სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ანტონ გულიაშვილი  1939-2021წწ არქიმანდრიტი დაბ. თბილისი ანტონ გულიაშვილი  1939-2021წწ არქიმანდრიტი დაბ. თბილისი

1939-2021 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გულიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ანტონ გულიაშვილი 1939-2021წწ არქიმანდრიტი დაბ. თბილისი

მღვდელი ანტონ გულიაშვილი


დაიბადა 1939 წელს თბილისში. 1963-1965 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1965 წლის 26 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1978 წლის 2 აპრილიდან მღვდელმონაზონია, 1978 წლის 4 ივლისიდან იღუმენია. 1965 წლიდან - 1967 წლამდე მსახურობდა ბათუმში, 1967 წელს თელავში, 1967-1972 წლებში ჯერ თბილისის წმიდა ნინოს, შემდეგ წმიდა ბარბარეს ეკლესიებშია, 1972-1979 წლებში მანგლისში, 1979 წლიდან ჯერ მიხეილ ტვერელის, ხოლო შემდეგ ალექსანდრე ნეველის ეკლესიაშია.

მამა ანტონ გულიაშვილის მოგონება პატრიარქზე 25.12.2017

...მერე შემემთხვა უსიამოვნება უკვე მღვლდად ყოფნის დროს, დამაპატიმრეს და იქაც ჩემი პატიმრობის პერიოდში არ მახსოვს ჩამოსვლა დედაჩემის პაემანზე, რომ არ ეთქვა მადლიერების სიტყვები მეუფე ილიასადმი.


მიზეზი? იყო ის, რომ ბათუმში ყოფნისას ჩვენთან ჩამოვიდა მეუფე ნესტორი კიევიდან. ვინაიდან გაგვაგებინეს, რომ მობრძანდება ეპისკოპოსი, ამ დროისათვის მეუფე ილია მიბრძანებოდა როდოსის კუნძულზე შეკრებაზე და დამავალა მე, მასთან შეხვედრა. რა თქმა უნდა დავხვდი როგორც წესი და რიგია, გავისტუმრეთ. რომ მიბრძანდებოდა მეუფე ნესტორი სახლში დამპატიჟა თავისთან სტუმრად თუ გექნება საშუალება ჩამოდი ჩემთანო. მართლაც გადავწყვიტე წასვლა. სექტემბერში წავედი კიევში. მე ვიყავი ალექსანდრე ნათლობით. უწმიდესისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა, რომ 8 სექტემბერს პოჩაევოში ღვთისმშობლის დღესასწაულისთვის წავსულიყავი. წადიო მითხრა, მაგრამ 10 სექტემბრისთვის საქართველოში იყავიო. და ჩემი ანგელოზის დღისთვის აქ იყავიო. უკან რომ ვბრუნდებოდი ავტობუსის სადგურში იმ დროისათვის ათეისტური პროპაგანდისტული ბუდე იყო. ერთ-ერთ ათეისტთან შეხლა-შემოხლა მომივიდა და სახეში გავარტყი. რაზე გავარტყი? მე არასდროს არ მიჩხუბია ცხოვრებაში, მაგრამ არც მაშინ გავარტყამდი რაღაცაზე რომ შეველაპარაკე შემომაფურთხა ანაფორაზე. როდესაც უწმიდესმა ეფრემმა მაკურთხა მითხრა, ეს ანაფორა ან სიკვდილმა ან ციხემ უნდა გაგხადოსო. იმიტომ, რომ ეს არის ღვთისმშობლის ტანისამოსი და მისი შეურაცხყოფა დასჯადიაო. ეს მახსოვდა კარგად. სასამართლოზეც ვთქვი, მას, რომ შეეგინებინა ჩემთვის დედაცკი რაც საქართველოში მიუღებელია შეიძლება მომეთმინა. მაგრამ რომ შეურაცხყო ჩემი ღვთისმშობლის შესამოსელი ერთხელ გავარტყი. ამისათვის მომისაჯეს ერთი წელი. ათეისტური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო პოჩაევოში. ეს იყო მიზეზი და მომისაჯეს ერთი წელი პოჩაევოს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დანაშაული განისაზღვრებოდა ჯარიმიდან წლამდე და მომცეს ერთი წელი ვინაიდან სასულიერო პირი ვიყავი. მოსამართლე დამემუქრა კიდეც, რომ ეს ერთი წელი გაფიქრებინებს რომ ეს ძონძიც გაიხადოო. დაშნების მსგავსად მითხრა, რომ მოგცემთ ერთ წელს და იქნებ იფიქრო რომ უარი თქვა ღმერთზე. მადლობა ღმერთს, კარგად გადავიტანე ღვთის წყალობით, პატრიაქი ეფრემის და მეუფე ილიას ლოცვა-კურთხვეით. მინდა გაუსვა ხაზი, რომ ამ პერიოდში დედაჩემი რა დღეშიც იქნებოდა წარმოგიდენიათ. მეუფე ილიამ ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა იმითაც, რომ ამხნევებდა დედას.


