სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მამა სერაფიმე შემდგ. სქემარქიმანდრიტი სისო (ჯემალ (ნოდარ)) ბერიძე 1938-2019წწ დაბ. სოფ. ზესოფელი, ქედა მამა სერაფიმე შემდგ. სქემარქიმანდრიტი სისო (ჯემალ (ნოდარ)) ბერიძე 1938-2019წწ დაბ. სოფ. ზესოფელი, ქედა

1938-2019 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბერიძე სია

ქედა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

მამა სერაფიმე შემდგ. სქემარქიმანდრიტი სისო (ჯემალ (ნოდარ)) ბერიძე 1938-2019წწ დაბ. სოფ. ზესოფელი, ქედა


სქემარქიმანდრიტი სისო (1938-2019) აჭარის პირველი მკვიდრი მღვდელმსახური. 

ერისკაცობაში ჯემალ (ნოდარ) ბერიძე  - ქედის რაიონის სოფელ ზესოფელში დაიბადა 14 მატი 1938 წელს, 1995 წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე, მეუფე იობმა აკურთხა - მომზადებულიყო საღვთო სამსახურად. ორი თვის თავზე ბათუმის საკათედრო ტაძარში შედგა დიაკვნად კურთხევა, ხოლო ორი წლის შემდეგ წმ. სერაფიმე საროველის სახელზე მისი მღვდლად ხელდასხმა მოხდა.


2015 წელს აღიკვეცა ბერად  თრეხვის მამათა მონასტერში - რუის-ურბნისის ეპარქია, სახელად ეწოდა სისო.

დაკრძალულია დაკრძალულია ბათუმში. ფერიის წმ მატათას სახელობის დედატა მონასტერში. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან - დეკანოზი სერაფიმე ბერიძე.


მამა სერაფიმე - ერისკაცობაში ჯემალ (ნოდარ) ბერიძე  - ქედის რაიონის სოფელ ზესოფელში დაიბადა 1938 წელს, ყედირ ბერიძის ოჯახში. 1900-იან წლებში, დაცოლშვილებამდე, ყედირი სტამბოლს ყოფილა გაგზავნილი მუსულმანურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად და ხოჯის წოდების მისაღებად. მაგრამ იქიდან დაბრუნებული არც კი შედგომია სარწმუნოებრივ სამსახურს და, თუმცა გარეგნულად მუსლიმანურ სარწმუნოებრივ აღმსარებლობას ინარჩუნებდა, ოჯახში არ ივიწყებდა ქართულ ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებს და ხელისუფლებისაგან მისცემია თუ არა საშუალება, მთელი ოჯახიც ჩაუბამს ქართული წერა-კითხვის შესწავლის საქმეში; სოფელშიც ერთ-ერთ პირველთაგანს შეუტანია სახლში ღვინო. მართალია, იგი თავად არ გაქრისტიანებულა, ”მაგრამ მან თავისი მრწამსი გამოხატა ქართველი ქრისტიანების დიდი სიყვარულით, -  იგონებს თავად მამა სერაფიმე - ”შვილებს მოგვცა თავისუფალი არჩევანი, მეტიც - ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების სიყვარული”. ასეთივე სათნო და მოსიყვარულე ადამიანი ყოფილა მამა სერაფიმეს დედა - ესმა დიასამიძე, გამრჯე დიასახლისი, რომელსაც ვერავინ დაასწრებდა დილით ადრე შრომის დაწყებას. ამბობდა თურმე: ”სოფელში რომელიმე ქალმა ჩემზე ადრე კვამლი რომ ამოადინოს, სახლში არ გავჩერდებიო”. პურმარილიანი, მეზობლის ხელის გამმართავი ეს ავ-კარგიანი ქალბატონი განსაკუთრებით ზრუნავდა შვილების ზნეკეთილად აღზრდისათვის. ისევ მამა სერაფიმეს მოვუსმინოთ: ”დედაჩემის წყალობით ბავშვობიდანვე ჩემთვის მქონდა პატარა თოხი, ბარი, წალდი, ცული და სხვა სამუშაო იაღაღები. ჩვენი ეზოს ყველა კუთხეში მქონდა ჩემთვის შემოღობილი პატარ-პატარა ნაკვეთები. ზოგში სიმინდს ვთესავდი, ზოგში ბოსტნეულს; რასაც დედაჩემი თესავდა, მეც იმას ჩემით ვაწარმოებდი, მთელი დღე ასე ვსაქმიანობდი... შრომამ ღმერთი შემაყვარა, ღმერთმა ურთიერთი”.


