სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გობრონი (მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი) 1899-1954წწ ეპისკოპოსი წარმ. სოფ. შავშვები გობრონი (მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი) 1899-1954წწ ეპისკოპოსი წარმ. სოფ. შავშვები

1899-1954 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი წკრიალაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

გობრონი (მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი) 1899-1954წწ ეპისკოპოსი წარმ. სოფ. შავშვები

ეპისკოპოსი გობრონი (ერისკაცობაში — მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი; დ. 21 ნოემბერი1899თბილისი — გ. 19 თებერვალი1954მცხეთა) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.


ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) – ეპისკოპოსი გობრონი, ერისკაცობაში მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი.

ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი)

დაიბადა წლის 21 ნოემბერს თბილისში. მამა ეფრემი წარმოშობით გორის მაზრის სოფელ შავშებიდან იყო. 1907-1912 წლებში სწავლობდა კუკიის პეტრე დიდის სახელობის სამოქალაქო ოთხწლიან სკოლაში. 1912-1916 წლებში თბილისის სახელოსნო ოთხწლიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1916-1918 წლებში ინტენსიურად ემზადებოდა სწავლის გასაგრძელებლად. 1918 წლის იანვარში ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე, სადაც ისმენდა ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, აკაკი შანიძის, გრიგოლ წერეთლის, კორნელი კეკელიძის ლექციებს.

1918 წლის 4 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და მიწერილ იქნა საკათალიკოსო სასახლის კარის ეკლესიაზე. 1919 წლის 28 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესი ლეონიდეს მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1919 წლის 20 დეკემბერს ყოვლადსამღვდელო ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის განკარგულებით დაინიშნა ბოდბის დედათა მონასტრის იეროდიაკვნად. 1921 წლის 25 დეკემბერს აღყვანილ იქნა მთავარდიაკვნის ხარისხში. ამავე დროს ასრულებდა საქმის მწარმოებლის მოვალეობას ალავერდის ეპარქიაში. მამა გობრონის თვალწინ გაიარა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების საშინელმა რეპრესიებმა, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ, ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის (ოქროპირიძე) მძიმე მდგომარეობამ. 1925 წლის 25 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ იგი განთავისუფლებულ იქნა ხსენებული თანამდებობიდან და გაემგზავრა სომხეთში, სადაც 1930-1935 წლებში სწავლობდა ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში, ვეტერინარიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობდა ცხინვალის რაიონში ვეტექიმად. 1935-1941 წლებში მუშაობდა ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიის საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგედ.

1941-1945 წლებში წალკის რაიონის მთავარი ექიმია. 1945-1946 წლებში გორის რაიონის მთავარი ექიმია.

1946-1950 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონის მთავარ ექიმად. გობრონ წკრიალაშვილმა 51 წლის ასაკში კვლავ მშობელ ეკლესიას მიაშურა. მან ვრცელი წერილით მიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ითხოვა სასულიერო ხარისხში აღდგენა. მეუფე ეფრემმა ამის შესახებ მოახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს უწმიდეს კალისტრატეს, რომელმაც დართო ამის ნება. 1950 წლის 27 იანვარს გობრონი აღდგენილ იქნა იეროდიაკვნის ხარისხში, 28 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში და იქვე დაინიშნა მესამე მღვდლის ადგილზე. 1950 წლის 8 თებერვალს გადაიყვანეს სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად და სოხუმის ოლქის კეთილმოწესედ. 1951 წლის 21 აპრილიდან თბილისის კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაშია. 1951 წლის 10 ოქტომბრიდან მღვდელმონაზონი გობრონი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილედ დაადგინეს. სვეტიცხოველში მსახურების დროს ბერძენი ტურისტები შემოსულან ტაძარში, არქიმანდრიტი გობრონი გამოლაპარაკებია და ბერძნულ ენაზე მეგზურობა გაუწევია მათთვის. მან ასევე ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული, რუსული და სომხური ენები. 1954 წლის 2 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი გობრონი გამოცხადდა წილკნის ეპისკოპოსად. 3 იანვარს იგი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად სიონის საპატრიარქო ტაძარში. „ვიცი, მომაკვდავი ვარ, – აღნიშნა მან, – მაგრამ ისეთი მადლი გადმოდის ეპისკოპოსად კურთხევის დროს კურთხევაზე, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და გამომაჯამრთელოს და მეც შევძლო ეპისკოპოსად მოღვაწეობა“. ზუსტად 48 დღე იყო მეუფე გობრონი წილკნის ეპისკოპოსი, ისე გარდაიცვალა, სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ვერ აღასრულა. დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გალავანში.