82 წლის ასაკში, ხანგრძლივი უძლურიების შემდეგ ღვთივშეისვენა, საქართველოს ეკლესიის ერთერთმა უხუცესმა მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (გულიაშვილი).

მამა ანტონი ბრძანდებოდა მცხეთის სემინარიის პირველი სტუდენტი და შესაბამისად ამავე სემინარიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული.

იყო ბათუმ-შემოქმედელი მღვდელთმტავრის, ეპისკოპოს ილიას  მორჩილი (ამჟამად კტოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე) .

სამღვდელო ხარისხში ხელდასხმულიქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის (სიდამონიძე) მიერ, კათოლიკოს პატრიარქ დავით მეხუთის (დევდარიანი) მოღვაწეობის ჟამს, საბჭოთა საქარტელოს სახელისუფლებო ეშალონებსი ცვლილებებისას მამა ანტონს ისევე როგორც მთელ ეკლესიას მოუხდა სირთულეების გადატანა სასულიერო წოდებიდან გამომდინარე. იყო დაპატიმრებული, განიცდიდად დევნას საბჭოთა უწყებების მხრიდან თუმცა წამით არ გადაუხვევია უფლისკენ მიმავალი გზიდან.

მამა ანტონი 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ეკლესიის რიგით მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე რომელიც ტარდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად, ბღზანდებოდა ხმის მიმცემის უფლების მქონე დელეგატი და საქართველოს ეკლესიის მამამთავრის ტახტზე მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. 

მამა ანტონი სხვადასხვა დროს მსახურობდა არაერთ ტაძარში, ჩემი მეხსიერების სიღრმეში მახსოვს იგი მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში მსახურობდა და უშუქობის გამო კანდელების შუქზე ატარებდა ზამთარში ღვთისმსახურებას (ტაძარში ზოგჯერ ისე ბნელოდა ბავშვები მსობლებს ვერ ცნოდბენ თუმცა ღვთისმსახურება უაღრესად მოწესრიგებულად ტარდებოდა) ბოლო დროს მამა ანტონი ბრძანდებოდა ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ-ქართული ტაძრის მღვდელმსახური, მუდამჟამ სარგებლობდა მრევლის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, იყო საქართელოს ეკლესიის ცოცხალი მემატიანე და შესანიშნავი მქადაგი.

მე სამწუხაროდ არ მქონია მასთან ახლო ურთიერთობა, ჩემი მასთან ნაცნობობა მხოლოდ ლოცვა-კურთხევის მიღებით და ორიოდსიტყვიანი საუბრით შემოუფარგლებოდა, ნეველის ტაძრის უკან, სამღვდელო შესასვლელი აქვს საკურთხეველს და იქ იჯდა ხოლმე ხშირად და ესაუბრებოდა ყველას კეთილად, თუმცა მახსენდება ორიოდე შემთხვევა მასთან დაკავშირებით.