მამა სერაფიმეს შვიდი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და ძალიან განიცდიდა უმამობას. თუმცა, იმ გარემოებამ, რომ სოფელში ფრიად ავტორიტეტული მოლას შვილი იყო და, თანაც, ნაბოლარა მეათე ბავშვი ოჯახში, თავისი კვალი დააჩნია მისი პიროვნების ჩამოყალიბებას: პირველი კლასიდანვე შეჩვევია ლიდერობას - იყო ჯგუფხელი, პიონერული რაზმის ხელმძღვანელი, კომკავშირის მდივანი. ასეთი აქტიურობა ინსტიტუტშიც გაჰყვა და იქაც უმეტესად საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დატვირთული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქედის რაიონში, მოიხადა სამხედრო ბეგარა და მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში; შემდეგ -  ”დოსააფში”. თითქმის ათამდე სამუშაო ადგილი გამოიცვალა, მაგრამ ღვთის განგებამ სრულიად სხვაგვარად გადაწყვიტა მისი ბედი... და აი, აქ კი უსათუოდ უნდა გავიხსენოთ მისი ძმის - სევერიანის შესახებ!

დახატა ირინა იდაძე ქუთაისელი ხატმწერი

მამა სერაფიმეს ძმა, აწ განსვენებული დიაკვანი სევერიანე, რომელსაც ნათლობამდე ჰასანი ერქვა, სანამ ქრისტიანულ რწმენაში მოვიდოდა, ისლამის მიმდევარი იყო, ჯამეში დადიოდა და მუსლიმანურ რიტუალებს ასრულებდა. ამასთან, ჰასანი კომუნისტიც იყო, და, თანაც, ქედის რაიონის ზესოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. თითქოს შეუსაბამოდ ჟღერს, მაგრამ ასეთი მაგალითები მაშინ აჭარაში ხშირი გახლდათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირი წარმატებით აგრძელებდა ერების გათიშვის ცარისტულ-იმპერიულ პოლიტიკას და დროდადრო თვალებს ხუჭავდა აჭარელთაგან მაჰმადიანური კულტის მსახურებაზე.


ერთხელ ჯამეში მიმავალ ჰასანს გზად ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან ორი მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა გამოეცხადა, რომლებმაც იგი ტაძარში შეიყვანეს. ტაძარში ჰასანმა თავად სთხოვა მოძღვარს, რომ მოენათლა. გადაწყვიტა თუ არა ნათლობა, მან მოიკითხა ის ორი ახალგაზრდა, რომელთა იდუმალ კარნახსაც ის ემორჩილებოდა.


გაკვირვებულმა მღვდელმსახურებმა უპასუხეს, რომ მას არავინ მოჰყოლია. ნათლობა შედგა. შეასრულა იგი უწმინდესმა და უნეტარესმა, ამჟამინდელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც მაშინ ამ ტაძრის წინამძღვარი იყო. ცხადია, ჰასანს სურდა რაიმე გაეგო იმ ახალგაზრდების შესახებ, აინტერესებდა, ცხადი იყო თუ მოჩვენება ის, რაც თავს გადახდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, ამოიცნო ხატებზე მთავარანგელოზების - მიქაელისა და გაბრიელის სახეები, რომლებმაც იგი ეკლესიაში მიიყვანეს. შემდგომში, ქრისტიანად მონათლული ჰასანი - აწ უკვე სევერიანე, გარდაცვალების წინ დიაკვნად ეკურთხა და ამ ხარისხში მყოფი წარსდგა ღვთის წინაშე. და პირველი, რაც მან ქრისტიანულად აღასრულა, იყო მადლიერების გამოხატულება მისი სულის მეოხთა მიმართ: სევერიანეს მონდომებით ჩაქვში აშენდა მთავარანგელოზების ეკლესია - უკეთ რომ ითქვას, ერთი მტკიცედ ნაშენი შენობა ღვთის შეწევნით და მისი დახმარებით ეკლესიად გადაკეთდა.