70 წელი შესრულდა წილკნელი ეპისკოპოსის გობრონის (წკრიალაშვილი) გარდაცვალებიდან

1954 წლის 19 თებერვალს შეუერთდა მარადისობას ეპისკოპოსი გობრონი.


ერისკაცობაში მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი დაიბადა 1899 წლის 21 ნოემბერს თბილისში. მისი მამა - ეფრემი წარმოშობით გორის მაზრის სოფელ შავშებიდან იყო. 1907-1912 წლებში სწავლობდა კუკიის პეტრე დიდის სახელობის სამოქალაქო ოთხწლიან სკოლაში. 1912-1916 წლებში თბილისის სახელოსნო ოთხწლიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1916-1918 წლებში ინტენსიურად ემზადებოდა სწავლის გასაგრძელებლად. 1918 წლის იანვარში ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე, სადაც ისმენდა ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, აკაკი შანიძის, გრიგოლ წერეთლის, კორნელი კეკელიძის ლექციებს.


1918 წლის 4 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და მიწერილ იქნა საკათალიკოსო სასახლის კარის ეკლესიაზე. 1919 წლის 28 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესი ლეონიდეს მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1919 წლის 20 დეკემბერს ყოვლადსამღვდელო ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის განკარგულებით დაინიშნა ბოდბის დედათა მონასტრის იეროდიაკვნად. 1921 წლის 25 დეკემბერს აღყვანილ იქნა მთავარდიაკვნის ხარისხში. ამავე დროს ასრულებდა საქმის მწარმოებლის მოვალეობას ალავერდის ეპარქიაში. მამა გობრონის თვალწინ გაიარა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების საშინელმა რეპრესიებმა, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ, ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის (ოქროპირიძე) მძიმე მდგომარეობამ. 1925 წლის 25 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ იგი განთავისუფლებულ იქნა ხსენებული თანამდებობიდან და გაემგზავრა სომხეთში, სადაც 1930-1935 წლებში სწავლობდა ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში, ვეტერინარიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობდა ცხინვალის რაიონში ვეტექიმად. 1935-1941 წლებში მუშაობდა ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიის საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგედ.


1941-1945 წლებში წალკის რაიონის მთავარი ექიმია. 1945-1946 წლებში გორის რაიონის მთავარი ექიმია.