ერთხელ საღამოს ლოცვის დროს ზეთის ცხებაზე მასთან რომ მივედი ზეთი ყელზეც მაცხო და ჩაღიმებით მითხრა ,,გიჭერს შვილო ეს ჰალსტუხი, მოშვი ცოტა ნასკვიო" მეც ღიმილით  ვუპასუხე ,,შეჩვეული ვარ თქო" მსახურება რომ დასრულდა ხატები აკურთხა, მეც ვაკურტებინე და მერე ისევ მე მომიბრუნდა ,,ბაყაყი ცივ წყალში რომ ჩასვა და წყალს ტემპერატურა მოუმატო, ნელნელა შეეჩვევა და ვერც მიხვდება ისე მოიხარშება, ხო და ამ ნასკვის მოჭერას კი ხარ შეჩვეული მაგრამ მაინც გირჩევ ცოტა მოუშვაო". ხოლო ერთხელ ჩემს მეგობარ გერმანელ ფოტოგრაფს სურდა გადაეღო ნეველის ტაძარი (ჩამოვიდა საქარტელოს ტაძრების გადასაღებად), წავიყვანე შევედით და მამა ანტონი იწყებდა საღამოს მსახურებას, მას გამოვთხოვე ლოცვაკურთხევა   გადაღების უფლება რომ დაერთო ჩემი მეგობრისთვის, კმევის დროს ჩემამდე რომ მოვიდა მითხრა ,,მსახურება გადაიღოს, კმევა, ფოტოზე კარგად გამოვაო" ვუთხარი გერმანული ასე კარგად არ ვიცი მაგრამ შევეცდები თქო, საკურთეველში რომ შევიდა ცოტახანში დიაკვანი გამოვიდა ჩემთან ,,მამა ანტონმა გამომგზავნა, მე გერმანული კარგად ვიციო" და მან აუხსნა ჩემს მეგობარს რა რჩევასაც აძლევდა მოძღვარი...

ასე 4 წლის რომ ვიყავი ჩემს თანატოლ ნათესავს ტვერელის ტაძარში ჯვარი აჩქა, მერე მეც შემნიშნა ტვერელის ტაძარში გაჩერდა, ვა კიდევ ყოფილა ბავშვიო, ცოტახანში მობრუნდა სამაჯური მოიტანა რომელშიც ფსალმუნი იყო ცაქსოვილი, აბა პირჯვარი გადაიწერეო, გადავიწერე, ოხ ყოფილხარ შენ საჩუქრის ღირსიო და მომაწოდა სამაჯური, ზუსტად მომერგო ,,ეე ამისთვის ყოფილა, ისეთი პატარა სამაჯურია სხვას არ მოერგებოდაო" შევახსენე 5 წლის წინ ეს ამბავი, ვერ გაიხსენა მაგრამ ,,კი იქნებოდა ეგრე, მიყვარდა ყოველთვის ბავშვებიო" უყვარდა კამფეტი და სქემ-არქიმანდრიტ ვიტალის საფლავთან პანაშვიდს რომ გადაიხდიდა ,,აიღეთ თითო კამფეტიო" თუ არ აიღებდი თვთონ მოგაწვდიდა...

საუნოდ იყოს ხსენება ახლადშესვენებული არქიმანდრიტი ანტონისა, კარგის მეტი არაფერი უკეთებია, ემსახურა ღმერთს და ხალხს 56 წლის მანძილზე, დაჯილდოვებული იყო საქართელოს საპატრიარქოს, წმინდა ნინოს სახელობის ოქროს ორდენით, პატივსცემდა და უყვარდა ყველას განუღცევლად ასაკისა.

უფალმა შეუწიროს მისი მსახურება და დაამკვიდროს მისი სული სასუფეველში. 

მოიხსენიეთ ლოცვებში  ახლადშესვენებული არქიმანდრიტი ანტონი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.10.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0