დახატა ირინა იდაძე ქუთაისელი ხატმწერი

როდესაც მამა სერაფიმეს უკითხავს მეუფე იობისთვის - ვის სახელზე უნდა იკურთხოს ეს ეკლესია? - ეს ტაძარი მამა სევერიანეს პირმშოა და მთავარანგელოზის სულები ითხოვენ, მათი სახელი ეწოდოსო -  უპასუხია მეუფეს.


მართლაც, 1995 წლის 26 ივლისს, ოთხშაბათს, მთავარანგელოზთა კრების დღეს, დაბა ჩაქვში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი ეკლესია, რომელსაც მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელი ეწოდა.

დიაკვანი მამა სევერიანე ძალიან ბევრს მოგზაურობდა საქართველოსა და რუსეთშიც -  ეკლესია-მონასტრების მოსანახულებლად, იყო დიდად ღვთისმოშიში და ღვთივსათნომყოფელი პიროვნება. ბევრი განსაცდელი და შევიწროებაც გადაუტანია თავისი რწმენის გამო. მისი ლოცვითა და ქადაგებით მრავალი ადამიანი გაქრისტიანდა, მათ შორის არა ერთი აჭარელი იყო. რა გასაკვირია, თუ ქრისტეს ნათელს იგი თავდაპირველად საკუთარ ოჯახში შეიტანდა. სევერიანეს ქადაგებითა და ლოცვით მთელი ოჯახის წევრები მონათლულან: ძმები - დომენტი და ჯემალი (სერაფიმე), და შუშანა, ასევე მრავალი მათი ნათესავ-მეგობარი...

1980 წლების ფოტო  მარცხნიდან ფოფოდია, ბადრი ბერიძე(უფროსი ვაჟი), სქემარქიმანდრიტი სისო, და დალი შორენა ბერიძე 

სწორედ ნათლობის დღის შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები მამა სერაფიმეს ცხოვრებაში - მან დაიწყო ქრისტიანული მოძღვრების შესწავლა, დღითიდღე უღრმავდებოდა ინტერესი და სწრაფვა ჭეშმარიტი სარწმუნოების შეცნობისაკენ. პარალელურად, გულდასმით ეცნობოდა მშობლიური კუთხის ისტორიის ამსახველ ლიტერატურას. თანდათან მოუხშირა ეკლესიაში სიარულს და წირვა-ლოცვაზე დასწრებას... მერე, სააღდგომო მარხვა შეინახა ერთგზის და ამ დღიდან უკვე აღარ გამოუტოვებია არც ერთი საკვირაო თუ სადღესასაწაულო წირვა-ლოცვა. გახდა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის, აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეკლესიის წევრი. 

აღსარებას მამა გურამს (ამჟამად - ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი) აბარებდა.რომელმაც მას სასულიერო პირად კურთხევა სესტავაზა , რაზედაც სულიერმა შვილმა უარი უთხრა იმ მიზეზით რომ თითქმის საპენსიო ასაკში მყოფი ვერ მოახერხებდა ურიცხვი საეკლესიო წესებისა და საიდუმლოებების შესრულებას, რაც ეკლესიის მსახურს უნდა სცოდნოდა. სახლში დაბრუნებულ და ჩაფიქრებულ ჯემალს, საკუთარ ეზოში სასწაული ელოდა. კერძოდ, ძლიერი წვიმისა და ჭექაქუხილის დროს მეხმა  თხემლის ხე გააპო, ნარგავი განათდა და ნაფოტები მიწაზე დაცვივდა. ყველას ეგონა, რომ თხემლას ხანძარი გაუჩდა. ხეს მისი მეუღლე ჟუჟუნა მიუხლოვდა და ხელში აიღო გასხივოსნებული ნაფოტი, რომელზეც ფოსფორით გაბრწყინებული იესო მაცხოვრის ამაღლების ხატი იყო გამოსახული. ჯემალი უმალვე მიხვდა რომ ეს პასუხი იყო სასულიერო პირად კურთხევის წინადადებაზე მის მიერ გაცხადებულ უარზე, ამიტომ 1995 წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსის - მეუფე იობის შეთავაზება სამღვდელო ხარისხის მისი მიღების თაობაზე, მეუფეს მორჩილად უპასუხა ” იყოს ნება ღვთისაა”.