1946-1950 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონის მთავარ ექიმად. გობრონ წკრიალაშვილმა 51 წლის ასაკში კვლავ მშობელ ეკლესიას მიაშურა. მან ვრცელი წერილით მიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ითხოვა სასულიერო ხარისხში აღდგენა. მეუფე ეფრემმა ამის შესახებ მოახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს უწმიდეს კალისტრატეს, რომელმაც დართო ამის ნება. 1950 წლის 27 იანვარს გობრონი აღდგენილ იქნა იეროდიაკვნის ხარისხში, 28 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში და იქვე დაინიშნა მესამე მღვდლის ადგილზე. 1950 წლის 8 თებერვალს გადაიყვანეს სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად და სოხუმის ოლქის კეთილმოწესედ. 1951 წლის 21 აპრილიდან თბილისის კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაშია. 1951 წლის 10 ოქტომბრიდან მღვდელმონაზონი გობრონი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილედ დაადგინეს. სვეტიცხოველში მსახურების დროს ბერძენი ტურისტები შემოსულან ტაძარში, არქიმანდრიტი გობრონი გამოლაპარაკებია და ბერძნულ ენაზე მეგზურობა გაუწევია მათთვის. მან ასევე ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული, რუსული და სომხური ენები. 1954 წლის 2 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი გობრონი გამოცხადდა წილკნის ეპისკოპოსად. 3 იანვარს იგი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად სიონის საპატრიარქო ტაძარში. „ვიცი, მომაკვდავი ვარ, – აღნიშნა მან, – მაგრამ ისეთი მადლი გადმოდის ეპისკოპოსად კურთხევის დროს კურთხევაზე, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და გამომაჯამრთელოს და მეც შევძლო ეპისკოპოსად მოღვაწეობა“. ზუსტად 48 დღე იყო მეუფე გობრონი წილკნის ეპისკოპოსი. ის გარდაიცვალა 1954 წლის 19 თებერვალს. მეუფე გობრონი ისე გარდაიცვალა, რომ, სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა, სამწუხაროდ, ვერ აღასრულა. დაკრძალეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.


უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს ეპისკოპოს გობრონის უკვდავი სული. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი. შეგვეწიოს მისი წმიდა ლოცვები.


წყარო: პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)".





ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954



ეპისკოპოსი გობრონი, ერისკაცობაში მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი, 1899 წლის 21 ნოემბერს, ქ. თბილისში, მოქალაქის ოჯახში დაიბადა. მამამისი ეფრემ ანდრიას ძე წკრიალაშვილი წარმოშობით იყო გორის მაზრის სოფ. შავშვებიდან. იგი 1907 წელს გარდაიცვალა. დედა დარია ზაქარიას ასული ნადირაშვილი სოფ. კავთისხეველი გლეხის ქალი იყო. 1907-1912 წლებში მიხეილი კუკიის პეტრე დიდის სახ. სამოქალაქო ოთხწლიან სკოლაში, ხოლო 1912-1916 წლებში თბილისის სახელოსნო ოთხწლიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა. 1918 წლის 26 იანვარს იგი თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში (1918 წლის 3 სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც 1919 წლის 2 დეკემბრამდე სწავლობდა. 