შემთხვევაში დაგერიგებიათ სამწყსო და აგეხსნათ საღვთო წერილის ადგილები. მთელი 40 წელიწადი სკოლებში ასწავლიდით მოზარდ თაობას საღვთო სჯულს და განა 40 წლის სამსახური ამ ასპარეზზე ცოტა ჯაფას მოითხოვდა თქვენგან? მართალია ამ ბოლო დროს ძლიერ ამხედრდნენ სარწმუნოების წინააღმდეგ, მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის. დიდი ხანია მოზარდ თაობას გაუჩნდნენ მქადა-გებელნი, რომ საღმრთო სჯულის შესწავლას სარგებლობა არ მოაქვს, პირიქით ის ადამიანს ამახინჯებს. მოწაფეები გულცივად ეკიდებოდნენ ამ საგნის შესწავლას,...
33-4 საპატრიარქოს უწყებანი N33 25სექტემბერი-1ოქტომბერი 2008წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ასათიანი 1850-1931(დასასრული)
.... მასწავლებლებს უხდებოდათ ბრძოლა, რასაც ვფიქრობ თქვენც ეწეოდით. მერე რამოდენი ხანი? მთელი ორმოცი წლის განმავლობაში. 50 წლიდან სოფლად იმსახურეთ 19 წელიწადი. ტაძრების შენახვა და მოვლა, ეკლესიის ქონების შეძენა ახლა სამრევლო საბჭოებს აქვთ დაკისრებული, წინათ კი ერთადერთი მღვდელი იყო პატრონ-მომვლელი ღვთის სახლისა და მისი ქონებისა. იგივე ზრუნავდა ბინების მოწყობას კრებულისათვის. ამ შემთხვევაშიაც დიდი შრომა მიგიძღვისთ და ღმერთიც აგვირგვინებს თქვენს ცდას. თქვენ, მამაო დეკანოზო, ოჯახის პატრონი ბრძანდებით. ღმერთმა მოგცათ შვილები, რომელთა აღზრდისათვის არ იშურებდით არაფერს. ბევრჯერ გახარებულხარ შვილებით, მაგრამ მწუხარებაც ბევრი გამოგივლიათ მათ ბარობით. ულმობელმა სიკვდილმა გამოგაცალათ ხელიდან სამი შვილი უდროვოდ. ჯერ ერთი შვილის დაკარგვა რა არის დედ-მამისათვის, რა მწუხარებას იწვევს მათ გულში და ხომ მეტად ძნელი გადასატანია სამი შვილის დაკარგვა. თქვენ სიხარულის დროს სიმდაბლე შეინახეთ და მწუხარების დროს მოთმინება. ჩვენი ცხოვრება მოგზაურობაა, კაცი როცა მოგზაურობს ზღვაზე, თუ ხმელეთზე, ბევრ დაბრკოლებებს და ხიფათს შეხვდება ხოლმე და როგორც ზღვაზე მოგზაურს, მიუახლოვდება რა ნავთსაყუდელს, გული უხარის, რომ გადარჩა დაღუპვას და როგორც ხმელეთზე მოგზაურს, მიუახლოვდება რა სამშობლო სახლს, სიხარულით გული ევსება, ისე უნდა იყოს მამაო დეკანოზო, ვფიქრობ, თქვენი გულიც ახლა. ეხუმრებით 78 წლის მოგზაურობას და ამოდენი ხნის მგზავრობის შემდეგ აგრე მხნე იყოს კაცი, როგორც თქვენ გამოიყურებით. თქვენს სიხარულს ვუერთებთ ჩვენსასაც. ნდობას ვწირავ ყოვლადმოწყალე ღმერთს და ამასთან " ვსთხოვთ, კიდევ დიდხანს იქმნესთქვენი წყალობელი და მფარველი. სამრევლო საბჭო სიონის ტაძრისა, სადაც თქვენ მსახურობთ 31 წელიწადზე მეტი, თბილისის ქართველი სამღვდელოება, რომელმაც ამ ორი წლის წინათ აგირჩიათ თავის სულიერ მოძღვრად, ნიშნად ღრმა პატივის ცემისა თქვენდამი მოგართმევენ ამ ხატს მაცხოვრისას მიიღო სახსოვრად“. დეკანოზი გიორგი 1931 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა. თბი ლისის სამღვდელოებამ და ნათესაობამ მხცოვანი დეკანოზი დიდი პატივით 10 ოქტომბერს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე დაასაფლავეს.