შვილთან დალი, შორენა ბერიძესთან ერთად.

ამ დროიდან იწყება მამა სერაფიმეს ღვაწლი და თავდადება აჭარაში ქრისტიანული რწმენის დანერგვის, ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა თუ პედაგოგიური მოღვაწეობისა და ქრისტიანული აღმსარებლობის ქადაგებებით.

იმის ვრცლად გადმოცემას, რისი გაკეთებაც მოასწრო ამ მცირე დროის მანძილზე მამა სერაფიმემ, დიდი ნაშრომიც ვერ დაიტევს, ამიტომ მოკლედ აღვწერთ მის საქმიანობას სასულიერო ასპარეზზე - სულ სხვადასხვა სფეროში.

შვილთან მამა ბასილ (ბეგლარ) ბერიძესთან ერთად დაბადებულია 1974 წელს ბათუმის სემინარიის რექტორი და ახალშენის ტაძრის მოძღვარი.

მღვდლად კურთხვიდან 1 წლის შემდეგ მამაო სულოს სემინარიის რექტორად დაინიშნა, მან დაასრულა სემინაარის ეზოში დაწყებული და შეჩერებული წმ. ანდრიას სახელობის ტაძრის მშენებლობა. მაღალმთიან აჭარაში პირველად ხულომ იხილა ანაფორით შემოსული აჭარელი სასულიერო პირი, მაგრამ, საოცარია, რომ იგი შეიყვარა არამარტო საერო პირებმა, მის სანახავად გამოდიოდნენ და საათობით ესაუბრებდნენ მუსლიმი სასულიერო პირები.

დავიწყოთ იმით, რომ მამა სერაფიმეს შეაქვს ქრისტეს ნათელი მთელ აჭარის მხარეში: არ არის აჭარის კუთხე, დაბა, სოფელი, ქალაქი თუ რაიონული ცენტრი, რომ მამა სერაფიმეს ნათლისღების საიდუმლოსთვის არ ეზიარებინოს თანამემამულენი. მას მოუნათლავს ახალგაზრდებიცა და ხანდაზმულებიც, კომუნისტებიცა და მაჰმადიანური სარწმუნოების მსახურებიც. ახალგაზრდებისათვის სარწმუნოებასთან ზიარება, თავისთავად მისასალმებელი მოვლენაა, მაგრამ მოხუცებულთა და, მით უფრო, მაჰმადიანური კულტის მსახურთა ნათელღება განსაკუთრებული მადლია და საგანგებოდაც რჩება მეხსიერებას ასეთი შემთხვევები.

ხილული ნათელი პანაშვიდის დროს, ბათუმის საკათედრო ტაძარში. 

მამა სერაფიმეს ხულოში მოუნათლავს 1996 წელს დები - ქეთევან და ელისაბედ ნიჟარაძეები და მათი რძალი ელენე დავითაძე-ნიჟარაძისა 70-80 წლის ასაკში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, 1998 წელს მონათლა 80 წელს გადაცილებული პოეტი მამია ვარშანიძე. მონათლა ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე მეუღლესთან - ლელასთან ერთად და ჯვარიც დაწერა. 87 წლის ასაკში მოინათლა შუახეველი გოგრაჭაძე, 55 წლისა - ამირან ვარშანიძე;


ცნობილი ფაქტია, რომ უწინ თურქები ძალდატანებით ამაჰმადიანებდნენ აჭარელთა წინაპრებს და ვინც არ მიიღებდა ისლამის რჯულს, სჯიდნენ - თავმოკვეთილებს ჰყრიდნენ მდინარე მაჭახელაში... სიმბოლურად, სწორედ ამ მდინარეში ისურვეს ნათლისღება გამომცემლობის დირექტორმა პოეტმა დავით თედორაძემ და სახელმწიფო მოხელემ  შოთა ჯიბლაძემ. ამის შემდგომ ეს ადგილი ნათლობის ემბაზად მიიჩნევა.