1918 წლის 4 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ III-ის (საძაგლიშვილი) ლოცვა-კურთხევით, იგი მონაზვნად აღიკვეცა, სახელად გობრონი ეწოდა და საკათალიკოსო სასახლის კარის ეკლესიას მიაწერეს, ხოლო ოფიციალურად იგი მარტყოფის „ღვთაების“ მონასტრის საძმოში ჩაირიცხა. 1919 წლის 3 თებერვალს მონაზონი გობრონი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოანეს (მარღიშვილი) წერდა: „თქვენო მაღალ ღირსებავ! უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ შუამავლობა მათის უწმინდესობის წინაშე, რათა გადმოყვანილ ვიქმნე და ჩარიცხულ ძმათა შორის თქვენ მიერ რწმუნებულ მონასტერში“. როგორც საეკლესიო საბუთებიდან ჩანს, მონაზონი გობრონი პარალელურად თბილისის წმ. მარინეს სახ. ტაძარში მედავითნეობდა, რაც მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს გულისწყრომას იწვევდა, რადგან თავად ფერისცვალების მონასტერი წირვა-ლოცვის გარეშე რჩებოდა. ამის გამო იგი კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერდა: „დღევანდელ დიდებულ დღეს, როდესაც, სულ უკანასკნელ ღარიბ და მთებში გადაკარგულ სოფელშიაც
კი უსათუოდ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი, აქ თქვენი მეუფების ქალაქის მონასტერში, სადაც განისვენებენ დიდებული სიწმინდეები და წმ. ნაწილნი, არ გაღებულა დღეს კარი სამონასტრო ტაძრისა... გული ბოღმით მევსებოდა, როდესაც მლოცველთ ვაბრუნებდი უკან... მართალია, დღეს მონასტერში ითვლებიან კრებულის წევრებად მწირბერი გობრონი და მღვდელ-მონაზონი ამბროსი, მაგრამ მხოლოდ იურიდიულად, ფაქტიურად კი, პირველი მათგანი მედავითნეობს წმ. მარინეს ეკლესიაში, ხოლო მეორე, მღვდელ-მონაზონი ამბროსი, დღიდან მის გადმოსვლისა მონასტერში, მღვდლის თანამდებობას ასრულებს მეტეხის ციხის ეკლესიაში. მოვახსენებ რა თქვენს უწმინდესობას ამ ფრიად სამწუხარო, მეტი რომ არ ვსთქვათ, მოვლენაზე, უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, რათა რაიმე ხელმძღვანელობითი განკარგულება მიბოძოთ"“. ამ ეტაპზე საბუთებიდან აღარ ჩანს, თუ რა ღონისძიებები გაატარა უწმინდესმა ლეონიდემ მათ მიმართ, თუმცა შემდგომ წლებში, მწირმონაზონი გობრონი და მღვდელ-მონაზონი ამბროსი ისევ ფერისცვალების მონასტრის საძმოში ირიცხებიან. გარდა წმ. მარინეს ტაძარში მედავითნეობისა, მონაზონი გობრონი იმ პერიოდში ყოფილ თბილისის საგუბერნიო 1 საპყრობილეში მწერლადაც მუშაობდა. 1919 წლის 2 ივნისს ბოროტმოქმედებმა დაარბიეს არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი და მოკლეს იქ მოღვაწე არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) და მორჩილი გიორგი. საქართველოს საკათალიკოსო კანცელარიის დავალებით მონაზონი გობრონი არმაზის მონასტერში მიავლინეს ვითარების გასაცნობად. იგი, თბილისში დაბრუნებული, გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე წერდა: „7 თიბათვეს მე თვითონ დავბეჭდე მონასტრის კარები და კომისრის განკარგულებით მილიციონერიც ჩავაყენე. მამა მირიანი უგზო-უკვალოდ არის დაკარგული, მოკლულია მხოლოდმისი მორჩილი „გაგა“ და მონასტერიც გაძარცვულია. უმორჩილესად გთხოვთ,