1997 წელს, ქობულეთში ქალაქის მკვიდრმა - ჯემალ ინაიშვილმა და მისმა მამიდაშვილმა თამაზ ნიჟარაძემ ღვთის სადიდებლად ტაძარი ააშენეს, სადაც გახსნის დღეს მოინათლნენ და


მეუღლესთან ერთად ფოფოდია- ჟუჟუნა მემედის ასული ბერიძე, დაიბადა 1946 წელს ხელვაცაურის მუნიციპალიტეტ, სოფელ ორთაბათუმში, 13 დედმამიშვილის ოჯახში, გააჩინა 3 შვილი, ერთგულად ემსახურა მამაოს 50 წელი, გვერდში ედგა მას მამა სერაფიმეს სასულიერო პირად კურთხევის ჟამს და მასთან ერთად გადაიტანა ყველა სიძნელეები რაც ახლავს ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზას. გარდაიცვალა 2020 წელს. დააფლავებულია ახალშენის ფერისცვალების სახელობის ტაზარში.


 ჯვარი დაიწერეს ჯემალის მშობლებმა: სულიკო ინაიშვილმა და ციალა ნიჟარაძემ. ხოლო სულიკო ინაიშვილის დედამ  - 90 წელს მიღწეულმა რაიკე ხალვაშმა განაცხადა: - საკმარისია, რაც ტყვეობაში ვიმყოფებით, მე ვარ ჩემი შვილებისა და შვილთაშვილების უხუცესი და და მათთან ერთად უნდა მოვინათლოო. და მართლაც, მამა სერაფიმემ შეასრულა მისი თხოვნა და ნათლიაც თვითონ გახდა. რაიკეს ნათლობის სახელი ელენე დაერქვა. ასევე ერთდროულად მოინათლნენ 70 წელს გადაცილებული ძმები - ნოშრევან და მირიან დუმბაძეები!

ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია დავით კომახიძის შემთხვევა: 90 წელს მიტანებული არქიტექტორი მამა სერაფიმეს ღვაწლმა, რუდუნებამ და სიყვარულმა დაუახლოვა ეკლესიას. თავდაპირველად ვაჟიშვილს, თემურს გაენდო: ”ბევრი ფიქრის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი წინაპრების რელიგიას - ქრისტიანობას დავუბრუნდე და  მოვინათლო ქრისტიანულად... ეს მე რომ ახალგაზრდობის პერიოდში გამეკეთებინა, შეიძლება სხვანაირად მიეღოთ ჩემი საქციელი. ახლა მე, 90 წლის კაცი, არც კარიერაზე ვფიქრობ და არც გამდიდრებაზე, მხოლოდღა დამრჩა ერთი საფიქრალი: როცა დრო მოვა, პირნათლად წარვდგე ჩემი შორეული წინაპრების წინაშე, რომლებიც ქრისტეს რჯულის მატარებლები იყვნენ”. 1999 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, ამ დიდებულ ტაძარში მონათლეს დავით კომახიძე სიყრმის მეგობარმა, პროფესორმა პარმენ ზაქარაიამ და მღვდელმა სერაფიმემ. ნათლობა თავად ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა, მამა ტარიელმა შეასრულა. ნათლობის შემდეგ დავით კომახიძე მცხეთიდან ორი სახელით - დავითითა და კონსტანტინეთი დაბრუნდა და თავისი ხელი - ჩინებული არქიტექტორისა და აწ უკვე ერთგული ქრისტიანისა - მაშინვე დაატყო მშობლიურ კუთხეს: ბათუმის შესასვლელში, თამარის გორაზე, იქ, სადაც კომუნისტური წყობილების ჟამს გასართობი კომპლექსი იყო, თამარ მეფის სახელზე ააგო მართლმადიდებლური ეკლესია! ხოლო ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ქედაში ამოქმედდა და ხალხის სამსახურში ჩადგა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი.

აღადგინა და რესტავრაცია ჩაუტარა ბათუმის გარეუბნში, სოფელ ორთაბათუმში ბერძნების მიერ აშენებულ და მიტოვებულ წმ პანტელეიმონის ტაძარი.

მამა სერაფიმე გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც 2001 წლის აპრილშივე შეაგულიანა ზვარელები მათ სოფელში ეკლესიის აღსადგენად - სოფელ ზვარეში, მდინარე აჭარისწყალში შეჭრილ და შუაში კუნძულივით აზიდულ ბუნებრივ ისტორიულ კლდეზე, რომელსაც დღემდე ამჩნევია ძველი საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაფუძარი, წამოიმართა ტაძარი (გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კლდის გამოქვაბულში ყრიდნენ ოსმალები მოტაცებულ გოგო-ბიჭებს მონათა ბაზარში გასაყიდად)


ძმა წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე;) 1920-96წწ 9 (22) აგვისტო დაბ. სოფ.ბუკნარი (ჩაქვი) ქობულეთი აჭარა

აქ უკვე დროულია ითქვას იმ ღვაწლის შესახებაც, რომელსაც მამა სერაფიმე სწევს აჭარაში ეკლესიებისა და სამლოცველოების აგებისა თუ აღდგენის თვალსაზრისით. თავისი ძმის, სევერიანეს მიერ ჩაქვში აგებულ ეკლესიას მეოხმყოფობს; მამა სერაფიმე ყოველ ახალ მშენებლობასაც მუდამ გვერდით უდგას. უდიდესი სულიერი ძალისხმევა შეაწია დავით კომახიძის არქიტექტურით ხელახლად ქმნილ ტაძარს, რომლის წინამძღვარიც თავად ბრძანდება. მაგრამ არა მარტო სულიერი... ჟურნალისტი, რომელიც იმ მშენებლობის მიმდინარეობას აღწერდა, განცვიფრებულა, როდესაც მამა სერაფიმე დაუნახავს ეკლესიის ეზოში, ბეტონის ნარჩენებით სავსე ურიკას რომ მიაგორებდა შენობიდან. ”ველოდი - წერს იგი - რომ მამა სერაფიმე იყო ამ მშენებლობის ინიციატორიცა და ორგანიზატორიც, მაგრამ სამუშაო ტანსაცმელში მისმა ხილვამ ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა!”

შვილი მამა ბასილ (ბეგლარ) ბერიძესთან ერთად დაბადებულია 1974 წელს ბათუმის სემინარიის რექტორი და ახალშენის ტაძრის მოძღვარი.

თუმცა სულ სხვა იყო სადღესასწაულო-სამღვდელო სამოსში გამოწყობილი მამა სერაფიმეს ხილვა ამ ეკლესიის გახსნისას, 2001 წლის 15 აპრილს - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, როდესაც გულმხურვალედ მიმართავდა ერთად თავშეყრილ უამრავ მლოცველს: ”მე მიხარია ეს დღე... ქედაშიც დამკვიდრდება უფლის სიტყვა; ეკლესიას მფარველი წმინდანის - წმინდა ნიკოლოზის სახელი ეწოდა! და დღეიდან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ქრისტიანული მღვდელმსახურება წარიმართება!”


სწორედ მამა სერაფიმე გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც 2001 წლის აპრილშივე შეაგულიანა ზვარელები მათ სოფელში ეკლესიის აღსადგენად - სოფელ ზვარეში, მდინარე აჭარისწყალში შეჭრილ და შუაში კუნძულივით აზიდულ ბუნებრივ ისტორიულ ქვაზე, რომელსაც დღემდე ამჩნევია ძველი საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაფუძარი, წამოიმართა ტაძარი.