18-1  საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.21
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (გაგრძელება)

ყოველნაირი ცნობები მირიანის შესახებ გვაცნობოთ ამ მისამართით: თბილისის ფერისცვალების მონასტერი, მამა გობრონს". რამდენიმე დღის შემდეგ მამა მირიანის (ცხედარი მართლაც იპოვეს იქვე ახლოს, ერთ-ერთ ხევში, მოკლული და ნაწამები. 1919 წლის 28 ივნისს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1919 წლის 10 ივლისს ახლადნაკურთხი ბერ-დიაკონი გობრონი სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს წერდა: „უმორჩილესად გთხოვთ, მომცეთ თავისუფალი მწერლის ადგილი თქვენ მიერ რწმუნებულ სამწერლობოში“. 1920 წლის 14 თებერვალს თბილისის საეპარქიო საბჭოს მდივანი, დავით დავითაშვილი თბილისის საოლქო საბჭოს თავმჯდომარეს, დეკანოზ გრიგოლ გიორგაძეს სწერდა: „ტფილისის საეპარქიო საბჭოს კანცელარია პატივისცემით გაუწყებთ ცნობად, რომ ფერისცვალების მონასტრის ბერი გობრონი, თანახმად მისივე თხოვნისა, მათი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს მიერ ამა 1920 წლის 2 იანვარს მიშვებულ იქმნა, ხოლო ამავე წლის 9 თებერვალს დამტკიცებულია მეტეხის ტაძრის მედავითნის თანამდებობაზე“. საბუთში ბერ-დიაკონი გობრონი ბერად არის მოხსენებული, თუმცა იგი ამ დროს უკვე ხელდასხმული იყო დიაკვნის ხარისხში. როგორც ჩანს, მას, საეკლესიო წესების დარღევის გამო, დროებით შეჩერებული ჰქონდა ღვთისმსახურება და მისი საქმე საეკლესიო სასამართლოში განიხილებოდა (კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია -– გ.მ.). ეს ჩანს 1920 წლის 11 მარტს შედგენილ საბუთიდან, რომელშიც იგივე მდივანი დ. დავითაშვილი დეკანოზ გიორგაძეს სწერდა: „თბილისის საეპარქიო სასამართლოს სამწერლო ამით პატივისცემით გაცნობებთ ჯეროვანი განკარგულებისათვის, რომ 25 თებერვალს 1920 წელსა ხსენებულ სასამართლომ განიხილა რა ყოვლად უსამღვდელოეს სოხუმის მიტროპოლიტის ამბროსის წერილობითი განცხადება ბერ გობრონის შესახებ და განაჩინა: დღეს თბილისის მეტეხის ეკლესიაში მედავითნის ადგილზედ მყოფ ბერ გობრონს მომავალ აღდგომამდე აეკრძალოს მთავარ-დიაკვნად მოხმარება ღვთისმსახურების დროს“. 1920 წლის 20 დეკემბერს ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით ბერ-დიაკონი გობრონი ბოდბის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის ღვთისმსახურად განემწესა (1950 წლის 15 იანვარს შედგენილ თავის ბიოგრაფიაში იგი ბოდბეში დანიშვნის თარიღად 1919 წელს ასახელებს, რაც ჩვენი აზრით შეცდომა უნდა იყოს, რადგან ზემოთ მოყვანილ ოფიციალურ საბუთებში იგი ისევ თბილისში იმყოფებოდა -– გ.მ.) 1921 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსმა პიროსმა არქიდიაკონის წოდება მიანიჭა და თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში დანიშნა. 1921 წლის 27 დეკემბერს არქიდიაკონი გობრონი ალავერდის ეპარქიის კანცელარიაში საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1923 წლის 22 აპრილს უცნობმა ბოროტმოქმედებმა გატეხეს თბილისში მდებარე საკათალიკოსო კარის ეკლესია, სადაც იმ პერიოდში ცხოგრობდა და წირვა-ლოცვებს აღასრულებდა (იყო ეკონომოსიც) მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). ხელისუფლებამ დაკითხა მღვდელ-მონაზონი ეფრემი, რომელმაც ჩვენებაში აღნიშნა: „21 აპრილს იყო წირვა.

18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.22
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (გაგრძელება)