ზვარეში ეკლესიის აგების შესახებ აზრი პირველად ამ სოფლის ახალგაზრდობამ გამოთქვა. სწორედ მათი მონდომებითა და მამა სერაფიმეს თანადგომის მეოხებით გამოინახა საშუალებები მშენებლობის დასაწყებად. უნდა ითქვას, რომ ეკლესიის მშენებლობის დასაწყისში საკმაოდ უსიამოვნო წინაღმდეგობამ იჩინა თავი - ზოგიერთი უწყება წინ აღუდგა ამ საქმეს, მაგრამ მოძღვრის ლოცვა-კურთხევამ და ხალხის მოწადინებამ თავისი გაიტანა: სოფლის ახალგაზრდებმა შუაღამისას დაიწყეს მუშაობა და დილამდე


დედა დედა დიასამიძე ესმა, მამა ყედირ ბერიძე. ესმა დიასამიძე ქედის რაიონ სოფელ გულებში დაიბადა 1851-1964წწ, გააჩინა 10 შვილი (5 მალევე დაეღუპა), მალევე დაქვრივდა და მარტო დაზარდა შვილები.

”ივერონთან” ათონის მთაზე

საძირკველი მოამზადეს კედლების ამოსაყვანად. დილით კი შეტყობინება გაუგზავნეს მამა სერაფიმეს - მობრძანებულიყო და მომავალი ეკლესია ეკურთხებინა! მოძღვრის თვალში აკიაფებული ცრემლი იყო მათი მუშაობის უდიდესი ჯილდო. 2001 წლის 9 მაისს, ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ ეკლესიითვის განკუთვნილი ადგილი აკურთხა, აღმართა ჯვარი და ეკლესიას წმინდა გიორგის სახელი დაანათლა. ტაძრის მშენებლობაში აქაურთა წვლილი განუზომელია, რომ იტყვიან, ქუდზე კაცი დაუდგა მხარში ამ საღვთო საქმეს.

ზარების მადლიანმა გუგუნმა კიდევ ერთი ღვთის სახლის დაბადება ამცნო აჭარისწყლის ძირძველ ხეობას. ჯვარდასმულ, ბებერ ქვებზე ახალი სამლოცველო აღიმართა. აქ მხოლოდ ერთ ტაძარზეა საუბარი და საგულისხმოა, რომ აჭარისწყლის ხეობაში, სოფელ აჭარისწყალში მას მოჰყვა ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის (პორტაიტისას) სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია და სულ მალე მთელი აჭარისწყლის ხეობა ერთიანად გაბრწყინდება ქრისტეს ნათლით.


უფალმა მამა სერაფიმეს, დიდი პედაგოგიურ-აღმზრდელობითი და განმანათლებლური მისიაც დააკისრა. მიტროსანი მღვდელი, იგი ბრძანდება ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მისია-ევანგელიზაციის თავმჯდომარე, მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა მართლმადიდებლური რელიგიის პედაგოგთა მოსამზადებელი კურსები, ერთდროული ფუნქციონირებით ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში. საგნის მასწავლებლის გარდა ლექციებს ზონის თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა. მამა სერაფიმეს ძალისხმევით პედაგოგიური კოლექტივი თანდათან ეკლესიის მრევლის სახელით შეკავშირდა; ბევრი კურსების მსვლელობისას მოინათლა, მომზადდა რეფერატები მოცემული თემების მიხედვით. გარდა წარმოდგენილი პროგრამისა, რომელიც საღვთო წერილისა და ეკლესიის ისტორიის საკითხების ცოდნას ითვალისწინებდა, მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საღვთო ისტორიის უმთავრეს მომენტებს. როდესაც განვლო მუშაობით დატვირტულმა სემესტრმა და დამატებითი საზაფხულო დროის პრაქტიკებმა, რელიგიის პედაგოგის ცენზის თვით დედაქალაქში მოპოვების საბაბით და მამა სერაფიმეს დახმარებით, რელიგიის მომავალმა პედაგოგებმა მთელი საქართველოს წმინდა ალაგები მოინახულეს და მოილოცეს: გელათი, მოწამეთა, სვეტიცხოველი, სიონი, გურჯაანის ყოვლადწმინდის ტაძარი, ალავერდი, შუამთა, ბოდბე... აჭარის მკვიდრი მართლმორწმუნენი დიდ ქრისტიანულ მადლს ეზიარებიან!