ეკლესიაში წირვის დროს შემოვიდნენ, შიკრიკი საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიისა ალექსანდრე კახეთელიძე, დიაკონი ლომიძე ბიძინა, მოხუცი 80 წლის კალანდარიშვილი, აღმასკომის ბუღალტერი, ახალგაზრდა კაცი ასე 25-27 წლის, რომლის გვარი არ ვიცი, და ამ დღეებში კახეთიდან ჩამოსული მთავარდიაკვანი ბერი გობრონი. წირვის დამთავრების შემდეგ ზემოთ აღნიშნული პირნი აღარ ჩანდნენ და მე მხოლოდ აღმასკომის ბუღალტერთან ერთად გამოვედი ეკლესიიდან და დავკეტე ყველა კარები“. გამომძიებელმა ასევე დაკითხა დიაკონი ბიძინა არჯევანის ძე ლომიძეც, რომელიც წირვაზე იგივე ხალხს ასახელებს, მხოლოდ დაამატა: „გობრონს ახლდა ვიღაც სომეხი შუა ხნის კაცი და გობრონი ეხმარებოდა ეფრემს მსახურებაში. მე დავინახე, რომ ყველა პირი, ვინც აქ ჩამოვთვალე, ეზოდან გავიდა. ღია ფანჯარა არ დამინავს, რომ დამენახა, დავკეტავდი“. 1924 წლის 27 ივნისს არქიდიაკონი გობრონი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) წერდა: „უპირველეს ყოვლის ვეამბორები თქვენს წმ. მარჯვენას და შემდგომ შევსთხოვ ყოვლად შემძლებელ ღმერთს თქვენი მეუფების ჯანმრთელობას საკეთილდღეოდ ერისა და ეკლესიისა ჩვენისა. მე ლოცვითა თქვენი მეუფებისათა კარგად გახლავართ... ვითმენ ყოველსა ტანჯვასა აღთქმისაებრ ჩემისა. თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! მოგმართავთ რა თხოვნით, ვიმედოვნებ, შემისრულებთ სურვილს და ოფიციალურად კანცელარიის საშუალებით მაცნობებთ დადასტურებას თქვენი მეუფების მიერ, რომ მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს დაკრძალვის შემდგომ მისმა მემკვიდრეებმა თქვენი მეუფების თანდასწრებით გადმომცეს ერთი ყუთი სხვადასხვა საღვთისმეტყველო წიგნები 1919 წლის მაისის თვეში ტფილისის ფერისცვალების მონასტერში“. ამასთან დაკავშირებით, 1924 წლის 23 ივლისს, მიტროპოლიტი იოანე ოფიციალურ ცნობას აგზავნის თელავში: „ვადასტურებ, რომ 1919 წლის გაზაფხულზე როდესაც ჩვენი ფერისცვალების მონასტრის გარდაცვალებულ მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს (მიმინოშვილი) ნივთებს ვამოწმებდით, მაშინ მისმა მემკვიდრემ, ბარბარე სპირიდონის ასულმა მიმინოშვილმა გადასცა საჩუქრად იეროდიაკონ გობრონს რამდენიმე ძვირფასი საღვთისმეტყველო წიგნი“. როგორც ჩანს, არქიდიაკონ გობრონს მამა სერაფიმესგან მიღებულ ქონებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა ხელისუფლებასთან, რის გამოც საჭირო გახდა მეუფე იოანეს ჩარევა. 1925 წლის 20 იანვარს, პირადი თხოვნის საფუძველზე, არქიდიაკონი გობრონი გათავისუფლდა ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის სამსახურიდან და სომხეთში უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა, სადაც 1925 წლის 23 იანვრიდან 1926 წლის 22 მარტამდე მუშაობდა ყაფანში, ზანგეზურის თითბირის სადნობ ქარხანა-მაღაროების სამმართველოში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე. 1926 წლის 20 მარტიდან 1929 წლის 31 დეკემბრამდე იყო ყაფანის მუშათა საავადმყოფოს გამგე. 1930 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 20 აგვისტომდე სწავლობდა ქ. ერევნის ინსტიტუტში შესვლის გადასამზადებელ კურსებზე. 1930-1935 წლებში, სწავლობდა ერევნის სამედიცინო ვეტერინარულ ინსტიტუტში და რადგან ერთ და იმავე დროს ორი ფაკულტეტის დამთავრება არ შეიძლებოდა, სახელმწიფო გამოცდებზე დაშვებულ იქნა მხოლოდ ვეტერინარულ სამკურნალო ფაკულტეტზე. 1935 წლის 15 მარტს, ინსტიტუტიდან განაწილებით, მუშაობა დაიწყო სამხრეთ ოსეთის მიწსახკომში უფროსი ექიმის თანამდებობაზე, სადაც დაჰყო 1935 წლის 1 სექტემბრამდე. 1935 წლის 3 სექტემბრიდან 1937 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მიწსახკომის განკარგულებით მსახურობდა ავჭალის სასოფლო საბჭოში და ამავდროულად, 1936 წლიდან 1941 წლის 10 მარტამდე იყო ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა შინსახკომის კოლონიის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის გამგე. 1940 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 11 ივნისამდე გაიარა ექიმთა გადასამზადებელი ცენტრის სისხლის გადასხმის ინსტიტუტთან არსებული კურსი „სისხლის გადასხმა და გემოტოლოგია“ პროფესორ მუხაძის ხელმძღვანელობით. 1941 წლის 16 მარტს ზემოთ ხსენებული საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის დახურვის გამო, საქართველოს ჯანსახკომის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში, სადაც დაჰყო 1941 წლის 21 სექტემბრამდე. 1941 წლის 25 სექტემბერს მიწსახკომის მიერ მობილიზებულ იქნა წალკის რაიონში მთავარ ექიმად. 1945 წლის 2 აპრილიდან 1946 წლის 6 სექტემბარმდე მუშაობდა ქ. გორში და გორის რაიონში მთავარ ექიმად, ხოლო 1946 წლის 6 სექტემბრიდან იყო მარნეულის რაიონის მთავარი ექიმი. ამავე პერიოდში სამეცნიერო ხარისხის მოსაპოებლად გაგზავნილი ჰქონდა შრომა ქ. მოსკოვის ს. ს. მეცნიერების აკადემიაში პროფ. ტომმეს კათედრაზე. 1950 წლის 26 იანვარს, ავადმყოფობის გამო, პირადი თხოვნის საფუძველზე, გობრონ წკრიალაშვილი გათავისუფლდა ექიმის თანამდებობიდან და 51 წლის ასაკში კვლავ მშობელ ეკლესიას მიაშურა. მან ვრცელი წერილით მიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ითხოვა სასულიერო ხარისხში აღდგენა. მეუფე ეფრემმა ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდეს კალისტრატეს (ცინცაძე) მოახსენა, რომლისგანაც ნებართვა მიიღო. 1950 წლის 27