მამა სერაფიმე მოძღვარი, მოამაგე და დამრიგებელია ყველა თავისიანისთვის. ქორწილი და ჯვრისწერა უმისოდ არ ჩაივლის და დაკრძალვა - მისგან წესის აუგებლად. ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ აღიდგენს აჭარა თავის ქრისტიანულ სახეს, ანუ ერთი ყოფილი ხოჯას გულახდილი სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიც მან ზვარეს ეკლესიის აგებისას წარმოთქვა:  - წყალი ნაწყლურს უბრუნდება!


უბრუნდება და მერე როგორ! მთელ აჭარაში შენდება და ძველი ნანგრევებიდან აღდგება ეკლესიები და სამლოცველოები: ზემო აჭარაში - ხულოში, ქედაში, შუახევში; ზღვისპირეთში - ქობულეთში, ჩაქვში, ბათუმში; ყველგან - მთაშიც და ბარშიც! იმაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს მოძღვრისთვის, როდესაც მიდის მასთან 80 წლის მუსულმანი ქალი და ეუბნება: ”ბარაქალა შენს საქმეს, სულის ტაძარს რომ აგებ ჩვენი ქვეყნისას, რწმენის ასაღორძინებლადო”.


და თუ ეს ხანდაზმული ადამიანი ასე მსჯელობს, რისი თქმა შეეძლებათ მისგან დამწყემსილ ახალგაზრდებს?! ამიტომაც, უკვე აღარავის უკვირს, რომ მამა სერაფიმესთან მოსანათლად მოდიან თურქეთიდან ჩამოსული ჩვენებურები: იმერხევლები, ლაზები...  მასთან ერთი შავშეთელი ქალი მოინათლა. ქალს თავისი ნათლობის ცერემონიალის ვიდეოფირთან ერთად ჯვრისწერისა და გლოვის ამსახველი ფირებიც წაუღია და მთელ შავშეთს გააცნო. ენა ვერ გადმოსცემს იმ განცდებს, რომლებიც ამ ფირების მნახველ შავშეთელებს ეუფლებათო, - ატყობინებდა მამა სერაფიმეს თავისი შავშეთელი ნათლული - რიგი დგას ვიდეომაგნიტოფონთან და ხან სიხარულის ცრემლი უსველებთ სახეს და ხან - თანაგრძნობისო...

მართლაც, ცოტაა მამა სერაფიმესათვის აჭარა - მის მადლით მოსილ ნათლისმცემელ ხელს შავშეთ-ერუშეთი და ლაზისტანი ელოდება!

შვლილის დალი შორენას მოგონება:

ერთი ასეთი შემთხვევა რომ გავიხსენოთ? ქედის მოძღვრად ყოფნის პერიოდში მუსლიმმა მრევლმა უკმაყოფილება გამოთქვა მუსლიმ და ქრისტიანი მიცვალებულების  საფლავების გაყოფასთან დაკავშირებით და მიბრძანებულან აჭარის მუფთან საჩივრით. მუფთმა მოუსმინა და კითხა: ამ პრობლემაზე მამა სერაფიმეს თუ უამბეთო? -არაო, უპასუხეს მომჩივნებმა. -მაშინ ჯერ მამა სერაფიმე ჩააყენეთ საქმის ვიტარებაში და თუ ისიც ვერ გადაგიწყვიტავთ პრობლემას მერე მოდით ჩემთანო.

მადლობა შვილს დალი, შორენა ბერიძე, ქიქავას თანამშრომლობისთვის


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.10.2023
ბოლო რედაქტირება 04.09.2024
სულ რედაქტირებულია 10





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0