18-3  საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.23
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (გაგრძელება)


იანვარს გობრონი აღადგინეს არქიდიაკვნის ხარისხში, ხოლო მეორე დღეს, 28 იანვარს, ქუთაისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა ეფრემმა მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის მესამე მღვდლის ადგილზე დაადგინა. 1950 წლის 8თებერვალს მღვდელ-მონაზონი გობრონი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სოხუმის წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლის ადგილზე და სოხუმის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1950 წლის 28 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1951 წლის 21 აპრილს იგი თბილისში, კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის მლვდელმსახურად გადმოიყვანეს. 1951 წლის 31 ივლისს მლვდელ-მონაზონი გობრონი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1951 წლის 10 ოქტომბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოღვაწეობის პერიოდზე შემორჩენილია მცირე მოგონება არქიმანდრიტ გობრონზე, რომელიც ქალბატონმა მედიკო კვანტალიანმა შემოგვინახა. მისი თქმით ეპისკოპოსი გობრონი ყოფილა მშვენიერი ფიზიკური აღნაგობის, განათლებული და საქართველოს ისტორიის ბრწყინვალედ მცოდნე. საქართველოში საბერძნეთიდან ჩამოსული სტუმრები, რომელთაც სურვილი ჰქონიათ ენახათ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი. ეს ნატვრა აუსრულეს და როდესაც ისინი ჩავიდნენ მცხეთაში და მოინახულეს სვეტიცხოველი, მეგზურობას უწევდათ მაშინ არქიმანდრიტის ხარისხში მყოფი გობრონი. მან ჩამოსულებს ბერძნულ ენაზე ბრწყინვალედ მოუთხრო საქართველოს ეკლესიის მდიდარი ისტორია. სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ღრმა ცოდნამ. როდესაც ისინი ჩავიდნენ საბერძნეთში, თავიანთი სამშობლოდან მათ მადლობა გამოუგზავნეს საქართველოს მაშინდელ მთავრობას ასეთი განათლებული საეკლესიო პირის გამო. 1952 წლის 5 აპრილს, არქიმანდრიტი გობრონი, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის IX საეკლე- სიო კრებას, სადაც კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე). 1953 წლის 5 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს - მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ეპისკოპოსებს - გაბრიელს (ჩაჩანიძე), ანტონს (გიგინეიშვილი), დიმიტრის (იაშვილი), წერილობით გამოეთქვათ თავიანთი აზრი არქიმანდრიტ გობრონის ეპისკოპოსად კურთხევის განზრახვაზე. ყველანი დაეთანხმნენ უწმინდეს მელქისედეკს, თუმცა მიტროპოლიც ეფრემის აზრით, თავშეკავება აჯობებდა. აი, რას წერდა 1953 წლის 28 ნოემბერს ამასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ II-ის მდივანი პოლიევქტოს გაგოშიძე მეუფე ეფრემს: „დღეს მივიღე თქვენი ბარათი და თქვენივე ნააზრალი გობრონის გამღვდელმთავრების შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი ნააზრალი სწორუპოვარია და საჭიროა საქმეში იქნეს ჩაკერებული, თუმცა, შესაძლებელია, უწმიდესს საწყენად დაურჩეს. წინასწარ ნიადაგს მოვშინჯავ და თუ შევატყე რაიმე ზიანი მოჰყვება თქვენთვის, მაშინ არ გადავსცემ. ამ შემთხვევაში, თქვენ რომ ჩამობრძანდებით 8 დეკემბრისათვის, მაშინ თვითონ თქვენ მოახსენეთ: „რადგანაც თქვენი სურვილია და სხვებიც თანახმანი არიან, იყავნ ნება თქვენი. გობრონი მძიმე ავადმყოფია, მაგრამ მაინც, აწი თუ არ შესცვალა, შობას - მცხეთაში უპირებს კურთხევას -- წილკნელის სახელით“. 1954 წლის 2 იანვარს მოხდა არქიმანდრიტ გობრონის ეპისკოპოსად სახელდება, მეორე დღეს კი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარ


საპატრიარქოს უწყებანი N17 18ნოემბერი-1დეკემბერი 2021წ გვ.24
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (დასასრული)

ქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნა. „ვიცი, მომაკვდავი ვარ, აღნიშნა ეპისკოპოსმა გობრონმა, მაგრამ ისეთი მადლი გადმოდის ეპისკოპოსად კურთხევის დროს კურთხევაზე, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და გამომაჯამრთელოს და მეც შევძლო ეპისკოპოსად მოღვაწეობა“. ზუსტად 48 დღე იყო მეუფე გობრონი წილკნის ეპისკოპოსი, და ისე გარდაიცვალა, რომ ვერც სვეტიცხოველში ჩავიდა და ვერც სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა აღასრულა. 1954 წლის 20 თებერვალს ერთმანეთს შეხვდნენ კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის გ. ი. გოგოლაშვილი. საუბარი შეეხებოდა ეპისკოპოს გობრონის ხელდასხმას. გოგოლაშვილს აინტერესებდა, თუ სად იყო ეპისკოპოსი გობრონი და რატომ არ ჩანს ის მცხეთაში. კათოლიკოსმა უპასუხა, ჩვენი ცნობით, იგი ხელდასხმის მეორე დღიდან ლოგინად ჩავარდა და თბილისში, საკუთარ სახლში მკურნალობს. მასთან სტუმრად იყო და მოინახულა დეკანოზმა რომანოზ პეტრიაშვილმა, რომელმაც გადმომცა ეს ინფორმაცია. ამ დღეებში მე თავად ვაპირებ მასთან მისვლას და ვითარებაში გარკვევასო. ამ საუბრიდან ორ დღეში, კათოლიკოსი კვლავ შეხვდა რწმუნებულ გოგოლაშვილს და მოახსენა, რომ გუშინ, თერთმეტის ნახევარზე, ეპისკოპოსი გობრონი მოულოდნელად გარდაიცვალაო. 1954 წლის 11 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, პ. გაგოშიძე რწმუნებულ გ. ი. გოგოლაშვილს ოფიციალურ ბარათს უგზავნის, სადაც ვკითხულობთ: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარია ამით მოგახსენებთ, რომ წილკნელ ეპისკოპოსად ახლად ხელდასხმული ყოვლადსამღვდელო გობრონი ამა წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა“. ეპისკოპოსი გობრონი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გალავანში, ტაძრის სამხრეთით, ეპისკოპოსების - პავლესა (ჯაფარიძე) და ტარასის (კანდელაკი) გვერდით დაასაფლავეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.10.2023
ბოლო რედაქტირება 23.02.2026
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0